29 მარტი, პარასკევი, 2024

ინტერვიუ თამარ მახარაშვილთან

spot_img

 

თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლი

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე

 

 

▶️ ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, რა იქ­ნე­ბა  2022-23 სას­წავ­ლო წლის მთავა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის? 

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ და­იწყო ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი – სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია, რაც ნიშ­ნავს სკო­ლე­ბის გა­რე ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბას, ამ კულ­ტუ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბას. მიმ­დი­ნა­რე წე­ლი, 2022 წე­ლი, თვით­შე­ფა­სე­ბის, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის წე­ლია, რო­დე­საც სკო­ლე­ბი, კონ­კ­რე­ტუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, თა­ვად აფა­სე­ბენ სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას – რა ეტაპ­ზე არი­ან, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. სის­ტე­მამ გა­ი­აზ­რა, რომ შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე სკო­ლე­ბი ამას  ვერ გა­ა­კე­თებ­დ­ნენ. ამი­ტომ, შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ  მხარ­და­ჭე­რის ექ­ს­პერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც  სა­თი­თა­ოდ ყვე­ლა სკო­ლას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ იმი­სათ­ვის, რომ, ერ­თი მხრივ, ეს კულ­ტუ­რა ას­წავ­ლონ და, მე­ო­რე მხრივ, და­ეხ­მა­რონ, სკო­ლას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში — სწო­რად წარ­მო­ა­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი თა­ვი, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ა.შ. ამი­ტო­მაც ამ პა­თოსს ვაგ­რ­ძე­ლებთ და აქ­ცენტს მხარ­და­ჭე­რა­ზე ვა­კე­თებთ. „აქცენ­ტი მხარ­და­ჭე­რა­ზე“ – ეს არის ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მე­სი­ჯი. რად­გან ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ და კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რომ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო პრო­ცე­სის, რომ­ლის დაწყე­ბი­თაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მას გა­ვუს­წო­რეთ თვა­ლი.  ამ პრო­ცე­სის ამო­ცა­ნაა, 2026-27 სას­წავ­ლო წლამ­დე, რო­გორც კა­ნო­ნი გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, ყვე­ლა სკო­ლა იყოს ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი.

არამც და არამც არ უნ­და ვი­ფიქ­როთ, რომ ეს პრო­ცე­სიც ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა. გა­აზ­რე­ბუ­ლი გვაქვს მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და, პირ­ველ რიგ­ში, თუ არა მხარ­და­ჭე­რა, მზა­ო­ბა, ჩარ­თუ­ლო­ბა, პრო­ცე­სი ვერ წა­რი­მარ­თე­ბა, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ჩარ­თ­ვაა სა­ჭი­რო.  ავ­ტო­რი­ზა­ცი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უს­ვა ხა­ზი ამის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს არა მხო­ლოდ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ლო­კა­ლუ­რად მას­წავ­ლებ­ლის ან დი­რექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბით, არა­მედ ჩარ­თუ­ლია მშო­ბე­ლიც და მოს­წავ­ლეც, რად­გა­ნაც სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვენ ყვე­ლა ერ­თად ვქმნით.

ამ ეტა­პის­თ­ვის, 2086 სკო­ლი­დან 80%-ს თვით­შე­ფა­სე­ბა უკ­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს, ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭ­ერი ექ­ს­პერ­ტე­ბის დახმარებით. წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა და იმ შე­სა­ბა­მი­სო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, რა პრობ­ლე­მე­ბიც გა­მოჩ­ნ­დე­ბა ამ თვით­შე­ფა­სე­ბის ანა­ლი­ტი­კი­დან, სკო­ლე­ბი სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო გრა­ფიკ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან – 2023 წლი­დან 2026-27 სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე.

კი­დევ ერ­თი მთა­ვა­რი მე­სი­ჯი გახ­ლავთ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა –  chaerte@mes.gov.ge (ვა­კე­თებთ და ბო­ლო­ში ვართ უკ­ვე გა­სუ­ლი), სა­დაც სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მშობ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს მივ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მა­ზე პი­რა­დად ესა­უბ­რონ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს. ყვე­ლა ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, რო­მელ­ზეც ჩათ­ვ­ლის სა­ჭი­როდ სა­მი­ნის­ტ­რო, მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მეტ უკუ­კა­ში­რს მი­ვი­ღებთ მათ­გან და უფ­რო მე­ტი ხმის მი­ცე­მის, ე.წ. ვო­თინ­გის სის­ტე­მა­საც ავა­მუ­შა­ვებთ ამ პლატ­ფორ­მა­ში, რომ კი­დევ ერ­თხელ მივ­ცეთ ყვე­ლას სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში თვი­თო­ნაც იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი.

▶️ რა შე­დეგს ელო­დე­ბით ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ?

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კითხ­ვაა – რას ვე­ლით ჩვენ? პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხავს სის­ტე­მა კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას. აქამ­დე სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იაქ­ტი­უ­რებ­და თუ არა, წარ­მო­ად­გენ­და რა­მე თე­მას ან ინი­ცი­ა­ტი­ვას  თუ არა, მაგ­რამ იყო თე­მე­ბი, რო­მელ­საც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და სკო­ლა ვერ ერე­ო­და, მა­გა­ლი­თად, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­კითხე­ბი ან სხვა, რო­მელ­საც სის­ტე­მამ (შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პე­ტენ­ტურ­მა სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბამ) უნ­და მი­ხე­დოს.  ახ­ლა პირ­ვე­ლად ხდე­ბა, რო­ცა სის­ტე­მა თა­ვად წა­მო­წევს და დი­აგ­ნოზს და­უს­ვამს სკო­ლას სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, სად რა ჩა­ვარ­დ­ნა აქვს და არა მხო­ლოდ დი­აგ­ნოზს და­უს­ვამს, არა­მედ გა­და­ი­ნა­წი­ლებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას – რა აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლის სახლს, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სამ­სა­ხურს, ხა­რის­ხის ცენტრს, რა – სა­მი­ნის­ტ­როს და თა­ვად სკო­ლას. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, მხარ­და­ჭე­რა­სა და ერ­თო­ბა­ზე რო­ცა ვსა­უბ­რობთ, ეს არის სწო­რედ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, სა­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის ორ­გა­ნიზ­მი იქ­ნე­ბა წარ­მო­ჩე­ნი­ლი და ყვე­ლა გა­და­ი­ნა­წი­ლებს თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლა გაძ­ლი­ერ­დეს და სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სი იყოს.

მე­ო­რე სი­კე­თე, რო­მე­ლიც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს მოჰ­ყ­ვე­ბა (ერ­თხელ ხომ არ ვაძ­ლევთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას და ვტო­ვებთ სკო­ლას), ესაა შე­სა­ბა­მი­სი მო­ნი­ტო­რინ­გე­ბი, რად­გა­ნაც სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც სკო­ლე­ბის სა­ავ­ტო­რი­ზა­ცი­ოდ შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა, ეყ­რ­დ­ნო­ბა შე­ფა­სე­ბის შკა­ლას – ნა­წი­ლობ­რი­ვი, მეტ­წი­ლი და სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბა. სკო­ლას ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იქ, სა­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით  ნა­წი­ლობ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სო­ბით შე­ფას­და, ერთ წე­ლი­წად­ში ან კონ­კ­რე­ტულ ვა­და­ში, ავი­დეს მეტ­წილ შე­სა­ბა­მი­სო­ბამ­დე, თუ მეტ­წი­ლი აქვს – სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბამ­დე. ეს მი­სი სა­მუ­შაო გრა­ფი­კია, რო­მელ­საც და­უ­დებს წინ თვით­შე­ფა­სე­ბა და შემ­დეგ ავ­ტო­რი­ზა­ცია. მან შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს ავ­ტო­რი­ზა­ცია, კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბის, მაგ­რამ იქ­ვე აქვს დათ­ქ­მა, რომ კონ­კ­რე­ტულ ქვეს­ტან­დარ­ტ­ში, მა­გა­ლი­თად, თუ ჰქონ­და ნა­წი­ლობ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სო­ბა, მი­სი ამო­ცა­ნაა, ერთ წე­ლი­წად­ში, ავი­დეს მეტ­წილ­ზე. მა­შა­სა­და­მე, შენ გაცხა­დე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გაქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი – შე­ფა­სე­ბა უკ­ვე გაქვს, მათ შო­რის, რო­ცა მი­ი­ღებ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას და ზუს­ტად იცი, რა­ზე გაქვს სა­მუ­შაო.

▶️ პან­დე­მი­ის გა­მო გა­და­დე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა წელს ხომ არ და­იწყე­ბა ან რო­დის იგეგ­მე­ბა?

ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სეგ­მენტს 2022 წელს და­ვას­რუ­ლებთ.

▶️ მასწავლებელთა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში რა­ი­მე სა­ხის ცვლი­ლე­ბა ხომ არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი? 

სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რას უნ­და ვე­ლო­დოთ და რო­გორ, ამა­ზე ჯერ გა­მი­ჭირ­დე­ბა პა­სუ­ხის გა­ცე­მა, მაგ­რამ ერ­თი რამ თა­მა­მად შე­მიძ­ლია გითხ­რათ, ჩვენ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვმუ­შა­ობთ, შე­სა­ბა­მი­სი ჯგუ­ფია შექ­მ­ნი­ლი. სა­ჭი­როა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­მუ­შაო, მათ შო­რის სხვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვის ჩათ­ვ­ლით, რა მი­ვი­ღეთ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, რო­გორ იმუ­შა­ვა თუნ­დაც სქე­მამ. ასე­ვე, მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ თა­ვად მას­წავ­ლებ­ლებ­თან. თქვენ იცით, რომ შექ­მ­ნი­ლია მო­ტი­ვი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუ­ფი, ამის გარ­და, სხვა ჯგუ­ფე­ბიც არის, სა­დაც  კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც აწუ­ხებთ მას­წავ­ლებ­ლებს, მათ­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ. ასე­ვე, პროფ­კავ­ში­რებ­თა­ნაც მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს. დღეს რომ გითხ­რათ, სქე­მა შე­იც­ვ­ლე­ბა, არ იქ­ნე­ბა სწო­რი, რად­გან ეს იმ ანა­ლი­ტი­კურ­მა სა­მუ­შა­ომ უნ­და გვაჩ­ვე­ნოს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად უნ­და იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მოს­მე­ნი­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ, თუ და­ვი­ნა­ხავთ, რომ სა­ჭი­როა რა­ი­მე ტი­პის ცვლი­ლე­ბა,  უკან არა­ვინ და­ი­ხევს. მთა­ვა­რია, ამ ეტა­პამ­დე მი­ვი­დეთ და ეს სა­მუ­შაო ხა­რის­ხი­ა­ნად ჩა­ვა­ტა­როთ.

წლის ბო­ლომ­დე, ვფიქ­რობთ, სრუ­ლი სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა იმი­სა, რას ვა­პი­რებთ – მას­წავ­ლებ­ლის სქე­მა იქ­ნე­ბა ეს თუ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, ზო­გა­დად რა სი­ახ­ლე­ე­ბით შე­მოვ­დი­ვართ და რა არის ამის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი ან სა­ფუძ­ვ­ლე­ბი.

▶️ ერ­თი კითხ­ვა პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის შემ­დ­გომ გა­ნათ­ლე­ბა­საც რომ და­ვუთ­მოთ – გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე აღ­მოჩ­ნ­და კო­ვიდ პან­დე­მი­ის დროს, რა კვა­ლი და­ტო­ვა ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე ამ პე­რი­ოდ­მა და რა კეთ­დე­ბა შექ­მ­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად?

თქვენ იცით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვაც ჩა­ტარ­და, სა­დაც ზო­გა­დად გა­მო­იკ­ვე­თა მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცია, რომ­ლი­და­ნაც სა­ქარ­თ­ვე­ლო ამო­ვარ­დ­ნი­ლი ვერ იქ­ნე­ბა. არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს და არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უკე­თე­სი. კო­ვიდ პან­დე­მი­ის ზი­ა­ნი სრუ­ლად შე­ფას­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და ისეთ ქვეყ­ნებ­შიც, რო­მელ­თაც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ჩვენ­ზე უკე­თე­სად აქვთ აწყო­ბი­ლი, იმა­თაც კი სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ად­გათ. ამი­ტომ, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ნა­წილ­ში გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი – სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის აღ­მოფხ­ვ­რის ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც კო­ვიდ პან­დე­მი­ას ახ­ლავს მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, ზო­გა­დი ხა­სი­ა­თი­საა. ჩვენ ამით არ ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით და სკო­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბე­ბით და­იწყე­ბენ – სად რა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბია, რო­მელ კლას­ში, რო­მელ სა­ფე­ხურ­ზე, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. სკო­ლებ­თან უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ მხრივ  მუ­შა­ო­ბა. დი­აგ­ნოს­ტი­კურ ტეს­ტებ­სა და შ­ე­ფა­სე­ბებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გა­ა­კე­თებს.

რაც შე­ე­ხე­ბა შედე­გე­ბის აღ­მოფხ­ვ­რის გზებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებს, პირ­ვე­ლი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა, რა­საც და­ვიწყებთ კი­დეც დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბი­დან შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე. მე­თო­დე­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ამის მი­ხედ­ვით და­ი­გეგ­მე­ბა.

▶️ გა­სულ თვე­ში სა­მი­ნის­ტ­რომ  2022-2030 წლე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია და­ამ­ტ­კი­ცა. რა არის ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტე­ბი, რაც დო­კუ­მენ­ტ­შია თავ­მოყ­რი­ლი?

წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წლის სი­ახ­ლე­ე­ბი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ვა­პი­რებთ და უკ­ვე გა­ვა­ცა­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სწო­რედ ამ სტრა­ტე­გი­ის შე­მად­გე­ნე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბია. სტრა­ტე­გი­ის ძი­რი­თა­დი პა­თო­სი ის არის, რომ ჩვენ ძა­ლი­ან სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით უნ­და ვი­ა­როთ გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. ამის ერ­თა­დერ­თი რე­ცეპ­ტი, რაც აქამ­დე არ­სე­ბობს, მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა. ამი­ტომ, რა­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რე, დაწყე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მი­დან – chaerte@mes.gov.ge და გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი ვტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით, ამის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია; ასე­ვე, მე­ა­თე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის დროს, ცალ­კე პუნ­ქ­ტად გა­მოვ­ყა­ვით, რომ ასაკ­თან შე­სა­ბა­მის ენა­ზე იყოს და­წე­რი­ლი იმი­ტომ, რომ უკუ­კავ­ში­რი გვქონ­და მშობ­ლე­ბის­გან და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან, რომ ამ სეგ­მენ­ტის­თ­ვის მიგ­ვექ­ცია ყუ­რადღე­ბა. იმ მსუ­ყე და დი­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რო­მე­ლიც სტრა­ტე­გი­ა­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­შია გა­წე­რი­ლი და რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი გვაქვს და ვი­ცით, რომ მის შეს­რუ­ლე­ბას ნამ­დ­ვი­ლად შევ­ძ­ლებთ, მთა­ვა­რი გახ­ლავთ ის, რაც ცო­ტა დე­ფი­ცი­ტუ­რია და გვაკ­ლია – მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა ყვე­ლა­სი და არა ნი­ჰი­ლიზ­მი – ჩემ­მა ხმამ რა უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს.

ჩვენ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ხმა გვა­ინ­ტე­რე­სებს, მით უფ­რო, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ყვე­ლას ხმა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია: მშობ­ლის ხმა – თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დის; სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის ხმა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დის; ხმა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მუ­შა­ოს ნამ­დ­ვი­ლად დავ­ძ­ლევთ, მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი, ვეც­დე­ბით, ყვე­ლას მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ. არა­ვის არ უნ­და დარ­ჩეს გან­ც­და, რომ შე­ეძ­ლო კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა თა­ვი­სი ხმით შე­ეც­ვა­ლა ან უკე­თე­სო­ბის­კენ წა­რე­მარ­თა და არ მი­ე­ცა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ გან­ც­დას არა­ვის არ და­ვუ­ტო­ვებთ.

▶️ ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, აუცი­ლებ­ლად მინ­და გკითხოთ სკო­ლებ­ში კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის შე­სა­ხებ. სკო­ლებ­მა გა­მო­აცხა­დეს ვა­კან­სი­ე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს მას­წავ­ლე­ბელ­თა შერ­ჩე­ვა, მაგ­რამ იმ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებს, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სით ვერ შე­ივ­სე­ბა, რო­გორ შე­ავ­სებს სა­მი­ნის­ტ­რო? რა გეგ­მა გაქვთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი ზო­გა­დად არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში, არა მხო­ლოდ ჩვენს სფე­რო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­ცა კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­მი­ნის­ტ­რო მუ­შა­ობს. ცო­ტა ხნის წინ და­ჯილ­დო­ე­ბა გვქონ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც „ასწავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ პროგ­რა­მა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ასე­თი პროგ­რა­მე­ბი, რა თქმა უნ­და, გაძ­ლი­ერ­დე­ბა, სტი­მუ­ლი­რე­ბა მოხ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც დე­ფი­ცი­ტუ­რი რე­გი­ო­ნე­ბი და დე­ფი­ცი­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია და ვერ ხერ­ხ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ად­გი­ლებ­ზე და­კა­ვე­ბა, რაც პირ­და­პირ ებ­მის იმას, რომ სო­ფე­ლი არ მო­ი­შა­ლოს. ეს ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა პროგ­რა­მულ ნა­წილ­ში. მთა­ვა­რია, დრო­უ­ლი და სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღოთ სად რა დე­ფი­ცი­ტია ახ­ლა ან შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნ­დეს მო­მა­ვალ ორ-სამ წე­ლი­წად­ში. სა­ჭი­როა, სის­ტე­მა აჰ­ყ­ვეს და პრე­ვენ­ცი­უ­ლად იმუ­შა­ოს მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბით, რომ შევ­ძ­ლოთ დე­ფი­ცი­ტის აღ­მოფხ­ვ­რა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, პირ­ვე­ლი, რაც გა­მახ­სენ­და და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რაც არის,  სწო­რედ პროგ­რა­მა „ასწავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვი­საა“ და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ პროგ­რა­მის მას­შ­ტა­ბე­ბი აუცი­ლებ­ლად გა­იზ­რ­დე­ბა. სხვა სა­ჭი­რო­ე­ბებს, რაც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ან მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას, რა თქმა უნ­და, სა­მი­ნის­ტ­რო მხარს და­უ­ჭერს.

▶️ და­ბო­ლოს, ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, რა არის სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის­თ­ვის თქვე­ნი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი – სკო­ლას, მოს­წავ­ლეს, მას­წავ­ლე­ბელს…

მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი მათ­თ­ვის იქ­ნე­ბა ის, რომ ჩვენ მხო­ლოდ ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა შეგ­ვიძ­ლია მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ ჩვენს მთა­ვარ საზ­რუ­ნავს – მო­მა­ვალ თა­ო­ბას ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვა­წო­დოთ; მათ­თ­ვის სკო­ლა­ში მის­ვ­ლა დღე­სას­წა­უ­ლი უნ­და იყოს. სკო­ლა­ში უნ­და ხვდე­ბო­დეთ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­განს არ ას­წავ­ლის. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მახ­სოვს ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან არა მხო­ლოდ ის, რაც მას­წავ­ლეს, არა­მედ მა­თი მი­მი­კე­ბი, ზნე-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, მა­ნე­რე­ბიც კი, რაც დღემ­დე უძ­ვირ­ფა­სეს მო­გო­ნე­ბად დამრჩა. მო­დი, ასე და­ვა­მახ­სოვ­როთ მას­წავ­ლებ­ლებ­მა თა­ვი ჩვენს შვი­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს. თქვენ კი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, გპირ­დე­ბით, რომ თი­თო­ე­უ­ლი თქვე­ნი წუ­ხი­ლი, პრობ­ლე­მა და გა­მოწ­ვე­ვა აუცი­ლებ­ლად მო­ვა ჩვე­ნამ­დე და ჩვენც, თქვენ­თან ერ­თად ვიზ­რუ­ნებთ იმი­სთ­ვის, რომ ჩვენ­მა მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ, პირ­ველ რიგ­ში, მი­ი­ღოს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ისი­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად, ქვეყ­ნის პატ­რი­ოტ და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბად, რომ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ჯაჭ­ვი, რა­ზეც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დგას, არ გაწყ­დეს. ძა­ლი­ან დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ამ სუ­ლის­კ­ვე­თე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მთლი­ა­ნად სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები