20 აპრილი, შაბათი, 2024

ინტერვიუ ღასან ხალილთან

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინტერვიუ ღასან ხალილთან, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, რომელიც რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვებგვერდზე http://icc.ge გამოქვეყნდა. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას.

 

1) ბატონო ღასან, უპირველეს ყოვლისა, გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ინტერვიუს შესაძლებლობისთვის. როგორც ვიცით, 2018 წლიდან ხართ UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში. გთხოვთ, მოკლედ გვითხრათ აქ თქვენი გამოცდილების შესახებ. რა სახის პასუხისმგებლობას მოიცავს თქვენი როლი და პოზიცია გაეროს ბავშვთა ფონდში?

საქართველოში გატარებული ოთხი წელი ძალიან მრავალფეროვანი იყო. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს შესანიშნავ გუნდთან ერთად, ჩვენ ვაღწევთ ხელშესახებ შედეგებს ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის. ეს შეუძლებელი იქნებოდა მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან, რელიგიურ და თემის ლიდერებთან და საქართველოს კერძო სექტორთან ახლახანს დაწყებული პარტნიორობის გარეშე. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელიც შემიძლია გამოვყო ამ ინტერვიუს დასაწყისში, არის გაეროს ბავშვთა ფონდის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსის შემუშავების, მიღებისა და განხორციელების მიმართ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბავშვთა უფლებების კოდექსი მსოფლიოში და გვჯერა, რომ მოიტანს უამრავ დადებით ხელშესახებ შედეგს უახლოეს წლებში ბავშვებისა და მთელი საზოგადოებისთვის.

  1. რა ძირითადი პროექტები განახორციელა გაეროს ბავშვთა ფონდმა 2022 წელს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს სოციო ეკონომიკურ განვითარებაში? რომელ მიმდინარე პროექტს გამოყოფდით?

გაეროს ბავშვთა ფონდი 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების რეალიზებაში და ბავშვის უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი მიზანია დავიცვათ და ხელი შევუწყოთ ყველაზე დაუცველი ბავშვების სოციალურ ინკლუზიას და შევამციროთ უთანასწორობა, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.

ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად, რათა განხოცრიელდეს სისტემური ცვლილებები ბავშვების ცხოვრებისგასაუმჯობესებლად. გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მუშაობს სხვადასხვა პარტნიორთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახალხო დამცველის ოფისთან, რელიგიურ ლიდერებთან, აკადემიურ წრეებთან, კერძო სექტორთან, მედიასთან, მშობლებთან და ბავშვებთან.

 ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ:

• დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის, კვებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას, • ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას,
• ბავშვებისა და ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამების გაძლიერებას,

• 21-ე საუკუნის უნარებსა და კომპეტენციებზე დაფუძნებული, ინკლუზიური და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას,

• ყველა ბავშვისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველყოფას,

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალური ინკლუზიის გაძლიერებას,

• ბავშვთა ჯანმრთელობისთვის გარემოსდაცვითი საფრთხეების აღმოფხვრას მტკიცებულებების წარმოქმნისა და უახლესი გარემოსდაცვითი ლაბორატორიის დაარსების გზით, და

• ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერასა და უარყოფითი სოციალური ნორმებისა და სტერეოტი პების შეცვლას,

• წყლის, სანიტარული და ჰიგიენური სიტუაციის გაუმჯობესებას ბავშვებისა და ოჯახებისთვის.

ჩვენ ასევე ვცდილობთ გავაძლიეროთ ახალგაზრდების ხმა, შევუქმნათ ბავშვებს საკუთარი შეხედულებების გაზიარების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს პროფესიონალთა შორის, ბავშვის უფლებების ცოდნის ამაღლებაზე, ქმნის სამოდელო პროგრამებს და ხელს უწყობს მონაცემების შეგროვებას, რასაც ეფუძნება ჩვენი ადვოკატირება და პროგრამები.

Covid-19-ის პანდემიის დაწყებიდან გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს მთავრობას საქართველოში Covid-19-ის გავლენის შესამცირებლად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა Covid-19-ის ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე გავლენის მონიტორინგის კვლევამ აჩვენა, რომ შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავალი შემცირდა პანდემიის გამო. შემცირებულ შემოსავალთან გასამკლავებლად ყველაზე ხშირად შინამეურნეობები ამცირებენ საყოფაცხოვრებო ხარჯებს საკვების გარდა, ხარჯავენ დანაზოგებს, ამცირებენ საკვების ხარჯებს და სესხულობენ ფულს მეგობრებისა და ნაცნობებისგან.

რამდენადაც გაუარესდა მდგომარეობა ბევრი ბავშვისთვის, მთავრობამ შეიმუშავა სოციალური დაცვის ახალი ზომები ბავშვებისათვის და გაზარდა სოციალური დახმარება ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმა 2022 წლის აპრილში მთავრობის გადაწყვეტილებას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ 100-დან 150 ლარამდე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად. გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გასაძლიერებლად უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობის შემცირების მიზნით. ვაფასებთ რა დადებითად ამ ინიციატივას, ვიმედოვნებთ, მთავრობა განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაცვერ ფარავს მიზნობრივი დახმარების პროგრამა.

  1. რა არის ICC Georgia-სთან თანამშრომლობის ძირითადი დადებითი ასპექტები, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ იყოს ICC Georgia მრჩეველთა საბჭოს წევრი?

ბიზნესი პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვების, როგორც მომხმარებლების, თანამშრომლების ოჯახის წევრების, ახალგაზრდა დასაქმებულების და როგორც მომავალი თანამშრომლებისა და ბიზნესის ლიდერების ცხოვრებაზე. ბავშვები ასევე იმ თემებისა და გარემოს ნაწილია, სადაც ბიზნესი მუშაობს. ბიზნესი ტოვებს კვალს ბავშვების ცხოვრებაზე თავისი პროდუქტებითა და სერვისებით, მიწოდების ჯაჭვით, წარმოების მეთოდებით, მარკეტინგის მეთოდებით, განაწილების პრაქტიკით, გარემოზე და სოციალური ზემოქმედებით და ინვესტიციებით ადგილობრივ თემებში.

ბავშვებისთვის ბიზნესისა და ბაზრის ძალის გამოყენება არის გაეროს ბავშვთა ფონდის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგია პროგრამული მიზნების მისაღწევად. ბიზნესებთან პარტნიორობა მოიცავს ბავშვთა უფლებების დაცვას ბიზნესის ეკოსისტემაში, კომპანიების მხარდაჭერას, პატივი სცენ ბავშვის უფლებებს მათი პოლიტიკისა და პრაქტიკის მეშვეობით, და თემების ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას ბავშვებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების შესახებ. წელს ჩვენ დავაარსეთ ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის, რომელიც იმუშავებს როგორც ცოდნისა და კარგი პრაქტიკის გაცვლის პლატფორმა, რომელიც ფოკუსირებულია ბიზნესის დღის წესრიგში ბავშვთა უფლებების ხილვადობის გაზრდაზე. მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC Georgia) არის ბიზნეს მრჩეველთა საბჭოს წევრი და ვიმედოვნებთ, განვახორციელებთ ბევრსასარგებლო ინიციატივას ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ICC-ისთან გლობალურ დონეზე დიდი და მცირე ზომის ბიზნესების მობილიზებისთვის ბავშვების უფლებების მხარდასაჭერად. ICC და გაეროს ბავშვთა ფონდი გეგმავენ ამ მიზნების მიღწევას ICC-ის წევრებსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის დიალოგის ხელშეწყობით, ერთობლივი ადვოკატირებითა და კომუნიკაციით, რესურსების მობილიზებით და აუცილებელი პროდუქტის და მომსახურებების განაწილებასთან დაკავშირებული ბარიერების აღმოფხვრით.

გლობალური მემორანდუმი განსაზღვრავს თანამშრომლობის გზებს, და არა თემატურ სფეროებსს, რათა გაეროს ბავშვთა ფონდის ადგილობრივ ოფისებს თავად შეეძლოთ დაგეგმონ ის აქტივობები, რომლებიც ყველაზე აქტუალურია ადგილობრივ დონეზე. გაეროს ბავშვთა ფონდი და ICC მუშაობენ გლობალური მემორანდუმის საფუძველზე საქართველოში პარტნიორობის პრიორიტეტული სფეროების შემუშავებაზე.

  1. მოგვიყვევით, თუ როგორ უჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს საქართველოში ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების გაძლიერებას, მათ შორის ადრეული განათლების ეტაპზე.

ადრეულ განათლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა ბავშვისთვის. გარდა იმისა, რომ ამზადებს ბავშვებს დაწყებითი განათლებისთვის, კარგი ხარისხის სკოლამდელი დაწესებულება ეხმარება ბავშვებს სოციალურ ურთიერთობებში გარკვევაში და სამყაროში თავიანთი ადგილის პოვნაში. სწორი რესურსებით – ადამიანური და ფინანსური – კარგი სკოლამდელი დაწესებულება აუმჯობესებს სასკოლო მზაობას და ამით ზრდის ბავშვის შანსებს, სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი. ადრეულ განათლებაში ინვესტიცია აძლიერებს მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სწავლასა და დაცვას, მაგრამ სარგებელი სცილდება ცალკეულ ბავშვს და მოიცავს ეკონომიკურ ზრდას, მდგრად განვითარებას და თანაბარ შესაძლებლობებს ყველა მოქალაქისთვის.

საქართველოს ამ კუთხით არაერთი გამოწვევა აქვს – მათ შორის, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩართულობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი სოციალურად დაუცველ ბავშვებში, სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლების სიმცირე, რომლებიც მომზადებულნი არიან თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებში და ინვესტიციების სიმწირე სკოლამდელ განათლებაში.

2016 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და მზრუნველობის შესახებ, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა, მოიცავს ახლებურ მიდგომებს ადრეული ასაკის ბავშვების განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი მთავარი სიახლე იყო სავალდებულო ეროვნული სტანდარტების დანერგვა ყველა საჯარო და კერძო სკოლამდელი დაწესებულებისთვის, როგორიცაა მასწავლებლის კვალიფიკაციის, სასწავლო პროცესის, სანიტარული პირობების,ჰიგიენისა და კვების სტანდარტები. ავტორიზაციის მისაღებად ყველა საბავშვო ბაღი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ახალ სავალდებულო სტანდარტებს.

გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო მოდულების, გზამკვლევების და ვიზუალური რესურსების შემუშავებაში, რათა დაეხმაროს სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლებს ამ სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელებაში. სკოლამდელი დაწესებულების ბევრ მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი აკადემიური გამოცდილება, ან შესაძლოა განათლება მიიღო მრავალი წლის წინ, როდესაც ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და განვითარების მიდგომები ძალიან განსხვავებული იყო. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მათ დაეუფლონ უახლეს მეთოდებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ბავშვზე მეგობრულ, თამაშზე ორიენტირებულ და კულტურულად სენსიტიური რეაგირების ტექნიკას. გაეროს ბავშვთა ფონდმა ასევე გააძლიერა პარტნიორობა საქართველოს უნივერსიტეტებთან საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, რათა უკეთ მოამზადოს და აღჭურვოს მომავალი სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლები და მენეჯერები.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან, მათ გასაძლიერებლად რომ შეძლონ ახალი სტანდარტების განხორციელება, ალტერნატიული მოდელების შექმნა, რათა მომსახურება უკეთ მიწვდეს თითოეულ ბავშვს, ხოლო სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალმა გაიაროს გადამზადება და მუდმივი პროფესიული განვითარება.

ზოგად განათლებაში, ესტონეთის მთავრობასთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალკვალიფიციური ეროვნული პედაგოგიური ძალის ჩამოყალიბებაში, ასევე ბავშვებისთვის სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. პარტნიორობის ძირითადი კომპონენტები მოიცავდა სწავლებისა და სწავლის მეთოდების ესტონურ მოდელზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვასა და გაუმჯობესებას და ქართველი პედაგოგებისთვის საუნივერსიტეტო სასწავლო კურსების ჩამოყალიბებას.

ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, 7 სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ბავშვთა უფლებების 8 ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც რესურს ცენტრი და ავრცელებს ცოდნას ბავშვის უფლებების შესახებ სხვადასხვა პროფესიონალებს, პედაგოგებს, აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მშობლებსა და ბავშვებს შორის. ცენტრები ეხმარება განათლების მომავალ და ამჟამინდელ სპეციალისტებს, მშობლებსა და თემებს ბავშვის უფლებების უკეთ გაგებაში. ცენტრებში იმართება სხვადასხვა აქტივობა – ტრენინგები, ღია ლექციები და დისკუსიები და შემუშავდება საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ.

საქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფებიდან, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი განათლებაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ბავშვები ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებიდან, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, ობოლი ბავშვები, იძულებით გადაადგილებული პირები, მოქალაქეობის არმქონე ბავშვები, ლტოლვილები და შორეულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ დარჩნენ სასკოლო განათლების სისტემის მიღმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მუშაობს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებაზე. პროგრამა ფოკუსირებულია 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, განსაკუთრებული ფოკუსით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ეროვნულ უმცირესობებზე და მარგინალიზებულ ბავშვებზე, მათ შორის, მათზე, ვინც ამჟამად არ დადის სკოლაში, ან სწავლის მიტოვების საფრთხის ქვეშაა. კერძოდ, შემუშავდა მასწავლებელთა განათლების ეფექტიანი პროგრამები და შემუშავდა სწავლებისა და სასწავლო დამხმარე რესურსები; ჩატარდა რესურს-სკოლების ხელმძღვანელების, მასწავლებლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრების ტრენინგები; პარტნიორმა სკოლებმა შექმნეს სკოლის შემდგომი სწავლის, დასვენებისა და ზედამხედველობითი დასვენების პროგრამები; გაძლიერდა მასწავლებელთა წინასწარი და სამუშაო ადგილზე მომზადების პროგრამები უნივერსიტეტებში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში, რათა ახალი მასწავლებლები უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი ცოდნითა და უნარებით; მიმდინარეობს მუშაობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმისა და მავნე სოციალური ნორმების აღმოფხვრისთვის.

  1. ვიცით, რომ ამ რთულ პერიოდში თქვენ მუშაობდით უკრაინელი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. თუ შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ამ ინიციატივების შესახებ?

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემების თანახმად, 7 მილიონზე მეტი ლტოლვილი იძულებული გახდა გაქცეულიყო უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში, ხოლო დამატებით 6,5 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია ქვეყნის შიგნით. ომის დაწყების დღიდან გაეროს ბავშვთუკრაინელა ფონდი აქტიურად მუშაობს ევროპაში დევნილი უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახების ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

გაეროს ბავშვთა ფონდმა გაზარდა პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის მარაგებისა და მომსახურებების მიწოდება, გააძლიერა წინა ხაზზე მომუშავე პერსონალი, გასცა სასწრაფო ფულადი დახმარებები და გააძლიერა ეროვნული სახელმწიფო სისტემები ქვეყნების მთავრობებთან, გაეროს სააგენტოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეროვნულ ქსელებთან, ახალგაზრდებთან და თემებთან მჭიდრო კოორდინაციით.

თავდაპირველად, საქართველოს საზღვარი 144 000-ზე მეტმა უკრაინელმა გადმოკვეთა. ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში მათგან დაახლოებით 26,000 რჩება. UNHCR-ის შეფასებით, დაახლოებით ეს რაოდენობა საქართველოში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება.

მთავრობისა და დონორების გულუხვი კონტრიბუციის მეშვეობით დაკმაყოფილდა ლტოლვილთა რეაგირების პირველადი საჭიროებები, რამაც მიმდინარე სასწავლო წელს შესაძლებელი გახადა სწავლის გაგრძელება. თუმცა, საჭიროება კვლავ ბევრია და აუცილებელია ოჯახების შემდგომი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მკაცრი კლიმატური პირობებისთვის მომზადება.გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მთავრობასთან საჭიროებების განსაზღვრისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. შერჩეული მუნიცი პალიტეტების გავლით, სადაც ძირითადად უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობენ, გაეროს ბავშვთა ფონდი გეგმავს ერთჯერადი ფულადი დახმარების გადაცემას უკრაინელი ბავშვებისთვის.

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს ადვოკატირებას და რესურსების მობილიზებას უკრაინელი ბავშვების, ისევე როგორც სხვა დაუცველი ბავშვების მხარდასაჭერად მასპინძელ თემებში.

გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე აძლიერებს სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ჩართულნი არიან თანმხლები პირის გარეშე მყოფი და ოჯახისგან განცალკევებული ლტოლვილი ბავშვების იდენტიფიკაციის, მიმართვისა და რეაგირების პროცესში. მიმდინარე ინიციატივა გულისხმობს: საერთაშორისო სტანდარტების, ადგილობრივი კანონმდებლობისა და საქართველოს პრაქტიკის ანალიზს, რომელიც ეხება თანმხლების გარეშე მყოფი და ოჯახისგან განცალკევებულ ლტოლვილ არასრულწლოვანებს (მათ შორის, მართლმსაჯულების, ასევე ბავშვზე ზრუნვის სისტემისა და რეგულაციების ჩათვლით); შესაბამისი რეგულაციების კონცეფციის მომზადება, გზამკვლევების და პრაქტიკული სქემის შემუშავება მულტი-უწყებრივი თანამშრომლობისა და რეფერალური პროცესისთვის; სახელმწიფო სააგენტოების და პოლიციის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება.

  1. როგორია თქვენი წვლილი სოფლებსა და მთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებაში?

გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერებისთვის, რათა მათ განივითარონ უნარები არაფორმალური განათლების მეშვეობით და ასევე გამოხატონ თავიანთი აზრი.

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს მთავრობას ახალგაზრდების მოხალისეობრივი კულტურის ჩამოყალიბებაში მოხალისეთა ეროვნული ონლაინ პლატფორმის ჩამოყალიბების, მოზარდთა ტრენინგებისა და თანატოლთა განათლების მხარდაჭერით. USAID-ის მხარდაჭერით, შერჩეული მოხალისეები ჩაერთნენ ტრენინგებში აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის მნიშვნელობის და მოხალისეობრივი პროექტის დიზაინის შესახებ. მათ შეიძინეს ცოდნა მოზარდების ჩართულობის და მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ისწავლეს პრობლემების იდენტიფიკაცია და გადაჭრა, თანატოლთა განათლება და ადვოკატირება პირისპირ (მათ შორის ტრენინგ-აქტივობების) და ონლაინ ტრენინგების საშუალებით. გადამზადებულ მოზარდებს გადაეცათ საწყისი დაფინანსება მცირე მასშტაბის სათემო პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც შეირჩა თემის წევრებისადა მუნიცი პალიტეტების ჩართულობით. მოხალისე მოზარდები რეგისტრირებულნი იყვნენ მოხალისეობის ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც ასევე ზომავდა მოზარდების მოხალისეობის საათებს.

გაეროს ბავშვთა ფონდი მოზარდებს დაეხმარა შეეძინათ მეწარმეობის უნარები და ცოდნა, თუ როგორ გამკლავებოდნენ სიძნელეებს. ახალგაზრდები ერთვებოდნენ თანატოლთა განათლებაში და სათემო ღონისძიებებში. ინიციატივა განხორციელდა იმ რაიონებში, სადაც მოზარდებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი განათლებაზე და ინფორმაციაზე, მათ შორის, პანკისის ხეობასა და ქვემო ქართლის საზღვრისპირა სოფლებში. შერჩეულმა მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში მეწარმეობისა და მეწარმეობის ინოვაციური მიდგომების გამოყენების, იდეების რეალურ პროექტებად გადაქცევის, მათი პროდუქტების ბრენდინგის და ეფექტიანი კომუნიკაციისა და ლიდერობის, თვითპოზიციონირების, პროდუქტიულობის, თანამედროვე ტექნოლოგიების, სტრესის მენეჯმენტის – მარტოობისა და სტრესის დაძლევაში, უარყოფითი ქცევის ამოცნობასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოზარდებმა შეიძინეს პრობლემებთან გამკლავების უნარები, ისწავლეს, თუ როგორ უნდა აქციონ თავიანთი იდეები და სურვილები რეალურ პროექტებად, ისეთად, როგორიცაა ხელნაკეთი საპნის მომზადება და მისი გავრცელება სოციალურად დაუცველ თანატოლებში.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა ტრენინგები მოზარდებისთვის, მათ შორის, დაუცველი ჯგუფებისთვის, უსაფრთხო სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის, ასევე ადვოკატირების შესახებ სამცხე-ჯავახეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისადა აჭარის რეგიონებში. იუნისეფი ასევე დაეხმარაახალგაზრდებს თავად დაეგეგმათ ადვოკატირების კამპანიები სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენურიპირობების გასაუმჯობესებლად.

არაფორმალური ტრენინგ-სესიების საშუალებით გაეროს ბავშვთა ფონდმა მოზარდებს მიაწოდა ინფორმაცია აზარტული თამაშების, მისი რისკებისა და თანმდევი შედეგების შესახებ, რომელიც დაფუძნებული იყო აზარტული თამაშებისადმი ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ მოზარდებში/ სკოლის მოსწავლეებში ჩატარებული კვლევის შედეგებზე.

ჩატარდა ტრენინგების სერია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების შესახებ საქართველოს მასშტაბით. ბავშვებმა შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, თუ როგორ გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები, ამოიცნონ ყალბი ამბები და სპეფიციკური ჯგუფები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას Covid 19-ის შესახებ.

  1. UNICEF ასევე მუშაობს ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერებაზე. რა პრიორიტეტები გაქვთ ამ მიმართულებით?

გაეროს ბავშვთა ფონდი გახლავთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემების რეფორმების მთავარი მხარდამჭერი საქართველოში. ორივე რეფორმის შედეგად მიღებული შედეგები თვალსაჩინოა.

გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შემუშავდა და დამტკიცდა ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობას. 2015 წელს საქართველომ მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელმაც დანერგა ბავშვზე მორგებული მიდგომა სისხლის სამართლის სისტემაში. მოგვიანებით, 2019 წელს მიღებულ იქნა ბავშვის უფლებების კოდექსი – ყოვლისმომცველი სამართლებრივი აქტი, რომელიც მოიცავს ბავშვთა ყველა უფლებასა და თავისუფლებას, და მათ განხორციელებასა და დაცვის მექანიზმებს. გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს ორივე კოდექსის განხორციელების მხარდაჭერას შესაბამისი კანონების კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის, არსებული და ახალი მექანიზმების შექმნის, პროფესიონალების სპეციალიზაციის, შესაბამისი მეთოდოლოგიის, ინსტრუმენტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებით.

გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის მხარდაჭერით აგრძელებს საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერებას. სამწლიანი პროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და გზამკვლევების შემუშავებას და გაძლიერებას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად; და პროფესიონალთა შესაძლებლობების გაძლიერებას ცენტრალურ და მუნიცი პალურ დონეზე საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად და დასაცავად.

ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურება, რომელიც მოიცავს ყველა სახის საგამოძიებო აქტივობას და სარეაბილიტაციო პროგრამებს ერთ, ბავშვზე მორგებულ და უსაფრთხო სივრცეში.

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერას, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შემდგომი გაძლიერებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელების მულტიდისცი პლინარული მექანიზმების, პროფესიონალების სპეციალიზაციისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი ბავშვების მხარდაჭერის მექანიზმებების შემუშავების გზით.

  1. როგორია თქვენი სამომავლო პროექტები და გეგმები საქართველოში?

ჩვენ ვაგრძელებთ გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს მთავრობის 2021-2025 წლების ერთობლივი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებას.

ვიმუშავებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მთავრობას ბავშვის უფლებების კოდექსის დანერგვაში; ასევე სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის სისტემაში. ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდაზე ბავშვზე ორიენტირებული და სამართლიანი სოციალური პროგრამების შექმნისთვის; დედებისა და ბავშვებისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების რეფორმირებაზე, Covid-19-დან მიღებული გაკვეთილების ინტეგრირებასა და ციფრული ჯანდაცვის ინსტრუმენტების დანერგვაზე. ჩვენი საქმიანობა გაგრძელდება სისხლში ტყვიის დონის ზედამხედველობის დანერგვის და გარემოს ჯანმრთელობის დღის წესრიგის გაფართოების კუთხითაც. განვაგრძობთ მუშაობას სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე; სკოლებში წყლის, სანიტარული და ჰიგიენის მონიტორინგზე; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზრუნვის სტანდარტების დანერგვის და განათლების კოდექსის შემუშავების მიმართულებით. ასევე, ჩვენი საქმიანობა გაგრძელდება სკოლამდელი და ზოგადი განათლების ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და მასწავლებელთა სამუშაო ძალის გაძლიერების მისაღწევად; გავაგრძელებთ საგანმანათლებლო ინოვაციების, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების პილოტირებას. ჩვენს გეგმებშია არაფორმალური განათლების, მათ შორის, სკოლის შემდგომი აქტივობების საპილოტე პროგრამების შემუშავება; დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელება და ალტერნატიული ზრუნვა; ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა; ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება; ახალგაზრდობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება და ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქოსოციალური და ფიზიკური განვითარება, ასევე მონაცემთა შეგროვება და ანალიზი და ბავშვებისა და მოზარდების სიტუაციის მონიტორინგი.

ვიმედოვნებთ, გავაძლიერებთ ჩვენს პარტნიორობას ICC-ისთან და ბიზნესთან ახალგაზრდების უნარების გაუმჯობესებისა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე ბიზნესების საქმიანობაში ბავშვთა უფლებების გათვალისწინების მიზნით. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა თითოეულ ბავშვს ჰქონდეს ცხოვრების საუკეთესო სასტარტო პირობები და შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი პოტენციალი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები