24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მედ­და – სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა

spot_img
ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

კო­ლე­ჯი, რომ­ლის სტუ­დენ­ტე­ბი მინ­და გა­გაც­ნოთ, გა­მორ­ჩე­უ­ლი იმი­თაა, რომ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. იგი 1918 წელს გა­იხ­ს­ნა მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვი­თა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით. სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს ბევრ სა­სი­კე­თო საქ­მეს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნამ­დ­ვი­ლად იყო პირ­ვე­ლი სა­ფერ­შ­ლო სკო­ლის (ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის №1 სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბე­ლი, დი­რექ­ტო­რი – ნი­ნო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი) გახ­ს­ნა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფი­ლის სა­შუ­ა­ლო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მო­ამ­ზა­დებ­და. გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, 1921 წლი­დან, სას­წავ­ლე­ბელ­მა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა კი გა­აგ­რ­ძე­ლა, მაგ­რამ სწავ­ლე­ბა რუ­სულ ენა­ზე წარ­მო­ებ­და, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს ფერ­შ­ლის, ფარ­მა­ცევ­ტი­სა და მე­დი­ცი­ნის დის წო­დე­ბა ენი­ჭე­ბო­დათ.

ბუ­ნებ­რი­ვია, სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და ეს ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ველ სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბელ­საც შე­ე­ხო. იგი უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­და თა­ვი­სი მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბით, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბით…

უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვა ყო­ველ­თ­ვის თვალ­ში­სა­ცე­მი იყო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ აი, სა­ექ­თ­ნო საქ­მის მი­მართ ახალ­გაზ­რ­დე­ბის უფ­რო და უფ­რო მზარ­დი ინ­ტე­რე­სი სი­ახ­ლეა და სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე, რად­გან ვი­ცით, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მედ­დის გა­რე­შე. თა­ვად სტუ­დენ­ტე­ბი კი პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს სხვა­დას­ხ­ვა მო­ტი­ვით აკე­თებ­დ­ნენ.

ნა­ზი წე­ლა­ურ­მა 1988 წელს და­ამ­თავ­რა სკო­ლა და ეკო­ნო­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ი­ღო. და­ო­ჯა­ხე­ბი­სა და 90-იან წლებ­ში შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო, არ­სად უმუ­შა­ვია, არც უც­დია, ორ შვილს ზრდი­და და იმ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნია სამ­სა­ხურ­ზე ფიქ­რი. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ გა­დაწყ­ვი­ტა, რაც მის მე­სა­მე შვილს A ტი­პის დი­ა­ბე­ტი და­უ­დას­ტურ­და. „გარ­და იმი­სა, რომ ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­და უან­გა­როდ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, ად­ვი­ლად ვერ­კ­ვე­ო­დი და ვი­მახ­სოვ­რებ­დი, მა­გა­ლი­თად, ანა­ლი­ზე­ბის, პრე­პა­რა­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას, კარ­გად ვერ­კ­ვე­ო­დი სხვა­დას­ხ­ვა დი­აგ­ნო­ზის ნი­უ­ან­სებ­ში, მაგ­რამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჩე­მი შვი­ლის დი­აგ­ნოზ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, მი­სი მარ­თ­ვა მთლი­ა­ნად სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე და ღრმა­დაც ჩა­ვი­ხე­დე ყვე­ლა წვრილ­მან­ში. ახ­ლა ის თა­ვა­დაც სტუ­დენ­ტია, მო­მა­ვა­ლი ექი­მი, ჩე­მი მე­ურ­ვე­ო­ბაც მეტ-ნაკ­ლე­ბად დას­რუ­ლე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნიე და ვი­ფიქ­რე – რა­ტო­მაც არა, ვცდი იმას, რაც მომ­წონს და ვი­ცი, რომ გა­მო­მი­ვა“. სცა­და და გა­მო­უ­ვი­და კი­დეც. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ზი მად­ლი­ე­რე­ბით იხ­სე­ნებს იმ მხარ­და­ჭე­რას, რაც სას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მო­ი­ჩი­ნა, პირ­ველ ეტაპ­ზე, გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად (უფა­სო 10-10 სა­ა­თი­ა­ნი კურ­სე­ბი ბი­ო­ლო­გი­ა­სა და ქი­მი­ა­ში), თუმ­ცა ნა­წი­ლობ­რივ ზუ­მის ფორ­მატ­ში მო­უ­წი­ათ გაგ­რ­ძე­ლე­ბა. რა თქმა უნ­და, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ ად­ვი­ლი არ იყო ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ას­თან ახ­ლი­დან მიბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ კარ­გი ლექ­ტო­რე­ბის წყა­ლო­ბით ად­ვი­ლად აღიდ­გი­ნა წლე­ბის წინ ნას­წავ­ლი და ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რე­ი­ტინ­გულ სი­ებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, IV-V ად­გი­ლებ­ზე გა­ვი­და. ასე გახ­და სტუ­დენ­ტი იმ პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის, რომ­ლის შე­სა­ხებ ად­რეც ბევ­რი სმე­ნო­და. „ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო მიზ­ნის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სხვა კო­ლე­ჯე­ბიც მე­წე­რა, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ აქ ნამ­დ­ვი­ლად ხა­რის­ხი­ან ცოდ­ნას მი­ვი­ღებ­დი და არც მი­ფიქ­რია, ისე გავ­ხ­დი პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტი. წელს მხო­ლოდ თე­ო­რი­ულ კურსს გავ­დი­ვართ, სულ 18 მო­დუ­ლი უნ­და გა­ვი­ა­როთ, 7 უკ­ვე დავ­ხუ­რეთ. მარ­თა­ლია, ლექ­ცი­ე­ბი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გვი­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ ჩარ­თუ­ლი კა­მე­რით მა­ინც ლექ­ტო­რის პი­რის­პირ ზი­ხარ და მთლი­ა­ნად ხარ ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში. ზო­გი ჩე­მი ჯგუ­ფე­ლი, პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ობს კი­დეც, მაგ­რამ თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბას მე დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ და არც ერთ ლექ­ცი­ას არ ვაც­დენ, დი­ლის 10 სა­ა­თი­დან 3 სა­ა­თამ­დე, ყო­ველ­დღე, ორ სა­გან­ში ლექ­ცი­ებ­ზე ვზი­ვარ. ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა მე­ო­რე კურ­სის მარ­ტამ­დე, შემ­დეგ კი კლი­ნი­კებ­ში პრაქ­ტი­კა დაგ­ვე­მა­ტე­ბა. ახ­ლა ძა­ლი­ან დი­დი მოთხოვ­ნაა ექ­თ­ნებ­ზე და იმე­დი მაქვს და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა კარგ სტუ­დენ­ტებს არ შე­ექ­მ­ნე­ბათ. ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ლექ­ტო­რე­ბი სთა­ვა­ზო­ბენ ხოლ­მე სამ­სა­ხურს, თა­ვი­ანთ კლი­ნი­კებ­ში სტუ­დენ­ტებს და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს“.

დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნა­ზიც ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი იქ­ნე­ბა. 3 შვი­ლი­სა და 4 შვი­ლიშ­ვი­ლის გამ­ზ­რ­დე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ახ­ლა მთლი­ა­ნად სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ზეა კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ შვი­ლებს თა­ვი­ან­თი გზე­ბი გაკ­ვა­ლუ­ლი აქვთ, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თ­ვის კი მხო­ლოდ სა­ღა­მო­ო­ბი­თაა ბე­ბო. დღი­სით სა­კუ­თა­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის შრო­მობს. ოჯა­ხი მხარს უჭერს და პა­ტი­ვის­ცე­მით ეკი­დე­ბა მის არ­ჩე­ვანს, ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ამ­ხ­ნე­ვე­ბენ, სტი­მულს აძ­ლე­ვენ… სფე­რო, რო­მელ­საც მო­მა­ვა­ლი ექ­თა­ნი აირ­ჩევს – ბავ­შ­ვ­თა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია – მის­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­აგ­რო­ვა, რო­მელ­საც კო­ლეჯ­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნით შე­ავ­სებს და გა­მო­უც­დელ მშობ­ლებს გა­უ­ზი­ა­რებს. ამის­თ­ვის მას წინ კი­დევ ორი წე­ლი აქვს, თუმ­ცა ახ­ლა­ვე შე­მიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ზი არა მხო­ლოდ დე­დობ­რი­ვად მზრუნ­ვე­ლი იქ­ნე­ბა მის ხელ­ში მოხ­ვედ­რი­ლი თი­თო­ე­უ­ლი პა­ტა­რას­თ­ვის, არა­მედ მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექ­თა­ნიც.

თეა ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი სა­ექ­თ­ნო ფა­კულ­ტეტს წელს ამ­თავ­რებს. პან­დე­მი­ის გა­მო არც მი­სი სტუ­დენ­ტო­ბა ყო­ფი­ლა ისე­თი სრულ­ფა­სო­ვა­ნი, რო­გორც მის გა­რე­შე იქ­ნე­ბო­და. პე­და­გო­გე­ბი ნი­ჭი­ერ, შრო­მის­მოყ­ვა­რე სტუ­დენ­ტად ახა­სი­ა­თე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ არას­დ­როს, არც ერ­თი ლექ­ცია არ გა­უც­დე­ნია, არც ონ­ლა­ინ და არც პი­რის­პირ სწავ­ლე­ბი­სას. და ეს მა­შინ, რო­ცა მას ყო­ველ­დღე თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან უწევ­და მგზავ­რო­ბა, სა­ღა­მოს კი (შუ­ადღის რე­ისს ვერ უს­წ­რებ­და) უკან დაბ­რუ­ნე­ბულს მთე­ლი ღა­მე მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და დი­ლით ისევ თბი­ლის­ში წა­მოს­ვ­ლა. ამ­ბობს, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე არც მდგა­რა, მე­დი­ცი­ნა ბავ­შ­ვო­ბი­დან აინ­ტე­რე­სებ­და, სას­წავ­ლე­ბე­ლი კი ნა­თე­სა­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ით აირ­ჩია, მა­საც I სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ექ­თ­ნად მუ­შა­ობს. „ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა პე­და­გო­გე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო, ჩე­მი ფა­ვო­რი­ტი და მი­სა­ბა­ძი მა­ინც ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა თოთ­ლა­ძეა, ანა­ტო­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი და რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ანა­ტო­მი­ის კარ­გად ცოდ­ნა მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია და სწო­რედ მას ვუ­მად­ლი, რომ მე ეს ცოდ­ნა აქ მი­ვი­ღე. კო­ლეჯ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გვაქვს, რაც სტუ­დენ­ტის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო, მაგ­რამ მე­ო­რე კურ­ს­ზე, პან­დე­მი­ის გა­მო, ვერ ვი­სარ­გებ­ლეთ ამ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბით, და­ნაკ­ლი­სი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კლი­ნი­კებ­ში პრაქ­ტი­კი­სას შე­ვივ­სეთ. პრაქ­ტი­კებს კი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფი­ლის კლი­ნი­კებ­ში გავ­დი­ვართ, ეს პრო­ცე­სი გა­მოც­დე­ბით სრულ­დე­ბა. 40-მდე თე­მა გვაქვს მო­ცე­მუ­ლი, ზე­პი­რი გა­მო­კითხ­ვა­ცაა, ჯამ­ში, 70 ქუ­ლა­ზე მე­ტი უნ­და აიღო. ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში 100 ქუ­ლა ავი­ღე, ახ­ლა იაშ­ვილ­ში გავ­დი­ვართ პრაქ­ტი­კას, ვნა­ხოთ, რას ვი­ზამ“.

ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ზის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თეა პირ­ველ კურ­ს­ზე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­რიცხა (ეს წე­სი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იც­ვა­ლა) და სწავ­ლის სა­ფა­სურს ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იხ­დის. „ერ­თი წე­ლია, კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტ­რ­ში ვმუ­შა­ობ ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ვმო­რი­გე­ობ კი­დეც, ხან ყო­ველ მე­ო­რე დღეს, ხან ოთხ დღე­ში ერ­თხელ, 28-კა­ცი­ა­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბაა, ყო­ფი­ლა 8-9 პა­ცი­ენ­ტი მყო­ლია, ხან შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ღა­მე თვა­ლიც ვერ მო­ხუ­ჭო. რთუ­ლია, რა თქმა უნ­და, დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ცაა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია პა­ცი­ენ­ტის­გან მად­ლი­ე­რე­ბის სიტყ­ვე­ბი მო­ის­მი­ნო და ყო­ველ­გ­ვა­რი დაღ­ლა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა იმ­წამ­ს­ვე ქრე­ბა. რო­ცა გიყ­ვარს შე­ნი პრო­ფე­სია, მი­სი სირ­თუ­ლეც აღარ გა­ში­ნებს, პი­რი­ქით, თით­ქოს უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხდე­ბი ყო­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვის დროს, მით უმე­ტეს, რო­ცა პა­ცი­ენ­ტი მად­ლო­ბას გე­უბ­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ შვე­ბა მოჰ­გ­ვა­რე. ზო­გი რჩე­ვა­საც მაძ­ლევს, ექ­თ­ნო­ბას არ დას­ჯერ­დე, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რეო… ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ამას შევ­ძ­ლებ, ექ­თ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად წა­მად­გე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნალ ექი­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში“.

უკ­ვე გითხა­რით, რომ თეა ერ­თი წე­ლია მუ­შა­ობს დამ­წყე­ბი ექ­თ­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე, მაგ­რამ არ მით­ქ­ვამს, რომ წლე­ვან­დელ სწავ­ლის გა­და­სა­ხადს იგი სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სით ფა­რავს და ამით ძა­ლი­ან ამა­ყია. ეს მხო­ლოდ პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია მის რთულ პრო­ფე­სი­ა­ში. დიპ­ლო­მის აღე­ბის შემ­დეგ სა­შუ­ა­ლო ექ­თ­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე და­წი­ნა­ურ­დე­ბა. ზო­გა­დად, სა­ექ­თ­ნო საქ­მე­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მფლო­ბელს გზა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს ხსნი­ლი – შე­უძ­ლია და­საქ­მ­დეს ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შინ­მოვ­ლის სფე­რო­ში, სხვა ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ სა­ექ­თ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ან სწავ­ლა გა­აგ­რ­ძე­ლოს უმაღ­ლეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ასე მგო­ნია, კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე თუ არა, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში მა­ინც, თეა ამ უკა­ნას­კ­ნელს აირ­ჩევს. ის უკ­ვე კარ­გი ექ­თა­ნია, მაგ­რამ მის­გან კი­დევ უფ­რო კარ­გი ექი­მი დად­გე­ბა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები