23 აპრილი, სამშაბათი, 2024

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი

spot_img
ნანა კირთაძე
სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯი­ხაშ­კა­რის საჯარო სკოლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია პრო­ექ­ტუ­ლი, ავ­თენ­ტუ­რი კონ­ტექ­ს­ტის, კვლე­ვა­ზე, პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაც. არა­ერ­თხელ დას­მუ­ლა კითხ­ვა, რით გა­მო­ირ­ჩე­ვა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა სხვა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბის­გან?

წარ­მო­გიდ­გენთ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ძი­რი­თად მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს:

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა უნ­და შე­ი­ცავ­დეს გა­მოწ­ვე­ვას. გა­მოწ­ვე­ვა გუ­ლის­ხ­მობს, რომ და­ვა­ლე­ბის პრო­დუქ­ტი არ უნ­და იყოს:

  1. მარ­ტი­ვად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი;
  2. შე­სას­რუ­ლებ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი.

თუ მოს­წავ­ლის­თ­ვის და­ვა­ლე­ბა მარ­ტი­ვად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, არ­სე­ბობს საფ­რ­თხე, რომ ბავ­შ­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყოს ზე­რე­ლე და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, ხო­ლო ზედ­მე­ტად რთუ­ლი და­ვა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში – სა­ერ­თოდ უარი თქვას მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

♦ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა უნ­და აღ­ძ­რავ­დეს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის აღ­ძ­ვ­რა­ში ვგუ­ლის­ხ­მობთ, რომ მოს­წავ­ლეს უნ­და ჰქონ­დეს პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნის მო­ტი­ვა­ცია და მი­სი უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლის სურ­ვი­ლი.

ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იდენ­ტუ­რი პრო­დუქ­ტის გან­მე­ო­რე­ბი­სა და ხში­რად შექ­მ­ნის­გან თა­ვი უნ­და შე­ვი­კა­ვოთ. ვთქვათ, პრო­დუქ­ტი „ანა­ლი­ტი­კუ­რი კო­მენ­ტა­რი“ (ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა) თუ ერ­თ­სა და იმა­ვე თე­მას შე­ე­ხე­ბა, ის მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას ნაკ­ლე­ბად შე­უწყობს ხელს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ ვგუ­ლის­ხ­მობთ იმას, რომ ანა­ლი­ტი­კუ­რი კო­მენ­ტა­რის შექ­მ­ნის­გან თა­ვი უნ­და შე­ვი­კა­ვოთ.

♦ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­სა და ფან­ტა­ზი­ის ამუ­შა­ვე­ბას. მოს­წავ­ლის­თ­ვის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლსაც ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბი­თა და კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბით უნ­და ქმნი­დეს.

მოს­წავ­ლე­ებს აქვთ უამ­რა­ვი იდეა, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა. თუ ჩვენ გვსურს, რომ ორ­გა­ნუ­ლად მოხ­დეს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (მათ შო­რის, ერთ-ერ­თია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი), ამის­თ­ვის სას­კო­ლო გა­რე­მო­ში კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

♦ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა უნ­და უკავ­შირ­დე­ბო­დეს ეს­თე­ტი­კურ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც კავ­შირ­შია ემო­ცი­ურ რე­აქ­ცი­ებ­თან. ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის მარ­თ­ვით შექ­მ­ნი­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ეს­თე­ტი­კურ პრო­დუქ­ტ­საც წარ­მო­ად­გენს.

ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი თა­ვი­ანთ ნაშ­რო­მებს და­მა­ტე­ბით ეფექ­ტებს ანი­ჭე­ბენ ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით, ფო­ტო­მა­სა­ლე­ბის და­მა­ტე­ბით და ა.შ. ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ე­რი ნაშ­რო­მის­თ­ვის, მა­ტე­რი­ა­ლურ თუ ციფ­რულ ფორ­მატ­ში შექ­მ­ნი­სას, ღი­რე­ბუ­ლია ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რე, რაც და­დე­ბით ემო­ცი­ებს აღ­ძ­რავს. ამ ყვე­ლაფ­რის ფორ­მუ­ლი­რე­ბა ასე შე­იძ­ლე­ბა: „მო­სა­წო­ნია“, „მეც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რად­გან ყუ­რადღე­ბის ქვეშ უფ­რო ექ­ცე­ვა ასე­თი ნაშ­რო­მი“, „სა­ინ­ტე­რე­სოა“, „მიმ­ზიდ­ვე­ლია“ და ა.შ.

♦ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ახა­ლი­სებს მე­ტა­კოგ­ნი­ტურ სტრა­ტე­გი­ებს. მე­ტა­კოგ­ნი­ცია იგი­ვე სწავ­ლის სწავ­ლაა. რად­გან მოს­წავ­ლეს ვე­რას­დ­როს ვას­წავ­ლით იმ­დენს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, ამი­ტომ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ მე­ტა­კოგ­ნი­ცი­ის სტრა­ტე­გი­ე­ბი. ამით ჩვენ თავს ვიზღ­ვევთ იმის­გან, რომ პი­როვ­ნე­ბამ, ცხოვ­რე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე, არ შეწყ­ვი­ტოს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა.

აქ­ვე დავ­ძენ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ას­პექ­ტ­საც: საგ­ნობ­რი­ვი მიზ­ნე­ბის გარ­და, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­სა და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები