29 მარტი, პარასკევი, 2024

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

spot_img

12-13 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ ფორმატში გაიმართა.

გახსნით შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარდგნენ: კსუ-ს რექტორი კახაბერ კორძაია; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი; სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე სესილი გოგიბერიძე; ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აქბარ ყასემი ალი აბადი; საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში ჰამიდ მოსტაფავი.

შეხვედრას მოდერატორობას უწევდა კსუ-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილი.

გახსნითი შეხვედრის შემდეგ მომხსენებლები უკვე სექციებში გადანაწილდნენ. კონფერენციაში, რომელშიც 200 მომხსენებელი მონაწილეობდა, 13 სექცია და ქვესექცია გამოიყო:

12 ივნისი

საერთაშორისო ურთიერთობები;

ჟურნალისტიკა;

სამართლი;

მევენახეობა-მეღვინეობა;

მედიცინა;

მედიცინა/სტომატოლოგია.

13 ივნისი

ბიზნესი/ფინანსები;

ბიზნესი/ტურიზმი;

ბიზნესი/მენეჯმენტი&ეკონომიკა;

ბიზნესი/მაგისტრანტები&დოქტორანტები;

ირანისტიკა (ორი ქვესექცია);

მომავალი სტუდენტები (მოსწავლეების სექცია).

კონფერენციის დასრულების შემდეგ ყველა მომხსენებელს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები