25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინტერვიუ პაპუნა ხრიკულთან

spot_img
დღე­ვან­დელ­მა პან­დე­მი­ამ მთელ მსოფ­ლი­ოს და ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს შე­უქ­მ­ნა გა­და­უ­ლა­ხა­ვი პრობ­ლე­მე­ბი – ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და და და­პა­უზ­და… ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მძი­მედ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სპორ­ტი აღ­მოჩ­ნ­და, რო­გორც კონ­ტაქ­ტუ­რი სფე­რო, სა­დაც უმე­ტეს სა­ხე­ო­ბებ­ში დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია. პი­რი­ქით – ეს სწო­რედ კონ­ტაქ­ტის, ერ­თ­მა­ნეთ­თან უშუ­ა­ლო ჭი­დი­ლის სფე­როა. თა­ნაც, ბევ­რი სა­ხე­ო­ბა დარ­ბაზ­ში, ანუ ღია სივ­რ­ცე­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, ეს კი და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მაა.

ეპი­დე­მი­ურ­მა ვი­თა­რე­ბამ და მის და­საძ­ლე­ვად შე­მო­ღე­ბულ­მა აკ­რ­ძალ­ვებ­მა გან­ს­აკუთ­რე­ბით მძი­მე დღე­ში სპორ­ტუ­ლი ცენ­ტ­რე­ბი ჩა­აგ­დო. დღეს ერთ-ერთ მათ­განს – ააიპ თე­ლა­ვის სპორ­ტულ კლუბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მა­დაც და­კე­ტი­ლია და მიმ­დი­ნა­რე წე­ლი­წა­დის უმე­ტე­სი დროც ასე გა­ა­ტა­რა.
გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი
?? პა­პუ­ნა ხრი­კუ­ლი 

 

– რამ­დე­ნად იმოქ­მე­და პან­დე­მი­ამ თქვენს სპორ­ტულ კლუბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­გა­ყე­ნათ?

– ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, და­კე­ტი­ლი ვართ. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შეგ­ვე­ხო, რად­გან ეს სპორ­ტუ­ლი კომ­პ­ლექ­სია და მთე­ლი სა­ვარ­ჯი­შო პრო­ცე­სი შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს, დარ­ბაზ­ში – კა­ლათ­ბურ­თი, ხელ­ბურ­თი, ფრენ­ბურ­თი, ბი­ლი­არ­დი, მხატ­ვ­რუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში, ტყვი­ის სრო­ლა… შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ტაქ­ტიც მე­ტია.

პირ­ვე­ლად, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­მოცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე, და­ვი­კე­ტეთ – პირ­ვე­ლი ტალ­ღის­თა­ნა­ვე, თე­ბერ­ვ­ლის ბო­ლოს. ზაფხუ­ლის და­საწყის­ში ცო­ტა ხნით გა­ვიხ­სე­ნით, ფე­დე­რა­ცი­ე­ბის­გა­ნაც მი­ვი­ღეთ წე­რი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ – რა ტი­პის ვარ­ჯი­შე­ბი უნ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, დარ­ბაზ­ში 10 კაც­ზე მე­ტი არ შე­იძ­ლე­ბო­და, 2-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და­ცუ­ლი, უკონ­ტაქ­ტოდ უნ­და ევარ­ჯი­შათ და ა.შ. ამ რე­გუ­ლა­ცი­ებს სრუ­ლად ვი­ცავ­დით, მაგ­რამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ისევ და­ვი­ხუ­რეთ.

– სპორ­ტის რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი გაქვთ სპორ­ტ­ს­კო­ლა­ში და რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი ვარ­ჯი­შობს?

– ჩვენს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში სპორ­ტის 9 სა­ხე­ო­ბა შე­მო­დის – კა­ლათ­ბურ­თი, ხელ­ბურ­თი, ფრენ­ბურ­თი, ბი­ლი­არ­დი, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი, მხატ­ვ­რუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში, ტყვი­ის სრო­ლა, ჭად­რა­კი და რაგ­ბი, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თია, რაც ღია მო­ე­დან­ზე გვაქვს. ამათ­გან კა­ლათ­ბურ­თი, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი, ბი­ლი­არ­დი, მხატ­ვ­რუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში და ფრენ­ბურ­თი ფა­სი­ა­ნია, სხვე­ბი – უფა­სო.

ამ 9 სა­ხე­ო­ბა­ში 800-მდე ბავ­შ­ვი ირიცხე­ბა, ახ­ლა ისინი სახ­ლ­ში სხე­დან. და­ახ­ლო­ე­ბით, 40-მდე მწვრთნე­ლი გვყავს, ყვე­ლა ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი, სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში.

– პან­დე­მი­ის დროს ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ხომ არ შემ­ცირ­და?

– პი­რი­ქით, და­ე­მა­ტა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში. რო­ცა გა­ვიხ­სე­ნით, იმა­ზე მე­ტი ბავ­შ­ვი მო­ვი­და, ვიდ­რე გვყავ­და.

ეს იმის ნი­შა­ნია, რომ მო­ნატ­რე­ბუ­ლი აქვთ სპორ­ტი?

– იმის ნი­შა­ნია, რომ მშობ­ლე­ბი მიხ­ვ­დ­ნენ სპორ­ტის, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. მათ ხომ ბავ­შ­ვე­ბი ამ­დე­ნი ხა­ნი ჰყავ­დათ სახ­ლ­ში და ენერ­გი­ას ვერ ხარ­ჯავ­დ­ნენ.

– გა­მო­სა­ვალს თუ ხე­დავთ, რომ არც ადა­მი­ან­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას მი­ად­გეს ზი­ა­ნი და არც ვარ­ჯი­შის ამ­დე­ნი მსურ­ვე­ლი და­ზა­რალ­დეს, გარ­კ­ვე­უ­ლი ზო­მე­ბის დაც­ვით მა­თაც მი­ე­ცეთ ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბა. თქვე­ნი აზ­რით, არ­სე­ბობს ასე­თი „ოქ­როს შუ­ა­ლე­დი“?

– გა­მო­სა­ვალს, ამ ეტაპ­ზე, ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვხე­დავ, რად­გან მთავ­რო­ბა არ­ბიტ­რის როლ­შია – ჩვე­ნიც უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და მე­ო­რე მხა­რი­საც, რომ პან­დე­მია არ გავ­რ­ცელ­დეს. პირ­ბა­დით რომ ვერ ივარ­ჯი­შებ და ეს პრო­ცე­სი უკონ­ტაქ­ტო­დაც რომ ვერ გა­მო­ვა, ამა­ზე ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით. თან, ეს ვი­რუ­სი სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა. ამი­ტომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, გავ­რ­ცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის, სა­ჭი­როა, თუმ­ცა ბავ­შ­ვებ­საც ვარ­ჯი­ში რომ უნ­დათ და ეს წე­ლი­წა­დი რომ თით­ქ­მის მთლი­ა­ნად და­კარ­გეს, ესეც ფაქ­ტია. მთე­ლი მსოფ­ლიო ამ დღე­შია. ჯერ არ ვი­ცი, პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტიც გა­ა­ჩე­რეს თუ არა. თუ გა­ა­ჩე­რეს, მარ­თ­ლა რთუ­ლად ყო­ფი­ლა საქ­მე.

– სა­თა­ნა­დო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით, გუნ­დურ სა­ხე­ო­ბებ­ში თუ არა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რებ­ში ხომ მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ვარ­ჯი­ში? მა­გა­ლი­თად, სრო­ლა, ბი­ლი­არ­დი, ტან­ვარ­ჯი­ში არაა კონ­ტაქ­ტუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი და პირ­ბა­დის, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხომ შე­იძ­ლე­ბა ვარ­ჯი­ში, თუნ­დაც და­ხუ­რულ სივ­რ­ცე­ში?

– ალ­ბათ, კი – შე­საძ­ლე­ბე­ლია. იმ ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, რო­ცა გა­ვიხ­სე­ნით, ამ ყვე­ლაფ­რით ჩვე­ნი სპორ­ტ­ს­კო­ლაც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო – დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბიც გვქონ­და, თერ­მო­მეტ­რე­ბიც, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სითხე­ე­ბიც, შიგ­ნით პირ­ბა­დე­ე­ბით ვმოძ­რა­ობ­დით, დის­ტან­ცი­ა­საც იცავ­დ­ნენ და ყვე­ლა­ფე­რს, რაც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით მოგ­ვეთხო­ვე­ბო­და. ალ­ბათ, მსგავს სა­ხე­ო­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც არაა დის­ტან­ცი­უ­რი, უფ­რო შე­იძ­ლე­ბა ვარ­ჯი­შის დაშ­ვე­ბა.

– ამ პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფ­რო ცხა­დად გა­მოჩ­ნ­და, რამ­დე­ნად სა­ჭი­როა და აუცი­ლე­ბე­ლი თუნ­დაც თქვე­ნი ტი­პის სკო­ლებ­ში ან ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის შექ­მ­ნა, სა­დაც ვარ­ჯი­ში ჩა­კე­ტილ პი­რო­ბებ­ში, გა­რე სამ­ყა­როს­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად, შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც სა­მოყ­ვა­რუ­ლო, ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე. ახ­ლა ამას აკე­თებს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა, ვი­საც კი ოლიმ­პი­უ­რი მზა­დე­ბის ცენ­ტ­რი ან ამ­გ­ვა­რი კომ­პ­ლექ­სუ­რი სპორ­ტუ­ლი ბა­ზე­ბი აქვს.

– ამას დი­დი ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა გე­თან­ხ­მე­ბით, რომ სა­ჭი­როა. ასე­თი ბა­ზე­ბი რომ გვქონ­დეს, პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტი არ გა­ჩერ­დე­ბო­და. ჩვენ­ნა­ირ სკო­ლებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის წევ­რე­ბის ვარ­ჯი­ში.

– თუმ­ცა, თქვენს ტირ­ში არა მხო­ლოდ ასა­კობ­რი­ვე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბიც სის­ტე­მა­ტუ­რად გა­დის მზა­დე­ბას. ის, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მი ანა­ლო­გი­უ­რი ბა­ზი­დან, ერთ-ერ­თია და თა­ნაც – სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის, სა­დაც უცხო­უ­რი რან­გის შე­ჯიბ­რე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

– ეს მარ­თ­ლაც მა­ღალ დო­ნე­ზე აღ­ჭურ­ვი­ლი ტი­რია და ნაკ­რე­ბი ხში­რად ჩა­მო­დის, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. რაც ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა აქ და­იწყეს მომ­ზა­დე­ბა, ჩვენ­მა რამ­დე­ნი­მე მსრო­ლელ­მაც უკ­ვე წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

– სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე კი ხართ, მაგ­რამ უმუ­შევ­რო­ბა ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს ხომ არ გიქ­მ­ნით, რა­კი კო­მერ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი ვერ მუ­შა­ობს, ეს თქვენს შე­მო­სა­ვალ­ზეც აისა­ხე­ბო­და.

– არა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ გვაქვს, რად­გან სუბ­სი­დი­ას თე­ლა­ვის მე­რი­ის­გან ვი­ღებთ. რო­ცა და­კე­ტი­ლე­ბი ვართ, კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი არ გვაქვს, არც და­რა­ჯი გვყავს – კა­მე­რე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, სამ­სა­ხურ­ში კი მხო­ლოდ მე და ჩე­მი მო­ად­გი­ლე დავ­დი­ვართ.

– ღია მო­ედ­ნე­ბი არ გაქვთ, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით იმ სა­ხე­ო­ბებ­ში მა­ინც ივარ­ჯი­შოთ, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ღია არე­ნებ­ზე ვარ­ჯი­ში?

– სამ­წუ­ხა­როდ, ღია მო­ე­და­ნი მხო­ლოდ რაგ­ბი­ში გვაქვს, ფონ­დ­მა „ქარ­თუმ“ ააშე­ნა ბა­ზა თე­ლავ­ში. ზო­გა­დად, ქა­ლაქ­ში ღია მო­ედ­ნე­ბი არის – ე.წ. მი­ნი-მო­ედ­ნე­ბი, მაგ­რამ რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, მა­გა­ლი­თად, ხელ­ბურ­თე­ლებ­მა ან კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა იქ რომ ივარ­ჯი­შონ, სა­კითხა­ვია… ალ­ბათ, არაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, ჩვენ კი ასე­თი ღია არე­ნე­ბი არ გვაქვს, მხო­ლოდ და­ხუ­რუ­ლი დარ­ბა­ზია – თა­მაზ ან­თა­ძის სა­ხე­ლო­ბის სპორ­ტუ­ლი კომ­პ­ლექ­სი.

– სპორ­ტუ­ლი ინ­ტერ­ნა­ტის პრინ­ცი­პი­ს საცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პ­ლექ­სი თუ გაქვთ, ბავ­შ­ვებ­მა ად­გილ­ზეც რომ შეძ­ლონ დარ­ჩე­ნა?

– შეკ­რე­ბე­ბის­თ­ვის, ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ ეტაპ­ზე, არ გვაქვს, მაგ­რამ სა­მო­მავ­ლოდ ესეც იგეგ­მე­ბა. გვინ­და, ოთა­ხე­ბი გა­ვა­რე­მონ­ტოთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 ბავ­შ­ვამ­დე რომ დარ­ჩეს ად­გილ­ზე.

– ამ პი­რო­ბებ­ში სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე სა­უ­ბა­რი ძნე­ლია, მაგ­რამ ახა­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის და­მა­ტე­ბა თუ იგეგ­მე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა გაძ­ლევთ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას?

– ამ ეტაპ­ზე ახა­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის და­მა­ტე­ბა არ იგეგ­მე­ბა. გა­ი­სა­დაც ისევ იმ სა­ხე­ო­ბებ­ზე ვიქ­ნე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, რაც შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი მო­ვი­პო­ვოთ.

– მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა საკ­მა­რი­სია ან რამ­დე­ნად სტან­დარ­ტუ­ლია დარ­ბა­ზე­ბი? რა­ი­მე პრობ­ლე­მა ხომ არ აქვს სკო­ლას?

– დი­დი დარ­ბა­ზი სტან­დარ­ტუ­ლია, ბი­ლი­არ­დ­შიც რამ­დენ­იმეჯერ ჩა­ვა­ტა­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი, სხვა სა­ხე­ო­ბებ­შიც გვაქვს სტან­დარ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას და ინ­ვენ­ტარს ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბი­დან ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, უფ­რო მე­ტი წი­ლი კი, უშუ­ა­ლოდ ბავ­შ­ვებ­ზე მი­დის, რაც შე­იძ­ლე­ბა, მე­ტი კომ­ფორ­ტი რომ შე­ვუქ­მ­ნათ. მა­გა­ლი­თად, შარ­შან დიდ დარ­ბაზ­ში გათ­ბო­ბა არ იყო და გა­ვა­კე­თეთ. პან­დე­მი­ას თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, ამ მხრივ, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ეს ამ­ბა­ვი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, იმა­ვე დიდ დარ­ბაზ­ში, იატა­კის გა­მოც­ვ­ლაც გვინ­დო­და. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა, ეს მა­ინც მო­ვა­ხერ­ხოთ – გა­აჩ­ნია, ბი­უ­ჯე­ტი რამ­დე­ნი გვექ­ნე­ბა. სრულ­ყო­ფი­ლე­ბას ვე­რა, მაგ­რამ ეტა­პობ­რი­ვად იმას მა­ინც მი­ვაღ­წევთ, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვის მოთხოვ­ნი­ლე­ბა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ და სა­თა­ნა­დო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა შევუქმნათ.

– ად­გი­ლობ­რი­ვი სას­კო­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტი­პის სას­წავ­ლებ­ლე­ბი, თუნ­დაც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი, რამ­დე­ნად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ თქვენ­თან?

– თე­ლა­ვის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ. ისი­ნი ატა­რე­ბენ სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებს სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბაში და ამ დროს ჩვენს სპორ­ტულ კომ­პ­ლექსს იყე­ნე­ბენ. ჩვენც ვეხ­მა­რე­ბით, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში – კა­ლათ­ბურ­თ­ში, ხელ­ბურ­თ­ში, ფრენ­ბურ­თ­ში – ბა­ზე­ბით, ინ­ვენ­ტა­რით, მწვრთნე­ლე­ბით; ვეხ­მა­რე­ბით მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რა­თა უკეთ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­მო­უ­ვი­დეთ.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები