19 აპრილი, პარასკევი, 2024

ის­რა­ე­ლის სკო­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი

spot_img

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის რიცხ­ვით ის­რა­ელს მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე ად­გი­ლი უკა­ვია, 30 წელ­ზე მეტია ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის უმუ­შევ­რო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია. აქ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტი სტარ­ტა­პე­რი და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია; გარ­და ამი­სა, ის­რა­ე­ლი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი კულ­ტუ­რით, რო­მე­ლიც ხელს უწყობს შე­მოქ­მე­დე­ბას. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრაქ­ტი­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი გახ­და წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ დღეს ის­რა­ე­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბის ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი ცენ­ტ­რია მსოფ­ლი­ო­ში. ამ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გაც­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა, სხვა ქვეყ­ნებ­საც და­ეხ­მა­როს ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

სკო­ლე­ბი და­ყო­ფი­ლია

სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა რე­ლი­გი­უ­რი და რა­სობ­რი­ვი ნიშ­ნით ასეა და­ყო­ფი­ლი:

ა) სა­ე­რო სკო­ლე­ბი – მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზო­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბულ სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო პროგ­რა­მას ივ­რით­ზე;

ბ) მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ­თა სკო­ლე­ბი – მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზო­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო-რე­ლი­გი­ურ გა­ნათ­ლე­ბას ივ­რით­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას უთ­მო­ბენ რე­ლი­გი­ა­სა და ებ­რა­ულ კულ­ტუ­რას;

გ) არა­ბუ­ლი სკო­ლე­ბი – მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზო­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო პროგ­რა­მას არა­ბულ ენა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას უთ­მო­ბენ არა­ბე­თის ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბებს.

სკო­ლა-პან­სი­ო­ნე­ბი ხელ­მოკ­ლე ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის

ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში სკო­ლა-პან­სი­ო­ნებ­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი და­დი­ან, ის­რა­ელ­ში კი ასე­თი სას­წავ­ლებ­ლე­ბი ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი და სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებს. სკო­ლე­ბის 9%-ს პან­სი­ო­ნე­ბი შე­ად­გენს. ამ­გ­ვა­რი სკო­ლე­ბი ნი­მუ­შია იმი­სა, კარგ პი­რო­ბებ­ში და ხელ­შეწყო­ბი­სას, რო­გორ წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ ის ბავ­შ­ვე­ბი, ვინც სხვა ქვეყ­ნებ­ში, უმე­ტე­სად, ქუ­ჩა­ში იზ­რ­დე­ბი­ან და სა­ბო­ლო­ოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მად იქ­ცე­ვი­ან.

პროგ­რე­სულ სკო­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებს

პროგ­რე­სუ­ლი სკო­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, მონ­ტე­სო­რი­სა და ვალ­დორ­ფის სკო­ლე­ბი, ეროვ­ნუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბია და სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებს, მოს­წავ­ლე­ე­ბის სუ­ლა­დო­ბის მი­ხედ­ვით.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სკო­ლე­ბი

ის­რა­ელ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სკო­ლე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ზე მე­ტია და პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ამ სას­წავ­ლებ­ლებს გა­ნა­გებს სკო­ლის პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად იკ­რი­ბე­ბა; მი­სი წევ­რე­ბი არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი ხმა აქვს, თუმ­ცა მშობ­ლე­ბი და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მებ­ში.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად კის­რუ­ლო­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ზე. მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, თვი­თონ გა­დაწყ­ვი­ტონ, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა უნ­დათ თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი – მუ­სი­კა, სპორ­ტი, ხე­ლოვ­ნე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რი, კითხ­ვა, სა­უ­ბა­რი, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია თუ სა­ერ­თოდ არაფ­რის კე­თე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა

ის­რა­ელს მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე ად­გი­ლი უკა­ვია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, ვინც სწავ­ლას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რ­ძე­ლებს (სხვა­თა შო­რის, პირ­ველ ად­გილ­ზე კა­ნა­დაა).

კა­ნო­ნი შე­გირ­დო­ბის შე­სა­ხებ

ახალ­გაზ­რ­დებს შე­უძ­ლი­ათ, უარი თქვან ჩვე­უ­ლებ­რივ სკო­ლა­ზე და, ამის ნაც­ვ­ლად, ის­წავ­ლონ პრო­ფე­სი­ულ-ტექ­ნი­კურ სას­წავ­ლებ­ლებ­ში. სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მას წა­რად­გენს მრეწ­ვე­ლო­ბის, ვაჭ­რო­ბი­სა და შრო­მის სა­მი­ნის­ტ­რო. პროგ­რა­მე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს ორ­წ­ლი­ან საკ­ლა­სო სწავ­ლე­ბას, ამის შემ­დეგ, ერ­თი ან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კვი­რა­ში სა­მი დღე, მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლე­ბელ­ში და­დი­ან, და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში კი მუ­შა­ო­ბენ არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით. ამ სას­წავ­ლებ­ლებ­ში უამ­რავ პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი­ან, დაწყე­ბუ­ლი სტი­ლის­ტო­ბით თუ კუ­ლი­ნა­რი­ით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნი­კო­სო­ბი­თა და ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბით.

შე­ფა­სე­ბე­ბი­სას ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ინო­ვა­ცი­ებს

სწავ­ლე­ბის მე­ო­რე წელს შე­ფა­სე­ბე­ბის 70% სტან­დარ­ტულ ტეს­ტებ­ში იწე­რე­ბა, 30% – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, მას­წავ­ლებ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით. ად­რე მხო­ლოდ სტან­დარ­ტუ­ლი ტეს­ტე­ბით აფა­სებ­დ­ნენ, მაგ­რამ ახ­ლა მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ინო­ვა­ცი­ებს ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა და ამის­თ­ვის სტან­დარ­ტუ­ლი ტეს­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბაა სა­ჭი­რო.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა

პროგ­რა­მა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვია. სკო­ლებს შე­უძ­ლი­ათ, თა­ვად აარ­ჩი­ონ სას­წავ­ლო მო­დუ­ლე­ბი და სას­წავ­ლო მა­სა­ლა იმ ფარ­თო სპექ­ტ­რი­დან, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო წა­რად­გენს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის სა­ხით.

მოს­წავ­ლე­ე­ბი არ არი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ტეს­ტი­რე­ბი­თა და სტან­დარ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბით

მოს­წავ­ლე­ე­ბი სტან­დარ­ტულ შე­ფა­სე­ბას იღე­ბენ მხო­ლოდ ერ­თხელ, სწავ­ლის ბო­ლო წე­ლი­წადს, რო­ცა 17 ან 18 წე­ლი უს­რულ­დე­ბათ. ვინც ტეს­ტებს ვერ აბა­რებს, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, ისევ ცდი­ლობს ჩა­ბა­რე­ბას.

ებ­რა­ე­ლი მო­ზარ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცეცხ­ლ­სას­რო­ლი იარა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას სწავ­ლობს

თით­ქ­მის ყვე­ლა ის­რა­ე­ლე­ლი ებ­რა­ე­ლი, შშმ პი­რე­ბის ჩათ­ვ­ლით (პა­ცი­ფის­ტე­ბი­სა და ორ­თო­დოქ­სე­ბის გარ­და), 18-19 წლის ასაკ­ში, იარა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას სწავ­ლობს.

ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჯარ­ში მსა­ხუ­რობს

ახალ­გაზ­რ­დე­ბი (ორ­თო­დოქ­სე­ბის, პა­ცი­ფის­ტე­ბი­სა და არა­ბე­ბის გარ­და), 18 წლის ასაკ­ში, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში ერ­თი­ან­დე­ბი­ან, 21-22 წლის ასაკ­ში კო­ლეჯ­ში შე­დი­ან. გო­გო­ნე­ბი 2 წე­ლი­წადს მსა­ხუ­რო­ბენ, ვა­ჟე­ბი – 3 წე­ლი­წადს. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ციაა ქვე­ყა­ნა­ში, დი­დი გავ­ლე­ნა აქვს ეკო­ნო­მი­კურ, კულ­ტუ­რულ და პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

სას­წავ­ლო და სა­მუ­შაო კვი­რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია

ის­რა­ელ­ში კვი­რა დღე ისე­თია, რო­გო­რიც ორ­შა­ბა­თი ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში. კვი­რა დღეს იწყე­ბა სა­მუ­შაო კვი­რა. სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბი პა­რას­კევს და შა­ბათს და­ხუ­რუ­ლია, დაწყე­ბით სკო­ლებ­ში პა­რას­კე­ვი მოკ­ლე დღეა, შა­ბა­თი – უქ­მე.

სკო­ლე­ბის უმ­ცი­რე­სო­ბაა უფა­სო, და­ნარ­ჩე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სუ­ლა­დო­ბის მი­ხედ­ვით ფი­ნან­ს­დე­ბა

სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას აფი­ნან­სებს სა­ხელმ­წი­ფო ან ოჯა­ხე­ბი. უფა­სო სკო­ლე­ბი მხო­ლოდ ღა­რი­ბე­ბის­თ­ვი­საა.

ის­რა­ე­ლე­ლი ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ად­გი­ლობ­რივ ახალ­გაზ­რ­დულ მოძ­რა­ო­ბა­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი

ამ ჯგუ­ფე­ბის მი­ზა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა. ყვე­ლა ჯგუფს სა­კუ­თა­რი ფი­ლო­სო­ფია აქვს (პო­ლი­ტი­კუ­რი ან რე­ლი­გი­უ­რი, ან ორი­ვე ერ­თად). მოს­წავ­ლე­ე­ბი მე­ოთხე კლა­სი­დან იწყე­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. უფ­როს კლა­სებ­ში ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი ხდე­ბა.

მას­წავ­ლებ­ლებს სა­ხე­ლით მი­მარ­თა­ვენ

ის­რა­ელ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლია არა­ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კულ­ტუ­რა, რო­მელ­საც შეხ­ვ­დე­ბით სკო­ლებ­შიც და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც. ამის ერთ-ერ­თი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს სა­ხე­ლით მი­მარ­თა­ვენ.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ებ­რა­ე­ლე­ბი არა მარ­ტო ნი­ჭი­ე­რე­ბით, არა­მედ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, სა­ხელ­მ­წი­ფო კი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ამ თვი­სე­ბე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბი­სა და მო­ტი­ვი­რე­ბის­თ­ვის.

„Tech&Learning“-ის მა­სა­ლის მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და ნი­ნო მეტ­რე­ველ­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები