19 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გრანტის ოდენობა 2250 ლარით განისაზღვრა

spot_img

2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 2,250,000.00 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული  – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა

ქართული ენა, ლიტერატურა – 2250 ლარი

✅ მათემატიკა – 2250 ლარი

✅ გეოგრაფია – 2250 ლარი

✅ ისტორია – 2250 ლარი

✅ ფიზიკა – 2250 ლარი

✅ ბიოლოგია – 2250 ლარი

✅ ბუნებისმეტყველება – 2250ლარი

✅ ქიმია – 2250 ლარი

✅ სამოქალაქო განათლება – 2250 ლარი

✅ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 2250 ლარი

✅ სპორტი 2250 – ლარი

✅ ინგლისური ენა – 2250 ლარი

✅ გერმანული ენა – 2250 ლარი

✅ რუსული ენა – 2250 ლარი

✅ ფრანული ენა – 2250 ლარი

✅ ქართული, როგორც მეორე ენა – 2250 ლარი

✅ მუსიკა  – 2250 ლარი

✅ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 2250 ლარი

✅ ზოგადი განათლების I-IV კლასების მასწავლებელი – 2250 ლარი

პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უნდა უზრუნველყონ, არაუმეტეს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად; თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში; თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.

იხილეთ ბრძანება 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები