24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მოკლე ციკლის პროგრამები საბაკალავრო საფეხურის 3 წლამდე და მაგისტრატურის 1-წლამდე შემცირებას ითვალისწინებს

spot_img

კანონის საფუძველზე დადგინდა მოკლე ციკლის პროგრამები, რომელიც საბაკალავრო საფეხურის 3 წლამდე და მაგისტრატურის 1-წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა, მისი ამოქმედება წელს არ იგეგმება.  „კანონის საფუძველზე ეს უკვე დადგენილია, თუმცა მოკლე ციკლის პროგრამების განხორციელება, მათ შორის პროფესიულის საფუძველზე, რომ ამოქმედდეს ასოცირებული ხარისხი ორწლიანი პროფესიული მიმართულებით, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან, ხარისხის განვითარების ცენტრთან. მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების ხარისხის მიმართულება გადის საერთაშორისო შეფასებას, ველოდებით დასკვნას და, შესაბამისად, ამის შემდეგ დაიგეგმება უკვე პროცესები  ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ. წელს ეს არ ამოქმედდება და ამ ეტაპზე არც კონკრეტული ფაკულტეტები არ ვიცით, რომელსაც ეს შეეხება”, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილემ ამბობს, რომ სულ მალე ძალაში შედის ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომლის დამტკიცების შემდეგაც, ექსპერტებთან შეთანხმებით, შემუშავდება რეკომენდაციები, რომელი ფაკულტეტები დაექვემდებარება მოკლე ციკლის პროგრამით კვალიფიკაციების მიღებას.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები