19 აპრილი, პარასკევი, 2024

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით სწავ­ლე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დი­ნა­მი­კუ­რო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია

spot_img

გა­გი­ზი­ა­რებთ გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის ტექ­ს­ტის და­მუ­შა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აკა­კი წე­რეთ­ლის „გან­თი­ად­ზე“ დაყ­რ­დ­ნო­ბით. დავ­ძენ, რომ სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, აკა­კის „გან­თი­ა­დი“ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წარ­მო­ე­ბია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ და წარ­მო­გიდ­გენთ ეტა­პებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, კო­ლე­გე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნ­დეს.

კლა­სი: IX

თე­მა: სამ­შობ­ლო

ტექ­ს­ტი: აკა­კი წე­რეთ­ლის „გან­თი­ა­დი“

თე­მა­ტუ­რი ბლო­კი: სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა, ახ­ლის ძი­ე­ბა

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა: სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის ტექ­ს­ტი

სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბი:

კომ­პო­ზი­ცია — თე­მა, იდეა, ხედ­ვის კუთხე;

ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი — შთამ­ბეჭ­და­ვი ლექ­სი­კა, რი­ტო­რი­კუ­ლი სტი­ლი, რი­ტო­რი­კუ­ლი შე­კითხ­ვა;

სტრა­ტე­გი­ე­ბი — წე­რის, მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი;

გრა­მა­ტი­კა — სრუ­ლი და უს­რუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, მო­და­ლო­ბის მი­ხედ­ვით წი­ნა­და­დე­ბე­ბი, პუნ­ქ­ტუ­ა­ცია;

კონ­ტექ­ს­ტი — ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი;

კო­მუ­ნი­კა­ცია — ად­რე­სა­ტი, ად­რე­სან­ტი.

სა­კითხი: „გან­თი­ა­დის“ სა­ფუძ­ველ­ზე სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის ტექ­ს­ტის მომ­ზა­დე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის, თე­მი­სა და იდე­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვე­ბი: რო­გორ დავ­წე­რო სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის ტექ­ს­ტი, რომ­ლი­თაც ად­რე­სა­ტამ­დე მი­ვი­ტან დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის მოკ­ვ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტრა­გე­დი­ის სიმ­ძაფ­რეს?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა

და­წე­რეთ სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის ტექ­ს­ტი ა. წე­რეთ­ლის „გან­თი­ად­ზე“ დაყ­რ­დ­ნო­ბით.

წე­რი­სას გა­მოკ­ვე­თეთ აბ­ზა­ცე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნეთ რი­ტო­რი­კის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სტი­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ლექ­სი­კა, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის წი­ნა­და­დე­ბე­ბი, და­ი­ცა­ვით ენობ­რი­ვი ნორ­მე­ბი და პუნ­ქ­ტუ­ა­ცია.

ნა­მუ­შე­ვარ­ში:

♦ წარ­მო­ა­ჩი­ნეთ მე-19 სა­უ­კუ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი, მა­თი ყვე­ლა ას­პექ­ტი, მი­ზე­ზე­ბი და შე­დე­გე­ბი (კონ­ტექ­ს­ტი);

♦ წარ­მო­ა­ჩი­ნეთ დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი (კომ­პო­ზი­ცია/ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე) თე­მა­ტუ­რი და იდე­უ­რი თვალ­საზ­რი­სით;

♦ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ად­რე­სა­ტი (ფარ­თო სო­ცი­უ­მი) ად­რე­სან­ტის პო­ზი­ცი­ი­დან (კო­მუ­ნი­კა­ცია);

♦ გა­მოკ­ვე­თეთ სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რა: შე­სა­ვა­ლი, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და დას­კ­ვ­ნა.

ნა­მუ­შევ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას ისა­უბ­რეთ:

♦ რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის ტექ­ს­ტია (ჟან­რი, კომ­პო­ზი­ცია);

♦ რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი ტექ­ს­ტი გა­სა­გე­ბი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მკითხ­ვე­ლის­თ­ვის/მსმე­ნე­ლის­თ­ვის, რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის წი­ნა­და­დე­ბე­ბი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ლექ­სი­კა (კომ­პო­ზი­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცია, ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი, გრა­მა­ტი­კა);

♦ რა ხერ­ხე­ბი/სტრა­ტე­გი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ ნა­მუ­შევ­რის შე­სად­გე­ნად (სტრა­ტე­გი­ე­ბი).

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ეტა­პე­ბი

(აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რე­სურ­სე­ბი)

ეტა­პი 1. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბა

♦ რო­გორ მო­სა­უბ­რე­ებს უს­მენთ დიდ­ხანს?

♦ მო­გის­მე­ნი­ათ, წა­გი­კითხავთ თუ არა ვინ­მეს სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის ტექ­ს­ტი?

♦ რო­გო­რი გავ­ლე­ნა მო­უხ­დე­ნია თქვენ­ზე გა­მომ­ს­ვ­ლელს?

♦ ვი­სი სა­უ­ბა­რი/გა­მოს­ვ­ლა მოგ­წონთ ყვე­ლა­ზე მე­ტად? რა­ტომ?

♦ რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ, რა ნიშ­ნით და­გა­მახ­სოვ­რ­დათ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლა?

♦ რო­გორ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებთ თქვე­ნი სიტყ­ვე­ბით, რას მო­ითხოვს თქვენ­გან და­ვა­ლე­ბა?

♦ რა ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­გად­გე­ბათ?

♦ თქვე­ნი აზ­რით, რა გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ, რა გა­გიძ­ნელ­დე­ბათ? რი­სი შეს­წავ­ლა დაგ­ჭირ­დე­ბათ/რა­ში დაგ­ჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა?

ეტა­პი 2. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა

რე­სურ­სი 1. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე „სიტყ­ვა წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კა­რის სა­მე­ურ­ნეო სკო­ლის გახ­ს­ნა­ზე“

რე­სურ­სი 2. დო­რის ლე­სინ­გი, სიტყ­ვა, წარ­მოთ­ქ­მუ­ლი „ნო­ბე­ლის პრე­მი­ის“ გა­და­ცე­მის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე

აქ­ტი­ვო­ბა 1. სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის ტექ­ს­ტე­ბის გაც­ნო­ბა, გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი კითხ­ვა-პა­სუ­ხი

აქ­ტი­ვო­ბა 2. სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის ტექ­ს­ტის ჟან­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ამოც­ნო­ბა

აქ­ტი­ვო­ბა 3. სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის ტექ­ს­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლ ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა (მი­მარ­თ­ვა, რი­ტო­რი­კუ­ლი შე­კითხ­ვა)

აქ­ტი­ვო­ბა 4. რო­ლუ­რი თა­მა­ში — მო­ირ­გეთ პო­ლი­ტი­კო­სის, დი­რექ­ტო­რის, პრე­ზი­დენ­ტის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის რო­ლი და მი­მარ­თეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას

აქ­ტი­ვო­ბა 5. შეხ­ვედ­რა დი­მიტ­რი ყი­ფი­ან­თან (ბი­ოგ­რა­ფია, წე­რი­ლი პავ­ლე ეგ­ზარ­ქო­სი­სად­მი)

მო­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ძ­ლებთ, აქ­ვე დავ­წერ ერ­თი გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბას, რო­მე­ლიც კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი:

გაკ­ვე­თი­ლის თე­მი­სა და მიზ­ნის გაც­ნო­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან, რომ მიმ­დი­ნა­რე გაკ­ვე­თი­ლე­ბი ეთ­მო­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის მზა­დე­ბას. კი­დევ ერ­თხელ გა­ვა­აქ­ტი­უ­რე წი­ნა­რე ცოდ­ნა და მოს­წავ­ლე­ებს ვთხო­ვე, სა­კუ­თა­რი სიტყ­ვე­ბით ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნათ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა, რა ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვეს და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. დად­გა დრო, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­იც­ნონ აკა­კი წე­რეთ­ლის „გან­თი­ა­დი“.

ვე­ცა­დე, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სიტყ­ვა „თავ­და­დე­ბუ­ლის“ ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი გა­მე­აქ­ტი­უ­რე­ბი­ნა, ამის­თ­ვის სიტყ­ვის ასო­ცი­ა­ცი­უ­რი რუ­კა გა­მო­ვი­ყე­ნე. მათ და­ა­სა­ხე­ლეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თვლიდ­ნენ თავ­და­დე­ბუ­ლად. მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის, რო­გორც გმი­რის და­ხა­სი­ა­თე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, პერ­სო­ნა­ჟის სქე­მის მეშ­ვე­ო­ბით: რას გრძნობს, რას გა­ნიც­დის, რას ფიქ­რობს, რას ამ­ბობს, რას აკე­თებს, რა არის გმი­რის მი­ზა­ნი, და­ბო­ლოს, გმი­რობის შე­დე­გი. მოს­წავ­ლე­ებ­მა უპა­სუ­ხეს კითხ­ვას: თქვე­ნი აზ­რით, სამ­შობ­ლო­სა­გან მოწყ­ვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი არის თუ არა ბედ­ნი­ე­რი?

რო­ცა უშუ­ა­ლოდ ლექ­სის გაც­ნო­ბა­ზე მიდ­გა ჯე­რი, მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­თა­უ­რის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქ­ვეს ვა­რა­უ­დე­ბი და მო­ვას­მე­ნი­ნე აკა­კის მი­ერ წა­კითხუ­ლი ლექ­სი: რა იგ­რ­ძე­ნით? რა და­ი­ნა­ხეთ? რა ემო­ცია გა­გიჩ­ნ­დათ?

 

ამის შემ­დ­გომ, გა­და­ვე­დით ლექ­სის სტრო­ფულ ანა­ლიზ­ზე, ლექ­სის პე­რიფ­რა­ზი­რე­ბა, მხატ­ვ­რულ სა­ხე­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და ლექ­სის ავ­ტო­რი­სე­ულ ხელ­ნა­წერ­თან შე­და­რე­ბაც.

მოს­წავ­ლე­ებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს გა­დაშ­ლი­ლი ნა­წი­ლი და გა­მოთ­ქ­ვეს ვა­რა­უ­დე­ბი, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და გა­და­ე­შა­ლა აკა­კის დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლი.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში და­სას­მე­ლი კითხ­ვე­ბი:

♦ აღ­წე­რეთ, რო­გორ წა­რი­მარ­თა და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გით, რა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით;

♦ რა დაბ­რ­კო­ლე­ბებს წა­ა­აწყ­დით და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში? რო­გორ გა­და­ჭე­რით? რა­ტომ ვერ გა­და­ჭე­რით? რო­გორ მო­იქ­ცე­ვით მო­მა­ვალ­ში, მსგავ­სი პრობ­ლე­მა რომ გა­დაჭ­რათ? რა გა­გიძ­ნელ­დათ, რა გა­გი­ად­ვილ­დათ? რა­ტომ?

♦ მსგავ­სი ფორ­მის ან ში­ნა­არ­სის და­ვა­ლე­ბა სხვა დროს თუ შე­გის­რუ­ლე­ბი­ათ? მსგავ­სი სტრა­ტე­გი­ე­ბი გა­მო­გი­ყე­ნე­ბი­ათ?

♦ რა ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი გაქვთ და­ვა­ლე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­თან მი­მარ­თე­ბით? რამ შე­გიწყოთ ხე­ლი წინ­ს­ვ­ლა­ში? რამ შე­გა­ფერ­ხათ?

♦ თქვე­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლის რო­მელ­მა ნაშ­რომ­მა მი­იპყ­რო, ყვე­ლა­ზე მე­ტად, თქვე­ნი ყუ­რადღე­ბა? რა­ტომ? რით?

♦ რას გა­ა­კე­თებ­დით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად, ახ­ლა რომ იწყებ­დეთ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას?

♦ რო­გორ/რა სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებ­დით მიღ­წე­ვებს/რო­გორ მი­აღ­წევთ უკე­თეს შე­დეგს?

ვერ ვიტყ­ვით, რომ მოს­წავ­ლე­თა პირ­ვე­ლა­დი ვა­რი­ან­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა სრულ­ყო­ფი­ლე­ბით, მაგ­რამ ერთ-ერ­თი და­დე­ბი­თი, რაც მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ­მა სას­წავ­ლო გეგ­მამ მოგ­ვი­ტა­ნა, დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. დრო სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ და­ვუთ­მე მოს­წავ­ლე­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გან­ხილ­ვას, მსჯე­ლო­ბას, შეს­წო­რე­ბას, ანა­ლიზ­სა და უკუ­კავ­შირს. ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­ვარ­ჩიე კლა­სის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია და ის თა­ვად ირ­ჩევს სა­სურ­ველ სტრა­ტე­გი­ებს. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, ასე­ვე, აქ­ტი­ვო­ბე­ბის დროს, მას­წავ­ლე­ბე­ლი სვამს სა­მიზ­ნე ცოდ­ნის (დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი, პი­რო­ბი­სე­უ­ლი, პრო­ცე­დუ­რუ­ლი) კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ შე­კითხ­ვებს და ცდი­ლობს მოს­წავ­ლე­თა „წაყ­ვა­ნას“ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბი­დან კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის­კენ.

თამარ კვანტიძე
ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თა­ბაგ­რე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­გეგ­მ­ვი­სა და და­ნერ­გ­ვის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ჭი­ა­თუ­რა­ში

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები