29 მარტი, პარასკევი, 2024

ლა სა­ლის სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში რე­ი­ტინ­გუ­ლი სი­ის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უცხო­ელ მოს­წავ­ლეს არას­დ­როს და­უ­კა­ვე­ბია

spot_img

მა­რი­ამ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძის წარ­მა­ტე­ბა

ას­პინ­ძის სა­ჯა­რო სკო­ლის XII კლა­სის მოს­წავ­ლემ, მა­რი­ამ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ გაც­ვ­ლი­თი
პროგ­რა­მით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სწავ­ლის კურ­სი გა­ი­ა­რა და მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბით და­ამ­თავ­რა ამე­რი­კის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი სკო­ლა.
მა­რი­ამ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში მკითხ­ველს ამე­რი­კა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და იქ არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის შე­სა­ხებ უამ­ბობს

 

 

⇒ მა­რი­ამ, პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავთ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის დას­რუ­ლე­ბას და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ მკითხ­ველს გა­უ­ზი­ა­რეთ, რა უძღო­და წინ ამე­რი­კა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბას?

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ამე­რი­კა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი და­უ­ვიწყა­რი ერ­თი სას­წავ­ლო წლის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რო.

2019 წლის ზაფხულ­ში დე­და­ჩემ­მა, რომ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ჩე­მი ეს წარ­მა­ტე­ბა, მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის – FLEX-ის შე­სა­ხებ მითხ­რა და მირ­ჩია, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. ეს პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე 29 წე­ლია ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მად ით­ვ­ლე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი მე­ტად რთუ­ლი, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და კომ­პ­ლექ­სუ­რია და, ათე­ულ ათა­სო­ბით მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის, ფი­ნა­ლის­ტად მხო­ლოდ 2.3% ირ­ჩე­ვა, რო­მელ­საც ვა­შინ­გ­ტო­ნის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­მი­სია არ­ჩევს, პრო­ცესს ქარ­თუ­ლი მხა­რე სრუ­ლი­ად ემიჯ­ნე­ბა. კონ­კურ­სი სა­მი ეტა­პის­გან შედ­გე­ბა და მო­ი­ცავს: ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ტესტს, თა­ვი­სუ­ფალ ესე­ებს, გა­სა­უბ­რე­ბას, ჯგუ­ფურ სა­მუ­შა­ოს და დე­ტა­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ას მო­ნა­წი­ლის აკა­დე­მი­უ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო, კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. ვი­ნა­ი­დან სკო­ლა­ში წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ინ­გ­ლი­სურ ენას, ჩე­მი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლის, ინ­გა ზედ­გი­ნი­ძის წყა­ლო­ბით, სრულ­ყო­ფი­ლად ვფლობ­დი და სკო­ლის გა­რე­თაც სხვა მრა­ვა­ლი აქ­ტი­ვო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, გა­დავ­წყ­ვი­ტე ბე­დი მე­ცა­და. შე­სარ­ჩე­ვი პრო­ცე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნ­და, თუმ­ცა, ჩე­მი ოჯა­ხის უდი­დეს­მა მხარ­და­ჭე­რამ გა­მი­ად­ვი­ლა მი­ზან­ზე მობილიზება. გულ­წ­რ­ფე­ლად გითხ­რათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უდი­დე­სი შრო­მა და მონ­დო­მე­ბა ჩავ­დე, პირ­ველ­სა­ვე ცდა­ზე ასეთ წარ­მა­ტე­ბას ნამ­დ­ვი­ლად არ ვე­ლო­დი, რად­გან „ფლექ­ს­ზე“ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი პროგ­რა­მა ქვე­ყა­ნა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ლო­დი­ნის შემ­დეგ, 2020 წლის 13 მა­ისს, ჩემს მო­ბი­ლურ­ზე შე­მო­ვი­და ზა­რი, რო­მელ­მაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა.

ეს იყო და­უ­ვიწყა­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა. გუ­შინ­დე­ლი დღე­სა­ვით მახ­სოვს ის შუ­ადღე – სახ­ლ­ში მე, ჩე­მი ძმა და ჩე­მი ბი­ძაშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მო­ნა­წი­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა და­იწყო. ძა­ლი­ან ავ­ნერ­ვი­ულ­დი, რად­გან ამ დღეს 6 თვე ვე­ლო­დი. უცებ ტე­ლე­ფო­ნის ხმა გა­ის­მა და ამის შემ­დეგ მხო­ლოდ ის­ღა მახ­სოვს, რო­გორ დავ­რ­ბო­დი ოთა­ხი­დან ოთახ­ში ყვი­რი­ლით: „ფი­ნა­ლის­ტი ვარ!“

⇒ რო­მელ შტატ­სა და ქა­ლაქ­ში მო­გი­წი­ათ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და რა პი­რო­ბე­ბი დაგ­ხ­ვ­დათ?

ერ­თი და­უ­ვიწყა­რი წე­ლი ვა­შინ­გ­ტო­ნის შტატ­ში, ქა­ლაქ იაკი­მა­ში გა­ვა­ტა­რე. შტა­ტის დე­და­ქა­ლა­ქის სიახ­ლო­ვეს, სი­ეტ­ლ­თან, ძა­ლი­ან ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დი და ხში­რად ვეს­წ­რე­ბო­დი იქ გა­მარ­თულ სპორ­ტულ და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძიე­ბებს. ულა­მა­ზე­სი წიწ­ვ­ნა­რი ტყე­ე­ბი­თა და ნაკ­რ­ძა­ლე­ბით სავ­სე შტატ­მა ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა.

⇒ რას გა­მო­არ­ჩევ­დით ამ წლის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლად?

 

ვფიქ­რობ, ყვე­ლა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლია ოჯა­ხი, რო­მელ­თა­ნაც ის ცხოვ­რობს. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხი პროგ­რა­მის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი აღ­მოჩ­ნ­და. ოჯახ­ში მშობ­ლებ­თან და მათ სამ შვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. დარ­კომ და მი­შელ­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით მი­მი­ღეს და მა­ზი­ა­რეს და­სავ­ლურ კულ­ტუ­რას, სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და მენ­ტა­ლი­ტეტს. ჩე­მი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის მა­მა, დარ­კო, სერ­ბი გახ­ლ­დათ. იგი თა­ვა­დაც გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი ყო­ფი­ლა ამე­რი­კა­ში, 1991-1992 წლებ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში სერ­ბეთ­ში ომი და­იწყო და, სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, დარ­კომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა. ასე რომ, ამ ერ­თი წლის მან­ძილ­ზე, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა არა მხო­ლოდ ამე­რი­კულ, არა­მედ სერ­ბულ კულ­ტუ­რას გავ­ც­ნო­ბო­დი. გარ­და ამი­სა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და მათ­თან ერ­თად ხში­რად დავ­დი­ო­დი ეკ­ლე­სი­ა­ში, ვმარ­ხუ­ლობ­დი და ვეს­წ­რე­ბო­დი ლი­ტურ­გი­ას.

⇒ უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბეთ იმ სკო­ლის შე­სა­ხებ, სა­დაც სწავ­ლობ­დით

ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა, რად­გან სკო­ლა, რო­მელ­შიც მო­მი­წია სწავ­ლა, რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი კერ­ძო სკო­ლაა – ლა სალ­ში ჩა­ვი­რიცხე, რომ­ლის აკა­დე­მი­ურ რე­პუ­ტა­ცი­ა­საც ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით იც­ნო­ბენ. ამა­ვე სკო­ლა­ში ირიცხე­ბო­და ყირ­გი­ზი ბი­ჭი, რო­მე­ლიც ასე­ვე ფლექ­სის ფი­ნა­ლის­ტი იყო. სკო­ლის შე­ნო­ბა შედ­გე­ბა 4 კამ­პუ­სის­გან, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე დიდ დროს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კა­თედ­რა­ზე ვა­ტა­რებ­დი. ამ შე­ნო­ბა­ში მოწყო­ბი­ლი იყო ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოთა­ხი ანა­ტო­მი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად, უამ­რა­ვი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რე, და­ვამ­ზა­დე სა­პო­ნი, მო­ვა­ოქ­რო­ვე მო­ნე­ტა, ავაწყ­ვე ბა­ტა­რე­ე­ბი და ა.შ. ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სწავ­ლის პრო­ცესს უფ­რო სა­ხა­ლი­სო­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ასაკს, ფლექ­სის პროგ­რა­მა აქ­ცენტს X-XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ზე აკე­თებს. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სი­ტუ­ა­ცია კო­ვიდ პან­დე­მი­ამ გა­არ­თუ­ლა. სტი­პენ­დია X კლას­ში მი­ვი­ღე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კა­ში XI კლა­სი უნ­და გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. პან­დე­მი­ის გა­მო, ერ­თი წლით და­ლო­დე­ბა მო­მი­წია და ლა სალ­ში სე­ნი­ო­რად, ანუ XII კლა­სის მოს­წავ­ლედ ჩა­ვი­რიცხე.

⇒ ხომ არ გა­გი­ჭირ­დათ ქარ­თუ­ლი გა­რე­მო­დან ინ­გ­ლი­სურ გა­რე­მო­ში გა­დას­ვ­ლა?

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ინ­გ­ლი­სურ ენას ამე­რი­კა­ში წას­ვ­ლამ­დეც სრულ­ყო­ფი­ლად ვფლობ­დი, ამი­ტომ ენის ბა­რი­ე­რი არ მქო­ნია. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი, ამი­ტომ არც რე­ლი­გი­ურ ჭრილ­ში გა­მი­ჭირ­და შე­გუ­ე­ბა. თუმ­ცა არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა ისე­თი, რა­მაც ჩე­მი ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­არ­თუ­ლა. ეს, რა თქმა უნ­და, ჩე­მი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის ძა­ლი­ან დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც სა­კუთ­არი შვი­ლი­ვით მი­მი­ღო და ამ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სიყ­ვა­რულს არ მაკ­ლებ­და.

⇒ რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა და­ი­ნა­ხეთ ქარ­თუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებს შო­რის?

პირ­ველ რიგ­ში, ამე­რი­კულ სკო­ლებ­ში ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა მოს­წავ­ლის ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­დას. გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სო­ბას 2-3-სა­ა­თი­ა­ნი ვარ­ჯი­შე­ბი ჰქონ­და. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისარ­გებ­ლონ რო­გორც კლუ­ბით, ასე­ვე სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე ჭად­რა­კის კლუბ­ში მი­მი­ღეს, სპორ­ტის სა­ხე­ო­ბად კი ჩოგ­ბურ­თი ავირ­ჩიე. ძა­ლი­ან დი­დი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რად­გან მა­ნამ­დე ჩოგ­ბურ­თი არას­დ­როს მი­თა­მა­შია. გარ­და ამი­სა, ქარ ­თუ­ლი სკო­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ლა სა­ლი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მას იყე­ნებს. ყვე­ლა მოს­წავ­ლე ელექ­ტ­რო­ნუ­ლად აგ­ზავ­ნის სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარს და შე­ფა­სე­ბა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს. იმ სკო­ლა­ში, სა­დაც მე ვსწავ­ლობ­დი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­კაც­რით ეკი­დე­ბი­ან სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და საკ­ლა­სო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ბავ­შ­ვე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე ასა­კის მი­ხედ­ვით არ არი­ან გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთ გაკ­ვე­თილ­ზე IX-XII კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თად ის­ხ­დ­ნენ. დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა იმა­შიც, რომ დაწყე­ბით, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლებ­ში იღე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ჩემს სკო­ლა­ში მხო­ლოდ IX-XI და XII კლა­სების მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვ­ნენ.

⇒ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, თქვენ გარ­და, სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბიც ხომ არ იყ­ვ­ნენ?

ჩემ სკო­ლა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან სხვა არა­ვინ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ვა­შინ­გ­ტო­ნის შტატ­ში იყო რამ­დე­ნი­მე ქარ­თ­ვე­ლი. ორ მათ­განს შევ­ხ­ვ­დი კი­დეც. სპო­კა­ნე­ში, აპ­რი­ლის ბო­ლოს,   ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სის კონ­ცერტს და­ვეს­წა­რი და ჩემ­მა მას­პინ­ძელ­მა ოჯახ­მა იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი ნო­და­რიც, ჩვენ­თან ერ­თად და­პა­ტი­ჟა და კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თიც კი აჩუ­ქა.

⇒ სწავ­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად?

და­მა­ტე­ბი­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი არ მქო­ნია, რო­გორც ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი, მეც იმა­ვე დატ­ვირ­თ­ვით ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. არც შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი იყო რა­ი­მე მხრივ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ან ლო­ი­ა­ლუ­რი. ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რად­გან ვი­ცი, რომ შტა­ტის ყვე­ლა­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სკო­ლა უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბით და­ვას­რუ­ლე.

⇒ რა საგ­ნე­ბი ის­წავ­ლე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სკო­ლა­ში და გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი თუ გქონ­დათ?

ძა­ლი­ან ბევ­რი სა­გა­ნი ის­წავ­ლე­ბა, რო­მ­ლე­ბიც აქ­ცენტს პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ლი­დე­რულ უნარ-ჩვე­ვებ­ზე აკე­თებს. იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­ნი – ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­სა­დე­გი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვის გა­მოც­ვ­ლა, მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლის შე­კე­თე­ბა და ა.შ. ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ზი­ო­ლო­გია, ანა­ტო­მია, პო­ლი­ტი­კა და კალ­კუ­ლუ­სი, იგი­ვე უმაღ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კა იყო. ორი­ვე სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს, შვი­დი­ვე სა­გან­ში, ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბი მქონ­და. 7 საგ­ნი­დან ორი ვა­შინ­გ­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­სი იყო, ფი­ზი­ო­ლო­გია-ანა­ტო­მია და ქი­მია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ორი საგ­ნის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­მოც­დის ტეს­ტი თა­ვად უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უზ­რუნ­ველ­ყო. ეს გა­მოც­დე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. გა­დავ­წყ­ვი­ტე, თავ­და­უ­ზო­გა­ვად მე­მე­ცა­დი­ნა და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ორი­ვე სე­მეს­ტ­რის გა­მოც­დებ­ში, ყვე­ლა სა­გან­ში, უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა – 100% მი­ვი­ღე. გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სკო­ლამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა რე­ი­ტინ­გუ­ლი სია, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც მე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი. სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა მი­მიწ­ვია შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც სა­ზე­ი­მოდ გად­მომ­ცა წარ­ჩი­ნე­ბის დიპ­ლო­მი.

ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ინც ისაა, რომ სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში რე­ი­ტინ­გუ­ლი სი­ის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უცხო­ელ მოს­წავ­ლეს არას­დ­როს და­უ­კა­ვე­ბია. ჩემ­თ­ვის ეს იყო უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­მო, ად­რე მო­მი­წია, ამი­ტომ ოფი­ცი­ა­ლურ გა­მო­საშ­ვებ ცე­რე­მო­ნი­ას ვერ და­ვეს­წა­რი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ტედ კა­ნე­ლო­პო­ლოს­მა და მის­მა ასის­ტენ­ტ­მა, ემი­ლი ჰე­ვერ­ლომ, წა­მოს­ვ­ლამ­დე სი­ურ­პ­რი­ზი მო­მიწყ­ვეს – მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის პერ­სო­ნა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა და გად­მომ­ცეს წარ­ჩი­ნე­ბის ოქ­როს არ­შია, რომ­ლის მი­სა­ღე­ბად, წე­სი­სა­მებრ, მოს­წავ­ლემ უნ­და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს უმაღ­ლე­სი – 4.0 ჯი­პიეი, ასე­ვე, გად­მომ­ცეს წარ­ჩი­ნე­ბის დიპ­ლო­მი. დი­რექ­ტორ­მა თა­ვად გად­მომ­ცა მან­ტია და ძვირ­ფა­სი სიტყ­ვე­ბით შე­ამ­კო ჩე­მი ლა სალ­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი. გარ­და ამ ჯილ­დო­ე­ბი­სა, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, კი­დევ და­ვიმ­სა­ხუ­რე დიპ­ლო­მი – ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კლას­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის, რაც ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო იმი­ტომ, რომ ამ კლას­ში მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი ისე­თი, ვის­თ­ვი­საც ინ­გ­ლი­სუ­რი მშობ­ლი­უ­რი ენა არ იყო.

⇒ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა თუ არა მოს­წავ­ლის­თ­ვის უნი­ფორ­მის ტა­რე­ბა?

უნი­ფორ­მით სი­ა­რუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო არაა, მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან პრეს­ტი­ჟულ კერ­ძო სკო­ლას წარ­მო­ვად­გენ­დით, ძა­ლი­ან მკაც­რი დრეს­კო­დი გვქონ­და. მხო­ლოდ გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფე­რის, ფორ­მი­სა და ზო­მის ტან­საც­მე­ლი შეგ­ვეძ­ლო გვე­ტა­რე­ბი­ნა და ამას­თან, შეზღუ­დუ­ლი იყო გაკ­ვე­თილ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სპორ­ტუ­ლი ფორ­მით გა­მოცხა­დე­ბა.

⇒ სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ ხდე­ბა მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის დო­ნის შე­ფა­სე­ბა და ჯგუფ­ში რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე იყა­ვით?

და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში 49 მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვით. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ფას­დე­ბო­და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის, საკ­ლა­სო პრო­ცეს­ში, დის­კუ­სი­ებ­სა და დე­ბა­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის, ქვი­ზე­ბის და სა­კონ­ტ­რო­ლო წე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში იტ­ვირ­თე­ბო­და ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­ზე წვდო­მაც, მოს­წავ­ლის გარ­და, მშობ­ლებ­საც ჰქონ­დათ.

⇒ რა შეგ­ძი­ნათ ამე­რი­კა­ში მი­ღე­ბულ­მა ცოდ­ნამ?

ამე­რი­კა­ში მი­ღე­ბულ­მა ცოდ­ნამ, გარ­და უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, შემ­ძი­ნა მე­გობ­რე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მო­გო­ნე­ბე­ბი და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ახ­ლე­ბუ­რი პერ­ს­პექ­ტი­ვა და ხედ­ვა ჩე­მი რე­გი­ო­ნის და ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე.

⇒ ბო­ლოს გვითხა­რით, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­რიცხე მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში University of Washington, მო­ვი­პო­ვე წარ­ჩი­ნე­ბის სტი­პენ­დი­აც, 20 000$-ის ოდე­ნო­ბით, თუმ­ცა, იმის გა­მო, რომ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე არ ვარ, ფე­დე­რა­ლურ გრან­ტ­ზე გა­ნაცხა­დის შე­ტა­ნა არ შე­მიძ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და, სტი­პენ­დი­ის მი­უ­ხე­და­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ამი­ტომ აკა­დე­მი­უ­რი წე­ლი ავი­ღე, ვიდ­რე დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და ვი­ზას მო­ვა­წეს­რი­გებ იმ დო­ნე­ზე, რომ შევ­ძ­ლო ფე­დე­რა­ლურ გრან­ტ­ზე გა­ნაცხა­დის შე­ტა­ნა. მა­ნამ­დე კი, წელს, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ, იმე­დი მაქვს, და­სა­ხულ მი­ზანს მი­ვაღ­წევ და იმ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვე­რსი­ტეტ­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბი, რო­მე­ლიც უკ­ვე დი­დი ხა­ნია შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს.

ესა­უბ­რა ავ­თან­დილ ბე­რი­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები