28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კალიგრაფები უკრაინისთვის!

spot_img

უკ­რა­ი­ნის ომის 64-ე დღეს, კა­ლიგ­რა­ფებ­მა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად, თი­ბი­სი არტ გა­ლე­რე­ა­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე გა­ა­ერ­თი­ა­ნა, სა­დაც 20-მდე კა­ლიგ­რა­ფის ნა­მუ­შე­ვა­რი წარ­მო­ად­გი­ნეს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ახ­ლა­ხან და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კა­ლიგ­რაფ­თა ასო­ცი­ა­ცია იყო, რომ­ლის დი­რექ­ტო­რი ნეს­ტან ბა­გა­უ­რია. ასო­ცი­ა­ცი­ამ პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა სწო­რედ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას მი­უძღ­ვ­ნა.

„დღეს, რო­დე­საც რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის სა­მიზ­ნე უკ­რა­ი­ნაა, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ყვე­ლამ უნ­და მოჰ­კი­დოს ხე­ლი იმ „მახ­ვილს“, რომ­ლი­თაც უკეთ მო­ი­გე­რი­ებს ძა­ლა­დო­ბას, გვერ­დით და­უდ­გე­ბა მე­გო­ბარს: მე­ო­მა­რი იშიშ­ვ­ლებს იარაღს, ექი­მი – სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­საწყო­ებს, მფრი­ნა­ვი ცა­ში აიჭ­რე­ბა… კა­ლიგ­რა­ფებ­მა კი, ავი­ღოთ კა­ლა­მი და სა­უ­კუ­ნე­ებ­გა­მოვ­ლი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბით გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა!“ – ამ­ბობს ნეს­ტან ბა­გა­უ­რი.

გა­მო­ფე­ნის მო­ნა­წი­ლე კა­ლიგ­რა­ფებ­მა ნა­მუ­შევ­რებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის სიმ­ბო­ლოდ ქცე­უ­ლი სტრი­ქო­ნე­ბი გა­ა­ცოცხ­ლეს, რომ­ლებ­მაც სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლო: სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რ­ძ­ნე, რუს­თა­ვე­ლი, ბა­რა­თაშ­ვი­ლი, გა­ლაკ­ტი­ო­ნი თუ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა…

ნეს­ტან ბა­გა­უ­რი: „ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნი­დან გვაქვს და, ალ­ბათ, კი­დევ უფ­რო დი­დი ფეს­ვე­ბი აქვს. სწო­რედ კა­ლიგ­რა­ფე­ბი­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ გვაქვს ათა­სო­ბით ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შეგ­ვიძ­ლია თა­ვი მო­ვი­წო­ნოთ და ვთქვათ, რომ ძვე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ერი ვართ. ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, რო­გორც ამ კო­ლექ­ცი­ის მფლო­ბე­ლი, ალ­ბათ ლო­გი­კუ­რია, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში კა­ლიგ­რა­ფი­ის გა­ცოცხ­ლე­ბის ავან­გარ­დ­ში იყო, ყო­ვე­ლი ცალ­კე­უ­ლი პრო­ექ­ტის დროს. გარ­და იმი­სა, რომ 2010-ში და­იწყო სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი „ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია“, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ატა­რებ­და კონ­კურსს, კონ­კურსს მიღ­მა კი, თუ­კი რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბა ან პრო­ექ­ტი იყო, ყო­ველ­თ­ვის ლო­ბი­რებ­და კა­ლიგ­რა­ფი­ის თე­მას. ამა­სო­ბა­ში 12 წე­ლი გა­ვი­და და ამ მხარ­და­ჭე­რის ფონ­ზე, კა­ლიგ­რა­ფე­ბის ორი თა­ო­ბა გა­ი­ზარ­და – და­ახ­ლო­ე­ბით 30 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კა­ლიგ­რა­ფი მოღ­ვა­წე­ობს უკ­ვე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბით, ზო­გი – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ზო­გიც – უცხო­ეთ­ში. არა­ერ­თი მას­შ­ტა­ბუ­რი გა­მო­ფე­ნა მო­ეწყო ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და უცხო­ეთ­შიც, ამის გარ­და, და­არ­ს­და რამ­დე­ნი­მე სკო­ლა-სტუ­დი­აც და სულ უფ­რო მზარ­დი გახ­და ინ­ტე­რე­სი კა­ლიგ­რა­ფი­ი­სად­მი.

რე­ა­ლუ­რად გაჩ­ნ­და სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ კა­ლიგ­რა­ფე­ბის მუ­შა­ო­ბა იყოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, რაც ხელს შე­უწყობს კა­ლიგ­რა­ფი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას, მო­ვი­ზი­დავთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ეს ემარ­ჯ­ვე­ბა და გა­მუდ­მე­ბით ამა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ. ამის გარ­და, სა­სურ­ვე­ლია, მოხ­დეს კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი ინ­ტეგ­რა­ცია ტუ­რის­ტულ სექ­ტორ­ში. რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ ძვე­ლი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ერი ვართ, ძა­ლი­ან კარ­გია სამ­ზა­რე­უ­ლოს კულ­ტუ­რა, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, მაგ­რამ რა­მაც შვა ეს ყვე­ლა­ფე­რი, სწო­რედ დამ­წერ­ლო­ბაა, ჩვე­ნი კა­ლიგ­რა­ფიაა, რო­მე­ლიც მე­ტად ცნო­ბა­დი უნ­და გავ­ხა­დოთ.

ამ ნა­ბი­ჯის­კენ იმა­ნაც გვი­ბიძ­გა, რომ ჩვე­ნი სა­ნაც­ნო­ბო და სა­კონ­ტაქ­ტო წრე კა­ლიგ­რა­ფი­ის სფე­რო­ში გა­ფარ­თოვ­და. რო­ცა აღ­მო­სავ­ლე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბი – ირა­ნე­ლე­ბი, არა­ბე­ბი იგე­ბდნენ, რომ ამო­დე­ნა კა­ლიგ­რა­ფი­ის კულ­ტუ­რის მქო­ნე ქვე­ყა­ნას არ გვქონდა ასე­თი ასო­ცი­ა­ცია ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ძა­ლი­ან უკ­ვირდათ. დი­დი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი გვაქვს ევ­რო­პე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის­გა­ნაც. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი, იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რომ კა­ლიგ­რა­ფებს სა­კუ­თა­რი ბე­დი თა­ვად უნ­და გვე­მარ­თა და არ უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით კონ­კ­რე­ტუ­ლი, ცალ­კე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რა­ღაც ნა­წი­ლი.

ასე გაჩ­ნ­და კა­ლიგ­რაფ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის შექ­მ­ნის იდეა, უკ­რა­ი­ნა­ში დაწყე­ბულ­მა ომ­მა და იმის სურ­ვილ­მა, რომ ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის სა­ხე­ლით გა­მოგ­ვე­ხა­ტა პრო­ტეს­ტი და ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვე­წია უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თ­ვის, პრო­ცე­სი ერ­თ­გ­ვა­რად და­აჩ­ქა­რა. სულ ახ­ლა­ხან და­ფუძ­ნ­და ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცია და ცხა­დია, პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თეთ, ეს საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნაა – კა­ლიგ­რა­ფე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ძა­ლი­ან მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვია, არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის კა­ლიგ­რა­ფი­ის სტუ­დია შე­იქ­მ­ნე­ბა, გა­მო­ფე­ნე­ბით გა­ვა­ნე­ბივ­რებთ ქარ­თ­ველ და უცხო­ელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ. ეს გა­მო­ფე­ნე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის და დი­დი მას­შ­ტა­ბის იქ­ნე­ბა, ნა­მუ­შევ­რე­ბი – სას­კო­ლო, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გათ­ვ­ლი­ლი. ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და, რაც მთა­ვა­რია, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რ­ცეს­თან.“

კა­ლიგ­რაფ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ახალ­გაზ­რ­და კა­ლიგ­რა­ფი და­ვით მა­ი­სუ­რა­ძე გვიყ­ვე­ბა, რომ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი უკ­რა­ი­ნის ომის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე შექ­მ­ნა: „ომის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე ვი­ფიქ­რე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა ეს ნა­მუ­შე­ვა­რი, რად­გან კა­ლიგ­რა­ფია არის არა მხო­ლოდ სამ­ხი­ლი იმი­სა, რომ ჩვენ გვაქვს დი­დი კულ­ტუ­რა, არა­მედ ერ­თ­გ­ვა­რი იარა­ღია, გა­მო­ხა­ტო შე­ნი სათ­ქ­მე­ლი. ხე­ლოვ­ნე­ბა, ზო­გა­დად, არის იარა­ღი სათ­ქ­მე­ლის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, კა­ლიგ­რა­ფია კი, ერთ-ერ­თი უპირ­ვე­ლე­სია. შე­ვე­ცა­დე, კა­ლა­მი ამე­ღო და ჩე­მი ემო­ცია ასე გა­მო­მე­ხა­ტა. პირ­ვე­ლი, რაც მო­მა­გონ­და და რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მო­ხა­ტავს დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბას, რუს­თა­ვე­ლის ფრა­ზაა: „ბო­როტ­სა სძლია კე­თილ­მან, არ­სე­ბა მი­სი გრძე­ლია“.

დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ სას­ტი­კი ომის ფი­ნა­ლიც ეს იქ­ნე­ბა. ჩემს ნა­მუ­შე­ვარ­ზე ცი­ტა­ტის უკ­რა­ი­ნუ­ლი თარ­გ­მა­ნიც დავ­წე­რე. ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი შრიფ­ტი და ტრა­დი­ცი­უ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი შრიფ­ტი შე­ვარ­ჩიე, ორი­ვე ერ­თი პე­რი­ო­დი­საა – მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში გან­ვი­თარ­და. სხვა­თა შო­რის, ორი­ვეს ერ­თი და იგი­ვე სა­ფუძ­ვე­ლი აქვს. ეს კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს ამ ორი ერის ის­ტო­რი­ულ კავ­ში­რებს.“

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 20-ზე მე­ტი კა­ლიგ­რა­ფი გა­ერ­თი­ან­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი­დან. „შე­მოგ­ვი­ერ­თ­დ­ნენ ჩვე­ნი ემიგ­რან­ტი ქარ­თ­ვე­ლე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, ირ­ლან­დი­ი­დან და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან, ასე­ვე შე­მოგ­ვი­ერ­თ­და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი კა­ლიგ­რა­ფი უკ­რა­ი­ნი­დან – ანა ეგო­რო­ვა, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნა ერთ-ერთი ნა­მუ­შე­ვა­რი „უკრაინის დაბომბილი ქალაქები“, რო­მე­ლიც შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ლა­თი­ნუ­რი და ტრა­დი­ცი­უ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი კი­რი­ლი­ცას შრიფ­ტით და პირ­ველ სიტყ­ვებ­ში იკითხე­ბა: კი­ე­ვი, ხარ­კო­ვი, მა­რი­უ­პო­ლი, ბუ­ჩა…

კი­დევ ერთ ნა­მუ­შე­ვარ­ზე მინ­და შე­ვა­ჩე­რო ყუ­რადღე­ბა – ეს არის ხა­ტია ფოფხა­ძის მი­ერ გერ­მა­ნი­ი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი და რო­გორც თა­ვად უწო­დებს — ნა­წერ-ხა­ტი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად არის ნა­წე­რიც და ნა­ხა­ტიც. მარ­თ­ლაც სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შე­ვა­რია. სხვა­თა შო­რის, კა­ლიგ­რა­ფია იმი­თაც არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მხო­ლოდ ტექსტს არ გვი­ნა­ხავს, არა­მედ ემო­ცი­ა­საც გა­მო­ხა­ტავს, ამი­ტო­მა­ცაა ხე­ლოვ­ნე­ბა. მნახ­ველ­მა და მკითხ­ველ­მა მას­ში ემო­ცია უნ­და ამო­ი­კითხოს, გა­ი­თა­ვი­სოს და შე­იგ­რ­ძ­ნოს. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი, ალ­ბათ, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა, ემო­ცი­ის გად­მო­ცე­მის თვა­ლ­საზ­რი­სით.“ – ამ­ბობს და­ვით მა­ი­სუ­რა­ძე.

ლე­ი­ლა ბაღ­ბაია, კა­ლიგ­რა­ფი, აფხა­ზე­თის სუ­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი: „კა­ლიგ­რა­ფე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომ­მა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თ­ვის – „კა­ლიგ­რა­ფე­ბი უკ­რა­ი­ნის­თ­ვის“ ისე­თი კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი უნ­და შეგ­ვექ­მ­ნა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის სიმ­ბო­ლოც ყო­ფი­ლი­ყო, მიმ­ზიდ­ვე­ლიც და დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ მი­ზანს მი­ვაღ­წი­ეთ. ახ­ლად შექ­მ­ნი­ლი კა­ლიგ­რაფ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი უკ­ვე დი­დი ოჯა­ხი ვართ, მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად. ჩვე­ნი ხელ­წე­რა გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, უფ­რო აქ­ტი­უ­რად ვჩან­დეთ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ას­პა­რეზ­ზე, მე­ტი პო­პუ­ლა­რი­ზება გა­ვუ­წი­ოთ მშობ­ლი­ურ ან­ბანს, კა­ლიგ­რა­ფი­ას და ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხის მი­მართ გა­მოვ­ხა­ტოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. გა­მო­ფე­ნა­ზე მო­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იგ­რ­ძ­ნო­ბო­და გულ­წ­რ­ფე­ლი ემო­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვი­საც გა­დამ­დე­ბი აღ­მოჩ­ნ­და. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბის მხრი­დან არა­ერ­თი შე­ფა­სე­ბა მო­ვის­მი­ნეთ, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, ბა­ტონ გუ­რამ ცერ­ც­ვა­ძის­გან.

მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვინ­დო­მე, რომ ჩე­მი ნა­მუ­შე­ვა­რი პრო­დუქ­ტი­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით. მიდ­გო­მამ გა­ა­მარ­თ­ლა – ჩე­მი ერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ი­ძი­ნა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს ელ­ჩ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში; ერთ-ერ­თი კი – აფხა­ზე­თის მკვიდ­რ­მა. ჩე­მი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლიც შე­ვი­ტა­ნე საქ­მე­ში, რა­საც უკ­რა­ი­ნის ტკი­ვი­ლი ჰქვია. მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს, ფონ­დის „დი­ას­პო­რე­ბის ალი­ან­სი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ პრე­ზი­დენტს, თი­კა სვა­ნი­ძე-ვენ­კოს, აფხა­ზე­თის სუ­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორს, ბე­სიკ სი­ლა­გა­ძეს მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის…

ყო­ველ­თ­ვის ვი­ა­მა­ყებთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ან­ბა­ნი გვაქვს. ჩე­მი ყო­ვე­ლი ხე­ლის მო­ნას­მი აფხა­ზე­თის მო­ნატ­რე­ბას და სიყ­ვა­რულს უკავ­შირ­დე­ბა, ნოს­ტალ­გია გა­და­მაქვს კა­ლიგ­რა­ფი­ა­ზე, თუმ­ცა, ახ­ლა მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი იყო თე­მა, რომ­ლის გარ­შე­მოც გა­ვერ­თი­ან­დით, უკე­თე­სი მო­მავ­ლი­სა და გა­მარ­ჯ­ვე­ბის რწმე­ნით!

   

საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თეს: ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის და ფონ­დის „დი­ას­პო­რე­ბის ალი­ან­სი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, თი­კა სვა­ნი­ძე-ვენ­კომ, უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ხელ­ნა­წერ­თა ექ­ს­პერ­ტ­მა და კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა, ამირ იაშარ აჯამ­მა. გა­მო­ფე­ნა­ზე ვი­დე­ო­მი­მარ­თ­ვა გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნელ­მა კა­ლიგ­რაფ­მა, საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მოს მო­ნა­წი­ლემ, ანა ეგო­რო­ვამ.

გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა მთლი­ა­ნად გა­და­ი­რიცხე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად შექ­მ­ნილ ფონ­დ­ში.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები