29 მარტი, პარასკევი, 2024

მე-12 კლასის ექსტერნის გამოცდების განრიგი

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მე-12 კლასში შემავალი საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების განრიგი დაამტკიცა. მე-12 კლასში შემავალი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში.

გამოცდები 3-7 ოქტომბერს ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

✔️ ქართული ენა და ლიტერატურა – 3 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი

✔️ მათემატიკა – 4 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი

✔️ ისტორია – 5 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი

✔️ სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება  – 6 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია –13.00 საათი

✔️ ინგლისური ენა – 7 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი

გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები