18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რე მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დ­ნენ – ინტერვიუ ალექ­სან­დ­რე ასა­თი­ა­ნთან

spot_img

2020-21 სას­წავ­ლო წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან, „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თულ 400 ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის II-III-IV კლა­სებ­ში, ახა­ლი საგ­ნის – „კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის“ პი­ლო­ტი­რე­ბა და­იწყო. რა პრინ­ცი­პებ­ს ეფუძ­ნე­ბა სკო­ლებ­ში „კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის“ სწავ­ლე­ბა და რო­გო­რ წარიმართება და­ნერ­გ­ვის ეტა­პე­ბი – დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­ს­პერ­ტი ალექ­სან­დ­რე ასა­თი­ა­ნი.

–  ბა­ტო­ნო ალექ­სან­დ­რე, მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტ­რ­ში, შერ­ჩე­ულ სკო­ლებ­ში, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ახა­ლი სა­გა­ნი – კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი შე­ვი­და. ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბა საგ­ნის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით სწავ­ლე­ბა პან­დე­მი­ით შექ­მ­ნილ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ?

– დი­დი ხა­ნია, რაც ამ სა­გან­ზე და­იწყო სა­უ­ბა­რი. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და ასე­თი ტერ­მი­ნიც გაჩ­ნ­და: კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა. თუ­კი ად­რე, იმის­თ­ვის, რომ ადა­მი­ანს სამ­სა­ხუ­რი და­ეწყო, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ცოდ­ნის გარ­და, მო­ეთხო­ვე­ბო­და წიგ­ნი­ე­რე­ბა (თა­ვის­თა­ვად, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია), დღეს, პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­თან ერ­თად, უნ­და ფლობ­დეს  კომ­პი­უ­ტე­რულ უნა­რებ­საც, რად­გან სულ უფ­რო და უფ­რო ცო­ტა პრო­ფე­სია რჩე­ბა, სა­დაც კომ­პი­უ­ტე­რის ცოდ­ნის გა­რე­შე შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­საქ­მ­დეს ადა­მი­ა­ნი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც გითხა­რით, ამ საგ­ნის სკო­ლებ­ში და­ნერ­გ­ვა­ზე კარ­გა ხა­ნია მი­დის სა­უ­ბა­რი, უბ­რა­ლოდ, პრო­ცე­სი პან­დე­მი­ამ და­აჩ­ქა­რა, ძა­ლი­ან ბევ­რი სკო­ლა, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, მთლი­ა­ნად დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­და. გაჩ­ნ­და კითხ­ვე­ბი: თუ­კი კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნ­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­გა­ნი – ის­ტ – მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბა, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ვას­წავ­ლოთ მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ოთხეკლა­სელებს და გა­მო­ვუ­მუ­შა­ოთ მათ დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი. ამი­ტო­მაც გა­დაწყ­და, რომ შე­მო­ვი­ტა­ნოთ ახა­ლი საგა­ნი – კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი  დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე.  ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იგი­ვე სა­გა­ნია, რაც ის­ტი (ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც აქამ­დე ის­წავ­ლე­ბო­და მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე კლა­სებ­ში), მხო­ლოდ სა­ხე­ლი შე­ვუც­ვა­ლეთ, რად­გან მშობ­ლე­ბის­თ­ვის ცო­ტა რთუ­ლად გა­სა­გე­ბი იყო და გვჭირ­დე­ბო­და ახ­ს­ნა, თუ რა მო­ი­აზ­რე­ბო­და ამ საგ­ნის ქვეშ. ამი­ტომ  და­ვარ­ქ­ვით სა­განს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ახ­ლა, მე­ტად ცხა­დია, რას მო­ი­ცავს სა­გა­ნი, რო­მე­ლიც  სკოლებ­ში შე­მო­დის. ჯე­რე­ჯე­რო­ბით, ისევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია სა­გა­ნი ის­ტ-ის სა­ხელ­წო­დე­ბით ზე­და კლა­სებ­ში, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, დარ­ჩე­ბა ერ­თი სა­ხელ­წო­დე­ბით და ეს იქ­ნე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, ეს სა­გა­ნი არის ისტ, ჩვენ ზე­ვით კი არ წა­ვე­დით და გა­ვარ­თუ­ლეთ, არა­მედ, პი­რი­ქით, ქვე­და კლა­სებ­ში ჩა­მო­ვე­დით და უფ­რო გა­ვა­მარ­ტი­ვეთ, რად­გან, და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლე­ბა, თა­ვის­თა­ვად უფ­რო მარ­ტი­ვია. მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სა­კითხი შე­ვი­და, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც არის ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბა, თუმ­ცა, არც ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბაა ის სა­კითხი, რაც ჩვენს სის­ტე­მა­ში არა­ვის გა­უ­გია.

საგ­ნის სწავ­ლე­ბის ეტა­პე­ბი ასე გა­ი­წე­რა: 400 სკო­ლა სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში ჩა­ერ­თო, სექ­ტემ­ბ­რი­დან მათ და­ნარ­ჩე­ნი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი და­ე­მა­ტე­ბა და ბო­ლო ეტაპ­ზე, და­ვიწყებთ მუ­შა­ო­ბას არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­შიც.

– ექ­ს­პერ­ტის შე­ა­ფა­სე­ბით, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნის მხრივ მოს­წავ­ლე­ებ­ში, აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ თუ არა ისი­ნი მზად დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­სარ­თ­ვე­ლად? 

– ვფიქ­რობ, უფ­რო მე­ტად მშობ­ლე­ბი არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ მზად ამის­თ­ვის, რად­გან დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში ბავ­შ­ვი სი­ა­რულს, ლა­პა­რაკს და კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბას/ურ­თი­ერ­თო­ბას ერ­თ­დ­რო­უ­ლად სწავ­ლობს. ანუ შემ­ცირ­და ის ასა­კი, რო­ცა ადა­მი­ა­ნი იწყებს თვით­გა­ნათ­ლე­ბას. ბავ­შ­ვე­ბის ნა­წილ­მა, პირ­ველ კლას­ში რომ მო­დის,  შე­იძ­ლე­ბა იცო­დეს წე­რა, ვი­ღა­ცამ მა­თე­მა­ტი­კის საწყი­სე­ბი,  გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბი ან ინ­გ­ლი­სუ­რი ენა, უბ­რა­ლოდ, მა­თი ცოდ­ნა არის არა­თა­ნა­ბა­რი და არა­სის­ტე­მუ­რი. ამ სა­გან­მა კი, პრინ­ციპ­ში, ეს ფრაგ­მენ­ტუ­ლი და არა­სის­ტე­მუ­რი ცოდ­ნა უნ­და გა­ამ­თ­ლი­ა­ნოს და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცეს მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა პროგ­რა­მის­ტი უნ­და გა­ი­ზა­რდოს, რო­გორც მა­თე­მა­ტი­კას და ფი­ზი­კას სწავ­ლობს ადა­მი­ა­ნი სკო­ლა­ში, ით­ვი­სებს იმ სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბელ უნა­რებს, რო­მელ­საც შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნებს ცხოვ­რე­ბა­ში, სწო­რედ ამ მიზ­ნით და მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და ის­წავ­ლონ ეს სა­გა­ნიც, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევენ მო­მა­ვალ­ში. მთა­ვა­რია, ის ძი­რი­თა­დი უნა­რე­ბი შე­ი­ძი­ნონ, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად პრო­ფე­სი­ი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­მო­ი­ყე­ნებენ. ალ­ბათ ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია ექი­მი კომ­პი­უ­ტე­რის გარე­შე. ცხა­დია, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ექიმს კომ­პი­უ­ტე­რი ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს, მაგ­რამ ნიშ­ნავს იმას, რომ ტექ­ნო­ლო­გია იქ­ნე­ბა ის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს მას იმუ­შა­ოს სრულ­ყო­ფი­ლად. მარ­თ­ლა მი­ჭირს დღვან­დე­ლო­ბა­ში ისე­თი პრო­ფე­სი­ის და­სა­ხე­ლე­ბა, სა­დაც კომ­პი­უ­ტერს არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, მან­ქა­ნის ხე­ლო­სა­ნიც კი აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს მას. საგ­ნის შე­მო­ტა­ნაც სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა – მცი­რე ასა­კი­დან­ვე გა­ამ­თ­ლი­ა­ნოს ბავ­შ­ვებ­ში თვით­გა­ნათ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი არა­თა­ნა­ბა­რი ცოდ­ნა. ერ­თ­მა უცხო­ელ­მა კო­ლე­გამ, რო­მე­ლიც მსოფლიო ბან­კ­ში მუ­შა­ობს, მითხ­რა, რომ  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის მხრივ არ ხართ ცუდ პო­ზი­ცი­ა­შიო და ასე­თი მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა, რომ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს და­უს­ვა კითხ­ვა: თუ არის თქვენ შო­რის ვინ­მე, ვინც ინ­ტერ­ნეტ­ში არას­დ­როს შე­სუ­ლა? აღ­მოჩ­ნ­და, რომ ხე­ლი არა­ვინ აიწია. შემ­დეგ ჰკითხა, ასეთ თა­ნა­ტოლს თუ იც­ნობ­დ­ნენ, არც ასე­თი ნაც­ნო­ბი აღ­მო­აჩ­ნ­დათ ამ ბავ­შ­ვებს. ამას იმი­ტომ გიყ­ვე­ბით, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ცოდ­ნა და წვდო­მა აქვთ მოს­წავ­ლე­ებს, ახ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­ზე და­ვა­შე­ნოთ სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა – ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რე­ბი და ა.შ. დღეს იმა­ზეც აქ­ტი­უ­რად მი­დის სა­უ­ბა­რი, რომ  პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გა­ამ­ძაფ­რა ბავ­შ­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა – ბევრ დროს ატა­რე­ბენ კომ­პი­უ­ტერ­თან. რა თქმა უნ­და, აუცი­ლე­ბე­ლია ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვა, უბ­რა­ლოდ, კომ­პი­უ­ტერ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო სა­სურ­ვე­ლია სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვა­ყე­ნე­ბი­ნოთ.

– სა­ინ­ტე­რე­სოა მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბაც. რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბა და რა ხელ­შეწყო­ბა აქვს მას­წავ­ლებ­ლებს რომ გან­ვი­თარ­დ­ნენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

– ერ­თი პრობ­ლე­მა იყო ის, რომ ვი­ნა­ი­დან სა­გა­ნი მხო­ლოდ ორ კლას­ში ის­წავ­ლე­ბო­და, სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც  ცო­ტა იყო, მას­წავ­ლე­ბე­ლი მთელ დროს მხო­ლოდ ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბას ვერ უთ­მობ­და. რა თქმა უნ­და, იყ­ვ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დ­ნენ, რომ მხო­ლოდ ამ სა­განს ას­წავ­ლიდ­ნენ, მაგ­რამ, ძი­რი­თა­დად, რო­გორც წე­სი, ისტ-ის სწავ­ლე­ბა შე­­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­დათ მას­წავ­ლებ­ლებს. ახ­ლა სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და და გაჩ­ნ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მთე­ლი დრო ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბას და­უთ­მონ, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტი დრო და­უთ­მონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას. ცხა­დია, მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის იგეგ­მე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი და ვე­ბი­ნა­რე­ბი. ასე­ვე, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი შე­ი­ტანს მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ში მთელ რიგ სა­კითხებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან ეს თან­მ­დე­ვი პრო­ცე­სია.

– პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, ვინ ას­წავ­ლის სა­განს – სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი თუ დაწყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც შე­ი­თავ­სე­ბენ ახა­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბას? 

– ასე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს – რად­გან სა­გა­ნი ისევ ის­ტ-ია,  2019 წელს გა­კე­თე­ბუ­ლი  ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, პირ­ველ რიგ­ში, საგ­ნის სა­ა­თე­ბი გა­და­ე­ცე­მა იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ამ საგა­ნს ასწავლიან, ანუ ისტ-ის მას­წავ­ლებ­ლებს. თუ მა­თი სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დე შევ­სე­ბუ­ლია, მა­შინ სკო­ლა სა­ა­თებს გა­და­უ­ნა­წი­ლებს საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს -ფი­ზი­კის და მა­თემ­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ას­წავ­ლონ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

– საგ­ნის პი­ლო­ტი­რე­ბა და­იწყო „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თულ ქარ­თ­ულე­ნო­ვან 400 სკო­ლა­ში. რო­გო­რია გეგ­მა – რამ­დენ ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მი და რო­დის შე­ვა და­ნარ­ჩენ სკო­ლებ­ში?

– სექ­ტემ­ბ­რამ­დე სა­გა­ნი არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სხვა სკო­ლე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არი­ან სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც თავიანთ სკოლებში ამ საგნის სწავლების სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვეს. მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თუ­ლი ქო­უ­ჩე­ბი, კვი­რა­ში ორ­ჯერ, გა­მარ­თა­ვენ ვე­ბი­ნა­რებს,  რო­მელ­ზე დას­წ­რე­ბა­საც შეძ­ლე­ბენ მსურ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ისი­ნი, ვინც ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ან კონ­კ­რე­ტუ­ლად სა­გან­თან არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პრო­ცე­სი უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კ­ვე­ულ აქ­ტი­ვო­ბებს მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლიც გეგ­მავს. სექ­ტემ­ბ­რამ­დე ეს იქ­ნე­ბა ღია ტრე­ნინ­გე­ბი, ხო­ლო სექ­ტემ­ბ­რი­დან საგ­ნის სწავ­ლე­ბა უკ­ვე ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა.

– იქ­ნე­ბა თუ არა კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა ერთ- ერ­თი მნიშ­ვ­ნელო­ვა­ნი თე­მა/ მი­მარ­თუ­ლე­ბა ახა­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას?

– რა თქმა უნ­და, უს­აფ­რ­თხო­ე­ბის თე­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ეს ახალ სა­გან­შიც აისა­ხე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე, ყვე­ლა ვცდი­ლობ­დით, გვე­პოვ­ნა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბი, რო­მელ­საც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა იძ­ლე­ვა.  ფაქ­ტობ­რი­ვად, გაჩ­ნ­და ახა­ლი სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. მახ­სენ­დე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თავ­დაც­ვის კონ­ცეფ­ცი­ა­ში, 2008 წლის ომის შემ­დეგ,  რო­გორ გაჩ­ნ­და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რ­ცე. ანუ ქვე­ყა­ნამ, რო­ცა სამ­ხედ­რო პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნა, თქვა, რომ უნ­და გვქონ­დეს გეგ­მა გა­წე­რი­ლი რო­გორ ვი­ცავთ სახ­მე­ლე­თო, სა­ჰა­ე­რო, საზღ­ვაო სივ­რ­ცე­ებს და რო­გორ ვი­ცავთ ელექ­ტ­რო­ნულ/ვირ­ტუ­ალურ სივ­რ­ცეს, იმი­ტომ, რომ ის ჩვე­ნი ნა­წი­ლია და უამ­რა­ვი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­ზე. ასე­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­შიც გაჩ­ნ­და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რ­ცის აუცი­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, თან­მ­დე­ვი პრობ­ლე­მე­ბიც მოჰყ­ვე­ბა – რო­გორ და­ვიც­ვათ წეს­რი­გი, რო­გორ ავუხ­ს­ნათ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვებს, მა­გა­ლი­თად, კლას­ში თუ იცელ­ქებს, გა­სა­გე­ბია, ამის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­როთ, მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­ში თუ იცელ­ქებს, მის­თ­ვის ცო­ტა გა­უ­გე­ბა­რია, რა ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ეს. ამი­ტომ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, უამ­რა­ვი თან­მ­დე­ვი სა­კითხი იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ახა­ლი საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში.

სა­გა­ნი სა­მი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა – პირ­ვე­ლი არის სა­კუთ­რივ ტექ­ნ­ლო­გი­ე­ბი, ანუ პროგ­რა­მი­რე­ბის საწყი­სე­ბი და ა.შ. მე­ო­რე – ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რაც პროგ­რა­მე­ბის სწო­რად არ­ჩე­ვას და მათ­ში სწო­რად მუ­შა­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. მე­სა­მე არის ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა – რა უფ­ლე­ბე­ბი მაქვს მე, რო­გორ და­ვიც­ვა სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბი, უსაფ­რ­თხო­ე­ბა – რა არის პა­რო­ლი, რო­გო­რი უნ­და იყოს პა­რო­ლი და ა.შ. ამ­დე­ნად, რა თქმა უნ­და, კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა იქ­ნე­ბა ახა­ლი საგ­ნის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი.

– რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ არ­სე­ბობს, რო­გორ უნ­და ას­წავ­ლონ სკო­ლებ­ში ახა­ლი საგა­ნი?

– ამ სა­გან­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სწავ­ლე­ბა  ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს პრო­ექ­ტ­ზე.  მე ისე­თი გაკ­ვე­თი­ლიც მი­ნა­ხავს კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში, რო­ცა მოს­წავ­ლე და­ფას­თან გა­მო­დის და გვიყ­ვე­ბა, რო­გორ გა­ა­ბოლ­დოს ტექ­ს­ტი. არა­და, დეკ­ლა­რა­ცი­უ­ლი ცოდ­ნა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სუ­ლაც არ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვ­მა შეძ­ლოს კე­თე­ბა. ამი­ტომ სა­ჭი­როა, მას­წავ­ლებ­ლებ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბი პრო­ექ­ტებ­ზე ამუ­შა­ონ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მის­ცეს და­ვა­ლე­ბა: აკ­რი­ფე ტექ­ს­ტი კომ­პი­უ­ტერ­ში, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ამა და ამ ზო­მის, გა­ა­ბოლ­დე, სა­თა­ურს მი­ე­ცი ესა და ეს ზო­მა და ა.შ., შემ­დეგ შე­ა­ფა­სოს. სწო­რედ ამ გზით გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რა და რო­გორ გა­ი­გო მოს­წავ­ლემ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს საპ­რო­ექ­ტო და­ვა­ლე­ბე­ბის ბან­კი და ვაგ­რ­ძ­ლე­ბეთ ამ მი­მარ­თ­ულე­ბით მუ­შა­ო­ბას. მი­ზა­ნი ის არის, რომ, იდე­ა­ლურ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლე­ბელ­მა გო­რი­დან ნა­ხოს თე­ლა­ვის მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი/ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საპ­რო­ექ­ტო და­ვა­ლე­ბა და თქვას: ეს სა­ინ­ტერ­სოა და ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან მეც გა­მო­ვი­ყე­ნებ, გა­და­ვა­კე­თებ და მო­ვარ­გებ ჩემს კლასს. ჩვენ გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­აც ისე­თი­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თია, რო­გორც მხატვ­რის ან მუ­სი­კო­სის პრო­ფე­სია. მუ­სი­კოს­საც სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მ­ძღავ­ნე­ლო, მაგ­რამ რაც უნ­და კარგად და­უ­წე­რო მას სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, რო­გო­რი უნ­და იყოს რით­მე­ბის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა ან რო­გო­რი ნო­ტი გა­მო­ი­ყე­ნოს, თუ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად არ მი­უდ­გა, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა წე­სის დაც­ვით შექ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი სუ­ლაც არ გა­მო­უ­ვი­დეს კარ­გი. ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლებ­საც უნ­და ჰქონ­დეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მან კლასს, თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს უნ­და მო­არ­გოს პრო­ექ­ტი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოც და­ი­წე­რე­ბა, მაგ­რამ, პირ­ველ ეტაპ­ზე, ჩვენ აქ­ცენტს პრო­ექ­ტე­ბით/კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა­ზე ვა­კე­თებთ.

–  სექ­ტემ­ბ­რი­დან სა­გა­ნი ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის გახ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბა სკო­ლე­ბი, სა­დაც, ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის არქო­ნის გა­მო, ფი­ზი­კუ­რად გარ­თულ­დე­ბა საგ­ნის და­ნერ­გ­ვა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რას გეგ­მავთ?

– მსოფ­ლიო ბან­კის პროქ­ტის ფარ­გ­ლებ­შიც აღ­ნუს­ხუ­ლია ტექ­ნი­კის ის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც სკო­ლას აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს. ამ საგ­ნის გარ­და, რო­გორც იცით, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­მა ხომ უნ­და შეძ­ლოს სკო­ლა­ში ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნა, ამის­თ­ვი­საც აუცი­ლე­ბე­ლია სკო­ლის ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვა. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი და  ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სია. იმე­დია, ნელ-ნე­ლა კომ­პი­უ­ტე­რე­ბით სკო­ლის აღ­ჭურ­ვის პრო­ცე­სი კომ­პი­უ­ტე­რულ კლა­სე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. ბევრ სკო­ლა­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლა­სი აღ­ქ­მუ­ლია, რო­გორც კლა­სი, სა­დაც ზა­რი რომ და­ი­რე­კე­ბა, ბავ­შ­ვე­ბი გა­და­ი­ნაც­ვ­ლე­ბენ სივ­რ­ცე­ში, სა­დაც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით მუ­შა­ო­ბას შეძ­ლე­ბენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც გვაქვს ასე­თი სკო­ლე­ბი. და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­თი სივ­რ­ცე­ე­ბის გა­ჩე­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც სახ­ლ­ში არ აქვთ კომ­პი­უ­ტე­რი. თუმ­ცა, ეს ბევრ სირ­თუ­ლეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეტა­პობ­რი­ვად, უცხო­ე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, შევ­ძ­ლებთ, მარ­ტო ამის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

– რას მოგ­ვ­ცემს ახა­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბა?

– ჩე­მი აზ­რით, ქვეყ­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ არ ვი­ყოთ მხო­ლოდ ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა (თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია და ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა ამ ეტაპ­ზე), არა­მედ გავ­ხ­დეთ ქვე­ყა­ნა, სა­დაც გვე­ყო­ლე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში რა­ღაც ახალს შექ­მ­ნი­ან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამის მა­გა­ლი­თე­ბი გვაქვს. ვი­ნა­ი­დან ტექნო­ლო­გი­ე­ბი სულ უფ­რო ახალ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს, აუცი­ლე­ბე­ლია სწო­რედ დღევან­დელ მოს­წავ­ლე­ებ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ „მო­მავ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბი“ და და­ვეხ­მა­როთ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მით უფ­რო, რომ ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა გვჭირ­დე­ბა. თუ­კი ად­რე ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რედ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი მი­იჩ­ნე­ო­და, ახ­ლა ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რე მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი უნ­და გახ­დ­ნენ. სწო­რედ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბია ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც, ამ კუთხით, სულ უფ­რო და უფ­რო მეტ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს. ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ირ­ჩე­ვენ ფა­კულ­ტე­ტებს, მა­გა­ლი­თად, ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რთუ­ლი გზაა იმის­თ­ვის, რომ შე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებს გა­რეთ გახ­ვი­დე, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თ­ულე­ბით კარ­გი ცოდ­ნა კი, ხსნის ამ სირ­თუ­ლეს. დღეს უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რ­და დის­ტან­ცი­უ­რადაც კი მუ­შა­ობს უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში. ამი­ტომ, ჩვენ უნ­და მივ­ცეთ მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­ვი­თარ­დ­ნენ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც უფ­რო მე­ტად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს გახ­დის მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პარ­ზ­ზე.

– ფიქ­რობთ თუ არა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი პრობ­ლე­მი­სა და გა­მოწ­ვე­ვი­სა, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას თა­ვი­სი პლუ­სე­ბიც ჰქონ­და?

– ყვე­ლა­ფერს აქვს ორი მხა­რე და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბაც მო­ი­ტანს ბევრ და­დე­ბითს. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მთე­ლი ქვე­ყა­ნა, ვი­საც სახ­ლ­ში ბავ­შ­ვი ჰყავს, სწავ­ლობ­და რა არის ექა­უნ­თი, რო­გორ უნ­და და­ა­ყე­ნოს პა­რო­ლი, მე­რე რო­გორ უნ­და შე­ვი­დეს. სხვა­თა შო­რის, ქარ­თულ ბან­კებს ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა ჰქონ­და უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით – ხში­რად, ინ­ტერ­ნეტ­ბან­კ­ში შეს­ვ­ლი­სას, მხვდე­ბა წე­რი­ლი – გა­უფ­რ­თხილ­დით თქვენს ექა­უნთს, სხვას არ მის­ცეთ თქვე­ნი პა­რო­ლი … ეს სწო­რედ იმის შე­დე­გია, რომ ბევრ ადა­მი­ანს არ აქვს სწო­რი აღ­ქ­მა, რო­გორ მო­იქ­ცეს  ელექ­ტ­რო­ნულ სივ­რ­ცე­ში, რად­გან არ ჰქონ­და ასე­თი აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბა. ახ­ლა მთე­ლი ქვე­ყა­ნა ვსწავ­ლობთ რო­გორ ვი­მოქ­მე­დოთ ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ესეც და­დე­ბი­თი შე­დე­გია.

ესაუბრა ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები