20 აპრილი, შაბათი, 2024

მო­მა­ვა­ლი ძა­ლი­ან არა­ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ფე­ნო­მე­ნია

spot_img

რუბ­რი­კის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუ­მა­რია

თამ­თა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, 

სე­უ­ლის ჰა­ნი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (Hanyang University) სტუ­დენ­ტი

მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი — მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი

მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი თბი­ლი­სის 182-ე სკო­ლა­ში გა­ვა­ტა­რე. ეს წლე­ბი ჩემ­თ­ვის ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა, უზო­მოდ თბი­ლი და ყუ­რადღე­ბი­ა­ნი დამ­რი­გე­ბე­ლი მყავ­და, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კლა­სე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბას ბევ­რი გა­უ­გებ­რო­ბა მოჰ­ყ­ვა, ამას თან და­ერ­თო არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ბო­ლო ექ­ვ­ს­მა წელ­მა სკო­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი არ და­მი­ტო­ვა, მაგ­რამ მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მას­წავ­ლა, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ბრძო­ლა. ჩემ­თ­ვის სკო­ლა, უფ­რო მე­ტად, პრობ­ლე­მებს და მათ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

დავ­დი­ო­დი საკ­მა­ოდ ცნო­ბილ ცეკ­ვის სტუ­დი­ა­ში, სა­დაც ბევ­რი კონ­ცერ­ტი და შე­ჯიბ­რი გვქონ­და, არა­ერთ მათ­გან­ში ვი­კა­ვებ­დით პირ­ველ ად­გილს და მახ­სოვს ტე­ლე­გა­და­ცე­მა „ნი­ჭი­ერ­შიც“ მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სკო­ლის ბო­ლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რი გავ­ხ­დი სას­კო­ლო და მოს­წავ­ლე­თა ოლიმ­პი­ა­დებ­ში, კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. გა­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, მი­მეღ­წია რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტის­თ­ვის და ვაღ­წევ­დი კი­დეც. მი­ღე­ბუ­ლი მაქვს ბევ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტი და ჯილ­დო სხვა­დას­ხ­ვა კონ­კურ­სებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

სკო­ლის პე­რი­ოდს, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უძღ­ვის მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მი­სი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. იყ­ვ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბის­გა­ნაც დიდ ცოდ­ნას ვი­ღებ­დით და მა­თი და­ფა­სე­ბა, ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლია. იყო საგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით ვსწავ­ლობ­დი, ძი­რი­თა­დად, უცხო ენე­ბი. ალ­ბათ, ამან გა­ნა­პი­რო­ბა მო­მა­ვალ­ში უცხო ენე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი.

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი

ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხუ­რი და­ვას­რუ­ლე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გან­ხ­რით — ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ფი­ლო­ლო­გია. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი კი გა­ნა­პი­რო­ბა ჩემ­მა სურ­ვილ­მა და ინ­ტე­რეს­მა უცხო ენე­ბი­სად­მი. ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში დავ­დი­ო­დი უცხო ენე­ბის ცენ­ტ­რ­ში, სა­დაც გა­ვი­ცა­ნი უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მცოდ­ნე პე­და­გო­გი. მის­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­მა და საქ­მი­სად­მი თავ­და­დე­ბამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე და­მა­ფიქ­რა და გა­დავ­წყ­ვი­ტე, უფ­რო ღრმად და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შე­მეს­წავ­ლა ინ­გ­ლი­სუ­რი ენა. მი­მაჩ­ნია, რომ ენას დი­დი ძა­ლა აქვს. ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს არა­ერ­თხელ უთ­ქ­ვამთ ჩემ­თ­ვის, რაც უფ­რო მე­ტი ენა იცი, მით მე­ტი ადა­მი­ა­ნი ხარ. ეს არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის პრო­ფე­სი­ას, არა­მედ, ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბას მი­ე­სა­და­გე­ბა. მე­ტად იხ­ს­ნე­ბი და ეც­ნო­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მათ კულ­ტუ­რას, უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან გაქვს წვდო­მა.

რა­ტომ კო­რეა

ალ­ბათ, ეს ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მუ­ლი შე­კითხ­ვაა და ყო­ველ­თ­ვის, რო­დე­საც მე­კითხე­ბი­ან: „რა­ტომ კო­რეა?“, პა­სუ­ხი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, მარ­ტი­ვი­ცაა და რთუ­ლიც. ყვე­ლა­ფე­რი კო­რე­უ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რი­სად­მი ჩე­მი ინ­ტე­რე­სით და­იწყო. ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში, სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით, ეს მშვე­ნი­ე­რი სამ­ყა­რო აღ­მო­ვა­ჩი­ნე, კო­რე­უ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი­სა და კო­რე­უ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი მუ­სი­კის მეშ­ვე­ო­ბით. კო­რე­ის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა ბევრ ფაქ­ტორს უკავ­შირ­დე­ბა და ცალ-ცალ­კე აღე­ბულ სფე­რო­ებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხ­ვაა. კო­რე­უ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მათ­ში ჩა­დე­ბუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ი­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კულ­ტუ­რულ-ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით; კო­რე­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, თუ­კი ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბით — K-pop-ით ვიმ­ს­ჯე­ლებთ — რიტ­მით, სა­ცეკ­ვაო შეს­რუ­ლე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­თა და სინ­ქ­რო­ნით; მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბი, თა­ვის მხრივ — ფე­რა­დოვ­ნე­ბით და ა.შ. სე­რი­ა­ლებს ხში­რად სუბ­ტიტ­რე­ბით ვუ­ყუ­რებ­დი. ერთ დღე­საც გა­დავ­წყ­ვი­ტე, კო­რე­უ­ლი ენა ისე მეს­წავ­ლა, რომ სუბ­ტიტ­რე­ბის გა­რე­შე გა­მე­გო რა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ და მღე­როდ­ნენ. სწო­რედ ამი­ტომ ავირ­ჩიე კო­რეა და კო­რე­უ­ლი ენა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ენის შეს­წავ­ლა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვიწყე, შემ­დეგ თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ვე­დი კო­რე­უ­ლი ენის კურ­სებ­ზე. ორ­წ­ლი­ა­ნი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, სწავ­ლა უცხო ენე­ბის ცენ­ტ­რ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე. ამ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კო­რე­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას ვეს­წ­რე­ბო­დი და ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ნელ-ნე­ლა კო­რე­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი უფ­რო და უფ­რო გა­მიღ­რ­მავ­და და, სწო­რედ ენის ცენ­ტ­რ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, გა­დავ­წყ­ვი­ტე, გან­ცხა­დე­ბა შე­მე­ტა­ნა კო­რე­ის სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის სტი­პენ­დი­ის პროგ­რა­მა­ზე და სწავ­ლა მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა.

ამ­ჟა­მად, ვსწავ­ლობ სე­ულ­ში, ჰა­ნი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (Hanyang University), რო­მე­ლიც რე­ი­ტინ­გით კო­რე­ის 10 სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია. ჩე­მი სპე­ცი­ა­ლო­ბა კო­რე­უ­ლი ენის სწავ­ლე­ბაა, რაც, კო­რე­უ­ლი ენის ძირ­ფეს­ვი­ან შეს­წავ­ლას­თან ერ­თად, ასე­ვე, მო­ი­ცავს კო­რე­ის ეკო­ნო­მი­კას, პო­ლი­ტი­კას, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და კულ­ტუ­რულ სა­კითხებს. შე­სა­ბა­მი­სად, იმის გარ­და, რომ ვსწავ­ლობ კო­რე­უ­ლი ენის სა­ფუძ­ვ­ლებს, სტრუქ­ტუ­რას, სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს, ვეც­ნო­ბი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ და ის­ტო­რი­ულ მხა­რეს, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კო­რე­უ­ლი ენის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თ­ვის.

ჰა­ნი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია

ჰა­ნი­ან­გის კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 1939 წელს და­არ­ს­და. მი­სი მთა­ვა­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ტე­რი­ტო­რია   სე­ულ­ში (Seoul campus) მდე­ბა­რე­ობს, მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა — ქა­ლაქ ან­სან­ში (ERICA campus). ჰა­ნი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თავ­და­პირ­ვე­ლად, და­არ­ს­და რო­გორც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი სა­ინ­ჟინ­რო ინ­ს­ტი­ტუ­ტი, თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სწავ­ლე­ბის სფე­რო­თა არე­ა­ლი გა­ფარ­თოვ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტის 330 000 კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს შო­რის არი­ან არა მხო­ლოდ ინ­ჟინ­რე­ბი, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. 2018 წელს ჰა­ნი­ან­გი და­სა­ხელ­და რი­გით პირ­ველ უნი­ვერ­სი­ტე­ტად, რომ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა კო­მერ­ცი­ულ კომ­პა­ნი­ა­თა მთა­ვა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი გახ­დ­ნენ; ხო­ლო 2019 წელს, რი­გით 150-ე, მსოფ­ლი­ოს უნი­ვერ­სი­ტეტ­თა სი­ა­ში შვი­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 7400 უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. ჰა­ნი­ან­გის 820 პარ­ტ­ნი­ორ უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის, 88 ქვე­ყა­ნა­ში, შე­დის: მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, კემ­ბ­რი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ცინ­გ­ჰუ­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სხვ.

აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი — სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი

სტი­პენ­დი­ე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, მოთხოვ­ნე­ბი და პი­რო­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვაა. მე კო­რე­ის სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა (KGSP) ავი­ღე, რომ­ლის მი­ზა­ნია, მის­ცეს უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სწავ­ლა   მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­სა და დოქ­ტო­რან­ტუ­რის პროგ­რა­მებ­ზე კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ. სტი­პენ­დია მო­ი­ცავს, ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, 1 000 000 ვონს, რაც 921 დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია. სტი­პენ­დი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად,   სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში კო­რე­ის სა­ელ­ჩოს მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა. კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად მიმ­დი­ნა­რე­ობს. წარ­მა­ტე­ბულ კონ­კურ­სან­ტებს სტი­პენ­დია უნაზღა­უ­რებს: თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ლე­თის სა­ფა­სურს, და­სა­ბი­ნა­ვებ­ლად, პირ­ვე­ლად, 200 000 ვონს (185 დო­ლარს), ყო­ველ­თ­ვი­ურ სტი­პენ­დი­ას — 921 დო­ლარს, სა­მე­დი­ცი­ნო დაზღ­ვე­ვას — 20 000 ვო­ნის (18 დო­ლა­რი) ოდე­ნო­ბით ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, კო­რე­უ­ლი ენის კურ­სე­ბის სა­ფა­სურს, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე ან დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლის სა­ფა­სურს, ასე­ვე, არის ფუ­ლა­დი წა­ხა­ლი­სე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ხუ­თე დო­ნეს აიღე­ბენ კო­რე­უ­ლი ენის ტეს­ტ­ში (TOPIK) და­მა­ტე­ბით მი­ი­ღე­ბენ 100 000 ვონს (92 დო­ლარს). ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, არის მოთხოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ზუს­ტად უნ­და შე­ას­რუ­ლონ სტი­პენ­დი­ან­ტებ­მა, მა­გა­ლი­თად, ყო­ველ სე­მეს­ტ­რ­ში და­აგ­რო­ვონ, არა­ნაკ­ლებ, 80 სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა (GPA), მკაც­რად შე­ას­რუ­ლონ სტი­პენ­დი­ის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის მი­თი­თე­ბე­ბი და ა.შ. კერ­ძოდ სტი­პენ­დი­ის ოდე­ნო­ბა­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, ის საკ­მა­რი­სად ით­ვ­ლე­ბა კო­რე­ა­ში საცხოვ­რებ­ლად, თუმ­ცა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ საცხოვ­რებ­ლის სა­ფა­სუ­რი იმ თან­ხი­დან იქ­ვი­თე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ­თ­ვი­უ­რად იღებს სტი­პენ­დი­ან­ტი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თუ სტუ­დენ­ტი დარ­ჩე­ნილ თან­ხას ჭკვი­ა­ნუ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლებს, შეძ­ლებს და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოთხოვ­ნე­ბი.

მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ქარ­თულ და კო­რე­ულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის

კო­რე­უ­ლი და ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, თვალ­ში­სა­ცე­მია ის, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ტე­რი­ტო­რია ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლია, ლო­კა­ლუ­რა­დაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ისე­თი დი­დია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბაა სა­ჭი­რო. სწავ­ლის დაწყე­ბა სწო­რედ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მო­მი­წია, შე­სა­ბა­მი­სად, არ­ც­თუ ისე ად­ვი­ლია, ზუს­ტად გი­პა­სუ­ხოთ ქარ­თუ­ლი და კო­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის შე­და­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მის შეც­ვ­ლის გა­მო. თუმ­ცა, მინ­და აუცი­ლებ­ლად აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ კო­რე­ე­ლე­ბი ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან, დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას და ბევრს მუ­შა­ო­ბენ იმის­თ­ვის, რომ, სა­ბო­ლო­ოდ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი შე­იქ­მ­ნან. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, ასე­ვე, დი­დი კონ­კუ­რენ­ცია კო­რე­ა­ში, რაც, სტი­მუ­ლის გარ­და, ზე­წო­ლას ახ­დენს ახალ­გაზ­რ­დებ­ზე, იმუ­შა­ონ და ის­წავ­ლონ ორ­ჯერ უფ­რო მე­ტად, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­უჩ­ნ­დეთ.

კო­რე­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი დი­ლი­დან ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე სწავ­ლო­ბენ, სკო­ლის შემ­დეგ კერ­ძო სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­დი­ან, მრა­ვალ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რაც მა­თი პი­რა­დი და­ხა­სი­ა­თე­ბის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო, შემ­დ­გომ­ში ქვეყ­ნის წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მო­სახ­ვედ­რად. კონ­კუ­რენ­ციაა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რი­საც, ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზონ სტუ­დენ­ტებს, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კო­რე­ე­ლი და უცხო­ე­ლი მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რე­ბი, კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და სა­ჭი­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ იშუ­რებს ძა­ლებს, ხერ­ხებს, აქ­ტი­ვო­ბებს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს, კურ­სებს, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენ­ტებს. ასე­ვე, პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით, სტუ­დენ­ტებს კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­სა და სა­მუ­შა­ოს დაწყე­ბას უად­ვი­ლე­ბენ, ამის­თ­ვი­საც ცალ­კე კურ­სე­ბი არ­სე­ბობს. სწო­რედ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ქვეყ­ნის წამ­ყ­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ე.წ. SKY უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ით­ვ­ლე­ბა საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟუ­ლად.

ქარ­თულ და კო­რე­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მებს შო­რის მსგავ­სე­ბაც არის და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაც. კონ­კუ­რენ­ცი­ის თე­მა, რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისე მწვა­ვედ არ დგას, რო­გორც კო­რე­ა­ში. ამის გა­მო, კო­რე­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვი­სი დრო­ის უმე­ტე­სო­ბას სწავ­ლა­ში და სკო­ლის შემ­დეგ მო­სამ­ზა­დე­ბელ ცენ­ტ­რებ­ში ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სწავ­ლა­ში ატა­რე­ბენ, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ნას­ხ­ვა­ვებთ ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის დროს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და მშვიდ გა­რე­მოს უქ­მ­ნის კო­რეუ­­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა — მაქ­სი­მა­ლუ­რად იზღუ­დე­ბა სა­მან­ქა­ნო მოძ­რა­ო­ბა სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რებ­თან და ყვე­ლას სიწყ­ნა­რის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა გა­მოც­და­ზე უფ­რო მე­ტად მო­ახ­დი­ნონ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა. უცხო­უ­რი, ისე­ვე რო­გორც ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი­სა და კურ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ, რაც ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენტს, ნა­წი­ლობ­რივ, უად­ვი­ლებს უცხო­ეთ­ში სწავ­ლის შან­სის მო­პო­ვე­ბას.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა

ბიბ­ლი­ო­თე­კაც, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა კო­რე­ა­ში, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ფარ­დე­ბუ­ლია. შეს­ვ­ლა სტუ­დენ­ტუ­რი ბა­რა­თით ხდე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა სტუ­დენტს უად­ვი­ლებს   სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნის მო­ძი­ე­ბას, გა­მო­ტა­ნას ან დაბ­რუ­ნე­ბას. ჰა­ნი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა ექ­ვ­ს­სარ­თუ­ლი­ა­ნია და, და­მა­ტე­ბით, მი­წის­ქ­ვე­შა 3 სარ­თუ­ლი აქვს. სარ­თუ­ლე­ბი თე­მა­ტუ­რა­დაა და­ყო­ფი­ლი. მრა­ვა­ლი სა­კითხა­ვი დარ­ბა­ზია, სა­დაც შე­გიძ­ლი­ა კომ­ფორ­ტუ­ლად წა­ი­კითხო სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი ან იმე­ცა­დი­ნო. წიგ­ნე­ბი­დან გვერ­დე­ბის კო­პი­რე­ბა და წიგ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ამ­ფი­თე­ატ­რი — ყველ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე, კო­რე­ა­ში, სხვა ქა­ლაქ­ში, გვან­გ­ჯუ­ში ვცხოვ­რობ­დი. ჰა­ნი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტეტს სე­ულ­ში ჩა­მოს­ვ­ლის დროს ვეს­ტუმ­რე, რომ და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, რო­გორ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვის­წავ­ლი­დი. ჩე­მი ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო იმან, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი გო­რა­კი­ან ად­გი­ლა­საა გან­ლა­გე­ბუ­ლი, სა­დაც ბევ­რი კი­ბე და აღ­მართ-დაღ­მარ­თია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სას­წავ­ლე­ბელ­ში, მთა­ვარ შე­სას­ვ­ლელ­თან, მეტ­რო­სად­გუ­რია, სა­ხელ­წო­დე­ბით — „ჰა­ნი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, სტუ­დენ­ტებს მის­ვ­ლა რომ გა­უ­ად­ვილ­დეთ.

ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ამ­ფი­თე­ატ­რი და მი­სი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რიაა, ასე­ვე სას­წავ­ლებ­ლის მე­ო­რე შე­სას­ვ­ლე­ლი და მრა­ვა­ლი კა­ფე-რეს­ტო­რა­ნი, სა­სა­დი­ლო და გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლი, სა­დაც ხში­რად და­დი­ან სტუ­დენ­ტე­ბი. თუმ­ცა, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, პან­დე­მი­ის გა­მო, ეს ად­გი­ლე­ბი ან და­კე­ტი­ლია, ან სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბია შეზღუ­დუ­ლი.

პან­დე­მია — შეც­ვ­ლი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი

ისე­ვე რო­გორც ყვე­ლას, ჩვენც მოგ­ვი­წია სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე ადაპ­ტი­რე­ბა. აქამ­დე რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნი სას­წავ­ლო პრო­ცე­სიც კი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. უმ­რავ­ლე­სო­ბა თვლის, რომ აუდი­ტო­რი­ა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ჩა­ტა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით გა­სა­გე­ბი და ეფექ­ტუ­რი იყო. მეც ვემ­ხ­რო­ბი ამ პო­ზი­ცი­ას. ჩემ­თ­ვის, რო­გორც უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის, საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის სრუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, რა თქმა უნ­და, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და სწავ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა. პრო­ფე­სო­რე­ბიც, გრძელ­ვა­დი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკეთ და ეფექ­ტუ­რად იყე­ნე­ბენ აუდი­ტო­რი­ა­ში სწავ­ლე­ბის პრო­ცესს, მე­ტი ინ­ტე­რაქ­ცია ხდე­ბა სტუ­დენტ-ლექ­ტორ­სა და თვი­თონ სტუ­დენ­ტებს შო­რის, ასე­ვე, ნაკ­ლე­ბად იქ­მ­ნე­ბა ლექ­ცი­ა­ზე კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მა. პან­დე­მი­ამ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა და სწავ­ლის პრო­ცე­სი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა. ძი­რი­თა­დი დრო­ის გა­ტა­რე­ბა საცხოვ­რე­ბელ­ში მი­წევს და, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­როა ნორ­მე­ბის დაც­ვა, მათ­თან ადაპ­ტი­რე­ბა. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ლექ­ტო­რე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, შე­ის­წავ­ლონ და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­საც მათ ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე და კომ­პი­უ­ტე­რი სთა­ვა­ზობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მრა­ვა­ლი სხვა პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა. ვფიქ­რობ, სა­ნამ პან­დე­მია არ დას­რულ­დე­ბა, სა­ხი­ფა­თოა აუდი­ტო­რი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ რე­ჟიმს კი, ჯერ კი­დევ, გა­თა­ვი­სე­ბა და დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მო­მა­ვა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის

დღეს, სულ უფ­რო და უფ­რო იზ­რ­დე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ველ­თა რაოდენობა. უცხო­ეთ­ში სწავ­ლა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც პუნ­ქ­ტის შეს­რუ­ლე­ბას, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით მეტს. ეს არის ახალ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტის და მრა­ვა­ლი ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის უდი­დე­სი შან­სი, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, ყვე­ლა სტუ­დენ­ტ­მა უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს, თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სურ­ვი­ლი არ­სე­ბობს. არის რი­გი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სტუ­დენ­ტე­ბი მი­დი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ, შემ­დეგ მერ­ყე­ო­ბენ, ზუს­ტად არ იცი­ან რა და რო­გორ ის­წავ­ლონ ან ამას გვი­ან აანა­ლი­ზე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა, სტუ­დენ­ტ­მა ზუს­ტად გან­საზღ­ვ­როს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი, შემ­დეგ მო­ი­ძი­ოს სხვა­დას­ხ­ვა მა­სა­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და მათ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ პროგ­რა­მებ­ზე, ამის­თ­ვის ინ­ტერ­ნეტ­ში საკ­მა­ოდ ვრცე­ლი მა­სა­ლაა. გარ­და ამი­სა, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუ სტუ­დენ­ტი წი­ნას­წარ გა­ე­სა­უბ­რე­ბა პრო­ფე­სო­რებს ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს, დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა და ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას­თ­ვის ად­ვი­ლი არაა, სტუ­დენ­ტე­ბი წი­ნას­წარ უნ­და გა­ეც­ნონ საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვის პრო­ცესს, ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ფა­კულ­ტეტს სხვა­დას­ხ­ვა მოთხოვ­ნე­ბი აქვს. ენის ბა­რი­ე­რი, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და, სა­სურ­ვე­ლია, სტუ­დენ­ტ­მა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გან­საზღ­ვ­როს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­იღ­რ­მა­ვოს ცოდ­ნა იმ ენი­სა და იმ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის, სა­დაც წას­ვ­ლას აპი­რებს.

კო­რე­ის სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს ეძ­ლე­ვათ შან­სი, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ის­წავ­ლონ ან კი­დევ უფ­რო გა­იღ­რ­მა­ონ ცოდ­ნა კო­რე­ულ ენა­ში. ვფიქ­რობ, გარ­კ­ვე­ულ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობს და გა­უ­გებ­რო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­ჭი­როა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცია და კო­მუ­ნი­კა­ცია. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და თა­ვი­სუ­ფა­ლია მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვან­ში. კო­რე­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­რე­უ­ლი ენის უფ­რო ღრმად შე­სას­წავ­ლად და მო­მა­ვალ­ში ამ ცოდ­ნის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით ჩა­მო­დი­ან, ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნე­სის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს თუ ეკო­ნო­მი­კურ-პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ფე­სი­ე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან.

კო­რე­უ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა

კო­რე­ა­ში ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ დი­ნა­მი­უ­რი და ცოცხა­ლია. აქ ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, და არა მხო­ლოდ მათ­თ­ვის, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­სარ­თო­ბი და მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია. სტუ­დენ­ტე­ბი, სა­ღა­მო­ებს და თა­ვი­სუ­ფალ დროს, ხში­რად მე­გობ­რებ­თან ერ­თად ატა­რე­ბენ. მათ­თ­ვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია — ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კა­რა­ო­კე ბა­რე­ბი, შო­პინგ ცენ­ტ­რე­ბი, სა­კონ­ცერ­ტო წარ­მოდ­გე­ნე­ბი, კო­რე­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გემ­რი­ე­ლი რეს­ტორ­ნე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა გა­სარ­თო­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა, პან­დე­მი­ამ მრა­ვა­ლი ასე­თი ცენ­ტ­რი და­ხუ­რა. უკა­ნას­კ­ნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რე­ა­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლია რა­ი­მე სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბა და ხუთ ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა; რეს­ტორ­ნე­ბი, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის შემ­დეგ, მხო­ლოდ მი­ტა­ნის სერ­ვი­სით მუ­შა­ო­ბენ, კა­ფე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რ­დებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, ახალ­გაზ­რ­დებს არ­ც­თუ ისე დი­დი არ­ჩე­ვა­ნი აქვთ გარ­თო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

კო­რე­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სწავ­ლაა. უმ­რავ­ლე­სო­ბა დიდ დროს ისევ სწავ­ლას უთ­მობს, მაგ­რამ იმავ­დ­რო­უ­ლად იცი­ან, რო­გორ გა­ნიტ­ვირ­თონ გა­დაღ­ლი­ლი კვი­რის ბო­ლოს. ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის შთამ­ბეჭ­და­ვია, რო­გორ ახერ­ხებს კო­რე­ე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ო­ბას და შემ­დეგ, ყო­ვე­ლი კვი­რის ბო­ლოს, სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ტ­ვირ­თ­ვას, იქ­ნე­ბა ეს მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბით. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ვი­სუ­ფალ დროს პი­რად გა­ნათ­ლე­ბას ვუძღ­ვ­ნი. ვცდი­ლობ, ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მო­ვი­ძიო სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია და კურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მავ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პერ­ს­პექ­ტი­ვებს გა­მიხ­ს­ნის, ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ ჩე­მი ჰო­ბით და ახ­ლო მო­მა­ვალ­ში სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ფიქ­რით.

კო­რე­უ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი

კო­რე­უ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი საკ­მა­ოდ მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლი თე­მაა. მახ­სოვს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს, ამ თე­მით კონ­ფე­რენ­ცი­ა­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შემ­დ­გომ, სტა­ტი­აც დავ­წე­რე. სა­ქარ­თ­ვე­ლო და კო­რეა ერ­თ­მა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან შორს მდე­ბა­რე ქვეყ­ნე­ბია, თუმ­ცა, ბევრ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას­თან ერ­თად, მსგავ­სე­ბაც არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, უფ­რო­სე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა, ხალ­ხ­თა გულ­თ­ბი­ლო­ბა და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა. კო­რე­ა­ში ჩა­მოს­ვ­ლამ­დე, დი­დი ხნით ად­რეც, ბევ­რი რამ ვი­ცო­დი კო­რე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, რად­გან კო­რე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი კონ­ფუ­ცი­ა­ნიზმს ეფუძ­ნე­ბა, ზო­გი­ერ­თი ტრა­დი­ცია და წეს-ჩვე­უ­ლე­ბა უცხო­ელ­მა სტუ­მარ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, მაგ­რამ მა­ინც გა­უ­გე­ბა­რი იყოს მის­თ­ვის. კო­რე­ე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდ პა­ტივს სცემს უფ­როს თა­ო­ბას, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე და ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა ერ­თად სა­დი­ლობს, ჯერ უფ­რო­სებ­მა უნ­და და­იწყონ სა­დი­ლი, შემ­დეგ — და­ნარ­ჩე­ნებ­მა. იგი­ვე წე­სი ვრცელ­დე­ბა, რო­დე­საც კო­რე­უ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი მი­დი­ან სა­სა­დი­ლოდ — პო­ზი­ცი­ით უფ­როსს ენი­ჭე­ბა პრი­ვი­ლე­გია. არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი ეტი­კე­ტი, რო­მე­ლიც უფ­რო­სებ­თან სა­დი­ლის ან სას­მე­ლის და­ლე­ვის დროს უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რო­გო­რი­ცაა სას­მე­ლის და­ლე­ვის დროს თა­ვის მიტ­რი­ა­ლე­ბით და­ლე­ვა. ნივ­თე­ბის მი­ცე­მა-გა­მორ­თ­მე­ვის დროს, ორი ხე­ლით მი­წო­დე­ბა პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად ით­ვ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ან უფ­როს თა­ო­ბას­თან ერ­თად სა­დი­ლის დრო­საც მო­დუ­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი და მრა­ვა­ლი სხვა ნი­უ­ან­სის ცოდ­ნა აუცი­ლე­ბე­ლია.

მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

მო­მა­ვა­ლი ძა­ლი­ან არა­ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ფე­ნო­მე­ნია. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და ნე­ბის­მი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის­თ­ვის მზად­ყოფ­ნაა სა­ჭი­რო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა დიდ როლს ითა­მა­შებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში, მით უმე­ტეს, ჩე­მი პრო­ფე­სი­ის­თ­ვის, რო­გორც კო­რე­უ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის პრო­ფე­სი­ო­ნალ­სა და მო­მა­ვალ პე­და­გოგს, კო­რე­ელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტე­რაქ­ცია და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­მეხ­მა­რე­ბა კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვი­სურ­ვებ­დი, მო­მა­ვალ­ში, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა შევ­ძ­ლო. ვფიქ­რობ, ჩე­მი მი­ზა­ნი სა­მო­მავ­ლოდ სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა.

შო­რი­დან და­ნა­ხუ­ლი სამ­შობ­ლო, რო­მე­ლიც ულა­მა­ზე­სია…

საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ერ­თი შე­ხედ­ვით ჩანს, ად­ვი­ლი არ არის. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მარ­ტო უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ბევრ დაბ­რ­კო­ლე­ბას და შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა­საც გა­და­ე­ყა­როს. მინ­და აუცი­ლებ­ლად აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჩე­მი ოჯა­ხი უაღ­რე­სად ტრა­დი­ცი­უ­ლია და ქარ­თულ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს ყო­ველ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­კი­დე­ბო­დით. ბა­ბუ­ა­ჩე­მი პა­ტივ­სა­ცე­მი პი­როვ­ნე­ბა და უაღ­რე­სად პატ­რი­ო­ტი სამ­ხედ­რო პოლ­კოვ­ნი­კია და რო­გორც სამ­ხედ­რო ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დილს, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ქარ­თუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, სა­დაც უნ­და ვი­ყო, ჩემს გულ­ში, ყო­ველ­თ­ვის დიდ ად­გილს იკა­ვებს. საზღ­ვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას უფ­რო მე­ტად ვფიქ­რობ და მე­ნატ­რე­ბა ჩე­მი ოჯა­ხი და სამ­შობ­ლო, ყო­ველ­თ­ვის ვინ­ტე­რეს­დე­ბი და ვეც­ნო­ბი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. შო­რი­დან და­ნა­ხუ­ლი ჩე­მი სამ­შობ­ლო, ულა­მა­ზე­სი მხა­რე, სა­დაც და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე და სა­დაც ჩე­მი ფეს­ვე­ბია, ყო­ველ­თ­ვის თბი­ლად მახ­სენ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ერ­თი ეპი­ზო­დი მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც კო­რე­ა­ში ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, გვან­ჯუ­ში, პირ­ვე­ლად ავე­დით მთა­ზე და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, იქი­დან ყვე­ლას რა­ღაც დაგ­ვეყ­ვი­რა, მე მთის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წერ­ტი­ლი­დან „სა­ქარ­თ­ვე­ლო“ და­ვი­ძა­ხე, რომ კო­რე­ა­შიც მა­ღა­ლი მთი­დან გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო კო­რე­ის­თ­ვის ასე უც­ნო­ბი და ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სამ­შობ­ლოს სა­ხე­ლი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები