25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება დაიწყო

spot_img

დღეიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლებიც ჩაერთვნენ. 14 ივლისს ტესტირება პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის პროფესიულ უნარებში ჩატარდა. მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს. პროფესიული უნარების ტესტირებაზე გამოცხადდა 69%-ზე მეტი აპლიკანტი, დაიგვიანა ოთხმა.

პროფესიულ უნარებში გამოცდა კიდევ ორი დღე – 15 და 16 ივლისს – გარძელდება.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

✔🟦 ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები;

✔🟦 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

✔🟦 უცხოური ენები;

✔🟦 ესთეტიკური აღზრდა;

✔🟦ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე აქვთ საშუალება, კომპეტენცია დაადასტურონ პროფესიულ უნარებში.

წელს პირველად ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, რომელიც 27-ში ჩატარდება. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად  2 800-მდე მსურველი დარეგისტრირდა.
✔🟦 ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იმ პირებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები