20 აპრილი, შაბათი, 2024

 ინ­ტერ­ვიუ მა­ნა­ნა რა­ტი­ან­თან

spot_img
ბო­ლო დღე­ებ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლი მოთხოვ­ნით, გა­უქ­მ­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა ან სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბით მოხ­დეს. პე­და­გო­გებ­მა პე­ტი­ცი­აც კი მო­ამ­ზა­დეს – შეწყ­დეს სქე­მა. ცხა­დია, სქე­მის გა­უქ­მე­ბას ბევ­რი ისე­თი თან­მ­დე­ვი პრო­ცე­სი ახ­ლავს, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს შე­უქ­მ­ნის სტა­ტუს­ მი­ნი­ჭე­ბულ პე­და­გო­გებს – თუნ­დაც ის, რომ სქე­მის შეწყ­ვე­ტა მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ნა­მა­ტე­ბის შეწყ­ვე­ტას გა­მო­იწ­ვევს.
მას­წავ­ლე­ბ­ლის სახ­ლი, პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, აქ­ვეყ­ნებს გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­შიც ვკითხუ­ლობთ, რომ აქ­ტი­უ­რად იწყებს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მე­ტიც, მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბით გეგ­მავს მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის სრულ­ყო­ფას.
რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად? გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა სქე­მის შე­ჩე­რე­ბა ან რას სთა­ვა­ზობს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მას­წავ­ლებ­ლებს? ამ თე­მებ­ზე სა­უბ­რობს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გ­ილე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი.

– ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ გახ­და ამ დღე­ებ­ში სქე­მა ასე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი?

– ფაქ­ტია, ახ­ლა რაც მოხ­და, ეს იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ სადღაც გაწყ­და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ჩვენ შო­რის. სი­ახ­ლე აღარ არის სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და ასე­თი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­აქ­ცია ამ თე­მა­ზე სწო­რედ ამ კავ­ში­რის გაწყ­ვე­ტა­ზე მი­უ­თი­თებს. არა­და, რო­ცა სი­ახ­ლე იყო, იმ პე­რი­ოდ­ში, ჩვენ მარ­თ­ლა გვქონ­და ინ­ტე­ნ­სი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მას­წავ­ლებ­ლებ­თან, თუნ­დაც თქვე­ნი გა­ზე­თი­სა და პორ­ტა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით – არა­ერ­თხელ და­უთ­მეთ საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ამ სა­კითხებს. თუმ­ცა, რო­გორც ხე­დავთ, ახ­ლა მო­ექ­ცა რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი ყუ­რადღე­ბის ქვეშ და ახ­ლა აღ­მო­ცენ­და სქე­მი­დან რა­ღაც ფრაგ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც თით­ქოს­და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.

ზაფხულ­ში იგეგ­მე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის მი­ღე­ბა, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი (პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბა, რო­გორ უნ­და იყოს სკო­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორ ჩა­ერ­თოს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ა.შ.), ყვე­ლა­ფე­რი, რაც მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ე­ხე­ბა ერთ დო­კუ­მენ­ტად უნ­და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში შე­ვი­ტა­ნეთ ცვლი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით. ამ გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბით უფ­ლე­ბა მი­ვე­ცით იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც უკ­ვე ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ პრო­ცეს­ში, არ შე­ეწყ­ვი­ტათ და დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა მა­თი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პრო­ცე­სი გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია პე­რი­ო­დე­ბი სტა­ტუ­სე­ბის მი­ხედ­ვით და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ჩა­ი­წე­რა ვინ რო­დის და რო­გორ და­ას­რუ­ლებ­და პრო­ცესს. ცხა­დია, მას­წავ­ლებ­ლებ­საც გა­ვა­ცა­ნით, რომ ეს დე­ბუ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ე­ხო პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს და უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­მაც უნ­და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ სტა­ტუ­სი, მა­გა­ლი­თად, იმ უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე იყ­ვ­ნენ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მოვ­ხ­სე­ნით ის წნე­ხი, რო­მელ­ზეც, კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად სა­უბ­რობ­დ­ნენ, მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან ბევ­რი დო­კუ­მენ­ტის წარ­მო­ე­ბა რომ უწევ­დათ. ვე­ცა­დეთ, რომ ამ გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში არ დაგ­ვე­კარ­გა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის წინ­ს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მოგ­ვეხ­ს­ნა ის ზედ­მე­ტი ბ­ი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ტვირ­თი, რა­ზეც ისი­ნი ჩი­ოდ­ნენ.

– მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, რომ იწყებს მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის შე­მუ­შა­ვე­ბას…

– რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის წესს, ჩვენ უკ­ვე და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა და რად­გან ეს წე­სი ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ეხე­ბა, ცენ­ტ­რ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, დო­კუ­მენ­ტი სწო­რედ მა­თი მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ვი­მუ­შა­ოთ. გვინ­და, მათ მიდ­გო­მებ­სა და იდე­ებს გა­ვეც­ნოთ, ამი­ტომ გა­მო­ვაცხა­დეთ რე­გის­ტ­რა­ცია მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის. ისი­ნი თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებს გაგ­ვაც­ნო­ბენ უკუ­კავ­ში­რის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბით, შემ­დეგ ჩვენ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ამ მა­სა­ლას და ისეთ დო­კუ­მენტს შე­ვი­მუ­შა­ვებთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი. ამავ­დ­რო­უ­ლად, რა თქმა უნ­და, შევ­ხ­ვ­დე­ბით სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თ­ვის დი­რექ­ტო­რე­ბის, მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის აზ­რი იმის შე­სა­ხებ, თუ რას ფიქ­რო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ან რამ­დე­ნად რთუ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სქე­მით და­კის­რე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ა.შ. ცხა­დია, ჩვენ მათ­ზე უკეთ არ ვი­ცით ამის შე­სა­ხებ, მათ უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ სკო­ლის ბა­ზა­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად იცი­ან – რა მუ­შა­ობს ან რა არ მუ­შა­ობს; რა შევ­ც­ვა­ლოთ ან რა გა­ვა­კე­თოთ. რა თქმა უნ­და, ამ თე­მებ­ზე დი­რექ­ტო­რებ­თან გვექ­ნე­ბა სა­უბ­რე­ბი. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, გა­რე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­საც მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, გარ­კ­ვე­უ­ლი დო­ზით, ჩა­ერ­თონ პრო­ცეს­ში და ერ­თობ­ლი­ვად შე­ვი­მუ­შა­ვებთ რე­გუ­ლი­რე­ბის წესს, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ტანთ სა­ჯა­როდ გან­სა­ხილ­ვე­ლად. ასე რომ, ეს იქ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით შექ­მ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი. ეს არის ამ მო­მენ­ტის­თ­ვის რი­სი თქმაც შე­მიძ­ლია სქე­მის და რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ.

– რას უპა­სუ­ხებ­დით პე­ტი­ცი­ის ხელ­მომ­წე­რებს?

– რა თქმა უნ­და, გვერდს არ ავუვ­ლით არც პე­ტი­ცი­ას, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა სქე­მის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ამ­ზა­და. აუცი­ლებ­ლად ყუ­რადღე­ბით გა­ვეც­ნო­ბით მას, თუმ­ცა, აქ­ვე გეტყ­ვით, რომ სქე­მის შეწყ­ვე­ტა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შევ­წყ­ვი­ტოთ სქე­მა? ეს ნიშ­ნავს, ათი­ა­თა­სო­ბით მას­წავ­ლე­ბელს გა­ვუწყ­ვი­ტოთ წინ­ს­ვ­ლის პრო­ცე­სი, მი­ვა­ყე­ნოთ ზი­ა­ნი მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ პე­და­გოგ­თა გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა სტა­ტუ­სი ვერ მო­ი­პო­ვა… ამას, ცხა­დია,  არ გა­ვა­კე­თებთ. ეს მა­თი მხრი­დან უფ­რო ჰგავს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვას ცენ­ტ­რის მი­მართ.

– მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბით. ამა­ზე რას გვეტყო­დით?

– მას­წავ­ლებ­ლე­ბის იმ ნა­წი­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც მო­ითხოვს, რომ გა­უქ­მ­დეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბით მოხ­დეს, კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ: ჩვენ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს თე­ო­რი­უ­ლად აქვს თუ არა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელს სი­ახ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც მის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­შია ასა­ხუ­ლი – რას უნ­და აკე­თებ­დეს სტა­ტუ­სის შე­სა­ბა­მი­სად სკო­ლა­ში, ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს პრაქ­ტი­კუ­ლად რო­გორ და, რაც მთა­ვა­რია, რო­გო­რი ხა­რის­ხით ახერ­ხებს ის ამ სი­ახ­ლე­ე­ბის მი­წო­დე­ბას მოს­წავ­ლის­თ­ვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წინ­ს­ვ­ლა არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ თე­ო­რი­ულ კომ­პო­ნენ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ეს ცალ­სა­ხად არის ახა­ლი სქე­მის პრინ­ცი­პი. რა თქმა უნ­და, ამა­ზეც ვი­ლა­პა­რა­კებთ მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მათ­გა­ნაც მი­ვი­ღებთ არ­გუ­მენ­ტებს და არა მოთხოვ­ნებს – ეს მინ­და და ეს არ მინ­და. თა­ვის­თა­ვად, ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლე­ზე ისე უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს.

პრაქ­ტი­კო­სე­ბის გა­მოც­და კი ისევ ძა­ლა­ში რჩე­ბა, რე­გის­ტ­რა­ცი­აც ჩა­ტარ­და, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მათ. წამ­ყ­ვან და უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებს კი, წინ­ს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ე­ცე­მათ, რო­ცა რე­გუ­ლი­რე­ბის წესს და­ვამ­ტ­კი­ცებთ. რო­გორც კი დო­კუ­მენ­ტის სა­მუ­შაო ვერ­სია გვექ­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რებთ, შემ­დ­გომ კი – უფ­რო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები