28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მთვარობამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

spot_img

პრემიერ-მინისტრობის ­კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, დღეს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ  კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოიყოფა და, პროცედურულად, ეს თებერვლის თვემდე მოხდება.

 „კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროდან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო და სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება“, – განაცხადა გიროგი გახარიამ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები