25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლი მად­ლო­ბა, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უხ­დი­ან

spot_img

#მად­ლო­ბა­მას­წავ­ლე­ბე­ლო – ამ სა­ხელ­წო­დე­ბის კამ­პა­ნია სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ სა­მი წლის წინ წა­მო­იწყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით პე­და­გო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. არ მახ­სენ­დე­ბა მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბა, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლებს, მკაც­რად გა­წე­რი­ლი სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა თუ მოთხოვ­ნე­ბის გა­რე­შე, მად­ლო­ბას უხ­დიდ­ნენ და თან, წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, აჯილ­დო­ებ­დ­ნენ. სწო­რედ ამი­ტომ მი­იქ­ცია ჩვე­ნი ყუ­რადღე­ბა ამ ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­ულ­მა კამ­პა­ნი­ამ. გარ­და იმი­სა, რომ მა­თი აქ­ტი­ვო­ბა მას­წავ­ლებ­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გვაც­ნობს მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა ეძებს მა­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ზი­ა­რე­ბე­ბი­სა თუ წარ­მა­ტე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლი მად­ლო­ბაა, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უხ­დი­ან.

4 მა­ისს, „სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ“ კამპანიის #მად­ლო­ბა­მას­წავ­ლე­ბე­ლო დას­კ­ვ­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი, წლე­ვან­დე­ლი 10 მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ა­ჯილ­დო­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც გა­აც­ნო.

„სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“ 2023 წლის რჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი:

✅ თა­თია მო­სი­აშ­ვი­ლი, სო­ფელ კურ­დღე­ლა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი –  მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სი­ახ­ლე­ე­ბის და­უ­ღა­ლა­ვი ძი­ე­ბის­თ­ვის, ყო­ველ­დღი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დი­დი ოც­ნე­ბე­ბის­თ­ვის;

✅ ნი­ნო მა­ხა­რაშ­ვი­ლი, სო­ფელ ხცი­სის სა­ჯარო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – პრო­ფე­სი­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ათ­ვი­სე­ბი­სა და კო­ლე­გებ­თან გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­ე­ბის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის;

ინა იმე­დაშ­ვი­ლი, UG სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის­თ­ვის ფას­და­უ­დე­ბე­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნი­სა და ბავ­შ­ვე­ბის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში ყო­ველ­დღი­უ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თ­ვის;

და­ვით წა­მა­ლაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის №21 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – მა­თე­მა­ტი­კის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ამ სიყ­ვა­რუ­ლის გავ­რ­ცე­ლე­ბის­თ­ვის, პრო­ფე­სი­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ძი­ე­ბის­თ­ვის;

ინ­გა მო­სი­აშ­ვი­ლი, საჩხე­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და­უ­ვიწყა­რი სას­კო­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოწყო­ბის­თ­ვის და სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით კო­ლე­გე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი ზრუნ­ვის­თ­ვის;

ინა მეცხ­ვა­რიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის №106 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ჯა­დოს­ნურ დღე­ე­ბად ქცე­ვის­თ­ვის, ღი­მი­ლი­სა და ცოდ­ნის და­უ­ღა­ლა­ვი გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის;

როს­ტომ კა­ჭა­ხი­ძე, თბი­ლი­სის №161 სა­ჯა­როს სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – კო­ლე­გი­ა­ლო­ბის და­უ­ვიწყა­რი მა­გა­ლი­თე­ბის, იდე­ე­ბის ზე­ი­მი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ყო­ვე­ლი დღის დღე­სას­წა­უ­ლად ქცე­ვის­თ­ვის;

ხა­ტია რაზ­მა­ძე, წმ. იოანე ბოლ­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – გა­მოწ­ვე­ვე­ბის პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბად ქცე­ვი­სა და სკო­ლა­სა და მის გა­რეთ სამ­ყა­რო­ში ბავ­შ­ვე­ბის ხმის ელ­ჩო­ბის­თ­ვის;

ნი­ნო ინა­იშ­ვი­ლი, ბა­თუ­მის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სად­მი გა­ნუ­ზო­მე­ლი ემ­პა­თი­ის­თ­ვის, ბავ­შ­ვე­ბის თვა­ლე­ბის ასა­ციმ­ცი­მებ­ლად და­უ­ვიწყა­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მ­ვის­თ­ვის;

გი­ორ­გი ლი­პა­რიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მე-6 სა­ავ­ტო­რო სკო­ლის, „ათას­წ­ლე­უ­ლის სკო­ლი­სა“ და „ლი­პარ­ტის“ სა­ხე­ლოს­ნოს მას­წავ­ლე­ბე­ლი – სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი სიტყ­ვის — „მოს­წავ­ლე­ბე­ლის“ გა­მო­გო­ნე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ფიქ­რი­სა და აზ­როვ­ნე­ბის სულ ღი­მილ-ღი­მი­ლით შე­მოს­წავ­ლე­ბის­თ­ვის.

♦♦♦

უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ული კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მომ­ცემ­ლო­ბა, მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას­წავ­ლებ­ლებს სპე­ცი­ა­ლურ შე­თა­ვა­ზე­ბებ­სა და სი­ურ­პ­რი­ზებს უმ­ზა­დებს. მე­ო­რე წე­ლია, რაც ეს კამ­პა­ნია რჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბით სრულ­დე­ბა.

#მად­ლო­ბა­მას­წავ­ლე­ბე­ლო იმი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია, რომ მას­ში ჩარ­თ­ვა, თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­უძ­ლია ყვე­ლას, ვი­საც უნ­და რა­ი­მე ფორ­მით მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დოს თა­ვის მას­წავ­ლე­ბელს.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სად­მი სხვა­დას­ხ­ვა წელს მიძღ­ვ­ნილ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას – კონ­კურ­სე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი და აქ­ცი­ე­ბი, შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჯგუფში „სა­მას­წავ­ლებ­ლო­“ ჰეშ­თე­გით #მად­ლო­ბა­მას­წავ­ლე­ბე­ლო.

კამ­პა­ნიის #მად­ლო­ბა­მას­წავ­ლე­ბე­ლო იდე­ის ავ­ტო­რი „სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი მა­რი­ამ ჩუ­ბი­ნი­ძეა. მა­რი­ა­მი გვიყ­ვე­ბა, რომ კამ­პა­ნი­ას სა­ფუძ­ვე­ლი სა­მი წლის წინ ჩა­ე­ყა­რა, რო­დე­საც პან­დე­მი­ის გა­მო ჩვე­ნი სახ­ლე­ბი იქ­ცა საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბად. „მა­შინ ყვე­ლამ უკეთ და­ვი­ნა­ხეთ, რა დი­დი შრო­მა დგას იმის უკან, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­ქ­ვათ. მეც და ყვე­ლას, გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, გაგ­ვიჩ­ნ­და გულ­წ­რ­ფე­ლი სურ­ვი­ლი, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის რა­ღაც ფორ­მით გა­დაგ­ვე­ხა­და მად­ლო­ბა და რაც უფ­რო მე­ტად გვინ­დო­და, ეს იყო ის, რომ ისი­ნი უფ­რო მეტ ადა­მი­ანს გა­ეც­ნო და ამა­ში, რა­ღაც­ნა­ი­რად, ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა.

ასე და­ი­გეგ­მა ეს კამ­პა­ნია. მომ­დევ­ნო წელს ვი­ფიქ­რე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი წაგ­ვე­ხა­ლი­სე­ბი­ნა სიმ­ბო­ლუ­რი ჯილ­დო­თი და გა­დაწყ­და, რომ მოგ­ვეწყო და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად შარ­შან ჩა­ვა­ტა­რეთ.

ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კამ­პა­ნი­ამ უფ­რო მე­ტი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­ი­ძი­ნა, გახ­და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლა და, ბუ­ნებ­რი­ვია, გაჩ­ნ­და კითხ­ვე­ბიც, თუ რა კრი­ტე­რი­უ­მით ვირ­ჩევთ ჩვენს რჩე­ულ მას­წავ­ლებ­ლებს.

პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: ეს არაა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ჯილ­დო, კონ­კ­რე­ტუ­ლი და მკაც­რად გა­წე­რი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით. ჩვენს სი­გე­ლებს თუ ნა­ხავთ, იქ და­ტა­ნი­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი და დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბიც მოწ­მობს ამა­ზე.

ჩვენ უბ­რა­ლოდ მად­ლო­ბას ვუხ­დით მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დე­გად აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. მათ რი­გებ­ში ნაკ­ლე­ბად ნა­ხავთ იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­მელ­თაც უკ­ვე აქვთ სხვა მრა­ვა­ლი ჯილ­დო და ისე­დაც იც­ნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ესეც ჩვე­ნი ერ­თ­გ­ვა­რი პრინ­ცი­პია – ვფიქ­რობთ, ჩვენს ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ ასე­თი და­ჯილ­დო­ე­ბე­ბი თუ კონ­კურ­სე­ბი, რომ უფ­რო მე­ტი ღირ­სე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მოვ­ლინ­დეს.“

იდე­ის ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ კამ­პა­ნი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას პი­რა­დად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თებს და შემ­დეგ მუდ­მი­ვად ფიქ­რობს და ცდი­ლობს, სა­უ­კე­თე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბი სხვებ­საც გა­უ­ზი­ა­როს. მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან ბევრ კო­მენ­ტარ­სა თუ პი­რად გზავ­ნილს იღებს, სა­დაც მად­ლო­ბას უხ­დი­ან, რომ ბევ­რი ძა­ლი­ან კარ­გი კო­ლე­გა, სკო­ლა, მოს­წავ­ლე გა­აც­ნო კამ­პა­ნი­ამ. „ვფიქ­რობ, ეს კამ­პა­ნია, სულ ცო­ტა, ამად ღირ­და. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვა­ჯილ­დო­ვებთ, ჩვე­ნი ჯილ­დოს გა­რე­შეც, უკ­ვე რჩე­უ­ლე­ბი არი­ან, რად­გან მათ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ამ პრო­ფე­სი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი წე­ლი და, წლე­ბის სიმ­რავ­ლე­ზე მე­ტად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ხა­რის­ხია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ჩვენ, უბ­რა­ლოდ, სი­ა­მა­ყით ვარ­ქ­მევთ მათ „სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“ რჩე­უ­ლებს და შემ­დეგ მათ იდე­ებს სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით ვუდ­გა­ვართ გვერ­დ­ში,“ – ამ­ბობს მა­რი­ამ ჩუ­ბი­ნი­ძე.

კამ­პა­ნი­ის რჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბები

 

გი­ორ­გი ლი­პა­რიშ­ვი­ლი

ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ღა­ცას რომ ახ­სოვ­ხარ, მით უმე­ტეს, რო­ცა გა­მო­გარ­ჩევს. შე­იძ­ლე­ბა არც არა­ვის­გან ვარ გა­მორ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ ყუ­რადღე­ბა და მად­ლო­ბის გა­დახ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ადა­მი­ა­ნე­ბი და, მათ შო­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მხო­ლოდ ხელ­ფა­სის­თ­ვის ხომ არ ვმუ­შა­ობთ, ჩვე­ნი მო­ტი­ვა­ცია კი­დევ სხვა რა­მეც არის, ენერ­გი­ის შე­სავ­სე­ბად მხო­ლოდ ფუ­ლის ხარ­ჯ­ვა არ არის ხოლ­მე საკ­მა­რი­სი. ეს კამ­პა­ნია – #მად­ლო­ბა­მას­წავ­ლე­ბე­ლო – რა­ღაც­ნა­ი­რად თბი­ლი კამ­პა­ნიაა, თით­ქოს ძა­ლის მომ­მა­ტე­ბე­ლი და ენერ­გი­ის შე­მავ­სე­ბე­ლი – რა­საც ვა­კე­თებთ, თურ­მე, ს­წორ გზა­ზე ვდგა­ვართ, თურ­მე ბავ­შ­ვე­ბის გარ­და, ვი­ღა­ცას ვახ­სო­ვართ. ბავ­შ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი და ნამ­დ­ვი­ლე­ბი არი­ან და რო­დე­საც დიდ­საც გა­ახ­სენ­დე­ბი, ესეც დი­დი და კარ­გი ამ­ბა­ვია. ბავ­შ­ვებ­საც სჭირ­დე­ბათ მა­გა­ლი­თე­ბი ჩვენ­გან და რო­ცა ხე­და­ვენ, რომ ზრდას­რუ­ლე­ბის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია, შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ უფ­რო მე­ტად მო­უნ­დეთ მას­წავ­ლებ­ლო­ბა. ხში­რად მსმე­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ „მე არ შე­მიძ­ლია და ბა­ვშ­ვებ­თან არ ვი­მუ­შა­ვებ“. თუ არა­ვინ იმუ­შა­ვა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიაა პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით (ძა­ლი­ან დიდ ენერ­გი­ას ითხოვს და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო ცო­ტა ჩანს, ვიდ­რე კეთ­დე­ბა), რო­გორ გვე­ყო­ლე­ბა ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი? ამი­ტომ ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და და­ჯე­რე­ბა გვჭირ­დე­ბა, რომ კი­დევ უფ­რო გა­ვი­ზარ­დოთ პრო­ფე­სი­უ­ლად და მე­ტი ენერ­გი­ით შე­ვუდ­გეთ საქ­მეს. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა გა­მომ­ცემ­ლო­ბას, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ახ­სოვს, არა­მარ­ტო ამ ჯილ­დო­თი, არა­მედ, სხვა­დას­ხ­ვა წა­ხა­ლი­სე­ბე­ბით. ეს არის კე­თი­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვა მა­თი მხრი­დან, რო­მელ­საც დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ღებ და მეც მად­ლო­ბას ვუხ­დი მათ და ჩემს ღირ­სე­ულ მას­წავ­ლებ­ლებს, ვინც მას­წავ­ლებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი აღ­მიძ­რა, სწავ­ლის სურ­ვი­ლი გა­მიღ­ვი­ვა და ვინც მე გა­მა­ხა­რა. სამ­წუ­ხა­როდ, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც მად­ლო­ბას არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა მეც არ ვიმ­სა­ხუ­რებ ყვე­ლას­გან მად­ლო­ბას.

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა აქვს, ბევ­რი რა­მის ნაც­ვ­ლად უწევს, ბავ­შ­ვი ინ­ტე­რეს­ში ჩა­აგ­დოს და შე­მო­აბ­რუ­ნოს კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის­კენ. ალ­ბათ, ყო­ველ­თ­ვის ასე იყო, მაგ­რამ დღეს, რო­ცა ვი­ზუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ, კი­დევ უფ­რო მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა გვჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ ინ­ტე­რე­სი და კავ­ში­რი არ გავწყ­ვი­ტოთ ბავ­შ­ვებ­თან. მას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერ­თი გა­მოწ­ვე­ვაც, ალ­ბათ, სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა და კლა­სის მარ­თ­ვაა. ვფიქ­რობ, თვით­გან­ვი­თა­რე­ბით მი­აღ­წევს ამას მას­წავ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა­ზე რთულ და სწრა­ფად გა­და­საწყ­ვეტ პრობ­ლე­მად მეჩ­ვე­ნე­ბა კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა. მე კერ­ძო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი და ჩემს კლა­სებ­ში არ არის ბევ­რი ბავ­შ­ვი, მაგ­რამ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი კლა­სე­ბია. ვფიქ­რობ, ამ­დე­ნი ბავ­შ­ვი არ უნ­და იყოს ერთ კლას­ში და არც ამ­დე­ნი სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბა უნ­და უწევ­დეს მას­წავ­ლე­ბელს. გა­დაღ­ლი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თა­ვის­თა­ვად, ვერ შეძ­ლებს სრულ­ფა­სოვ­ნად და ხა­რის­ხი­ა­ნად, დღე­ში, 7 გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბას, ჩე­მი აზ­რით, სა­მი-ოთხი გაკ­ვე­თი­ლი იდე­ა­ლუ­რია. მხო­ლოდ გაკ­ვეთ­ლის ჩა­ტა­რე­ბით არ უნ­და გან­ვ­საზღ­ვ­როთ მას­წავ­ლებ­ლის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი. კვი­რა­ში 7 დღე 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ ხოლ­მე, ზოგ­ჯერ სიზ­მ­რებ­შიც კი ვმუ­შა­ობ. დრო­ის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, უნ­და შევ­ძ­ლოთ, მაგ­რამ თვი­თონ პრო­ცე­სე­ბი უნ­და შე­იც­ვა­ლოს გარ­შე­მო. ძა­ლი­ან ბევ­რი კო­ლე­გა მყავს და ვი­ცი რა დღე­ში არი­ან, სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი გაკ­ვე­თი­ლი აქვთ ყო­ველ­დღიუ­რად ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ეს იწ­ვევს გა­დაღ­ლას, გა­დაწ­ვას და პრო­ფე­სი­ი­დან გაქ­ცე­ვას. კი არ უნ­და გა­ვაქ­ცი­ოთ პრო­ფე­სი­ი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი, უნ­და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, მო­ვი­ზი­დოთ და გა­ვამ­რავ­ლოთ. მას­წავ­ლებ­ლო­ბა პრეს­ტი­ჟულ პრო­ფე­სი­ად ვაქ­ცი­ოთ, ისე­ვე რო­გორც მა­გა­ლი­თად, მე­ხან­ძ­რის პრო­ფე­სიაა და­სა­ფა­სე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და კი­დევ სხვა პრო­ფე­სი­ე­ბი. სა­სურ­ვე­ლი უნ­და გახ­დეს მას­წავ­ლებ­ლო­ბა, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­მა სა­კუ­თა­რი ენერ­გია ჩა­დონ იმა­ში, რომ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა თუ სწავ­ლე­ბის უნა­რი სხვას გა­უ­ნა­წი­ლონ.

 

ირ­მა გორ­დე­ლა­ძე

ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა ყვე­ლამ ვი­ცით და ვსარ­გებ­ლობთ მა­თი გა­მო­ცე­მე­ბით, თუმ­ცა, ამ კონ­კურ­სის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. შარ­შან აღ­მო­ვა­ჩი­ნე, თურ­მე, 2022 წლის ათ პე­და­გოგს შო­რის შე­მარ­ჩია გა­მომ­ცემ­ლო­ბამ, მაგ­რამ და­ემ­თხ­ვა, რომ, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, 23 პე­და­გოგ­თან ერ­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. სწო­რედ იქ და­მი­კავ­შირ­და მა­რი­ამ ჩუ­ბი­ნი­ძე და მითხ­რა, რომ კამ­პა­ნი­ის #მად­ლო­ბა­მას­წავ­ლებ­ლო ფარ­გ­ლებ­ში შერ­ჩე­უ­ლი­ ვი­ყა­ვი ათ პე­და­გოგს შო­რის და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალზე მი­მიწ­ვია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნიალს ვერ და­ვეს­წა­რი, ამი­ტომ, ჩე­მი დი­რექ­ტო­რი და­ეს­წ­რო და ჩე­მი გა­მოცხა­დე­ბი­სას, მე ონ­ლა­ინ ჩა­ვერ­თე. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ კამ­პა­ნია ისევ გრძელ­დე­ბა და წელ­საც ჰყავს ათი სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ამ კამ­პა­ნი­ის სა­ხელ­წო­დე­ბას #მად­ლო­ბა­მას­წავ­ლებ­ლო, ძა­ლი­ან დი­დი სით­ბო მო­დის გა­მომ­ცემ­ლო­ბი­დან და, რაც მთა­ვა­რია, ამას აკეთ­ებენ სუ­ლითა და გუ­ლით და არა რა­ი­მე მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით. რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში დავ­ბ­რუნ­დი, დამ­ხ­ვ­და გა­მომ­ცემ­ლო­ბის­გან ფოს­ტით გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წიგ­ნე­ბი და სტი­კე­რე­ბი, ბავ­შ­ვებ­საც ვაჩ­ვე­ნე და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. რა თქმა უნ­და, წიგ­ნე­ბი სკო­ლას ვა­ჩუ­ქე. მარ­თ­ლა ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა ასე­თი სით­ბო, მით უმე­ტეს, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­მო­სუ­ლია არა­სა­სურ­ვე­ლი პი­ა­რი, სხვა­დას­ხ­ვა ნიშ­ნით და მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის ფონ­ზე, გან­სა­კუთ­რებ­ით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ფა­ქი­ზი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის აკე­თებს. თან, ისიც ყუ­რად­სა­ღე­ბია, რომ ეს არ არის კონ­კურ­სი, თვი­თონ არ­ჩე­ვენ გულ­წ­რ­ფე­ლად მას­წავ­ლე­ბელს, რა თქმა უნ­და, მა­თაც დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო უბ­რუნ­დე­ბათ უკან. თით­ქოს ჩრდი­ლი, რო­მე­ლიც ამ პრო­ფე­სი­ას ად­გე­ბა, გა­ფან­ტეს, ძა­ლი­ან ნა­თელ და მარ­თალ საქ­მეს აკეთ­ბენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი მცი­რე ხელ­ფას­ზე ვმუ­შა­ობთ, ამას ხე­ლი არ შე­უშ­ლია, გა­ვი­ზარ­დოთ პრო­ფე­სი­უ­ლად და ჩვე­ნი საქ­მე სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თოთ. მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი თავს გრძნო­ბენ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­უ­ლად, გარ­კ­ვე­უ­ლი საზღ­ვ­რე­ბი გვაქვს და­წე­სე­ბუ­ლი და ამ საზღ­ვ­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მუდ­მი­ვად გვი­წევს ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა. ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცია მო­დის ზე­მო­დან ისე, რომ მას­წავ­ლე­ბელს არც რჩე­ვას ეკითხე­ბი­ან და არც უთან­ხ­მ­დე­ბი­ან. ბუ­ნებ­რი­ვია, მას­წავ­ლე­ბე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რომ მას გა­რე­აქ­ტი­ვო­ბას – არა­სა­ჭი­რო წვრილ­მან აქ­ტი­ვო­ბებს ავალ­დე­ბუ­ლე­ბენ, რა­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ატყო კვა­ლი სას­წავ­ლო პრო­ცესს. მეს­მის ტრე­ნინ­გე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბაც, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც, რა თქმა უნ­და, ისიც კარ­გად მეს­მის, რომ ჩვენ გვჭირ­დე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, მე­თო­დე­ბით, ხერ­ხე­ბითა და სტრა­ტე­გი­ე­ბით, მაგ­რამ ჩნდე­ბა კითხ­ვა, რა­ტომ მი­დის ხოლ­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით ამა თუ იმ ტრე­ნინ­გ­ზე?  პა­სუ­ხი ერ­თა­დერ­თია – ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თე­მა არ მოს­წონს, ან ფორ­მა­ტი. მეც უამ­რა­ვი ტრე­ნინ­გი გა­ვი­ა­რე წლე­ბის მან­ძილ­ზე და, რა თქმა უნ­და, მათ შო­რის იყო ბევ­რი არა­სა­სურ­ვე­ლიც და უინ­ტე­რე­სოც. ახ­ლა უკ­ვე მაქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, უარი ვთქვა იმ ტრე­ნინ­გ­ზე, რო­მე­ლიც არ მომ­წონს ან მი­მაჩ­ნია, რომ არ არის ჩემ­თ­ვის სა­ჭი­რო. თე­მა, რო­მე­ლიც მი­ლი­ონ­ჯერ გა­დავ­ღე­ჭე, აღარ მჭირ­დე­ბა, რა­ტომ მა­ვალ­დე­ბუ­ლებ ასეთ ტრე­ნინ­გ­ზე დას­წ­რე­ბას? ანუ ამით იმის თქმა მინ­და, რომ, რა არის მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა, ამას თა­ვად მას­წავ­ლე­ბელს არ ეკითხე­ბი­ან. ამი­ტომ სულ ვამ­ბობ და აქაც გა­ვი­მე­ო­რებ – მკითხე მე რა მჭირ­დე­ბა, ეგებ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მჭირ­დე­ბა გაძ­ლი­ე­რე­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ფერს მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვა­კე­თებთ და ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ვინ მოქ­მე­დებს? ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის მი­ცე­მა ზე­მო­დან ქვე­მოთ კი არ უნ­და ხდე­ბო­დეს, არა­მედ ერ­თობ­ლი­ვად. მერ­წ­მუ­ნეთ, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელ­ზე უკე­თე­სად, რო­მელ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აგ­რო­ვა გა­მოც­დი­ლე­ბა, არა­ვინ იცის მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა – რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა მა­საც და სას­წავ­ლო პრო­ცეს­საც. ამი­ტომ უნ­და მოხ­დეს აზ­რე­ბის შე­ჯე­რე­ბა და ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.

აქ­ვე ვი­სარ­გე­ბ­ლებ შემ­თხ­ვე­ვით და ჩემს მას­წავ­ლებ­ლებ­საც გა­და­ვუხ­დი მად­ლო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი მოს­წავ­ლე ვარ, სკო­ლამ მომ­ცა ძა­ლი­ან მყა­რი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა და ეს უდა­ვოდ ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ეს ჩე­მი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. ამი­ტომ მად­ლო­ბა მათ. „სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“ მი­ერ გა­დახ­დი­ლი მად­ლო­ბა კი, ყვე­ლა­ზე თბი­ლი მად­ლო­ბაა ჩემს მრა­ვალ­წ­ლი­ან პე­და­გო­გი­ურ გზა­ზე და ამი­ტომ დი­დი მად­ლო­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბას. ეს იყო სა­ო­ცა­რი სი­ურ­პ­რი­ზი, აღი­ა­რე­ბა, რო­მე­ლიც არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა.

 

ნა­თია უჩა­ვა

პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი­დი ამ კამ­პა­ნი­ის ყვე­ლა სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მელ ადა­მი­ანს და „სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბას“, ის ჩემ­თ­ვის უპი­რო­ბო ლი­დე­რია ყვე­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბას შო­რის, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ზრუ­ნავს. ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, პირ­ველ წელს, მერ­გო პა­ტი­ვი, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ერთ-ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მათ რჩე­უ­ლებ­ში და­სა­ხელ­და. ძა­ლი­ან დი­დი მო­ტი­ვა­ცია და რწმე­ნა იყო ჩემ­თ­ვის, მო­ტი­ვა­ცია – უფ­რო შე­მარ­თე­ბით გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა და რწმე­ნა – რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთ დღეს შე­ნი შრო­მა და­ი­ნა­ხონ და აღი­ა­რონ. ეს კამ­პა­ნია იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის აან­თოს და ცნო­ბა­დი გა­ხა­დოს ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის­თ­ვის ჩუ­მად, ხან ხმა­უ­რი­ა­ნად, შრო­მო­ბენ და ცდი­ლო­ბენ უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მ­ნას.

მას­წავ­ლებ­ლის არც ერ­თი დღე ერ­თ­მა­ნეთს არ ჰგავს. ყო­ველ­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და რა­ღა­ცით გა­მორ­ჩე­უ­ლია. მგო­ნია, რომ ყვე­ლას სახ­ლ­შიც მოგ­ვ­ყ­ვე­ბა ჩვე­ნი პრო­ფე­სია და არ გვტო­ვებს. ის ბევ­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის­გან და ეპი­ზო­დე­ბის­გან შედ­გე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლია. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა ჩე­მი პირ­ვე­ლი სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სის მოს­წავ­ლის მო­ლოც­ვა. მი­სა­ლოც ტექ­ს­ტ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, თუ რო­გორ შევ­ც­ვა­ლე მი­სი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ და რო­გორ გა­უ­მარ­თ­ლა, რომ მი­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. რთუ­ლია ამ დროს ცრემ­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა.

პრო­ფე­სი­ე­ბი­დან ერთ-ერ­თი სპე­ცი­ფი­კუ­რი, ვფიქ­რობ, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სიაა. ის აერ­თი­ა­ნებს უამ­რავ პრო­ფე­სი­ას. თუ გინ­და კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, უნ­და შე­გეძ­ლოს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, იყო ექი­მი, ფსი­ქო­ლო­გი, მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი და კი­დევ ბევ­რი სხვა. შე­სა­ბა­მი­სად, ბევრ შრო­მას მო­ითხოვს. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი და გა­ნახ­ლე­ბა­დია. მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევს და შენც ფე­ხი უნ­და აუწყო ამ ტემპს. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ხში­რად აღ­ვ­ნიშ­ნავთ მას­წავ­ლებ­ლის ღვაწლს, შრო­მას, სა­ჭი­რო­ე­ბას, ვთვლი, მა­ინც სა­თა­ნა­დოდ არაა და­ფა­სე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მასთან უწევს მას­წავ­ლე­ბელს გამ­კ­ლა­ვე­ბა და ამ პრო­ცეს­ში, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის ერ­თ­გუ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ვფიქ­რობ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ჩემ­მა კო­ლე­გამ ჩემს ჯგუფ­ში იკითხა, რო­გორ გა­და­ე­ხა­და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით სა­კუ­თა­რი შვი­ლის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის მად­ლო­ბა. კო­მენ­ტა­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მხო­ლოდ ერ­თი რამ იკითხე­ბო­და, „მად­ლო­ბა უთხა­რით“. მა­შინ დავ­ფიქ­რ­დი,თუ რო­გორ აკ­ლი­ათ და სჭირ­დე­ბათ მას­წავ­ლებ­ლებს უბ­რა­ლოდ ერ­თი ჯა­დოს­ნუ­რი სიტყ­ვა – „მად­ლო­ბა“, რო­მე­ლიც თით­ქოს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი სათ­ქ­მე­ლია, თუმ­ცა არც ისე ხში­რად გვეს­მის. ამი­ტო­მაც გა­მორ­ჩე­უ­ლია კამ­პა­ნია #მად­ლო­ბა­მას­წავ­ლე­ბე­ლო, რო­მე­ლიც „სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ“ წა­მო­იწყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი და ვიტყო­დი, სა­ჭი­როც.

უპი­რო­ბოდ ყვე­ლა ჩემს მას­წავ­ლე­ბელს, ლექ­ტორს გა­და­ვუხ­დი­დი მად­ლო­ბას, რომ­ლებ­საც წვლი­ლი მი­უძღ­ვით ჩემს გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ვიტყო­დი, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც არი­ან, რად­გან მათ­გან ბევრს ვსწავ­ლობ. ამი­ტომ მად­ლო­ბა მა­თაც. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­სე­ბო­ბენ ჩვე­ნს, ყვე­ლას, ცხოვ­რე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი არ გვა­ვიწყ­დე­ბა. მად­ლო­ბა ინ­გა ჯა­ლი­აშ­ვილს, ჩემს დაწყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლე­ბელს, რომ­ლის ხმა ახ­ლაც მახ­სოვს და არას­დ­როს მა­ვიწყ­დე­ბა. მად­ლო­ბა ჩემს სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლებს — ელ­ზა რუ­ხა­ძეს და მა­ნა­ნა ლა­ფე­რაშ­ვილს. ელ­ზა მას­წავ­ლე­ბე­ლო, მად­ლო­ბა ყვე­ლა ღი­მი­ლი­ა­ნი და ლა­მა­ზი დღის­თ­ვის, რო­მე­ლიც თქვენ­სა­ვით მშვე­ნი­ე­რი იყო ჩე­მი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის დღე­ებ­ში. მად­ლო­ბა მა­ნა­ნა მას­წავ­ლებ­ლო, ყვე­ლა თა­ნად­გო­მის­თ­ვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის.

ვნატ­რობ, წლე­ბის შემ­დეგ, ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მაც სიყ­ვა­რუ­ლით გა­მიხ­სე­ნონ.

 

ნი­ნო ინა­იშ­ვი­ლი

ვი­ჯე­ქი და ვფიქ­რობ­დი რა მარ­ტი­ვია ერ­თ­მა­ნე­თის ცხოვ­რე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბა. აჩ­ქა­რე­ბულ ყო­ფა­ში საკ­მა­რი­სია გავ­ჩერ­დეთ, ერ­თ­მა­ნე­თი და­ვი­ნა­ხოთ, ერ­თ­მა­ნე­თი შე­ვი­მეც­ნოთ და ერ­თ­მა­ნეთს ეს მა­გი­უ­რი სიტყ­ვა „მად­ლო­ბა“ ვუთხ­რათ. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, პი­როვ­ნულ თუ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ დო­ნე­ზე, ამას მა­ინ­ც­და­მა­ინც ვერ ვა­ხერ­ხებთ. ეს სა­ღა­მო იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია, ამი­ტომ უდი­დე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამ გა­მო­ნაკ­ლი­სის შე­მოქ­მე­დებს.

აქ­ვე ვიტყ­ვი იმა­საც, რომ დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ვი­საც სჭირ­დე­ბა შემ­ჩნე­ვა, მხარ­და­ჭე­რა, ეს ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი უკი­დე­გა­ნოდ მარ­ტო­სუ­ლია, რად­გან მას არა­ვინ ეკითხე­ბა – რო­გორ გრძნობს თავს, რას გა­ნიც­დის, რა სჭირ­დე­ბა, არა­და, მოს­წავ­ლეს ახალ ემო­ცი­ად, თავ­გა­და­სავ­ლად რომ გა­და­ენ­თო, თა­ვად უნ­და იყო გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და ან­თე­ბუ­ლი. ამი­ტომ ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა „ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბას“. და­მერ­წ­მუ­ნეთ, ბა­თუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მე­ტად „ცინ­ცხა­ლი“ ვიქ­ნე­ბი. მარ­თ­ლაც სა­ა­მა­ყო­ე­ბი და სა­მა­გა­ლი­თო­ე­ბი ხართ.

ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი  ხში­რად, კონ­ფორ­მიზ­მის გა­მო, არ სა­უბ­რობს პრობ­ლე­მებ­ზე. მი­ფიქ­რია იმა­ზეც, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან და­ი­ღალ­ნენ იმ გა­უ­ვა­ლი ჩი­ხე­ბით, რო­მელ­შიც სის­ტე­მის გზა­აბ­ნე­უ­ლი პო­ლი­ტი­კის, ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის არარ­სე­ბო­ბის, გა­უ­მარ­თა­ვი სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტუქ­ტუ­რის, კლას­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის, და­კის­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის შე­უ­სა­ბა­მო­ბის, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას მი­სი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის არ­გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. და­ი­ღალ­ნენ და აზ­რ­საც ვე­ღარ ხე­და­ვენ დუ­მილ­ზე უარის თქმის, რად­გან გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გი ამ დრომ­დე არ დამ­დ­გა­რა.

ხუ­თი წლის წინ, ქა­ლა­ქის ცვლი­ლე­ბის გა­მო, ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი „წმინ­და გი­ორ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის“ და­ტო­ვე­ბა მო­მიხ­და. ვი­საც ახ­სოვს ფილ­მი „მკვდა­რი პო­ე­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, მიხ­ვ­დე­ბა რა ვიგ­რ­ძე­ნი, რო­ცა მერ­ვეკ­ლა­სე­ლებ­ი მა­გი­დებ­ზე შე­მოდ­გო­მი­თა და უოლტ უიტ­მე­ნის „ო, კა­პი­ტა­ნო, ჩე­მო კა­პი­ტა­ნო“-თი და­მემ­შ­ვი­დობ­ნენ. ერ­თხე­ლაც ერთ-ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ მითხ­რა – „მას, მინ­და ჩე­მი და იყოთ“ და ესეც ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლო­ბის უმ­თავ­რე­სი ეპი­ზო­დია, ალ­ბათ.

ჩემ­თ­ვის ეს ტი­ტუ­ლი, და მად­ლო­ბის გა­დახ­და, პირ­ველ რიგ­ში, ნიშ­ნავს კი­დევ უფ­რო დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რომ არას­დ­როს „ჩავ­ქ­რე“, ვი­ყო „ცინ­ცხა­ლი“, რად­გან მოს­წავ­ლე­ებს არა სრულ­ყო­ფი­ლი, არა­მედ ბედ­ნი­ე­რი მას­წავ­ლე­ბ­ლე­ბი სჭირ­დე­ბათ.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები