24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებელთა სასკოლო კონფერენცია კერძო სკოლა „მზეკაბანში“

spot_img

თერჯოლაში მიმდინარე წლის 12 იანვარს სკოლა „მზეკაბანში“ ნინო გვენეტაძის მხარდაჭერით ჩატარდა სასკოლო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 11 პედაგოგი ხუთი საგნობრივი კათედრიდან.

კონფერენციის მიზანი პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება იყო. არსანიშნავია, რომ „მზეკაბანს“ დიდი გამოცდილება აქვს ტრადიციულ-კონტაქტური და დისტანციური სასწავლო პროცესის დაგეგმვა/წარმართვის საკითხში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომებიდან გამოიყო 5 ნაშრომი:

  1. მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება STEM პროექტების დახმარებით (ავტორი თეა დოლაკიძე – ფიზიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვანი პედაგოგი);
  2. ელექტრონული პლატფორმების გამოყენება სასწავლო პროცესში ( დარეჯან ჭანტურიძე – რუსუსლი ენის წამყვანი პედაგოგი);
  3. საკლასო პროექტების ეფექტური გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში (ხათუნა დიდიძე – ისტორიისა და სამოქალაქო განათლების უფროსი პედაგოგი);
  4. ბონოს სააზროვნო ქუდები ქართული ლიტერატურის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე (მაია გოგბერაშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგი);
  5. დოკუმენტური ფილმების როლი სასწავლო პროცესში (ქეთევან ზარნაძე – ისტორიის უფროსი პედაგოგი).

კონფერენცის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო საუკეთესო მოხსენებების ავტორებს (ზემოაღნიშნულ ხუთეულს) დიპლომები და ფულადი პრემია.

„მზეკაბანის“ ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციების გამართვა საჭიროა პროფესიული ზრდისათვის, სწორედ აქედან გამომდინარე, სასკოლო, მუნიციპალური, რეგიონული და რესპუბლიკური მასშტაბით კონფერენციათა ჩატარების იდეასაც განიხილავენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები