18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მიეცით ხმა რჩეულს – მინიატურის საფინალო ეტაპი დაიწყო

spot_img

დღეიდან დაიწყო „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსის „დაწერე მინიატურა“ საფინალო ეტაპი.

✔️ ჟიურის მიერ გამოვლენილი ათი საუკეთესო მინიატურა (ლინკი) აიტვირთა „ახალი განათლების“ ვებგვერდზე – www.akhaliganatleba.ge. კონკურსის პირობების თანახმად, გამოვლინდება სამი გამარჯვებული: ჟიურის რჩეული, „ახალი განათლების“ რჩეული და მკითხველის რჩეული, რომელიც ხმის მიცემით შეირჩევა.

ათეულიდან ერთ-ერთი გახდება სპეციალური პრიზის მფლობელი.

✔️სამი კვირის განმავლობაში საშუალება გექნებათ, ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს. ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, გახსნათ თქვენი რჩეული მინიატურა და მოიწონოთ (დაითვლება მხოლოდ ვებგვერდის მოწონებები).

გამარჯვებულებს 14 ივნისს დავასახელებთ.

კონკურსის პირობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მინიატურა ერთზე მეტ ნომინაციაში გაიმარჯვებს, ავტორთან შეთანხმებით, მხოლოდ ერთ-ერთ „რჩეულ“ სტატუსს შეინარჩუნებს.

2022 წლის კონკურსის „დაწერე მინიატურა“ მხარდამჭერები არიან: წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“, გამომცემლობები – „ინტელექტი“ და „აგორა“.

🔸 ჟიურის რჩეულს წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუასგან“ გადაეცემა 100-ლარიანი ვაუჩერი;

🔸 რედაქციის რჩეულს – „ახალი განათლება“ 200 ლარს გადასცემს;

🔸 ვებგვერდის ლიდერ მინიატურას – გამომცემლობა „ინტელექტი“ 100-ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრებს.

🔸 სპეციალური პრიზის მფლობელი – გამომცემლობა „აგორას“ წიგნის სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს.

ათივე ფინალისტ მოსწავლეს „ახალი განათლების“ ციფრული სერტიფიკატი გადაეცემა და მათი მინიატურები ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდება.

გისურვებთ წარმატებებს!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები