20 აპრილი, შაბათი, 2024

კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული აბიტურიენტებისთვის სპეციალურად დანიშნული საგამოცდო სესიები მიმდინარეობს

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ შეძლეს 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, დამატებითი საგამოცდო სესიები ქართული ენა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენასა და ისტორიაში განისაზღვრა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში, ქართული ენა და ლიტერატურაში სპეციალურად დანიშნულ საგამოცდო სესიის მიმდინარეობას გაეცნო, რომელშიც 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ თითოეულ აბიტურიენტს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ ხელშეწყობა, არ დარჩნენ გამოცდების მიღმა, არ გაუცდეთ სასწავლო წელი, რათა თანატოლებთან ერთად წარმატებული სტუდენტები გახდნენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დამატებითი სესიები 27 ივლისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გამოცდებს 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, 14 ივლისიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთნენ. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი დაიწყება, ხოლო 27-30 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები ჩააბარებენ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები