25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დაფუძნების მიზნით, USAID-სა და KIU-ს შორის პარტნიორობა დაიწყო

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი. ვიზიტის ფარგლებში ახალი პროექტის – „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრი“ პრეზენტაცია და ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების გუნდის ხელმძღვანელმა (Orient Logic LLC) გოგა კვარაცხელიამ, KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა და უნივერსიტეტის პროფესორმა ფლორიან რუპმა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, KIU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი.

USAID-სა და KIU-ს შორის პარტნიორობის მიზანია უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და  კვალიფიციური და ეკონომიკურად  კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის შექმნა კიბერუსაფრთხოების სექტორში. პროექტის განხორციელებაში KIU-ს დაეხმარებიან უცხოელი და ქართველი პარტნიორი ორგანიზაციები და შედეგად შეიქმნება კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი, რომელშიც 400-ზე მეტი ახალგაზრდა შეძლებს ჩართვას. კურსები მოიცავს შემდეგ თემებს: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკერების პრაქტიკული კურსი.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს KIU საერთაშორისო სერტიფიცირების ვაუჩერებს დაუფინანსებს. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტი თანამშრომლობს აშშ-ში დაფუძნებულ ელექტრონული კომერციის კონსულტანტთა საერთაშორისო საბჭოსთან (EC-Council), რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაციაა და 145 ქვეყანაში საქმიანობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები