25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინტერაქტიული მეთოდები სწავლა-სწავლების პროცესში

spot_img

ლია გეჯაძე
კერძო სკოლა „ცოდნის“ დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

 

დიდაქტიკური მეთოდი პედაგოგიკის ნაწილს წარმოდგენს და ნათლად მიწოდებულ ინფორმაციას გულისხმობს.

ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში პედაგოგთა მთავარ მიზანს ისეთი მეთოდებისა და ხერხების მოფიქრება წარმოადგენდა, რომელთა დახმარებითაც სწავლა-სწავლების პროცესი არა მოსაწყენი და ერთფეროვანი, არამედ აქტიური იქნებოდა.

მას შემდეგ საუკუნეები გავიდა და ძველს ბევრი ახალი მეთოდი დაემატა, თუმცა უწინაც ასე იყო და ახლაც მნიშვნელოვანია – ახალი მასალის ათვისება მასწავლებლის ნაკლები ჩარევით. სწორედ ამას გულისხმობს კონსტრუქტივისტული მიდგომაც, როდესაც პედაგოგი ფასილიტატორის როლს ასრულებს და მოსწავლე „სკაფოლდინგის“ მეთოდით აშენებს ახალ ცოდნას, წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. მეთოდთა უმეტესობის პრიორიტეტულობა ისაა, რომ ისინი არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის ათვისებში ეხმრება მოსწავლეებს, არამედ ზოგადი კომპეტენციების განვითარებაშიც.

მეთოდი „გონებრივი რუკა“ (Mind Mapping – აზროვნების, გონებრივი, ინტელექტრუკა), მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ინგლისელმა მეცნიერმა, ტონი ბუზანმა ნეიროფსიქოლოგიური ჰიპოთეზის საფუძველზე განავითარა. ის საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეებს ვიზუალურად დავანახოთ მთავარი თემა და მასთან დაკავშირებული ქვესაკითხები. ეს კი, ერთიან წარმოდგენას უქმნის და უადვილებს მათ საკითხის გაგება-გააზრებას.

მე, როგორც ქართული ენის მასწავლებელი დაწყებით საფეხურზე, ხშირად ვიყენებ აღნიშნულ ინტერაქციულ მეთოდს, „გონებრივ იერიშთან“ ერთად.

სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეებს სჭირდებათ ტრადიციულისგან განსხვავებული რესურსი. მეც გადავწყვიტე, ცარცი ჩამენაცვლებინა ჩემ მიერ გაფორმებული ჩანახატებით, ვიზუალური მასალა მთავარ კომპონენტად გავიტანე.

ლექსის „წელიწადის დროები და მათი ძეები“ შესწავლისას, გამოვიყენე „გონებრივი  რუკა“. ცენტრში მოვათავსე თემა/მნიშვნელოვანი ასპექტი,

ხოლო „გონებრივი იერიშის“ დახმარებით მოსწავლეთაგან მიღებული გენერირებული მოსაზრებები, რომლებსაც ასაბუთებდნენ კიდეც, განვათავსე მის ირგვლივ.

ეს მეთოდი ერთგვარი „ჩონჩხია“  წერითი უნარ -ჩვევების გამომუშავებისთვისაც – გამოსახულების აღქმადობა უადვილებს და ერთიან წარმოდგენას უქმნის მოსწავლეებს მთავარ თემაზე, ხელს უშლის წერის დროს აზრების/ შედეგების დავიწყებას.

აღნიშნული მეთოდი:

  • ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
  • ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას;
  • აადვილებს სწავლას (თუკი „გონებრივ რუკასთან“ ერთად გამოვიყენებთ „გონებრივ იერიშს,“ მოსწავლეთათვის სარგებელი ორმაგად გაიზრდება – ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით, აზროვნების მაღალი საფეხურის უნარები განუვითარდებათ);
  • ავითარებს კრიტიკული აზროვნების, საკუთარი აზრის გმოთქმის, ინფორმაციის დახარისხების, მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევებს.

მნიშვენელოვანია, რომ ეს მეთოდი ხელს უწყობს ყველა მოსწავლის თანაბარ ჩართულობას სწავლა-სწავლების პროცესში – ამ დროს, ნაკლებად აქტიური მოსწავლეებიც ინტერესით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და ცდილობენ, იყვნენ მეტად აქტიურნი, რაც, თავისთავად, ზრდის მათ მოტივაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები