25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მემუარები

spot_img

მემუარები ეპიკური ჟანრის პუბლიცისტური ნაწარმოებია. ეს არის ჩანაწერები იმ პირებისა, რომელნიც წარსულ ამბავთა მონაწილენი თუ თვითმხილველნი იყვნენ. ამრიგად, ნაწარმოებში გამოთქმული მტკიცებები ფაქტობრივია.

მემუარები, თხრობის ფორმითა და ასახული მასალის მოწოდებით, უახლოვდება დღიურს. ის შეიძლება მივამსგავსოთ ბიოგრაფიას ან ავტობიოგრაფიასაც, რომელიც მოგვითხრობს „ცხოვრების“ ისტორიას.

მემუარები ხშირად მოგვითხრობს კონკრეტული მოვლენ(ებ)ისა თუ დროის შესახებ. მემუარების ავტორს შეიძლება ეწოდოს მემუარისტი ან მემორიალისტი.

მემუარებში ორი მხარეა საყურადღებო:

⇒ მწერლის პიროვნული, ავტობიოგრაფიული მომენტის წინ წამოწევა, რომლითაც შესაძლებლობა გვეძლევა, გავეცნოთ მისი ცხოვრების ზოგიერთ მხარეს;

⇒ საერთო საზოგადოებრივი ამბების, ეპოქის, ისტორიული შემთხვევების, საზოგადოებრივი აზრის განვითარების აღწერა, რომლის უშუალო მონაწილეც ზოგჯერ თვით მწერალი ყოფილა. ამიტომ, ძალზე ხშირად, მეტად მნიშვნელოვანია მემუარების ავტორის მიერ მოწოდებული ცნობები.

ჩვენამდე მოღწეული უძველესი მემუარები არის იულიუს კეისრის მიერ შექმნილი. ნაწარმოებში კეისარი იმ ბრძოლებს აღწერს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

რიტორიკის ცნობილმა მასწავლებელმა, ლიბანიუსმა, რომელიც ახ.წ. 314 და 394 წლებს შორის ცხოვრობდა, თავისი ცხოვრებისეული მოგონებაერთ-ერთ ლიტერატურულ სიტყვად ჩათვალა, რომელიც დაწერილი იყო ხმამაღლა წასაკითხად. ამგვარი მოგონება ეხება ძველ საბერძნეთსა და რომში არსებულ იდეას, რომ მოგონებები ჰგავდა „მემოს“, ანუ დაუმთავრებელი და გამოუქვეყნებელი ნაწერის ნაწილებს, რომლებიც მწერალმა შესაძლოა გამოიყენოს მეხსიერების დამხმარედ, შემდგომ უფრო დასრულებული დოკუმენტის შესაქმნელად.

რაც შეეხება მე-20 საუკუნეს, 1990-იანი წლების დასაწყისში, უბრალო ადამიანების მიერ დაწერილმა მემუარებმა მოულოდნელი აღმავლობა განიცადა, რადგან ადამიანების სულ უფრო მეტმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ მათი წინაპრებისა და მათი ისტორიები მალე გაქრებოდა, თუ არ ასახავდნენ ტექსტურად.

ძირითადად,  მემუარები იწერებოდა, როგორც პირადი მემკვიდრეობის გადაცემის საშუალება და არა, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები ან ისტორიული დოკუმენტი, თუმცა ასეთი დანიშნულებანი მოგვიანებით ბევრმა მემუარულმა ნაშრომმა შეიძინა.

ნინო აბჟანდაძე, ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები