20 აპრილი, შაბათი, 2024

კონკურსი საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით, ყოველწლიურ კონკურსებს ატარებს. ამჯერად გამოცხადდა კონკურსი 2019 წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებელის გამოსავლენად.

მასწავლებლის სახლის ცნობით, კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად. კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

რეგისტრაციის ვადა: 6 – 20 ნოემბერი 

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

რეზიუმე (CV);

თითოეულ მოსწავლეზე გაკეთებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;

წერილობით ან აუდიო ჩანაწერით გადმოცემული სამოტივაციო საკუთარ პროფესიულ განათლებაში.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გააგზავნეთ  მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები