18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კვე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი ბავ­შ­ვებ­ში

spot_img

 

სო­ფო მე­ლა­ძე

ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

 

რო­ცა კვე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს არა მხო­ლოდ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი, არა­მედ, სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში, მა­გა­ლი­თად, ისე­თი ორალ-მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: კბე­ჩა, ღეჭ­ვა, ყლაპ­ვა, ასე­ვე, ადაპ­ტუ­რი უნა­რე­ბი – ჩან­გ­ლის/კოვ­ზის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი – კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ნე­რე­ბი, წე­სე­ბი, სა­სურ­ვე­ლის მოთხოვ­ნა და ა.შ.

ბავ­შ­ვის კვე­ბა, მი­სი ასა­კის და უნა­რე­ბის მი­ხედ­ვით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. მო­დი, ერ­თად გან­ვი­ხი­ლოთ რო­გო­რია კვე­ბის პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბა ჩვი­ლებ­ში:

და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვემ­დე, ბავ­შ­ვი იკ­ვე­ბე­ბა ლაქ­ტა­ცი­ის ან ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი, მი­სი წო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 1/6 ნა­წილს შე­ად­გენს. 6 თვი­დან ბავ­შ­ვი 5-ჯე­რად კვე­ბა­ზე გა­და­დის და ასე­ვე ვიწყებთ და­მა­ტე­ბი­თი საკ­ვე­ბის მი­ცე­მას. 9 თვი­დან მი­სი საკ­ვე­ბი ნელ-ნე­ლა ემ­ს­გავ­სე­ბა მოზ­რ­დი­ლი ადა­მი­ა­ნის რა­ცი­ონს. სა­სურ­ვე­ლია, 2 წლი­დან ბავ­შ­ვის­თ­ვის, საკ­ვე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად, მი­სი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად შე­თა­ვა­ზე­ბაც, რა­თა მე­ტად და­ბა­ლან­ს­დეს საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი ორ­გა­ნიზ­მ­ში და ბავშვს მო­ნე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მ­ნას. 2 წლი­დან უკ­ვე შეგ­ვიძ­ლია, შევ­თა­ვა­ზოთ 3-4-ჯე­რა­დი კვე­ბა, ორ­ჯე­რა­დი წა­ხემ­სე­ბით – სა­უზ­მე წა­ხემ­სე­ბა, სა­დი­ლი, წა­ხემ­სე­ბა, ვახ­შა­მი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვის საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს.

რო­მე­ლია ის სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლის­გა­ნაც ჩვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი უნ­და შედ­გე­ბო­დეს?

ცი­ლე­ბი – ანუ პრო­ტე­ი­ნე­ბი სი­ცოცხ­ლი­სათ­ვის აუცი­ლე­ბელ სტრუქ­ტუ­რულ ელე­მენტს წარ­მო­ად­გე­ნენ და კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის სა­ფუძ­ველს შე­ად­გე­ნენ. სხე­ულს ცი­ლე­ბი სჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს ქსო­ვი­ლე­ბი, იფუნ­ქ­ცი­ო­ნი­როს და გა­ი­ზარ­დოს.

ცხი­მე­ბი — ორ­გა­ნიზმს უზ­რუნ­ველ­ყოფს ენერ­გი­ით, ცხიმ­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და სხვა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით. სხე­ულს ცხი­მი სჭირ­დე­ბა ზრდის­თ­ვის, ენერ­გი­ის­თ­ვის.

ნახ­შირ­წყ­ლე­ბი – სი­ცოცხ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ენერ­გი­ის წყა­რო, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის ძი­რი­თად საწ­ვავს წარ­მო­ად­გენს. ნახ­შირ­წყ­ლე­ბის ორი ტი­პი არ­სე­ბობს: რთუ­ლი და მარ­ტი­ვი. რთუ­ლი ნახ­შირ­წყ­ლე­ბი, ათ­ვი­სე­ბის მხრივ, ნაკ­ლე­ბი სის­წ­რა­ფით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ისი­ნი გვხვდე­ბა მარ­ც­ვ­ლე­ულ პრო­დუქ­ტებ­ში(პუ­რი, ხორ­ბა­ლი, სი­მინ­დი) და ბოს­ტ­ნე­ულ­ში (კარ­ტო­ფი­ლი, სტა­ფი­ლო, ჭარ­ხა­ლი). მარ­ტი­ვი ნახ­შირ­წყ­ლე­ბი კი სწრა­ფად ათ­ვი­სე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია – ხი­ლი, რძის პრო­დუქ­ტე­ბი შე­ი­ცავს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მარ­ტივ ნახ­შირ­წყ­ლებს.

„კვე­ბის პი­რა­მი­დის“ მი­ხედ­ვით, ჩვე­ნი რა­ცი­ო­ნის აუცი­ლე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ად­გენს ნახ­შირ­წყ­ლე­ბი – 40%, ხი­ლი და ბოს­ტ­ნე­უ­ლი – 35%, ცი­ლე­ბი – 20%, ცხი­მი და შა­ქა­რი – 5%. ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი „ჰარ­ვარ­დის ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის თეფ­ში“ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: თეფ­შის 50% ხი­ლი და ბოს­ტ­ნე­უ­ლია, 25% ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბია, 25% – ნახ­შირ­წყ­ლე­ბი.

სა­ნამ კონ­კ­რე­ტუ­ლად კვე­ბის დარ­ღ­ვე­ვებ­ზე გა­და­ვი­დო­დეთ, გან­ვი­ხი­ლოთ რა ტი­პის მჭა­მე­ლი ბავ­შ­ვე­ბი არ­სე­ბო­ბენ:

  1. „პრე­ტენ­ზი­უ­ლი მჭა­მე­ლე­ბი“ – ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი მწი­რი და ერ­თ­ფე­რო­ვა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბებს იღებ­დ­ნენ, თი­თო­ე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის საკ­ვე­ბი ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი და არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბი­საა. ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ ახა­ლი საკ­ვე­ბის გა­სინ­ჯ­ვა­ზე, რაც „ნე­ო­ფო­ბი­ის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.
  2. „რე­ზის­ტენ­ტუ­ლი მჭა­მე­ლი ბავ­შ­ვე­ბი“ – ასე­თი ბავ­შ­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, ერ­თი სა­ხე­ო­ბის საკ­ვებს იღე­ბენ, მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ წვნი­ა­ნებს ან მხო­ლოდ მშრალ საკ­ვებს, ცო­მე­ულს, მა­კა­რონს და ა.შ. ისი­ნი ან­ს­ხ­ვა­ვე­ბენ საკ­ვებს ფაქ­ტუ­რის, ფორ­მის, ფე­რის ან სხვა ფი­ზი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. უცხო საკ­ვებ­ზე უარს ამ­ბო­ბენ, რად­გან უკ­ვე შერ­ჩე­უ­ლი აქვთ მათ­თ­ვის უსაფ­რ­თხო კა­ტე­გო­რი­ის საკ­ვე­ბი.

გარ­და ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი ტი­პო­ლო­გი­ი­სა, მო­დი, ჩა­მოვ­თ­ვა­ლოთ კი­დევ რა ფაქ­ტო­რე­ბი მოქ­მე­დებს ბავ­შ­ვის კვე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე:

♦ სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ალერ­გია, ყელ­თან და ხა­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბი;

♦ ორალ-მო­ტო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ღეჭ­ვის, კბე­ჩის, ყლაპ­ვის უნა­რე­ბის გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბა;

♦ ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­სურ­ვე­ლის მოთხოვ­ნას­თან და მი­სი სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი ფორ­მით გა­მო­ხატ­ვას­თან, კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის და ნორ­მე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბას­თან, კვე­ბის მა­ნე­რებ­თან და ა.შ.;

♦ და­მო­უ­კი­დებ­ლად კვე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი, მო­ტო­რუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გუ­ლის­ხ­მობს კოვ­ზის/ჩან­გ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას, ნა­ტიფ მო­ტო­რულ უნა­რებს, რო­გო­რი­ცაა ლუკ­მის პირ­თან მი­ტა­ნა, საკ­ვე­ბის თეფ­ში­დან აღე­ბა და ა.შ.;

♦სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბას, გა­და­მუ­შა­ვე­ბას და ადაპ­ტუ­რი პა­სუ­ხის დაბ­რუ­ნე­ბას. ამ დროს, შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვი გარ­კ­ვე­უ­ლი ტექ­ს­ტუ­რის საკ­ვებს არ ჰკი­დებ­დეს ხელს, გარ­კ­ვე­უ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ან სტრუქ­ტუ­რის საკ­ვებს არ იდებ­დეს პირ­ში და ა.შ.;

♦ გარ­და ამი­სა, მო­ტო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კვე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად, რაც გუ­ლის­ხ­მობს გა­მარ­თუ­ლად ჯდო­მას, პო­ზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას კვე­ბის დროს და სხე­უ­ლის მარ­თ­ვას.

ახ­ლა დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რებ, თუ რა სტრა­ტე­გი­ებს ვი­ყე­ნებთ პრე­ტენ­ზი­ულ და რე­ზის­ტენ­ტულ მჭა­მე­ლებ­თან.

შე­ვად­გი­ნოთ ბავ­შ­ვის კვე­ბის რუ­ტი­ნა. გა­ვა­კე­თოთ ორი ცხრი­ლი: ერ­თი – ბავ­შ­ვის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბის და მე­ო­რე – ბავ­შ­ვის­თ­ვის ნაკ­ლე­ბად საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბის. კვე­ბას ვყოფთ შემ­დეგ ნა­წი­ლე­ბად – სა­უზ­მე-წა­ხემ­სე­ბა, სა­დი­ლი-წა­ხემ­სე­ბა და ვახ­შა­მი.

დი­ლით, სა­უზ­მე­ზე, ბავშვს ვთა­ვა­ზობთ, 2 ცხრი­ლი­დან – ერთ ნაკ­ლე­ბად საყ­ვა­რელ საკ­ვებს და მე­ო­რე – მის­თ­ვის საყ­ვა­რელს. იგი აკე­თებს არ­ჩე­ვანს და, რა თქმა უნ­და, საყ­ვა­რელ საკ­ვებს ირ­ჩევს.

წა­ხემ­სე­ბის დრო­საც იგი­ვე ტექ­ნი­კა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, სა­დი­ლის დროს კი უკ­ვე ორი­ვე საკ­ვე­ბი მის­თ­ვის ნაკ­ლე­ბად საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბის ცხრი­ლი­დან შევ­თა­ვა­ზოთ, თუ იგი ორი­ვე­ზე უარს იტყ­ვის, არ ვნერ­ვი­უ­ლობთ, რად­გან მან სა­უზ­მის დროს მი­ირ­თ­ვა მის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბი და მში­ე­რი არ არის.

სა­დი­ლის შემ­დეგ, წა­ხემ­სე­ბის დრო­საც, ისევ ვაძ­ლევთ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას, საყ­ვა­რელ და ნაკ­ლე­ბად საყ­ვა­რელ საკ­ვებს შო­რის, ხო­ლო ვახ­შ­მის დროს ისევ საყ­ვა­რელ საკ­ვებს ვთა­ვა­ზობთ.

რო­გორც ხე­დავთ, ერ­თ­მა­ნეთ­ში ვცვლით და ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებთ ბავ­შ­ვის რა­ცი­ონს, გარ­და იმი­სა, რომ ვუქ­მ­ნით შეგ­რ­ძ­ნე­ბას, არ­ჩე­ვანს თვი­თონ აკე­თებს, ასე­ვე, ვზრდით მის მიმ­ღებ­ლო­ბას სხვა­დას­ხ­ვა საკ­ვე­ბის მი­მართ.

რო­ცა უკ­ვე შე­და­რე­ბით ადაპ­ტირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის საკ­ვებ­თან, შე­გიძ­ლი­ათ, 1 დღე მთლი­ა­ნად არა­სა­სურ­ვე­ლი საკ­ვე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას და­უთ­მოთ, ხო­ლო მე­ო­რე დღე – მთლი­ა­ნად სა­სურ­ვე­ლი საკ­ვე­ბის; წა­ხემ­სე­ბე­ბი კი ბა­ლან­სი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნოთ, რომ ბავ­შ­ვი მში­ე­რი არ დარ­ჩეს.

რაც შე­ე­ხე­ბა „ნე­ო­ფო­ბი­ას“, რო­მე­ლიც ახა­ლი საკ­ვე­ბის გა­სინ­ჯ­ვის შიშს გუ­ლის­ხ­მობს, სრუ­ლი­ად სხვა ტექ­ნი­კას ვი­ყე­ნებთ. რო­გორ მივ­ხ­ვ­დეთ, რომ ბავშვს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი უბ­რა­ლოდ არ მოს­წონს და ეს მი­სი გე­მოვ­ნე­ბის ნა­წი­ლია თუ ბავშვს ნე­ო­ფო­ბია აქვს?

თუ ბავ­შ­ვ­მა ერ­თხელ მა­ინც გა­სინ­ჯა საკ­ვე­ბი და მე­ო­რედ მის ჭა­მა­ზე უარს ამ­ბობს, შე­გიძ­ლი­ათ და­ას­კ­ვ­ნათ, რომ მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი არ მოს­წონს, ხო­ლო თუ ბავ­შ­ვი გა­სინ­ჯ­ვის გა­რე­შე გიცხა­დებთ უარს საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე, აქ სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ფე­ხუ­რე­ბის გავ­ლაა სა­ჭი­რო საკ­ვე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბის გაზ­რ­დის­თ­ვის.

რას გუ­ლის­ხ­მობს სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია? გა­რე­მო­დან ინ­ფორ­მა­ცი­ას შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­ღებთ: გე­მო, ყნოს­ვა, სმე­ნა, მხედ­ვე­ლო­ბა, შე­ხე­ბა და ა.შ. სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია ამ შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბას, გა­და­მუ­შა­ვე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია საგ­ნის სხვა­დას­ხ­ვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გო­რი სუ­ნი, გე­მო ან ტექ­ს­ტუ­რა აქვს. ჩვე­ნი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი უნ­და ადაპ­ტირ­დეს სხვა­დას­ხ­ვა სტი­მუ­ლებ­თან. მაგ.: შე­საძ­ლოა დას­ვ­რი­ლი და სვე­ლი ხე­ლე­ბი არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ ბა­ნა­ნის ხე­ლით ჭა­მის დროს შეგ­ვიძ­ლია ამა­ზე ყუ­რადღე­ბა არ გა­ვა­მახ­ვი­ლოთ, გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თ­ვათ და ბო­ლოს ხე­ლი და­ვი­ბა­ნოთ. რო­გორც ხე­დავთ, სხვა­დას­ხ­ვა სტი­მუ­ლე­ბი კვე­ბის პრო­ცეს­ში ხელს არ უნ­და გვიშ­ლი­დეს.

  1. შე­გიძ­ლი­ათ და­იწყოთ ვი­ზუ­ა­ლუ­რი მიმ­ღებ­ლო­ბით – უცხო საკ­ვე­ბი ხში­რად მოხ­ვ­დეს ბავ­შ­ვის მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში. შე­საძ­ლოა, არც კი შევ­თა­ვა­ზოთ ბავშვს, მაგ­რამ „თვა­ლი ეჩ­ვე­ვა“, რომ ასე­თი საკ­ვე­ბიც არ­სე­ბობს ოჯა­ხის რა­ცი­ონ­ში.
  2. შემ­დე­გი ეტა­პი ხე­ლით შე­ხე­ბა და თა­მა­შია, ამ პრო­ცესს „ფუდ­ფ­ლე­ის“ უწო­დე­ბენ – საკ­ვე­ბით თა­მა­ში. ამ ეტა­პის დრო­საც არ ვა­ძა­ლებთ ბავშვს საკ­ვე­ბის გა­სინ­ჯ­ვას, მხო­ლოდ ვე­თა­მა­შე­ბით ხე­ლე­ბით, ვჭყლეტთ, ვჭრით, ვწუ­რავთ, ვა­ქუც­მა­ცებთ და ა.შ.
  3. მომ­დევ­ნო ეტა­პი — საკ­ვე­ბის სუნ­ზე ხაზ­გას­მაა. რო­გო­რი სუ­ნი აქვს ჩვენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ საკ­ვებს? მმ… რა გემ­რი­ე­ლია, მო­დი, ვუ­სუ­ნოთ. ხში­რად და­ვა­ყე­ნოთ მო­ცე­მუ­ლი საკ­ვე­ბის სუ­ნი სახ­ლ­ში და შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე გა­მო­ვიც­ნოთ, მმ… რა მოგ­ვიმ­ზა­და დე­დამ? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ შე­ჭამთ რა­ი­მე საკ­ვებს, თუ მი­სი სუ­ნი თქვენ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის, ამი­ტომ სუ­ნის ეტა­პი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია საკ­ვე­ბი­სად­მი მიმ­ღებ­ლო­ბის გაზ­რ­და­ში.
  4. ბო­ლო ეტა­პი საკ­ვე­ბის პირ­თან მი­ტა­ნას და გე­მოს გა­სინ­ჯ­ვას გუ­ლის­ხ­მობს, ოღონდ ესეც პა­ტა­რა ბი­ჯე­ბად შეგ­ვიძ­ლია ჩავ­შა­ლოთ – ენის მი­დე­ბა, ალოკ­ვა, და­ღეჭ­ვა და გად­მო­ფურ­თხე­ბა, პა­ტა­რა ნა­წი­ლის გა­სინ­ჯ­ვა.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გია, რაც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ, „მატყუ­ა­რა თეფ­შის“ სტრა­ტე­გიაა – აიღეთ მოზ­რ­დი­ლი თეფ­ში, სა­დაც ბავ­შ­ვის საკ­ვე­ბი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ჩანს, ან მის­თ­ვის უცხო საკ­ვე­ბი საყ­ვა­რელ საკ­ვებ­თან ერ­თად მი­ა­წო­დოთ. მაგ.: თუ ბავშვს შემ­წ­ვა­რი კარ­ტო­ფი­ლი უყ­ვარს, ხო­ლო არ ჭამს კიტრს, შე­გიძ­ლი­ათ, კარ­ტო­ფი­ლის და კი­დევ ერ­თი საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბის კუთხე­ში კიტ­რის სა­ლა­თიც და­უ­დოთ.

ბო­ლოს მინ­და ვი­სა­უბ­რო, თუ რო­გორ უნ­და მო­ვაწყოთ ადაპ­ტუ­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო ბავ­შ­ვის კვე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის:

  1. პო­ზი­ტი­უ­რი და მშვი­დი გა­რე­მო – კვე­ბის დროს არ მის­ცეთ ბავშვს შე­ნიშ­ვ­ნე­ბი, არ გა­უბ­რაზ­დეთ, თუ თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი არ გა­ა­მარ­თ­ლა. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შ­ვი­დე და კვე­ბის პრო­ცე­სი გა­ხა­დეთ სა­სი­ა­მოვ­ნო და მხი­ა­რუ­ლი;
  2. თუ ბავშვს წი­ნას­წარ გან­წყო­ბას შე­უქ­მ­ნით, რო­დის მო­დის კვე­ბის დრო, რა გვაქვს სა­უზ­მე­ზე, შემ­დეგ რას აკე­თებს, მი­სი ქცე­ვა მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მარ­თ­ვა­დი იქ­ნე­ბა;
  3. აუცი­ლებ­ლად მო­კა­ლათ­დით მა­გი­დას­თან და იგი­ვე საკ­ვე­ბი მი­ირ­თ­ვით, რა­საც ბავ­შ­ვი ჭამს. გა­ახ­მო­ვა­ნეთ საკ­ვე­ბის გე­მო, სუ­ნი, ფე­რი. და­ა­კავ­ში­რეთ და და­აწყ­ვი­ლეთ ისი­ნი ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რელ ინ­ტე­რე­სებ­თან, მაგ.: უი, დღეს წვნი­ა­ნი გვაქვს? გახ­სოვს შენს საყ­ვა­რელ ზღა­პარ­ში ფიფ­ქი­აც ჯუ­ჯებს წვნი­ანს უმ­ზა­დებს;
  4. მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, თვი­თონ მო­ემ­სა­ხუ­როს სა­კუ­თარ თავს, ეთა­მა­შეთ რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, მაგ.: გა­ჭა­მოთ საკ­ვე­ბი, აჭა­მოს თა­ვის საყ­ვა­რელ თო­ჯი­ნას, ფი­სუ­ნი­ას და ა.შ.;
  5. კვე­ბის პრო­ცეს­ში ბავ­შ­ვის­თ­ვის სწო­რი პო­ზის შერ­ჩე­ვას და უზ­რუნ­ველ­ყო­ფას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. პი­რის ფუნ­ქ­ცია, ორა­ლურ-მო­ტო­რუ­ლი კონ­ტ­რო­ლი ბავ­შ­ვის მთლი­ან პო­ზა­ზე, ხერ­ხემ­ლის, მთე­ლი სხე­უ­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბა­სა და სი­მეტ­რი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი;
  6. არ ჩარ­თოთ კვე­ბის დროს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბი (რო­გო­რი­ცაა ტე­ლე­ვი­ზო­რი, მო­ბი­ლუ­რი, ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი და ა.შ), რო­მე­ლიც გა­და­ფა­რავს თქვენს ხმას და ბავშვს ყუ­რადღე­ბას გა­უ­ფან­ტავს;
  7. კვე­ბის დროს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვის ფე­ხე­ბი ეხე­ბო­დეს იატაკს და ჰა­ერ­ში არ ჰქონ­დეს. ეს ხელს შე­უწყობს მი­სი პო­ზის და სხე­უ­ლის აღ­ქ­მის წო­ნას­წო­რო­ბას;
  8. და­ბო­ლოს, არ და­ა­ძა­ლოთ ბავშვს საკ­ვე­ბი, არ გა­მო­ი­ყე­ნოთ საკ­ვე­ბი რო­გორც გან­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი, რად­გან ეს მას შე­უქ­მ­ნის წარ­მოდ­გე­ნას, რომ სხვა საკ­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად სა­სი­ა­მოვ­ნო და მი­სა­ღე­ბია გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თ­ვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები