19 მარტი, სამშაბათი, 2024

მანდატურის სამსახურმა NASRO-ს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

spot_img

ამერიკული მხარის მოწვევით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა აშშ-ს მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

NASRO-ს კონფერენციაზე სასკოლო გარემოში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები, კრიზისული სიტუაციების მართვა და პრევენციის მეთოდები განიხილეს, ასევე, მოსწავლეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიის გავლენის თაობაზე იმსჯელეს. პარალელურად, სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ოფიცრებისა და სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა.

უსაფრთხო სკოლის საერთაშორისო კონფერენცია ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში გაიმართა, რომელსაც აშშ-ს სკოლების უსაფრთხოების ოფიცრები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და ფსიქოლოგები ესწრებოდნენ. მსოფლიოში კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე, ქართული მხარე კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში შეუერთდა.

კონფერენციის გახსნის დღეს, აშშ-ს მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წევრებმა და დამსწრე სტუმრებმა ქართველი კოლეგების ჩართულობა მნიშვნელოვნად შეაფასეს. კონფერენციის სპიკერმა, NASRO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მო კენედიმ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს სკოლის მანდატურებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ამერიკულ დელეგაციასთან ერთად, თბილისს მორიგი სამუშაო ვიზიტით  ეწვევა.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აშშ-ს მანდატურთა ეროვნული ასოციაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, პარტნიორებს შორის, სასკოლო უსაფრთხოების თემაზე საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება ხდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები