24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 92%-მა, ხოლო ხუთმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი შეფასება – ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი პირველად შედეგებს აფასებს

spot_img

√ აბიტურიენტების რამდენმა პროცენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისტორიის გამოცდაში და რამდენმა მიიღო უმაღლესი შეფასება

პირველადი მონაცემებით მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 92%-მა, ხოლო ხუთმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი შეფასება

√ პირველადი მონაცემების თანხმად, რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ და გაუადვილდათ  ყველაზე მეტად  აბიტურიენტებს? 

აბიტურიენტებს შედარებით გაუჭირდათ ისტორიული მოვლენის შეფასება, ვიზუალური წყაროს ანალიზი და ქრონოლოგიის განსაზღვრა. გაუადვილდათ – ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი, ასევე ისტორიული რუკის ანალიზი.

√ უკვე ცნობილია თუ არა. რამდენად განსხვავდებოდა წელს სირთულის თვალსაზრისით ერთმანეთისგან ისტორიის საგამოცდო ტესტები? რამდენად მოსალოდნელია შეიცვალოს ტესტის რომელიმე ვარიანტისთვის გამსვლელი ქულა?

როგორც იცით, ტესტების სირთულე უნდა დადგინდეს სტატისტიკური ანალიზით. ტესტის რომელიმე ვარიანტში შესაძლებელია გათანაბრების შემდეგ გამსვლელი აღმოჩნდეს უფრო დაბალი ქულაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა ტესტების ვარიანტებს შორის სირთულის თვალსაზრისით განსხვავება. აბიტურიენტებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს ზღვარი, ვურჩევ დაელოდონ საბოლოო შედეგებს.

√ რა შემთხვევაში გაასაჩივრონ ნაშრომი? 

ჩვენი რჩევა იქნება, რომ აბიტურიენტებმა გულისყურით შეამოწმონ საკუთარი ნაშრომები და ყურადღებით გაეცნონ შეფასების სქემას. იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ მათი შეფასება არაობიექტურია, ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო განაცხადი შემოიტანონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად მიუთითონ არა მთელი ტესტი, არამედ კონკრეტული დავალება//დავალებები, რომელთა შეფასებასაც არ ეთანხმებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპელაციის დროს ნაშრომებს შესაძლოა როგორც მოემატოს, ისე დააკლდეს ქულები.

√ რას ურჩევთ მომავალ აბიტურიენტებს, რა უნდა გაითვალისწინონ მომზადების პროცესში? 

ისტორიის გამოცდისათვის მზადების პროცესში მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ისტორიული პროცესების გააზრებას, მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას, ანალიზს და არა მარტო ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებასა და ისტორიული ფაქტების დაზეპირებას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები