19 მარტი, სამშაბათი, 2024

მასწავლებელთა გამოცდები 25 ივლისიდან გაგრძელდება

spot_img

დასრულდა მასწავლებელთა გამოცდების სასესიო კვირა. 21 ივლისიდან, ყოველდღე, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ადასტურებდნენ კომპეტენციას: საბუნებისმეტყველო საგნებსა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში; დაწყებითი საფეხურის საგნებში, ასევე გეოგრაფიაში, მათემატიკასა და ისტორიაში; ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებასა და ბუნებისმეტყველებაში; უცხოურ ენებში, ქართულში, როგორც მეორე ენაში, სპორტში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.

მასწავლებელთა საგამოცდო პროცესი 14 ივლისიდან დაიწყო პროფესიული უნარების ტესტირებით. პირველ დღეს ტესტირებაზე 69%-ზე მეტი აპლიკანტი გამოცხადდა, დაიგვიანა ოთხმა; 15 ივლისს 72%-მდე მასწავლებელი.გამოცხადდა, ხოლო 16 ივლისს – 69%-მდე, დაიგვიანა ერთმა აპლიკანტმა.

შემდეგ იყო დასვენების დღეები და 20 ივლისიდან საგამოცდო მარათონი განახლდა – მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები საბუნებისმეტყველო საგნებსა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ადასტურებდნენ კომპეტენციას. ტესტირებაზე გამოცხადდა 77%-მდე მონაწილე, დაიგვიანა ორმა აპლიკანტმა.

21 ივლისს ტესტირება დაწყებითი საფეხურის საგნებში, ასევე გეოგრაფიაში, მათემატიკასა და ისტორიაში ჩატარდა. დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 84%-მდე მასწავლებელი, დაიგვიანა ოთხმა აპლიკანტმა.

22 ივლისი – ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, მუსიკა, სამოქალაქო განათლება და ბუნებისმეტყველება.

ამ დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე პროცესის მიმდინარეობას ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა. მთელი საქართველოს მასშტაბით, გახსნილი იყო 25 საგამოცდო ცენტრი. დარეგისტრირებულთაგან ტესტირებაზე გამოცხადდა 79%-ზე მეტი მონაწილე და დაიგვიანა შვიდმა აპლიკანტმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო 50-ზე მეტი გამოსაცდელი არ გამოცხადდა.

23 ივლისს აპლიკანტები კომპეტენციას უცხოურ ენებში, ქართულში, როგორც მეორე ენაში, სპორტში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ადასტურებდნენ. ტესტირებაზე გამოცხადდა 78%-ზე მეტი მონაწილე და დაიგვიანა ერთმა აპლიკანტმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო სესიებზე 30-მდე გამოსაცდელი არ გამოცხადდა.

25 ივლისამდე ისევ შესვენებაა და საგამოცდო პროცესი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილით განახლდება.

გისურვებთ წარმატებას!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები