19 აპრილი, პარასკევი, 2024

ინტერვიუ

spot_img
ვაგ­რ­ძე­ლებთ საუბარს ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის უფროსებთან. ამ­ჯე­რად ორ მათ­განს — გურ­ჯა­ან­სა და ას­პინ­ძას წარ­მო­გიდ­გენთ. სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ამ ორი­ვეს შე­უქ­მ­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, თუმ­ცა არა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი. ორი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უკ­ვე დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში, ანუ სას­კო­ლო შე­ნო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი მა­ინც რჩე­ბა, ძი­რი­თა­დად, ცალ­კე­უ­ლი კლა­სე­ბის სა­ხით, სხვა მხრივ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­დ­ნენ ახალ სას­წავ­ლო სე­ზონს.
⇒ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­წავ­ლო წე­ლი, პან­დე­მი­ამ რა­ი­მე და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ შე­გიქ­მ­ნათ?
⇒ რამ­დე­ნად ხართ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით?
⇒ რამ­დე­ნად მო­ემ­ზა­და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის, რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­საწყე­ბად?
⇒ ტექ­ნი­კუ­რად რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა?
⇒ რამ­დე­ნა­დ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სკოლები მას­წავ­ლე­ბელ­თა კად­რე­ბით, საკ­მა­რი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით?
⇒ რა არის თქვენ წი­ნა­შე მდგა­რი პირ­ვე­ლი რი­გის პრობ­ლე­მა?

ყვე­ლა მშობ­ლის და პე­და­გო­გის სურ­ვი­ლია დას­წ­რე­ბით ფორ­მატ­ში სწავ­ლა

ტრის­ტან მუ­რა­დაშ­ვი­ლი 

ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი
სკო­ლა: 18 სა­ჯა­რო, 3 — ოპ­ტი­მი­ზი­რე­ბუ­ლი (2 — დაწყე­ბი­თი, 1 — დაწყე­ბი­თი-სა­ბა­ზო)
მოს­წავ­ლე: 1400
მას­წავ­ლე­ბე­ლი: 380

 

4 ოქ­ტომ­ბერს ყველ­გან საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაგ­რ­ძელ­და სწავ­ლა, ორი სკო­ლის გარ­და, თუმ­ცა იქაც პან­დე­მია არა­ფერ შუ­ა­შია — სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მათ შო­რის იყო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი სკო­ლა — და­ბა ას­პინ­ძის, სა­დაც ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი გვქონ­და: I-IV კლა­სე­ბის­თ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თი მოვ­ძებ­ნეთ და დღემ­დე დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში სწავ­ლო­ბენ, მა­ღა­ლი კლა­სე­ბი კი დის­ტან­ცი­უ­რად აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ, რად­გან ძი­რი­თად შე­ნო­ბა­ში, ორ კორ­პუს­ში, სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, 15 ნო­ემ­ბ­რი­დან აქაც დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში, ანუ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გრძელ­დე­ბა სწავ­ლა, ორ ცვლა­ში. ასე­ვე იყო ოთას სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც კერ­ძო ბი­ნა­ში მოვ­ძებ­ნეთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თი და სწავ­ლა იქ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

პან­დე­მი­ის გა­მო სწავ­ლის დაწყე­ბა რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მოგ­ვიხ­და. მა­გა­ლი­თად, ჭო­ბა­რე­თის სკო­ლა იყო ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე, სა­დაც 17 ნო­ემ­ბერს საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­ნახ­ლ­და სწავ­ლა. ასე­ვე სო­ფელ იდუ­მა­ლას სკო­ლაც, 2 კვი­რით, დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ იქ 15 ნო­ემ­ბერს დას­წ­რე­ბით ფორ­მატ­ში აღ­დ­გა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ამის გარ­და, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში ცალ­კე­უ­ლი კლა­სე­ბია დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე. ყვე­ლას სურ­ვი­ლია დას­წ­რე­ბით ფორ­მატ­ში სწავ­ლა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­მი­ნის­ტ­რომ მოს­წავ­ლე­ებს მის­ცა ონ­ლა­ინ რე­ჟი­მის არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, მსგავ­სი სურ­ვი­ლი არა­ვის გა­მო­უთ­ქ­ვამს.

სწავ­ლა ყვე­ლა სკო­ლა­ში პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა სკო­ლა მო­მა­რა­გე­ბუ­ლია სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით — სა­დე­ზინ­ფექ­ციო სითხე­ე­ბი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი, პირ­ბა­დე­ე­ბი, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყველ­გა­ნაა დამ­ლა­გე­ბე­ლი და ყვე­ლა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, რომ სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იყოს და­ცუ­ლი. სკო­ლებს იმ­დე­ნი მა­რა­გი აქვთ, გა­ი­სა­დაც ეყო­ფათ. სკო­ლებ­ში 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­შია ღუ­მე­ლი და იქაც მო­მა­რა­გე­ბუ­ლია საწ­ვა­ვი და შე­შა.

ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტის დახ­მა­რე­ბით, ერთ სკო­ლა­ში, და­მა­ტე­ბით, გა­ვა­კე­თეთ ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბა. ანა­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შარ­შა­ნაც ჩა­ვა­ტა­რეთ და ახ­ლა მხო­ლოდ 4 სკო­ლაა დარ­ჩე­ნი­ლი ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბის გა­რე­შე, გა­ი­სად იქაც მო­იხ­ს­ნე­ბა გათ­ბო­ბის პრობ­ლე­მა. ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ას­პინ­ძის მე­რი­ა­ზე გად­მო­ვი­და. პა­ტარ-პა­ტა­რა რე­მონ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 ლა­რამ­დე, სკო­ლებ­მა თა­ვი­სი ხარ­ჯით ჩა­ა­ტა­რეს, უფ­რო დი­დი მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი მე­რი­ამ ითა­ვა.

სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში მო­წეს­რიგ­და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. ამა­ზე წი­ნა წლებ­შიც ვმუ­შა­ობ­დით და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სკო­ლა­ში გვაქვს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. აბ­სო­ლუ­ტურ უმე­ტე­სო­ბა­ში ისი­ნი შე­ნო­ბის შიგ­ნი­თაა შე­ტა­ნი­ლი, მხო­ლოდ ორი­ო­დე სკო­ლა­ში ვერ მო­ხერ­ხ­და შიგ­ნით მოწყო­ბა და იქ გა­რეთ, ღია სივ­რ­ცე­შია, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გან­შია გათ­ბო­ბა, წყა­ლი რომ არ გა­ი­ყი­ნოს.

გარ­კ­ვე­უ­ლი პორ­ბ­ლე­მე­ბი არის, მაგ­რამ გაფ­რ­თხი­ლე­ბუ­ლი გვყავს დი­რექ­ტო­რე­ბი, რომ იმ ბავ­შ­ვებს, ვი­საც ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ აქვთ, სკო­ლი­დან ათხო­ვონ კომ­პი­უ­ტე­რი, რო­მე­ლიც დრო­ე­ბით არ სჭირ­დე­ბათ. მით უფ­რო, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის მა­რა­გი გვაქვს და გვინ­და, ყვე­ლა ბავ­შ­ვი ჩარ­თუ­ლი იყოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. თუმ­ცა ბევ­რად უკე­თე­სია, დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი — მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლიც ასე­თია.

ხან­და­ხან ინ­ტერ­ნე­ტის შე­ფერ­ხე­ბე­ბიც გვაქვს, მათ შო­რის ჩვენ­თა­ნაც, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­შიც, ზოგ­ჯერ არის ხოლ­მე, რო­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ითი­შე­ბა; ერ­თხელ რამ­დე­ნი­მე დღი­თაც კი გვქონ­და გა­თი­შუ­ლი, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვით მოგ­ვარ­და. ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მთლი­ა­ნა­დაა და­ფა­რუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ქსე­ლით და ყვე­ლა სო­ფელს, ყვე­ლა სკო­ლას ვფა­რავთ. აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი გვაქვს დი­რექ­ტო­რებ­თან და ვი­ცით, რომ ამ­ჟა­მად არ­სად არაა შე­ფერ­ხე­ბა — სა­დაც დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟი­მის სა­ჭი­რო­ე­ბაა, ყვე­ლა მოს­წავ­ლეა ჩარ­თუ­ლი ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ში.

ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი იყო სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი — ქი­მია, ბი­ო­ლო­გია… რამ­დენ­ჯერ­მე ვა­კან­სი­აც გა­მო­ვაცხა­დეთ, თუმ­ცა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ში­და გა­და­ნა­წი­ლე­ბა მოგ­ვიხ­და, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც კა­ნო­ნი გვაძ­ლევს. ახ­ლა ყვე­ლა სკო­ლა­ში საკ­მა­რი­სი კად­რია და აღარც ვა­კან­სი­ე­ბი გვაქვს.

ბო­ლო წლებ­ში ჩვენ­გან 58-მა პე­და­გოგ­მა გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, აიღო 2-წლი­ა­ნი და­ნა­მა­ტი და და­ტო­ვა სკო­ლა. არც პრე­ტენ­ზია გა­მო­უთ­ქ­ვამს არა­ვის. ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა გვყავს ისე­თი პე­და­გო­გე­ბი­სა, მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი რომ ვერ გა­და­ლა­ხეს, თუმ­ცა ისევ მუ­შა­ო­ბენ, მათ კვლავ აქვთ შან­სი და ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მას.

 

პირველი ნოემბრიდან ყველა სკოლა საკლასო სივრცეს დაუბრუნდა

და­ლი მინ­დი­აშ­ვი­ლი

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი
სკოლა: 25 საჯარო
მოსწავლე: 7 000-ზე მეტი
მასწავლებელი: 740

 

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მ­ნი­ლა, რად­გან სკო­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე მზად იყ­ვ­ნენ, პან­დე­მი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით წა­რე­მარ­თათ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. თუმ­ცა, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვა, ზო­გი­ერთ სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დრო­დად­რო, გვაძ­ლევ­და რე­კო­მენ­და­ცი­ას, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით, რა­საც, რა თქმა უნ­და, ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დით, რა­თა ვი­თა­რე­ბა უფ­რო არ გამ­წ­ვა­ვე­ბუ­ლი­ყო.

ამ ეტაპ­ზე, არც ერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში არ მუ­შა­ობს, ყვე­ლა დას­წ­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზეა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე კლა­სი რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში ახ­ლაც რჩე­ბა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ზე — ვი­რუ­სი ზო­გან თა­ვად მოს­წავ­ლეს ან მი­სი ოჯა­ხის წევრს აღ­მო­აჩ­ნ­და, მე­რე მას თა­ნა­ტო­ლებ­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი; ზო­გან პე­და­გოგს და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დი და მას ჰქონ­და შე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი 4 სოფ­ლის სკო­ლა­შია, სა­დაც მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი კლა­სია ონ­ლა­ინ მო­დელ­ზე.

ეს პრობ­ლე­მა სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში უფ­რო გვქონ­და — მა­შინ 10 სკო­ლა იყო დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­სუ­ლი, თუმ­ცა 1 ნო­ემ­ბ­რი­დან ყვე­ლა და­უბ­რუნ­და საკ­ლა­სო სივ­რ­ცეს.

პან­დე­მი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, სკო­ლებ­ში ჯერ კი­დევ არის დე­კემ­ბ­რის ბო­ლომ­დე სამ­ყო­ფი ნაშ­თე­ბი. ამას­თან, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტო დღეს­ვე გვთხოვს ამ ნაშ­თე­ბის სტა­ტის­ტი­კას, რომ და­მა­ტე­ბით, კი­დევ შე­მო­ი­ტა­ნოს მა­რა­გი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, სა­დაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბაა — სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბი, სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი, ხე­ლი­სა თუ მყა­რი ზე­და­პი­რე­ბის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სითხე­ე­ბი და სხვა აუცი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ამ მხრივ, სკო­ლებ­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არაა და საყ­ვე­დუ­რი არ გვეთ­ქ­მის. უბ­რა­ლოდ, ზოგ­ჯერ ვი­რუ­სი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი მა­ინც აგ­ზავ­ნი­ან ბავშვს სკო­ლა­ში, ჩვენ კი მა­თი ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით, რო­ცა ვი­გებთ, უკ­ვე გვი­ა­ნია. სამ­წუ­ხა­როდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად ჯერ კი­დევ ბევ­რია სა­მუ­შაო.

წი­ნა წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 25-ივე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. გვინ­და, რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ში გა­ვა­ფარ­თო­ოთ ან, სა­დაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბაა, სკო­ლის შე­ნო­ბა­ში შე­ვი­ტა­ნოთ (ახ­ლა ეზო­შია გან­ლა­გე­ბუ­ლი).

ამ ეტაპ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ სო­ფელ­ში — კარ­დე­ნახ­სა და კა­ლა­ურ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრულ­დე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ორი­ვეს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, კე­თილ­მოწყო­ბი­ლი სკო­ლე­ბი ექ­ნე­ბათ. უკ­ვე მზად­დე­ბა წე­რი­ლი, რომ გა­ი­სად კი­დევ ორ­მა სკო­ლამ და­იწყოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ შე­ნო­ბა­ში — ჭან­და­რი­სა და გურ­ჯა­ა­ნის მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლებ­მა. ჭან­და­რის სკო­ლა, 2 წლის წინ, ად­გი­ლობ­რივ­მა მე­რი­ამ კი გა­და­ხუ­რა, თუმ­ცა მა­სა­ლად აზ­ბეს­ტი გა­მო­ი­ყე­ნა, სხვა ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბიც არის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, კარ-ფან­ჯა­რაც გა­მო­საც­ვ­ლე­ლია.

გურ­ჯა­ა­ნის მე-4 სკო­ლა­ში, 3 წლის წინ, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კი ჩა­ტარ­და, თუმ­ცა მა­შინ­ვე გა­მოჩ­ნ­და, რომ სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იყო სა­ჭი­რო — არას­ტან­დარ­ტუ­ლი შე­ნო­ბაა, თან ზო­გან იატა­კიც შე­საც­ვ­ლე­ლია და გვინ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ვა­წეს­რი­გოთ.

ახა­ლი სკო­ლის აშე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ამ­ჟა­მად არაა, ისე კი, 2019 წელს, ზე­მო კაჭ­რეთ­ში ავა­შე­ნეთ. ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა იყო და ერ­თი პე­რი­ო­დი სწავ­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფარ­თ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ახ­ლა იქ თა­ნა­მედ­რო­ვე, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი შე­ნო­ბა გვაქვს. ამას­თან, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში ელექ­ტ­რო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის გა­მოც­ვ­ლა გვინ­და. ამის თა­ო­ბა­ზე უკ­ვე მივ­მარ­თეთ ად­გი­ლობ­რივ მე­რი­ას და დაგ­ვ­პირ­დ­ნენ, რომ აუცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში. ეს სა­ჭი­როა უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის.

ჩვენ, რო­გორც შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბით მას­წავ­ლე­ბ­ლებს, დრო­უ­ლად ვაწ­ვ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­სა ან ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ.

ინ­ტერ­ნეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შარ­შან, ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვე­ბი და ძა­ლი­ან ცო­ტა იყო შე­ფერ­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა — 7000-ზე მე­ტი მოს­წავ­ლი­დან ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენტს ჰქონ­და ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მა. ასე­ვე, მცი­რე იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტი კი იყო, მაგ­რამ არ­სე­ბობ­და ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მა, ძი­რი­თა­დად, იმის გა­მო, რომ რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვ­ზე ერ­თი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რი თუ ტე­ლე­ფო­ნი მო­დი­ო­და. ამის აღ­მოფხ­ვ­რა­ზე, წლე­ულს, სკო­ლებ­მა ბევ­რი იმუ­შა­ვეს და მი­ზან­საც მი­აღ­წი­ეს, თან მარ­ტი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, მას­წავ­ლებ­ლებ­საც და მოს­წავ­ლე­ებ­საც, ინ­ტერ­ნე­ტის 10-ლა­რი­ა­ნი ერ­თ­თ­ვი­ა­ნი პა­კე­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზა და ყვე­ლას შე­ეძ­ლო, ემუ­შა­ვა ონ­ლა­ინ. და­ნარ­ჩე­ნი კი მას­წავ­ლე­ბელ­სა და მშო­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად არ გვყავს არც ერ­თი ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­მო ვერ ერ­თ­ვე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

კად­რე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არ გვაკ­ლია. 700-ზე მე­ტი მას­წავ­ლებ­ლი­დან, 400-ზე მე­ტი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია, ბევ­რია წამ­ყ­ვა­ნი, ხო­ლო 12 პე­და­გოგს მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი აქვს. წელს სკო­ლი­დან მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ან რა­ი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მი­ზე­ზით წა­ვიდ­ნენ პე­და­გო­გე­ბი. წი­ნა წლებ­ში, სა­პენ­სიო ასა­კის პე­და­გო­გებ­მა და­ტო­ვეს სკო­ლა, შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცი­ით. თუმ­ცა, ასე­თი ბევ­რი არ იყო. მათ ად­გილ­ზე კონ­კურ­სი გა­მოცხად­და ან ად­გი­ლე­ბი ში­და გა­და­ნა­წი­ლე­ბით შე­ივ­სო. ამ ეტაპ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ვა­კან­სი­ე­ბი არ გვაქვს. იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ყველ­გან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი გვყავს.

პირ­ვე­ლი რი­გის პრობ­ლე­მად და­ვა­სა­ხე­ლებ მშო­ბელ­თა და იმ პე­და­გოგ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, ვინც ჯერ კი­დევ არ აც­რი­ლა. ამ მხრივ, ბევ­რია სა­მუ­შაო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არის სკო­ლე­ბი, სა­დაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლად აიც­რ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ასე­თია მე­ლა­ა­ნის, კაჭ­რე­თის, გურ­ჯა­ა­ნის №4 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი. სა­უ­ბა­რია არა მარ­ტო მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, არა­მედ მთელ კო­ლექ­ტივ­ზე, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის ჩათ­ვ­ლით. არის სკო­ლე­ბი, სა­დაც აც­რი­ლია 60%, 80%, თუმ­ცა იმის მა­გა­ლი­თე­ბიც გვაქვს, რო­ცა 55%-ზე მე­ტი არ აც­რი­ლა. ძა­ლი­ან მცი­რეა ისეთ პე­და­გოგ­თა რიცხ­ვი, რომ­ლებ­საც ობი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო არ შე­უძ­ლი­ათ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, და­ნარ­ჩე­ნებ­თან კი აუცი­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო, ასე­ვე მშობ­ლებ­თა­ნაც. პან­დე­მიი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­თ­ვის ეს უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მაა.

მოამზადა ირაკ­ლი თა­ვა­ძემ

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები