კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტია საქართველოში.

დასაქმებაზე ორიენტირებული სწავლება; გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში; უახლესი სტანდარტების აუდიტორიები; სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; გადახდის მოქნილი სისტემა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება – ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია, რაც მომავალ სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელოდებათ.

აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წელს არჩევანს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერებენ, მრავალფეროვანი და მათ ინტერესებზე მორგებული წამახალისებელი შეთავაზებებით ისარგებლებენ.

საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, პირველკურსელები სწავლის პირველ სემესტრში ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიასა და ლეპტოპს მიიღებენ, მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში კი, ან 100-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია პირველ სემესტრში, ან ლეპტოპი.

თუ აბიტურიენტი 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებს და, ამავე დროს, CIU პირველ ნომრად ექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდება, ასევე მიიღებს ლეპტოპსა და 100-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში.

მეორე სემესტრიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, შესაძლებლობა ექნება, მოიპოვოს 100%-იანი, 50%-იანი ან 20%-იანი სტიპენდია, სწავლის საფასურის ოდენობით.

ფინანსური შეღავათებია ასევე ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებზე, რომლებიც მედლის ხარისხის შესაბამისად, 20%-იან ან 10%-იან დაფინანსებას მიიღებენ.

უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებით ყალიბდებიან კონკურენტუნარიანი კადრები.
იხილეთ საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალი, შესაბამისი კოდით, სწავლის საფასურით, მისაღები ადგილების რაოდენობითა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების მითითებით:

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

• 1150101 / ქართული მევენახეობა-მეღვინეობა – 2500ლ / 90 ადგილი (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია).

სამართლის  ფაკულტეტი

• 1150102 / სამართალი – 2500 ₾ / 130 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია).

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

• 1150104 / საერთაშორისო ურთიერთობები – 2500ლ / 80 ადგილი (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია);
• 1150103 / ჟურნალისტიკა – 2500ლ/ 50 ადგილი (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია).

მედიცინის ფაკულტეტი

• 1150105 / მედიცინა (ერთსაფეხურიანი) – 3500ლ / 120 ადგილი (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
• 1150106 / სტომატოლოგია (ერთსაფეხურიანი) – 2950ლ / 90 ადგილი (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
• 1150107 / ფარმაცია – 2500ლ / 90 ადგილი (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
• 1150108/ მედიცინა (ინგლისურენოვანი, ერთსაფეხურიანი) – 4950ლ / 20 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია).

ბიზნესის ფაკულტეტ

• 1150111 / ფინანსები – 2500ლ / 50 ადგილი (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა);
• 1150110 / მენეჯმენტი – 2500ლ / 60 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია);
• 1150109 / ტურიზმი – 2500ლ / 70 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია);
• 1150112 / ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) – 4500ლ / 5 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); მათემატიკა).

აირჩიე  115!

აქ შენი განვითარების სივრცეა!

 

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ