28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კლა­სის მო­ტი­ვა­ცია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს

spot_img

ლე­ლა გობ­რო­ნი­ძე

 სსიპ ლან­ჩხუ­თის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-4 კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი

 

 

∇ კლა­სის  დამ­რი­გე­ბე­ლი – მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი სკო­ლა­ში

კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხისმ­გებ­ლო და შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შაოა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ ფი­ზი­კურ და ემო­ცი­ურ ენერ­გი­ას მო­ითხოვს.

თავ­და­პირ­ვე­ლად, დამ­რი­გე­ბელ­მა უნ­და შეძ­ლოს თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა, მა­თი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ასე­ვე, ინ­ტე­რე­სე­ბის, მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის, უნა­რე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გარ­კ­ვე­ვა და მათ­თ­ვის ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოვ­ლე­ნა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შეძ­ლონ. კლას­ში დამ­რი­გე­ბელ­მა ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, რო­მე­ლიც ხელ­საყ­რელ ატ­მოს­ფე­როს შექ­მ­ნის თი­თო­ე­უ­ლი აღ­საზ­რ­დე­ლის­თ­ვის და ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­თა ყო­ველ­მ­ხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დამ­რი­გე­ბელ­მა მუდ­მი­ვად იზ­რუ­ნოს მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, და­ეხ­მა­როს  იმ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც იჩენს თავს პე­და­გო­გებ­თან, თა­ნა­ტო­ლებ­თან, მშობ­ლებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში.

კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვერ იმოქ­მე­დებს იზო­ლი­რე­ბუ­ლად და ვერ გა­უძღ­ვე­ბა აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით პრო­ცესს მარ­ტო, პე­და­გო­გებ­სა და მშობ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­რე­შე; ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლებ­თან სა­თა­ნა­დო კო­მუ­ნი­კა­ცია, მა­თი ჩარ­თ­ვა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­სა და იქ მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა­ში.

∇ რთუ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვა – ერ­თი მა­გა­ლი­თი

თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე მუდ­მი­ვად სა­ჭი­რო­ებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუვ­ნას. გან­სა­კუთ­რე­ბით იჩენს ხოლ­მე თავს ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­ცა პირ­ველ კლას­თან გვი­წევს მუ­შა­ო­ბა. ერთ კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლითს გა­ვიხ­სე­ნებ: პირ­ვე­ლი კლა­სის პირ­ვე­ლი­ვე დღეს, ძა­ლი­ან მრა­ვალ­რიცხო­ვან კლას­ში, სწო­რედ იმ დროს, რო­ცა უკ­ვე ყვე­ლა ბავ­შ­ვ­თან თით­ქ­მის ბო­ლომ­დე „მოგ­ვა­რე­ბუ­ლია“ საქ­მე და ყვე­ლას სა­ხე­ზე უკ­ვე გულ­ღია ღი­მი­ლია, თით­ქ­მის და­ა­ვიწყ­დათ გა­რეთ მომ­ლო­დი­ნე დე­დი­კო­ე­ბი, ერ­თ­მა ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­ურ­მა ბი­ჭუ­ნამ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ხმა­უ­რით, მთე­ლი ძა­ლით, და­ყა­რა მა­გი­და­ზე წიგ­ნე­ბი და შეძ­ვ­რა მერ­ხის ქვემ, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. აშ­კა­რა იყო საქ­მე საკ­მა­ოდ რთუ­ლი ქცე­ვის ბავ­შ­ვ­თან მქონ­და. სი­ტუ­ა­ცია და­უ­ყოვ­ნე­ბელ კონ­კ­რე­ტულ ქმე­დე­ბას მო­ითხოვ­და, რა­თა ეს ქცე­ვა გა­დამ­დე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო სხვა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც. ღი­მი­ლით შევ­თა­ვა­ზე, ჩემ­თან მო­სუ­ლი­ყო, ვთხო­ვე კლა­სის გაც­ნო­ბა­სა და გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა­ში დამ­ხ­მა­რე­ბო­და, ოღონდ ავუხ­სე­ნი, რომ ეს იქ­ნე­ბო­და დრო­ე­ბით, რად­გან შემ­დეგ იმა­ვე როლს სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბიც მო­ირ­გებ­დ­ნენ. შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ „მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ნა“ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, თუმ­ცა საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დი გაჰ­ყ­ვა რთუ­ლი ქცე­ვა, რომ­ლის მარ­თ­ვაც, სა­ბო­ლო­ოდ, სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დი­თა და მიდ­გო­მით, წარ­მა­ტე­ბით შევ­ძე­ლი.

∇ კლა­სის რან­ჟი­რე­ბა

რან­ჟი­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ძი­რი­თა­დად,  კლა­სის შე­სა­ხებ გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ხა­რის­ხე­ბის დროს ვი­ყე­ნებ. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ კლას­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტი ან აქ­ტი­ვო­ბა მო­ითხოვს.

მწვა­ვე პრობლემა – ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ კოგ­ნი­ტუ­რი

ვფიქ­რობ, ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან, მეტ­ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ერ­თ­მა­ნეთ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. თავ­და­პირ­ველ პრობ­ლე­მად, რო­მე­ლიც და­ნარ­ჩე­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დო­ზით პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მას და­ვა­სა­ხე­ლებ­დი. ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­სი მარ­თ­ვა ეფექ­ტუ­რი რომ იყოს, აუცი­ლე­ბე­ლია, დრო­უ­ლად სწო­რი ტექ­ნი­კის შერ­ჩე­ვა და მარ­თ­ვა.

∇ თვით­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია

დამ­რი­გე­ბელ­მა, უპირ­ვე­ლე­სად, ბევ­რი უნ­და იმუ­შა­ოს სა­კუ­თარ თავ­ზე. გა­ეც­ნოს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლი­თებს სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლებ­თან სა­თა­ნა­დო კო­მუ­ნი­კა­ცია, კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რი. მან უნ­და შეძ­ლოს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან მი­სას­ვ­ლე­ლი იმ გზის პოვ­ნა, რო­მე­ლიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და კონ­კ­რე­ტუ­ლად სწო­რედ მას­თან მი­დის. ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნავ­დი მოთ­მი­ნე­ბის უნარს, რო­მე­ლიც ასე სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლია, ზო­გა­დად, პე­და­გო­გის­თ­ვის.

∇ დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბის შესაბამისობა გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბასთან

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა უწევს კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს. ის იმ­დე­ნად დიდ ენერ­გი­ას (რო­გორც ფი­ზი­კურს, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურს) ხარ­ჯავს, შე­საძ­ლოა, კარ­გა ხანს ვერ შეძ­ლოს მი­სი აღ­დ­გე­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნამ­დ­ვი­ლად არ არის საკ­მა­რი­სი და არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა მის მი­ერ გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

∇ რა ს­ჭი­რდება დამ­რი­გებ­ელს­

გარ­და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დამ­რი­გე­ბელ­მა მუდ­მი­ვად იზ­რუ­ნოს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყოს  კო­ლე­გებ­თან, მჭიდ­როდ ითა­ნამ­შ­რომ­ლოს მათ­თან, აუცი­ლებ­ლად გა­ი­ზი­ა­როს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სხვა­თა გა­მოც­დი­ლე­ბა.

ასევე, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­თა­ნა­დოდ აღი­ა­რე­ბა და და­ფა­სე­ბა.

∇ ერ­თი მა­გა­ლი­თი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რო­მელ­საც კო­ლე­გებს გა­უ­ზი­ა­რებთ

კლა­სის მო­ტი­ვა­ცია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ით იყოს კლა­სი ტო­ნუს­ში, ჰქონ­დეს მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სი სწავ­ლის პრო­ცე­სის მი­მართ და გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ იქ­ცეს რუ­ტი­ნად, ეს საკ­მაო დრო­სა და კი­დევ უფ­რო დიდ ენერ­გი­ას მო­ითხოვს. ამი­ტომ, კლასს შევ­თა­ვა­ზე, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მათ სხვა­დას­ხვა უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ჩარ­თუ­ლო­ბით, პრო­ექტს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა მი­ვე­ცით. უპირ­ვე­ლე­სად, ეს იყო მთელ სას­წავ­ლო წელ­ზე გათ­ვ­ლი­ლი პრო­ექ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით „ჩვენ ჩვე­ნი სკო­ლის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი ვართ“ და ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს, კლას­ში  სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის „ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის“ აღ­მო­ჩე­ნას. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სხვა­დას­ხ­ვა ტუ­რებს, რომ­ლე­ბიც გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყო სას­წავ­ლო წლის თვე­ებ­ზე. ესე­ნი იყო: „კარ­გი მკითხ­ვე­ლი“, „კარ­გი  მთხრო­ბე­ლი“, „კარ­გი მხატ­ვა­რი“, „ჩვენ და მა­თე­მა­ტი­კა“, „კარ­გი მომ­ღე­რა­ლი“, „კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე“, „კლა­სის ხელ­გამ­რ­ჯე ოს­ტა­ტი“, „კარ­გი კა­ლიგ­რა­ფი“, „ვის უფ­რო უყ­ვარს ან­და­ზე­ბი და გა­მო­ცა­ნე­ბი“. მოს­წავ­ლე­ებს, ყო­ვე­ლი თვის და­საწყის­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლი ტუ­რის და­ვა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ, რო­მელ­ზე სა­მუ­შა­ო­დაც დრო მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ, თვის ბო­ლოს კი იყო პრე­ზენ­ტა­ცია. რად­გა­ნაც პრო­ექ­ტი მოს­წავ­ლე­ებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ას გუ­ლის­ხ­მობ­და, სა­ჭი­რო გახ­და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­, რომ მა­თი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო. თა­ვი­დან­ვე კონ­კ­რე­ტუ­ლად და მკა­ფი­ოდ გან­ვუ­მარ­ტე პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, ავუხ­სე­ნი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, შევ­თა­ვა­ზე, კონ­კ­რე­ტუ­ლი ტუ­რის შემ­დეგ, ერ­თად, მთელ კლასს გვემ­ს­ჯე­ლა, მოგ­ვეწყო დის­კუ­სია და ისე მიგ­ვე­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. წლის ბო­ლოს­თ­ვის კი, დავ­გეგ­მეთ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, მხი­ა­რუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრე­ზენ­ტა­ცია. ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს, ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ და­ფა­ზე ვაგ­რო­ვებ­დით კლა­სის „ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს“ და წლის ბო­ლოს უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი „ვარ­ს­კ­ვ­ლავ­თ­ც­ვე­ნა“ გვქონ­და კლას­ში. პრო­ექ­ტ­მა ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ჩა­ა­ყე­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბი, და­ეხ­მა­რა მათ მიმ­ღებ­ლო­ბის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და გუნ­დ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის, შე­ფა­სე­ბის უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში. ბავ­შ­ვე­ბი დი­დი ინ­ტე­რე­სით ელოდ­ნენ ყო­ველ ახალ და­ვა­ლე­ბას. პრო­ექ­ტი იმ­დე­ნად ხა­ლი­სი­ა­ნად და მონ­დო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე, რომ სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და სხვა კლა­სებ­შიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო.

∇ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყე­ნებ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას კლას­თან და ეს ძა­ლი­ან მოს­წონთ ბავ­შ­ვებს. ჩე­მი სკო­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა ამის სრულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ხში­რად ვაწყობთ ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბას, რომ­ლის შემ­დე­გაც გვაქვს გან­ხილ­ვა-დის­კუ­სი­ე­ბი; ასე­ვე ბუ­ნე­ბა­ში – გას­ვ­ლით გაკ­ვე­თი­ლებს, ამის­თ­ვის ვი­ყე­ნებ სკო­ლის ეზოს და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას; ვაწყობთ ექ­ს­კურ­სი­ებ­სა და ლაშ­ქ­რო­ბებს. თუმ­ცა, პან­დე­მი­ი­დან გა­მო­დი­ნა­რე, ბო­ლო პე­რი­ო­დი, არც ისე დატ­ვირ­თუ­ლი გვქონ­და ამ კუთხით. ტრა­დი­ცი­ად გვაქვს, წლის ბო­ლოს, ერ­თობ­ლი­ვი კლა­სის წიგ­ნის გა­მოშ­ვე­ბა-პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ შეთხ­ზუ­ლი პა­ტა­რა ამ­ბე­ბი, მოთხ­რო­ბე­ბი, ზღაპ­რე­ბი და ლექ­სე­ბი შე­დის, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს წიგ­ნ­ში სა­კუ­თა­რი გვერ­დი აქვს, სა­კუ­თა­რი ხე­ლით წერს თა­ვის­სა­ვე ნა­აზ­რევს და გვერ­დის ილუს­ტ­რა­ცი­ა­საც თა­ვად აკე­თებს.

გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი დი­ა­ლექ­ტ­სა და ბარ­ბა­რიზ­მებ­ზე, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მო­იკ­ვ­ლი­ეს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში, მათ სა­ნა­თე­საო-სა­მე­ზობ­ლო­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ბარ­ბა­რიზ­მე­ბი და კუთხუ­რი გა­მოთ­ქ­მე­ბი. შემ­დეგ და­ა­ლა­გეს ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით, მი­უ­წე­რეს შე­სა­ბა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­სატყ­ვი­სე­ბი და შე­ად­გი­ნეს ხელ­ნა­წე­რი ლექ­სი­კო­ნი. ლექ­სი­კონს ბეჭ­დუ­რი ფორ­მა მი­ვე­ცით და  სკო­ლის სხვა მოს­წავ­ლე­ებს და­ვუ­რი­გეთ. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები