25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კასპის კოლეჯი პირველ სტუდენტებს მიიღებს

spot_img

2021 წელს კასპის კოლეჯი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლო სივრცეებში, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში, პირველ 260 სტუდენტს მიიღებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კოლეჯში პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ და დაეუფლონ ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს:

⇒ კომპიუტერული ქსელი და სისტემები;

⇒ ელექტროობა;

⇒ თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი;

⇒ ვიზაჟის მომსახურება;

⇒ იატაკისა და ფილის სამუშაოები;

⇒ სამღებრო სამუშაოების შესრულება;

⇒ სამკერვალო წარმოება;

⇒ შედუღება.

სსიპ კასპის კოლეჯი, უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლებითა და სტუდენტზე მაქსიმალურად მორგებული, ადაპტირებული გარემოთი, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებას საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. თანამედროვე სტანდარტების, სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული კოლეჯი ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რეგიონში მოთხოვნად პროგრამებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამები ხელს შეუწყობს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რაც შემდგომში მათი დასაქმების გარანტიაა.

კასპის კოლეჯი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 2020 წლის 25 მარტს დაფუძნდა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.vet.emis.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები