19 აპრილი, პარასკევი, 2024

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით

spot_img

გი­ორ­გი ტე­რუ­ნაშ­ვი­ლი

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პროგ­რა­მის „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი,
მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მი­მო­ხილ­ვა

დღეს ჩვენ ის­ტო­რი­უ­ლი ცვლი­ლე­ბის მომ­ს­წ­რე­ნი ვართ. იმის ნაც­ვ­ლად, რომ ვი­კითხოთ, თუ ვინ უნ­და იყოს წიგ­ნი­ე­რი, ჩვენ კითხ­ვას ასე ვსვამთ – „რას ნიშ­ნავს, იყო წიგ­ნი­ე­რი?“ ეს ცვლი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცვლი­ლე­ბით. ციფ­რუ­ლი და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა თით­ქ­მის შე­უზღუ­და­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გლო­ბა­ლუ­რი აუდი­ტო­რი­ის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, რა­მაც სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა გა­ნათ­ლე­ბის ხა­სი­ა­თი და ძი­რი­თა­დი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა იმის­თ­ვის, რომ ვი­ყოთ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბი­სა და მი­სი ის­ტო­რი­ულ წყა­როდ გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კითხი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია IX-XI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, რად­გან სწო­რედ ამ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში ჩნდე­ბა წყა­რო­ე­ბის ფარ­თო სპექ­ტ­რით ანა­ლი­ზის უნა­რი, რა­საც ჯერ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ფორ­მი­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ხო­ლო შემ­დეგ – დახ­ვე­წა-გა­ვარ­ჯი­შე­ბა.

ეს პრო­ექ­ტი არის მცდე­ლო­ბა, IX-XI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს აუხ­ს­ნას მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის რა­ო­ბა და შეს­ძი­ნოს, მი­სი მე­თო­დი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს ანა­ლი­ზის უნა­რი; შეძ­ლონ ის­ტო­რი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს სან­დო­ო­ბის სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტა და კონ­ცენ­ტ­რირ­დ­ნენ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ზე ზღვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რ­ცე­ში. ყო­ვე­ლი­ვე ეს გა­მო­იწ­ვევს შე­სა­ბა­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას წყა­რო­ე­ბის მი­მართ, მოს­წავ­ლე­თა მი­ერ ის­ტო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბის კვლე­ვი­სას.

სხვა­დას­ხ­ვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის (მათ შო­რის, დო­კუ­მენ­ტუ­რი და სხვა­დას­ხ­ვა ვებ­გ­ვერ­დის) და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ანა­ლი­ზის ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი აფა­სე­ბენ წყა­როს სან­დო­ო­ბას, სწავ­ლო­ბენ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის სან­დო­ო­ბის ხა­რის­ხის დად­გე­ნას. პრო­ექ­ტი ისე შე­ვად­გი­ნეთ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, მო­ნა­ცემ­თა და­ხა­რის­ხე­ბი­სა და ანა­ლი­ზის გზით, მა­ღა­ლი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლო­ბით მუ­შა­ობ­დ­ნენ, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მათ კვლე­ვი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ეს კი შემ­დეგ სხვა სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­შიც გა­მო­ად­გე­ბათ.

სას­წავ­ლო გეგ­მის სფე­რო­ე­ბი

♦ სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი;

♦ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა;

♦ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი;

♦ მეც­ნი­ე­რე­ბა;

♦ მე­დი­ის შეს­წავ­ლა.

საკ­ლა­სო დო­ნე­ე­ბი

IX-XI კლა­სე­ბი

მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა

სულ 5 მოს­წავ­ლე (IX კლ. – 2 მოს­წავ­ლე; XI კლ. – 3 მოს­წავ­ლე)

შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი

(სას­წავ­ლო გეგ­მის კონ­ტექ­ს­ტი)

♦ მე­დი­ის ტი­პე­ბი

♦ მე­დი­ის წარ­მო­ე­ბის ტექ­ნი­კა

♦ ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბა

♦ წყა­რო­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შეს­წავ­ლა

♦ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი

♦ თვით­რეფ­ლექ­სია

მზა­დე­ბა და წი­ნა­პი­რო­ბე­ბი

პრო­ექ­ტი ეყ­რ­დ­ნო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის უკ­ვე ცნო­ბი­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­დან. გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად ეთ­მო­ბა ვარ­ჯიშს, ზო­გა­დად, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ანა­ლი­ზის ტექ­ნი­კის შე­სას­წავ­ლად, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რე­ბა მათ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის ასე­თი­ვე ტექ­ნი­კით და­სა­მუ­შა­ვებ­ლად. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მათ შო­რის სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გაზ­რ­დის მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რესს და პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რისხს.

სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი

♦ შეძ­ლე­ბენ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის/წი­ნას­წა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის დად­გე­ნას;

♦ შე­ის­წავ­ლი­ან, რომ მე­დი­ის მი­ერ რა­ი­მეს წარ­მო­სახ­ვა ყო­ველ­თ­ვის არ არის ზუს­ტი და სრულ­ყო­ფი­ლი;

♦ შეძ­ლე­ბენ მე­დი­ა­შეტყო­ბი­ნე­ბე­ბის გან­ხილ­ვას, წყვილ­ში დის­კუ­სი­ა­სა და ანა­ლიზს იმის და­სად­გე­ნად, რომ ხალხს შე­უძ­ლია ერ­თი და იმა­ვე მე­დი­ა­შეტყო­ბი­ნე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია;

♦ გა­ეც­ნო­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა სა­ხი­სა და კა­ტე­გო­რი­ის მე­დი­ა­სა და კრი­ტე­რი­უ­მებს, რომ­ლე­ბიც გან­საზღ­ვ­რავს მე­დი­ას;

♦ გა­ეც­ნო­ბი­ან, რომ მე­დია მო­ი­ცავს ფორ­მებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სკო­ლა­ში სწავ­ლის­თ­ვის, ასე­ვე, ფორ­მებს, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გა­სარ­თო­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის;

♦ ის­წავ­ლი­ან პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რე­უ­ლი წყა­რო­ე­ბის და­ხა­რის­ხე­ბას და მა­თი სან­დო­ო­ბის ხა­რის­ხის ანა­ლიზს;

♦ გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის გავ­ლე­ნებს მე­დი­ა­ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და და­ფიქ­რ­დე­ბი­ან ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის, რო­გორც ის­ტო­რი­ულ წყა­როდ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე.

სა­ჭი­რო დრო

2 სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თის შე­სა­ბა­მი­სი

ლექ­სი­კა

♦ პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რე­უ­ლი წყა­რო, მო­ნა­ცე­მე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია, ბეჭ­დუ­რი მე­დია, მე­დი­აგ­ზავ­ნი­ლი, წყა­როს სან­დო­ო­ბა, მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ურ­თი­ერ­თ­გავ­ლე­ნა

რე­სურ­სე­ბი

♦ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მე­დი­ი­დან ამოკ­რე­ფი­ლი მა­სა­ლე­ბი, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო;

♦ კომ­პი­უ­ტე­რი და ინ­ტერ­ნე­ტი, პრო­ექ­ტო­რი;

♦ ფურ­ც­ლე­ბი, კალ­მე­ბი;

♦ ლინ­კე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი თა­მა­შე­ბი­სათ­ვის.

ეტა­პობ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი

  1. ვთხოვ მოს­წავ­ლე­ებს, შე­ად­გი­ნონ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მე­დი­ის სია, რო­მელ­საც ისი­ნი იყე­ნე­ბენ, ვაგ­რ­ძე­ლებ გა­მო­კითხ­ვას, რა­თა უფ­რო მე­ტი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნონ. და­სა­ხე­ლე­ბულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს ჩა­მოვ­წერ და­ფა­ზე ან ფურ­ცელ­ზე და გან­ვ­საზღ­ვ­რავთ, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან, რო­მე­ლი შე­ე­სა­ბა­მე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას და რო­მე­ლი – არა (მი­ზა­ნი: წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, დრო – 5წთ).
  2. ვთხოვ მოს­წავ­ლე­ებს, იფიქ­რონ, რა ტი­პის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს პირ­ვე­ლად; რო­მე­ლი ტი­პის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლეს, რო­მელ­საც, მა­თი აზ­რით, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყე­ნებს (კლას­ში და ზო­გა­დად); და­ა­სა­ხე­ლეს თუ არა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში წიგ­ნე­ბი, რო­გორც მე­დია და თუ არა, რა­ტომ; რა ტი­პის მე­დი­ას იყე­ნე­ბენ სკო­ლა­ში ან სკო­ლის და­ვა­ლე­ბე­ბის­თ­ვის და რა ტი­პის მე­დი­ას იყე­ნე­ბენ სახ­ლ­ში ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად (და რა ტი­პის მე­დია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ორი­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, დრო – 5წთ, მი­ზა­ნი: მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ფიქ­რ­დ­ნენ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე).
  3. ვუხ­ს­ნი: სა­ინ­ფორ­მა­ციო გზავ­ნი­ლი შე­ი­ცავს და­ფა­რულ ში­ნა­არსს და აუცი­ლე­ბე­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა. სხვა მა­გა­ლი­თებ­თან ერ­თად, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თ­ვის წარ­ვუდ­გენ ცნე­ბის რუ­კას, რო­მელ­შიც ინ­ფორ­მა­ცი­ის ში­ნარ­სი ასე­თი მე­თო­დით დე­კო­დი­რე­ბის შემ­დეგ იძენს არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვან მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას (დრო – 5წთ, მი­ზა­ნი:

♦ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ზე­ზე­ბის ახ­ნა;

♦ მე­დი­აგ­ზავ­ნი­ლის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ანა­ლი­ზის აუცი­ლებ­ლო­ბის და­სა­ბუ­თე­ბა სი­მარ­თ­ლის და­სად­გე­ნად).

ვაგ­რ­ძე­ლებ: გარ­და და­ფა­რუ­ლი მე­სი­ჯი­სა, ინ­ფორ­მა­ცია ფაქ­ტე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა. ფაქ­ტი ზუს­ტად და მშრა­ლად აღ­წერს სი­ნამ­დ­ვი­ლეს, მო­საზ­რე­ბა კი ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბაა.

მა­გა­ლი­თად: სა­ქარ­თ­ვე­ლო კავ­კა­სი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. ეს ფაქ­ტია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად შე­ვა­ფა­სოთ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს კარ­გი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცუ­დი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს; სა­ქარ­თ­ვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, რად­გან თვი­თონ კავ­კა­სიაა პა­ტა­რა; სა­ქარ­თ­ვე­ლო არ არის პა­ტა­რა, რად­გან მას­ზე უფ­რო პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ; სა­ქარ­თ­ვე­ლო ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა, რად­გან კავ­კა­სი­ა­ში ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბაა და ა.შ.

რო­გორც ვხე­დავთ, ფაქ­ტი ერ­თია, მო­საზ­რე­ბა კი მრა­ვა­ლი.

ფაქ­ტი შეგ­ვიძ­ლია, შე­ვა­მოწ­მოთ ან და­ვა­დას­ტუ­როთ ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბის გზით (მოწ­მე­ე­ბის გა­მო­კითხ­ვა ან სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი). სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ ად­ვი­ლად შე­ვა­მოწ­მებთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მდე­ბა­რე­ო­ბას რუ­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, მო­საზ­რე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ან მცდა­რო­ბის ობი­ექ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბით და კრი­ტი­კუ­ლი შე­კითხ­ვე­ბის დას­მით.

მო­საზ­რე­ბე­ბი სუ­ბი­ექ­ტუ­რია, რად­გან ისი­ნი ადა­მი­ან­თა გრძნო­ბებს, შე­ხე­დუ­ლე­ბებს, კონ­კ­რე­ტულ მიზ­ნებს ეფუძ­ნე­ბა.

  1. ვაც­ნობ იმ ძი­რი­თად შე­კითხ­ვებს, რაც უნ­და დავ­ს­ვათ მე­დი­ა­ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში სი­მარ­თ­ლის გა­სა­გე­ბად (მი­ზა­ნი: მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­თი ანა­ლი­ზის მე­თო­დი­კის გაც­ნო­ბა); (შე­კითხ­ვებს, გარ­და სლა­ი­დის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­სა, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს და­ვუ­რი­გებ სა­თი­თა­ოდ თა­ბა­ხის ფურ­ც­ლებ­ზე ამო­ბეჭ­დილს, დრო – 5წთ):

♦ ვინ შექ­მ­ნა ეს გზავ­ნი­ლი?

♦ რა­ტომ ან რის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა?

♦ ვინ არის მი­სი სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რია?

♦ რა ვი­ცით ამის შე­სა­ხებ?

♦ ვინ და­ა­ფი­ნან­სა გზავ­ნი­ლი?

♦ ვის შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს ზი­ა­ნი ან ვინ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს სარ­გე­ბე­ლი ამ გზავ­ნი­ლით?

♦ რი­თია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეს გზავ­ნი­ლი ჩემ­თ­ვის?

♦ რა­ზეა გზავ­ნი­ლი და რა გვაძ­ლევს ასე ფიქ­რის სა­ფუძ­ველს?

♦ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, იდე­ებს, წარ­მოდ­გე­ნებს გად­მოს­ცემს ან გუ­ლის­ხ­მობს?

♦ არის თუ არა გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი შეტყო­ბი­ნე­ბა­ში რა­ი­მე ისე­თი, რი­სი ცოდ­ნაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია?

♦ რა ტექ­ნი­კაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­დი­აგ­ზავ­ნილ­ში?

♦ რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნეს სწო­რედ ის?

♦ რო­გორ გად­მოს­ცემს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა შეტყო­ბი­ნე­ბას?

♦ დარ­წ­მუ­ნე­ბის მე­თოდ­თან გვაქვს საქ­მე თუ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის რო­მე­ლი­მე სხვა ხერ­ხ­თან?

♦ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოს სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ან­მა ეს შეტყო­ბი­ნე­ბა?

♦ რო­გო­რია მი­სი ჩე­მე­უ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია?

♦ რა მას­წავ­ლა ჩემ­მა რე­აქ­ცი­ამ ან ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ამ?

♦ რო­დის შე­იქ­მ­ნა ეს შეტყო­ბი­ნე­ბა?

♦ სად და რო­გორ მოხ­და მი­სი გავ­რ­ცე­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში?

♦ რა არის ეს? ფაქ­ტი, მო­საზ­რე­ბა თუ სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა?

♦ რამ­დე­ნად სან­დოა და რა მიგ­ვა­ნიშ­ნებს მის სან­დო­ო­ბა­ზე?

♦ რა არის ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო? რო­გო­რია მი­სი იდეა?

♦ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბა და რამ­დე­ნად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია მსჯე­ლო­ბა?

♦ პირ­ვე­ლა­დია ეს წყა­რო თუ მე­ო­რე­უ­ლი? რო­მე­ლი მათ­გა­ნი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ციაა უფ­რო სან­დო? რა­ტომ?

♦ ყო­ველ­თ­ვის სი­მარ­თ­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა პირ­ვე­ლა­დი წყა­როს მო­ნა­ცე­მე­ბი? თუ არა, რა­ტომ?

♦ ტექ­ს­ტი ორი­გი­ნა­ლურ ენა­ზეა თუ თარ­გ­მა­ნია?

♦ გა­სა­გე­ბია თუ არა წყა­რო­ში ყვე­ლა ცნე­ბა და გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი? თუ არ არის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ არ­სე­ბობ­დეს ტექ­ს­ტის სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია?

♦ ტექ­ს­ტი სრუ­ლია თუ შე­მოკ­ლე­ბუ­ლი?

  1. გან­წყო­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად ვა­ტა­რებ წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ აქ­ტი­ვო­ბას (მი­ზა­ნი: გან­წყო­ბის შექ­მ­ნა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის და­ნახ­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, დრო – 3წთ):

♦ და­ას­რუ­ლეთ ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი. წარ­მოთ­ქ­ვით პირ­ვე­ლი­ვე, რაც აზ­რად მო­გი­ვათ (მოს­წავ­ლე­თა პა­სუ­ხებს ვა­ფიქ­სი­რებ და­ფა­ზე):

მოს­წავ­ლე არის…

მას­წავ­ლე­ბე­ლი არის…

მშო­ბე­ლი…

უფ­რო­სი თა­ო­ბა…

ახალ­გაზ­რ­დო­ბა…

კომ­პი­უ­ტე­რი…

ჩე­მი სამ­შობ­ლო…

კა­ნო­ნი არის…

♦ თქვენ მი­ერ შედ­გე­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან რო­მე­ლია ფაქ­ტი და რო­მე­ლი – მო­საზ­რე­ბა?

♦ ხომ არ არის თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი?

♦ შე­ე­ცა­დეთ, გარ­დაქ­მ­ნათ მო­საზ­რე­ბე­ბის შემ­ც­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ფაქ­ტე­ბის შემ­ც­ველ წი­ნა­და­დე­ბე­ბად.

  1. ვხსნი: რო­ცა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მო­საზ­რე­ბა ერ­თ­მა­ნეთს ემ­თხ­ვე­ვა, ხში­რად, მას შეც­დო­მით ფაქ­ტად მი­ვიჩ­ნევთ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ის სტე­რე­ო­ტი­პი შე­იძ­ლე­ბა იყოს და ხე­ლი შეგ­ვი­შა­ლოს სი­ნამ­დ­ვი­ლის სწო­რად აღ­ქ­მა­ში. სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ფაქ­ტებ­სა და მსჯე­ლო­ბას არ ეყ­რ­დ­ნო­ბა და სხვა­თა მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გვი­ყა­ლიბ­დე­ბა. ხან­და­ხან სტე­რე­ო­ტი­პე­ბი წარ­მო­შობს სი­ძულ­ვილს მათ მი­მართ, ვინც ჩვენს აზრს არ ეთან­ხ­მე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თად ვუ­ფიქ­რ­დე­ბით სტე­რე­ო­ტი­პე­ბის წარ­მოქ­მ­ნის მი­ზე­ზებს და მათ გა­მო არას­წო­რი, მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და ცალ­მ­ხ­რი­ვი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა გვი­ყა­ლიბ­დე­ბა. სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ზოგ­ჯერ მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც ხელს უწყობს (მი­ზა­ნი: სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზის გამ­დიდ­რე­ბა, დრო – 2წთ).

იმი­სათ­ვის, რომ შევ­ძ­ლოთ სა­ინ­ფორ­მა­ციო გზავ­ნი­ლის სწო­რი ანა­ლი­ზი:

♦ უნ­და შეგ­ვეძ­ლოს ფაქ­ტე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან გარ­ჩე­ვა;

♦ უნ­და შეგ­ვეძ­ლოს სხვა­დას­ხ­ვა მო­საზ­რე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის ანა­ლი­ზი;

♦ დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბი­სას, არა­სო­დეს და­ვეყ­რ­დ­ნოთ ინ­ფორ­მა­ცი­ის მხო­ლოდ ერთ წყა­როს.

♦ ყო­ვე­ლი­ვე ამა­ში გვეხ­მა­რე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა.

  1. ვაძ­ლევ სა­მუ­შა­ოს თა­ბა­ხის ფურ­ც­ლებ­ზე წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულს და, ამა­ვე დროს, ვუშ­ვებ ეკ­რან­ზე პრო­ექ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით (მი­ზა­ნი: წყა­რო­ში ფაქ­ტი­სა და მო­საზ­რე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ვ­ნის უნა­რის ფორ­მი­რე­ბა პრაქ­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბით, დრო – 10წთ):

♦ წა­ი­კითხეთ სტა­ტია. არის თუ არა იგი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი? რა სტე­რე­ო­ტიპს ხე­დავთ სტა­ტი­ა­ში? და­ა­სა­ბუ­თეთ. მო­ძებ­ნეთ ტექ­ს­ტ­ში ფაქ­ტე­ბი და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ე­ბი.

ბო­შე­ბი ცუ­ლე­ბით და­ეს­ხ­ნენ თავს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ძა­ლებს

„სამ­შა­ბათ სა­ღა­მოს, ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში, ტყე­ში მოხ­და მა­სობ­რი­ვი ჩხუ­ბი, რო­მე­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ას ჰგავ­და.

სა­ღა­მოს ცხრის ნა­ხე­ვარ­ზე 50-დან 60-მდე ცუ­ლე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბო­შა თავს და­ეს­ხა მეტყე­ვე­ებ­სა და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ას მას შემ­დეგ, რაც შე­იტყ­ვეს, რომ მა­თი მე­გობ­რე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს ტყის უკა­ნო­ნოდ ჭრი­სა და ქურ­დო­ბი­სათ­ვის.

რო­დე­საც ად­გილ­ზე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ძა­ლე­ბი გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, მათ ჰა­ერ­ში გას­რო­ლით სცა­დეს ბო­შე­ბის შე­ჩე­რე­ბა. მაგ­რამ ბო­შებ­მა უკან არ და­ი­ხი­ეს, პი­რი­ქით, პო­ლი­ცი­ის ოფიც­რე­ბის თვალ­წინ და­იწყეს მა­თი მან­ქა­ნე­ბის სა­ბუ­რა­ვე­ბის ჩე­ხა.

ამ­ჟა­მად ქა­ლა­ქის სატყეო მე­ურ­ნე­ო­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი პა­ნი­კა­ში არი­ან, ოც­და­ექ­ვ­სი­ვემ და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა სა­მუ­შა­ო­დან წას­ვ­ლის შე­სა­ხებ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ბო­შე­ბის შუ­რის­ძი­ე­ბის ეში­ნი­ათ.“

„24 სა­ა­თი“, სო­ფია, ბულ­გა­რე­თი

2012 წლის 29 აგ­ვის­ტო

 

აქ­ვე მომ­ყავს ნაწყ­ვე­ტე­ბი სტა­ტი­ის რე­ცენ­ზი­ი­დან. მოს­წავ­ლე­ებს ვთხოვ, წა­ი­კითხონ ისი­ნი და უპა­სუ­ხონ შე­კითხ­ვებს:

  1. მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტის რო­მელ აბ­ზა­ცებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ნაწყ­ვე­ტი?
  2. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე გამ­ს­ვ­ლე­ლი შე­კითხ­ვე­ბი­დან რო­მელ შე­კითხ­ვებს და­უს­ვამ­დით სტა­ტი­ის ამ მო­ნაკ­ვე­თებს სი­მარ­თ­ლის და­სად­გე­ნად?
  3. რო­გორ გა­ვარ­კ­ვევთ ფო­ტო­სუ­რა­თის ავ­თენ­ტუ­რო­ბას?

სა­თა­უ­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად ქმნის ბრძო­ლის სუ­რათს: ბო­შე­ბი დარ­ბი­ან ცუ­ლე­ბით. ყვე­ლას ჰქონ­და ცუ­ლი? სტა­ტია გუ­ლის­ხ­მობს, რომ კი, ასე იყო. თუ ასე იყო, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გვე­ფიქ­რა, რომ რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი უნ­და მომ­კ­ვ­და­რი­ყო ან მძი­მედ მა­ინც დაჭ­რი­ლი­ყო. რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტი არ ახ­სე­ნებს ასეთ თუნ­დაც ერთ ფაქტს, შე­საძ­ლოა, ინ­ცი­დენ­ტი არც ისე სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ში­ში იყო, რო­გორც აღ­წე­რეს.

ნამ­დ­ვი­ლად მო­ის­მი­ნა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ოც­და­ექ­ვ­სი­ვე თა­ნამ­შ­რომ­ლის­გან, ან ნა­ხა მა­თი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მა­თი სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვ­ლის მი­ზე­ზი ბო­შე­ბის მხრივ შუ­რის­ძი­ე­ბის ში­შია, თუ ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია?

სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ ბო­შე­ბი თა­ვად პო­ლი­ცი­ას კი არა, მათ მან­ქა­ნებს და­ეს­ხ­ნენ თავს. რო­გორ დამ­თავ­რ­და ინ­ცი­დენ­ტი?

ბო­შე­ბის მხრი­დან ასე­თი ქცე­ვის მო­ტი­ვიც გა­უ­გე­ბა­რია. კონ­კ­რე­ტუ­ლად ვინ იყო და­ჭე­რი­ლი? რო­მე­ლი კა­ნო­ნი და­არ­ღ­ვი­ეს? სად და­ა­კა­ვეს? ან და­ა­კა­ვეს კი?

რე­ვო­ლუ­ცი­ის მსგავ­სი მოვ­ლე­ნის აღ­წე­რა თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან გა­მომ­წ­ვე­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ინ­ცი­დენ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი და არა ასო­ბით და ათა­სო­ბით ბო­შა. ფრა­ზა ისეა აწყო­ბი­ლი, რომ ში­ში გა­მო­იწ­ვი­ოს.

რა­ტომ არ სცა­და ჟურ­ნა­ლის­ტ­მა კო­მენ­ტა­რის მი­ღე­ბა რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შ­რო­მლის­გან ან რო­მე­ლი­მე ბო­ში­სა­გან?

  1. ვა­ტა­რებ პირ­ველ შე­მა­ჯა­მე­ბელ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ვარ­ჯი­შოს: დოქ­ტორ ფე­ი­კი (მი­ზა­ნი: შე­ძე­ნი­ლი უნა­რე­ბის თვით­შე­მოწ­მე­ბა, დრო – 10წთ):

http://millab.ge/ka/game/doqtor-feiki/37?fbclid=­IwAR2­sva9GlvQkhO_mRVzf0BMpXWBLBrqTRG62O8g1DXBTpp9T9gdYFK_kDWM

ამით ვამ­თავ­რებ პრო­ექ­ტის პირ­ველ ნა­წილს და სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევ მოს­წავ­ლე­ებს, მო­მა­ვალ კვი­რამ­დე, გა­ი­აზ­რონ ამ პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ახ­ლად აგე­ბუ­ლი ცოდ­ნა.

მო­მა­ვალ კვი­რას პრო­ექტს ვაგ­რ­ძე­ლებთ შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბით:

  1. მე­დი­ა­ინ­ფორ­მა­ცი­ის ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­სა­აზ­რებ­ლად ვხსნი, რომ არ­სე­ბობს პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი. ვე­სა­უბ­რე­ბი მათ რა­ო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, მი­ვუ­თი­თებ, რომ წყა­რო­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის სან­დო­ო­ბი­სა და სი­ზუს­ტის შე­სა­მოწ­მებ­ლად, ჩვენ გვმარ­თებს ამ ცნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის უფ­რო ფარ­თო ცოდ­ნა, ანუ ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტის ცოდ­ნა, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ნაკ­ლე­ბად სან­დოა პუბ­ლი­კა­ზე გათ­ვ­ლი­ლი ინ­ფორ­მა­ცია (მი­ზა­ნი: სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზის გამ­დიდ­რე­ბა, დრო – 5წთ);
  2. ტექ­ს­ტურ წყა­რო­ზე მუ­შა­ო­ბა (ვი­ნა­ი­დან კლა­სე­ბი მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია, ვა­მუ­შა­ვებ წყვილ­ში. მი­ზა­ნი: წყა­რო­ში ავ­ტო­რის ნამ­დ­ვი­ლი მიზ­ნე­ბი­სა და ფა­რუ­ლი მე­სი­ჯე­ბის ამოც­ნო­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, დრო – 5წთ);
წყა­რო რუ­სი მო­ხე­ლე არ­ნოლდ ზი­სერ­მა­ნი აღ­წერს კა­ხე­ლი თა­ვა­დის ოჯა­ხურ გა­რე­მოს

1840-იან წლებ­ში, სო­ფელ მა­ტან­ში, კა­ხე­ლი თა­ვა­დი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი გა­ლა­ვან­შე­მოვ­ლე­ბულ სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და. შიგ­ნით­ვე ჰქონ­და ეკ­ლე­სია. კა­ცებს და ქა­ლებს ცალ-ცალ­კე ოთა­ხე­ბი ეჭი­რათ. ქა­ლე­ბი კა­ცე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გა­მო­დი­ოდ­ნენ. შიგ­ნით ოთა­ხებ­ში, კედ­ლე­ბის გას­წ­ვ­რივ, იდ­გა სპარ­სუ­ლი ნო­ხე­ბით და­ფა­რუ­ლი ტახ­ტე­ბი. კედ­ლებ­ზე ბლო­მად იარა­ღი ეკი­და, კუთხე­ებ­ში გან­ჯი­ნე­ბი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი ნა­ირ­ნა­ი­რი სას­მი­სე­ბით. სახ­ლ­ში ტრი­ა­ლებ­დ­ნენ ცუ­დად ჩაც­მუ­ლი უმაქ­ნი­სი მსა­ხუ­რე­ბი. მას­თან მი­სულ სტუ­მარს თა­ვა­დი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად იღებ­და: ზო­გი გა­ლა­ვანს იქით უნ­და ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი­ყო, ჩო­ხის კალ­თე­ბი გა­ეს­წო­რე­ბი­ნა და წი­ნას­წა­რი მოხ­სე­ნე­ბის შემ­დეგ შე­სუ­ლი­ყო თა­ვად­თან; ზო­გი სტუ­მა­რი ცი­ხის კა­რებ­თან­ვე დაქ­ვე­ით­დე­ბო­და და ჩო­ლო­ყაშ­ვილ­თან წი­ნას­წა­რი გაფ­რ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე შე­დი­ო­და; ზოგს კი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თვი­თონ გა­ე­გე­ბე­ბო­და ეზო­ში და თა­ვად შე­უძღ­ვე­ბო­და სახ­ლ­ში.

♦ მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რი მხო­ლოდ ფაქ­ტებს აღ­წერს თუ დას­კ­ვ­ნე­ბიც გა­მო­აქვს? პა­სუ­ხი და­ა­სა­ბუ­თე.

♦ რო­მელ კულ­ტუ­რულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე მი­უ­თი­თებს სახ­ლის მორ­თ­ვა, ქა­ლე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბა?

♦ შე­ა­ფა­სე სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბის წე­სი – თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რო­მე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მარ­თ­ლებ­რივ უფ­ლე­ბებ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს იგი?

♦ გა­იხ­სე­ნე XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ციე წყა­როს ავ­ტო­რის ეროვ­ნე­ბა­სა და სამ­სა­ხურს. რო­გორ ფიქ­რობ, აქვს თუ არა ამ მო­ნა­ცე­მებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა წყა­როს სან­დო­ო­ბის და­სად­გე­ნად და გზავ­ნი­ლი სიგ­ნა­ლის ამო­საც­ნო­ბად? თუ აქვს, რო­გორ?

♦ კი­დევ რა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია დაგ­ჭირ­დე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის და­სად­გე­ნად? რა­ტომ არ მოჰ­ყავს რუს მო­ხე­ლეს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია?

  1. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ის­ტო­რი­უ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია (მი­ზა­ნი: სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სან­დო­ო­ბის ხა­რის­ხის გარ­კ­ვე­ვა ის­ტო­რი­ულ წყა­როდ გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, დრო – 5წთ):

თქვენ წი­ნა­შეა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, facebook-ში მო­ძი­ე­ბუ­ლი სა­ხუ­მა­რო ვი­ზა (გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზის გა­მო, მას­ზე წავ­შა­ლეთ სა­ხე­ლი, გვა­რი და ფო­ტო).

ჯერ ვუჩ­ვე­ნებ ჩემ მი­ერ და­მუ­შა­ვე­ბელ სუ­რათს, სა­დაც ძი­რი­თა­დი ინ­ფორ­მა­ცია წავ­შა­ლე:

ვის­ზე „გა­ი­ცა“ ეს ვი­ზა?

ყალ­ბია თუ არა ეს ვი­ზა? რა­ტომ ფიქ­რობ ასე?

რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია და­ვეყ­რ­დ­ნოთ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას, რო­გორც ის­ტო­რი­ულ წყა­როს? და­ა­სა­ბუ­თეთ.

პა­სუ­ხე­ბის შემ­დეგ ვუჩ­ვე­ნებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან აღე­ბულ „ნამ­დ­ვილ“ სუ­რათს:

 

 

 

 

  1. ვმარ­თავთ დის­კუ­სი­ას პირ­ვე­ლად და მე­ო­რე­ულ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ზე და ვმსჯე­ლობთ, რო­მე­ლი მათ­გა­ნი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ციაა უფ­რო სან­დო? რა­ტომ? ყო­ველ­თ­ვის სი­მარ­თ­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა პირ­ვე­ლა­დი წყა­როს მო­ნა­ცე­მე­ბი? თუ არა, რა­ტომ? (მი­ზა­ნი: პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რე­უ­ლი წყა­რო­ე­ბის და­ხა­რის­ხე­ბი­სა და მათ სან­დო­ო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბის უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, დრო – 5წთ);
  2. ამას მოს­დევს შე­სა­ბა­მის ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა (მი­ზა­ნი: პე­რი­ო­დულ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ზე­გავ­ლე­ნის ანა­ლი­ზი და მი­სი, რო­გორც ის­ტო­რი­ულ წყა­როდ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის და­ნახ­ვა, დრო – 10წთ):
წყა­რო ფრან­გუ­ლი გა­ზე­თე­ბი ნა­პო­ლე­ო­ნის შე­სა­ხებ

ფრან­გუ­ლი გა­ზე­თე­ბი, 1815 წელს, ნა­პო­ლე­ო­ნის კუნ­ძულ ელ­ბა­დან გაქ­ცე­ვის მო­მენ­ტი­დან მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ვეყ­ნებ­დ­ნენ სტა­ტი­ებს შემ­დე­გი სა­თა­უ­რე­ბით:

„9 მარ­ტი. დრა­კო­ნი თა­ვი­სი ბუ­ნა­გი­დან გა­მოძ­ვ­რა. 10 მარ­ტი. კორ­სი­კე­ლი კა­ცი­ჭა­მია გად­მო­ვი­და ჟუ­ა­ნის ყუ­რე­ში. 11 მარ­ტი. ვეფხ­ვი კან­ში ჩა­ვი­და. 12 მარ­ტი. ურ­ჩხულ­მა გრე­ნობ­ლ­ში გა­ა­თია ღა­მე. 13 მარ­ტი. ტი­რან­მა ლი­ო­ნი გა­ი­ა­რა. 14 მარ­ტი. უზურ­პა­ტო­რი დი­ჟო­ნი­სა­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. 18 მარ­ტი. ბო­ნა­პარ­ტი დე­და­ქა­ლა­ქი­დან ექ­ვ­სი ლი­ეს და­შო­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბა. მან შეძ­ლო, დას­ხ­ლ­ტო­მო­და მდევ­რებს. 19 მარ­ტი. ბო­ნა­პარ­ტი სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით უახ­ლოვ­დე­ბა, მაგ­რამ ვე­რა­სო­დეს ვერ შე­მო­აღ­წევს პა­რიზ­ში. 20 მარ­ტი. ხვალ ნა­პო­ლე­ო­ნი ჩვენს ქა­ლაქ­ში იქ­ნე­ბა. 21 მარ­ტი. იმ­პე­რა­ტო­რი ფონ­ტე­ნებ­ლო­ში გა­ჩერ­და. 22 მარ­ტი. მი­სი სა­იმ­პე­რა­ტო­რო და სა­მე­ფო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა წუ­ხელ ტი­უ­ილ­რი­ში მი­ვი­და, სა­დაც მი­სი ერ­თ­გუ­ლი ქვე­შევ­რ­დო­მე­ბი სი­ხა­რუ­ლის შე­ძა­ხი­ლე­ბი­თა და აღ­ტა­ცე­ბით შეხ­ვ­დ­ნენ.“

ი.ვ. გრი­გო­რი­ე­ვა, პე­რი­ო­დუ­ლი პრე­სა

♦ თქვე­ნი აზ­რით, ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ზე­თი ახ­დენ­და გავ­ლე­ნას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა აზ­რ­თა ასე­თი სწრა­ფი ცვა­ლე­ბა­დო­ბა?

♦ იმ­ს­ჯე­ლეთ, რა ზღუ­დავს გა­ზე­თის, აგ­რეთ­ვე – ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს, ფა­სე­უ­ლო­ბას?

წყა­რო  XIV სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი „ჟამ­თა­აღ­მ­წე­რე­ლი“ ლა­შა-გი­ორ­გის შე­სა­ხებ

„გა­ნი­სუ­ნებ­და ნა­დი­მო­ბი­თა და მსურ­თა თა­ნა მიდ­რ­კა სი­ბო­რო­ტემ­დი… ხო­ლო სმა­მან მღა­რა­სა და სი­ღო­და­სა და ნაყ­რო­ვა­ნე­ბა­მან სი­ბილ­წეს უმე­ტეს გარ­და­რია, გა­ნი­შო­რა ვა­ზირ­ნი სა­ნატ­რე­ლი­სა დე­დოფ­ლი­სა და მე­ფი­სა წე­სი­თა მსწავ­ლელ­ნი, შე­ი­ყა­რა თა­ნა­მო­სა­კე­ნი მსმუ­რო­ბი­თი და დე­და­თა უწე­სო­თა თა­ნა­ად­რე­ვად ესო­დენ უსა­ხუ­რო­ბად მი­ი­წია.“

წყა­რო ლა­შა-გი­ორ­გის დრო­ინ­დე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე

„შემ­დ­გო­მად გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა თა­მარ მე­ფეთ-მე­ფი­სა, წა­რი­წი­რა სა­სო­ე­ბა ყო­ველ­მან ამან სა­მე­ფო­მან, გარ­ნა ღმერ­თ­მან, გჳანმან მრის­ხა­ნე­ბი­სათჳს. და მოს­წ­რა­ფე­მან მოწყა­ლე­ბი­სათჳს, მოს­ცა მშო­ბე­ლი­სა-ვე მსგავ­სი მის­გან-ვე შო­ბი­სა ლა­შა…

თორ­მე­ტი­სა წლი­სა იყო, ოდეს მე­ფედ დაჯ­და ნერ­გი კე­თილ-მო­ზარ­დი და ყუ­ა­ვი­ლი ყო­ველ­თა ფერ­თა­გან შემ­კო­ბი­ლი, ლო­მი ძა­ლი­თა და უმან­კო გო­ნე­ბი­თა, მო­ყუ­ა­რუ­ლი ყო­ველ­თა კაც­თა, დიდ­თა და მცი­რე­თა, მთა­ვარ­თა მა­თი­თა პა­ტი­ვი­თა, მო­ნა­ზონ­თა და მღდელ­თა მა­თი­თა პა­ტი­ვი­თა, მშჳდი და გა­ნუ­რის­ხე­ბე­ლი ბუ­ნე­ბი­თა, შჳდთა სა­მე­ფო­თა მე­ფე მო­ნი­სა-ცა ერ­თი­სა მათ­რაჴისა არა მკრვე­ლი, მშჳლდოსანი და ცხე­ნო­სა­ნი გუ­ლო­ვა­ნი და შემ­მარ­თე­ბე­ლი, რო­მელ მი­სი­თა მკლა­ვი­თა ომ­ნი დას­ხ­ნა და გარ­დაიჴადნა სიმ­ც­რო­სა-ვე ში­ნა სწორ­ნი და­ვით პა­პის-პა­პი­სა მი­სი­სა­ნი. ბედ­ნი­ე­რი ლაშ­ქ­რო­ბი­თა, ბედ­ნი­ე­რი ქუ­ე­ყა­ნი­სა ნა­ყოფ­თა მოს­ლ­ვი­სათჳს, და­ჭი­რე­ბულ­თა გან­მ­კითხ­ვე­ლი, ბჭე და მო­სა­მარ­თ­ლე, დამ­ხედ­ვა­რი მე­ტად ჟა­მი­სა და ასა­კი­სა მი­სი­სა.“

♦ ამ წყა­რო­ე­ბი­დან რო­მე­ლია პირ­ვე­ლა­დი და რო­მე­ლი მე­ო­რე­უ­ლი? რო­მე­ლი მათ­გა­ნი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ციაა უფ­რო სან­დო? რა­ტომ?

♦ ყო­ველ­თ­ვის სი­მარ­თ­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა პირ­ვე­ლა­დი წყა­როს მო­ნა­ცე­მე­ბი? თუ არა, რა­ტომ?

  1. ვმუ­შა­ობთ ფო­ტოწყა­რო­ებ­ზე (მი­ზა­ნი: ფო­ტოს, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა, ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ამოც­ნო­ბის უნა­რის ფორ­მი­რე­ბა და მი­ზე­ზე­ბის ახ­ს­ნა, დრო – 5წთ):

მე­დი­ა­ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში სი­მარ­თ­ლის გა­სა­გე­ბად გან­კუთ­ვ­ნილ რო­მელ შე­კითხ­ვებს დას­ვამ­დით ამ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის ნამ­დ­ვი­ლო­ბის და­სად­გე­ნად?

♦ რო­მე­ლი ფო­ტო­ე­ბია ნამ­დ­ვი­ლი და რო­მე­ლი ყალ­ბი?

♦ რა მიზ­ნით გა­ყალ­ბ­და ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი?

 

  1. ვას­რუ­ლებთ შე­მა­ჯა­მე­ბელ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­მუ­შა­ოს: გა­ზო­მე სი­მარ­თ­ლე და სა­კუ­თა­რი ცხვი­რი (მი­ზა­ნი: პრო­ექ­ტის შე­დე­გად შე­ძე­ნი­ლი უნა­რე­ბის თვით­შე­მოწ­მე­ბა, დრო – 10წთ): http://millab.ge/ka/game/gazome-simartle-da-sakutari-cxviri/5?fbclid=IwAR1SV01IkhFP_­ilITjUvV­16­gT­kE­mhlRKDFR86LOgThuqO7d158sPfGCUxv8

შე­სა­ბა­მი­სო­ბა ესგ-სთან 

ისტორიის სტანდარტის შედეგები (VII-IX კლასები)
მიმართულება: ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა
შედეგების ინდექსი მოსწავლემ უნდა შეძლოს: ცნებები
ისტ. საბ. 1. საკუთარი მოსაზრების/პოზიციის წყაროს/მტკიცებულების საფუძველზე დასაბუთება; იმის გაცნობიერება, რომ ახალი წყაროების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის ახლებურად გააზრება/გადაფასება; დრო

 

სივრცე

საზოგადოება

ისტორიული მოვლენა/პროცესი

 

ძალაუფლება

წყარო, ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა

 

ისტ. საბ. 2. სხვადასხვა ტიპის (პირველადი და მეორადი) წყაროსა და თვალსაჩინოებების (მაგ, ისტორიული რუკა, გენეალოგიური ტაბულა) მიზნის შესაბამისად გამოყენება; წყაროების კრიტიკული ანალიზი;
ისტ. საბ. 5. ფაქტების, ინტერპრეტაცია/მოსაზრებების და სტერეოტიპების ერთმანეთისგან გარჩევა;
ისტ. საბ. 6. ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულად ინტერპრეტირება, გაანალიზება და შეფასება: ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების ახსნა, განსხვავებული ინტერპრეტაციების შედარება და შეფასება.
მიმართულება: ისტორიული ეპოქის აღქმა/ანალიზი
ისტ. საბ. 8. ისტორიული მოვლენების და პროცესების დანახვა/შეფასება კონკრეტულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების თვალით;
მიმართულება: ღირებულებები და დამოკიდებულებები
ისტ. საბ. 10. ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიან კონტექსტში გააზრება;

 

ისტ. XI.5. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ო­ში სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის საკ­ვან­ძო სა­კითხე­ბის კვლე­ვა.

შე­დე­გი თვალ­სა­ჩი­ნოა, თუ მოს­წავ­ლე:

♦ ირ­ჩევს ერთ-ერთ ეპო­ქას და ადა­რებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ;

♦ მსჯე­ლობს მის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის შე­დე­გებ­ზე

პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბის მდგრა­დო­ბა

პრო­ექ­ტის შე­დე­გად მოს­წავ­ლე­ე­ბი ეუფ­ლე­ბი­ან და აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ის კრი­ტი­კუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბის უნა­რებს. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა თა­ვად გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ციაა და მი­სი მე­თო­დი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის ანა­ლი­ზის­თ­ვისაა გა­მო­სა­დე­გი, არა­მედ პრო­ექ­ტის შე­დე­გად დახ­ვე­წი­ლი კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი ყვე­ლა სას­წავ­ლო საგ­ნის შეს­წავ­ლა­სა და აგე­ბუ­ლი ცოდ­ნის სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ტრან­ს­ფე­რის­თ­ვის გა­მო­ად­გე­ბათ. ფო­რო­ე­ბით და სხვა არა­ვერ­ბა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მე­თო­დი­კით და­მუ­შა­ვე­ბას კი გავ­ყა­ვართ მე­ო­რე გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე, რო­გო­რი­ცაა სე­მი­ო­ტი­კუ­რი კომ­პე­ტენ­ცია. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ანა­ლი­ზი შე­უ­ფა­სე­ბე­ლი უნა­რია აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის.

ამ იდე­ის ადაპ­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვე­და კლა­სე­ბის­თ­ვი­საც, უფ­რო მა­თი ასა­კობ­რი­ვი დო­ნის შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის, წი­ნას­წარ და­ბეჭ­დი­ლი ნა­ხა­ტე­ბი­სა და ნაკ­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­ის შე­კითხ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მარ­ტი­ვი დის­კუ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით უფ­რო მოკ­ლე დრო­ში.

მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ფა­სე­ბა

მო­ნი­ტო­რინგს ვახ­დენ ეტა­პობ­რი­ვად, სა­ხა­ლი­სო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ­ლის ლინ­კე­ბიც შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბებ­ში დევს. შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი კი მე­დი­ა­ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის მე­თო­დე­ბია, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც უნ­და გას­ცეს მოს­წავ­ლემ შე­კითხ­ვებს პა­სუ­ხი. რაც მე­ტი სწო­რი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა, მით მე­ტად იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი.

 

პრო­ექ­ტის „ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზი

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით“

რეფ­ლექ­სია

♦ მო­ხერ­ხ­და თუ არა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა?

დი­ახ, მო­ხერ­ხ­და მოს­წავ­ლე­თა და eTwining-ის ფარ­გ­ლებ­ში გავ­ლი­ლი ტრე­ნინ­გის ძა­ლის­ხ­მე­ვით, რად­გან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი მთლი­ა­ნად იყო ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი და მო­ითხოვ­და მოს­წავ­ლე­თა და­მო­უ­კი­დებ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც მათ ავი­თა­რებ­და ისეთ გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და სე­მი­ო­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი. ყვე­ლა მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლი იყო სა­მუ­შა­ო­ში, ხო­ლო დის­კუ­სია ისე მქონ­და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რომ, ერ­თი მხრივ, და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ასა­კობ­რი­ვი ბა­ლან­სი და, ამას­თა­ნა­ვე, საქ­მის სირ­თუ­ლის ხა­რის­ხი თა­ნაბ­რად რგე­ბო­და ყვე­ლას.

მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა ცხად­ყო შე­მა­ჯა­მე­ბელ­მა ტეს­ტებ­მაც, რომ­ლის ლინ­კე­ბი ასა­ხუ­ლია პრო­ექ­ტის გეგ­მა­ში.

♦ რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი წა­რი­მარ­თა გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად? რო­მე­ლი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და და რა­ტომ?

აქ­ტი­ვო­ბე­ბი წა­რი­მარ­თა გეგ­მის დაც­ვით, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ანა­ლი­ტი­კუ­რი მე­თო­დი­კი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზის ინ­ტეგ­რი­რე­ბით და ყვე­ლა მათ­გა­ნი გან­ხორ­ცი­ელ­და. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი თა­ვად გეგ­მა­ში, რაც აქ­ტი­ვო­ბე­ბის დრო­ის ლი­მიტს, ერ­თი შე­ხედ­ვით, არა­რე­ა­ლის­ტუ­რად აქ­ცევს: საქ­მე ის არის, რომ ჩვენს სკო­ლა­ში კლა­სე­ბი მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია. ამი­ტომ გა­წე­რი­ლი დრო­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბამ საკ­მა­რი­სი გა­ხა­და აქ­ტი­ვო­ბე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

♦ რო­მელ კომ­პო­ნენ­ტ­ში იყო პრო­ექ­ტი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რა­ტომ?

ტექ­ს­ტურ მა­სა­ლას­თან შე­და­რე­ბით, ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მიზ­ნობ­რი­ვი და­მუ­შა­ვე­ბა გა­ცი­ლე­ბით გა­უ­ად­ვილ­დათ მოს­წავ­ლე­ებს, რად­გან მას არ სჭირ­დე­ბა გო­ნე­ბა­ში წარ­მო­სახ­ვა, ისე­დაც ცხა­დად ხე­დავ­დ­ნენ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­დან.

მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სით ჩა­ერ­თ­ნენ შე­მა­ჯა­მე­ბელ სა­ვარ­ჯი­შო­ში, რად­გან ის შე­ი­ცავ­და რო­გორც ტექ­ს­ტებს, ისე სუ­რა­თებს, ასე­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე, მათ­თ­ვის ნაც­ნობ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამან, გარ­და მა­თი კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გა­ვარ­ჯი­შე­ბა-დახ­ვე­წი­სა, სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­ე­გოთ. ასეთ­მა ფორ­მამ კი­დევ უფ­რო შე­უწყო ხე­ლი მა­თი ინ­ტე­რე­სის ამაღ­ლე­ბას.

სა­ინ­ტე­რე­სო და შე­დე­გის მომ­ცე­მი გა­მოდ­გა პირ­ვე­ლი ეტა­პის მე-5 სა­ვარ­ჯი­შო, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად:

მოს­წავ­ლე არის…

მას­წავ­ლე­ბე­ლი არის…

მშო­ბე­ლი…

უფ­რო­სი თა­ო­ბა…

ახალ­გაზ­რ­დო­ბა…

კომ­პი­უ­ტე­რი…

ჩე­მი სამ­შობ­ლო…

კა­ნო­ნი არის…

აგ­რეთ­ვე მოს­წავ­ლე­თა დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხელ­ზე გა­ცე­მულ­მა „ვი­ზამ“. ბო­ლო ორი აქ­ტი­ვო­ბის წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი, ჩე­მი აზ­რით, მა­თი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან თან­ხ­ვედ­რა­შია.

ზო­გა­დად, პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა, ასე­ვე, ჩე­მი აზ­რით, გა­ნა­პი­რო­ბა აქ­ტი­ვო­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბამ.

♦ რა სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღეს პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა?

პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს უკ­ვე შე­უძ­ლი­ათ: მარ­ტი­ვი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის ნამ­დ­ვი­ლო­ბის ან მი­სი სი­ყალ­ბის და­სად­გე­ნად (ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა და გავ­რ­ცე­ლე­ბა წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად), მი­სი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის ახ­ს­ნა; ინ­ფორ­მა­ცი­ის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ანა­ლი­ზი და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა; ბევ­რად უფ­რო კრი­ტი­კუ­ლი გახ­დე­ბა მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს, ისე ზო­გა­დად, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მართ შეს­წავ­ლი­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

მოს­წავ­ლე­ებს იმა­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ ნე­ბის­მი­ერ სას­წავ­ლო სა­გან­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან პრო­ექ­ტის შე­დე­გად დახ­ვე­წი­ლი უნა­რე­ბი გამ­ჭო­ლია და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ხდე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ე­უფ­ლ­ნენ კვლე­ვის უნა­რებს და ამ თვალ­საზ­რი­სით – გა­აც­ნო­ბი­ე­რეს სას­წავ­ლო საგ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა; და­იხ­ვე­წა მსჯე­ლო­ბის უნა­რი. პრო­ექ­ტის სპე­ცი­ფი­კამ და შე­დე­გებ­მა და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე.

♦ რა სა­ჭი­რო­ებს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და რო­გორ?

ახ­ლა ვფიქ­რობ, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, თუ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებს მოს­წავ­ლე­ებს თა­ვად შე­ვაკ­რე­ბი­ნებ­დი, სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხით (ექ­ს­კურ­სია, კა­ბი­ნე­ტუ­რი სა­მუ­შაო და სხვა), რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ უკ­ვე წი­ნას­წარ ექ­ნე­ბო­დათ ნა­ფიქ­რი კონ­კ­რე­ტულ წყა­რო­ებ­ზე, რაც კი­დევ უფ­რო გა­ა­ად­ვი­ლებ­და მოს­წავ­ლე­თა მსჯე­ლო­ბას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ექ­ტის ვა­დებ­საც გავ­ზ­რ­დი­დი, მე­ტი დრო მექ­ნე­ბო­და მა­სა­ლა­ზე შემ­დ­გო­მი საკ­ლა­სო მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის. ჩე­მი პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა სწო­რედ აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და ვა­დე­ბის არც ისე სწო­რი მი­მარ­თე­ბაა.

♦ მოხ­და თუ არა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­მა­ტე­ბა და/ან მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და რა­ტომ?

მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არ მომ­ხ­და­რა.

♦ რას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ მო­მა­ვალ­ში მსგავს პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას?

ვა­დებს უფ­რო ოპ­ტი­მა­ლუ­რად დავ­გეგ­მავ, ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ანა­ლი­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით; გა­მო­ვი­ყე­ნებ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვან აქ­ტი­ვო­ბებ­სა და რე­სურ­სებს; მო­ვიწ­ვევ ცნო­ბილ და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხებ­ში კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ანებს, რომ­ლე­ბიც გა­ე­სა­უბ­რე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ებს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით (ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი ლექ­ცია, კითხ­ვა-პა­სუ­ხი, სქე­მე­ბი­სა და დი­აგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და სხვა); გა­უ­ზი­ა­რებ­დ­ნენ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას.

პრო­ექ­ტის შე­ფა­სე­ბის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი რუბ­რი­კა

კრიტერიუმები (8-10 ქულა) (5-7 ქულა) (1-4 ქულა)
მოსმენა ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
საუბარი მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელს ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელს მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
არავერბალური კომუნიკაცია შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით) ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს
მონაწილეობა უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის გარშემო მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
კოოპერაცია თანამშრომლობს მონაწილე მოსწავლეებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს ძირითადად თანამშრომლობს მონაწილე მოსწავლეებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირება მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით
კავშირები საგნებთან არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები