20 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის პირველადი ვერსია

spot_img

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 31 ოქტომბერს, მასწავლებლებს განსახილვევლად დაუგზავნა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის პირველადი ვერსია თხოვნით – აღნიშნული დოკუმენტი, მასწავლებელთა მონაწილეობით, განიხილონ საგნობრივ კათედრებზე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და შეჯერებული პოზიცია, კონკრეტული შენიშვნებით (კომენტარის სახით) 7 ნოემბრის ჩათვლით გააგზავნონ მეილზე –  info.nsm@mes.gov.ge, ხოლო ზოგადი რეკომენდაციების/სურვილების/მოსაზრებების მისაღებად გამოიყენონ ცალკე ვორდის ფაილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც სამინისტროს წერილშია აღნიშნული, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის პირველადი ვერსია სწორედ პედაგოგების უკუკავშირის შესაბამისად გადამუშავდება.

სამინისტრო იქვე განმარტავს, რომ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, კონსულტაციები მიიღონ სასკოლო საზოგადოების ჩართულობისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით. აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრები კი, ეტაპობრივად, ნოემბერ-დეკემბერში იგეგმება.

დოკუმენტი აღწერს შეფასების პროცესს, რომელიც უნდა გაიარონ პედაგოგებმა მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებლად – განხილულია შემდეგი საკითხები: მასწავლებლის პროფესიული საქმიანობისა და შეფასების ძირითადი პრინციპები; მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები; მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების პროცესის ადმინისტრირება.

დოკუმენტის თანახმად, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა ფასდება მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსიის საფუძველზე.

აღნიშნულ მტკიცებულებებსა და რეფლექსიას მასწავლებელი ასახავს პორტფოლიოში, რომელიც განთავსებულია სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, eschool-ის ელექტრონულ სივრცეში.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში წარმოადგინოს საკუთარი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი ოთხი მიმართულებით:

  1. ასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
  2. სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება;
  3. განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება;
  4. საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი, მინიმუმ, ერთი მტკიცებულება მაინც. შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.

პორტფოლიოს მეშვეობით მასწავლებელი წარმოაჩენს საკუთარ საქმიანობას. შესაბამისად, მან თავად უნდა შეარჩიოს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს. მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მთავარია, პორტფოლიოში განთავსებული მტკიცებულებები ასახავდეს სასურველი სტატუსის შესაბამისი თითოეული კომპეტენციის ფლობას.

შენიშვნა: პორტფოლიოში უნდა განთავსდეს მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ქვემოთ მოცემული ცხრილის პირველ სვეტში მოცემულია მიმართულებები, მეორე სვეტში – თითოეული მიმართულების შესაბამისი კომპეტენციები, ხოლო მესამე სვეტში მოცემულია საორიენტაციო მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა მასწავლებელს ჰქონდეს წარმოდგენილი პორტფოლიოში. 

მიმართულება კომპეტენციები შესაძლო მტკიცებულებები (საორიენტაციო)
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
  • შეუძლია მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების შედეგების სკოლის დონეზე ანალიზი და მათი საგნობრივ კურიკულუმში ასახვა;
  • შეუძლია მოსწავლეთა უნივერსალური და მიზნობრივი საჭიროებების გათვალისწინება დიფერენცირებული სწავლების პრინციპების სკოლის დონეზე რეალიზებაში.

სავალდებულო მხოლოდ მენტორობისთვის:

  • შეუძლია გრძელვადიანი სასწავლო მიზნების შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა/განვითარება და გაზიარება
მოსწავლეთა პროგრესის ამსახველი მასალა;

საგნობრივი კურიკულუმის/მისი რომელიმე ნაწილის განხორციელებისა და განვითარების ამსახველი მასალა (კომპლექსური დავალება, თემატური მატრიცა).

გრძელვადიანი სასწავლო მიზნების მისაღწევად შექმნილი  სასწავლო რესურსები.  რესურსების გამოყენების და გაზიარების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სკოლისა განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება ·         აქვს მკაფიო ხედვა სკოლის/თემის საგანმანათლებლო საჭიროებებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ;

·         შეუძლია სკოლის საჭიროებების და გამოწვევების საპასუხოდ შეიმუშაოს  წინადადებები და რეკომენდაციები მიზნობრივი კვლევების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის;

·         შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება, საკუთარი სკოლის ინტერესების წარმოსაჩენად;

·         შეუძლია ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის განვითარებას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას და მათში გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარებას;

სავალდებულო მხოლოდ მენტორობისთვის:

·         შეუძლია გლობალური პროექტების, სხვადასხვა საერთაშორისო თუ უცხოური ორგანიზაციის გამოცდილების ინტეგრირება სასკოლო ცხოვრებაში სკოლის/თემის/რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე;

სკოლის თემის საჭიროებებზე ორიენტირებული სასკოლო პროექტის განხორციელების დამადასტურებელი მასალა;

 

პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლის ამსახველი მასალა; მასზე (პრაქტიკის შესწავლაზე) დაფუძნებით, კურიკულუმის განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მასალა.

 

საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

 

განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება ·         იცნობს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს და არსებულ ცოდნას იყენებს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

 

სავალდებულო მხოლოდ მენტორობისთვის:

·         იცნობს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს. არსებულ ცოდნას ნერგავს სკოლის დონეზე და მიღებულ გამოცდილებას აზიარებს რეგიონული/ეროვნული მასშტაბით.

 

         ზოგადი განათლების სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეებისა და პროფესიული ლიტერატურის  გაცნობისა და ინოვაციების დანერგვის/განხორციელების დამადასტურებელი მასალა.

 

საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ·         შეუძლია საკუთარი და კოლეგების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა;

·         შეუძლია კოლეგებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდება;

სავალდებულო მხოლოდ მენტორობისთვის:

·         სკოლის სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეუძლია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზების იდენტიფიცირება რეგიონში არსებული რესურსის გამოყენებით.

სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობით განხორციელებული პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლის ამსახველი მასალები;

 

პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლის ამსახველი მასალა; მასზე (პრაქტიკის შესწავლაზე) დაფუძნებით, კურიკულუმის განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მასალა.

 

დოკუმენტში ასევე აღწერილია მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების პროცესი. პირველი ნაბიჯი, რასაც მასწავლებელი გააკეთებს, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სრულყოფილია და შესაბამისობაშია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ სტატუსის მოთხოვნებთან – წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.

წინადადების წარდგინება – სკოლის დირექტორი წერილობით წარადგენს წინადადებას განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool). სკოლის დირექტორი ცენტრს წარუდგენს წინადადებას სტატუსის ცვლილების მსურველი მასწავლებლის შეფასების შესახებ. წარდგინებით სკოლის ხელმძღვანელმა უნდა დაადასტუროს:

◊ მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი მასალის ავთენტურობა;

◊ მასწავლებლის წვლილი სკოლის/სასკოლო თემის განვითარების პროცესში;

◊ მასწავლებლის პროფესიული ეთიკა სასკოლო საზოგადოების წევრებთან (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) ურთიერთობის პროცესში.

წინადადების წარდგენაში გათვალისწინებული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების  აზრი. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი დასაქმებულია ერთზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, წინადადებას წარადგენს თითოეული სკოლის დირექტორი.

სტატუსის ცვლილების მსურველ მასწავლებელთა წინადადების წარდგენის ვადა  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება.  წარდგენის პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, სტატუსის ცვლილების მსურველი თითოეული მასწავლებლისთვის ცენტრი ადგენს ექსპერტთა ჯგუფის წინაშე საკუთარი საქმიანობის წარდგენის  თარიღს და ასახავს განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool).

პორტფოლიოს შეფასებაში მონაწილეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ექსპერტთა ჯგუფი (2-3 ექსპერტი). პორტფოლიოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება ხორციელდება წინასწარ შემუშავებულ რუბრიკებზე დაყრდნობით.

ექსპერტთა ჯგუფის წევრები  შეისწავლიან მასწავლებლის პორტფოლიოს, რის შემდეგაც თავად პედაგოგი აკეთებს მათ წინაშე პორტფოლიოს პრეზენტაციას. ექსპერტთა ჯგუფი სვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს და, საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებით ახდენს სასკოლო საზოგადოების გამოკითხვას.

იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებელი პორტფოლიოში მტკიცებულებებს ტვირთავს რეგისტრაციის პერიოდში, ექსპერტთა ჯგუფს აქვს უფლება პორტფოლიოს წარდგენის პერიოდამდე, არაუგვიანეს 10 დღისა, მასწავლებლისგან მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები რომელთა გაცნობის საჭიროებაც გამოიკვეთა პორტფოლიოს შესწავლისას.

საქმიანობის შეფასება ატარებს როგორც განმსაზღვრელ, ასევე, განმავითარებელ ხასიათს. მასწავლებელი თითოეული მიმართულებით ფასდება წინასწარ შედგენილი რუბრიკების გამოყენებით. შეფასების დონეები დამაკმაყოფილებელი და გასავითარებელი.

სტატუსის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს „დამაკმაყოფილებელი“ დონით შეფასებული ოთხივე მიმართულება (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება; განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება; საკუთარ  და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა).

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი ინფორმაციით, რომელიმე მიმართულება (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება; განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება; საკუთარ  და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა) შეფასდა როგორც „გასავითარებელი“, ექსპერტთა ჯგუფი გასცემს წერილობით განმავითარებელ უკუკავშირს.

მასწავლებლის შეფასება განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool)  აისახება ორი  კვირის განმავლობაში. პედაგოგები სტატუსს შეიცვლიან სასწავლო წლის ბოლოს.

მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობის განმეორებით შეფასების მოთხოვნის საშუალება მიეცემა მომდევნო სასწავლო წელს „გასავითარებელი“ სტატუსით შეფასებული მიმართულებით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები