25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინ­ტერ­ვიუ ფი­ლო­ლოგ­თან – რო­გორ წა­რად­გენთ სა­კუ­თარ თავს? ვკითხე ჩემს რეს­პონ­დენტს, ოქ­ტაი ქა­ზუ­მოვს. „ოქ­ტაი ქა­ზუ­მო­ვი არის… ვფიქ­რობ, ჯერ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა, ისევ სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­შია, თქვენ კი შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად და­წე­როთ — ინ­ტერ­ვიუ ფი­ლო­ლოგ­თან.“

spot_img
რო­გორ წა­რად­გენთ სა­კუ­თარ თავს? ვკითხე ჩემს რეს­პონ­დენტს, ოქ­ტაი ქა­ზუ­მოვს. „ოქ­ტაი ქა­ზუ­მო­ვი არის… ვფიქ­რობ, ჯერ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა, ისევ სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­შია, თქვენ კი შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად და­წე­როთ — ინ­ტერ­ვიუ ფი­ლო­ლოგ­თან.“
ამ მარ­ტივ მი­ნა­წერს ლე­ვან ბრე­გა­ძის წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბას და­ვურ­თავ, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ მი­ერ გა­მო­ცე­მულ ოქ­ტაი ქა­ზუ­მო­ვის წიგ­ნ­ში „129 გვერ­დი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე“ გა­ა­კე­თა.
„სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახ­სოვს მოღ­ვა­წე­ნი, რომ­ლე­ბიც ორი ან სა­მი­ვე სამ­ხ­რეთ­კავ­კა­სი­უ­რი სა­ხელ­მ­წი­ფოს კულ­ტუ­რას მსა­ხუ­რებ­დ­ნენ. ამ წიგ­ნის ახალ­გაზ­რ­და ავ­ტო­რი ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია — ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, გა­ნათ­ლე­ბით — ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი (თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი), მო­წო­დე­ბით — პო­ე­ტი, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბით — მუს­ლი­მი. ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­რე­ბი, მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლი მიგ­ნე­ბე­ბი, ზუს­ტი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი, თხრო­ბის ლა­ღი მა­ნე­რა ოქ­ტაი ქა­ზუ­მო­ვის, ვი­თარ­ცა ლი­ტე­რა­ტო­რის, თვალ­სა­ჩი­ნო ღირ­სე­ბე­ბია.“ ამას იმა­საც და­ვა­მა­ტებ, რომ მი­სი სა­ხე­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა და­უდ­გ­რომ­ლო­ბის, სი­ცოცხ­ლის ჟი­ნის სიმ­ბო­ლოა — „ოქ“ ისარს ნიშ­ნავს, „თაი“ — კვიცს.
ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი ასე წარ­ვად­გენთ: ოქ­ტაი ქა­ზუ­მო­ვი — ლი­ტე­რა­ტო­რი, მთარ­გ­მ­ნე­ლი, და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. თარ­გ­მ­ნი­ლი აქვს მირ­ზა ფა­თა­ლი ახუნ­დ­ზა­დეს პი­ე­სა „ბო­ტა­ნი­კოს მუ­სიე ჟორ­და­ნი­სა და ჯა­დო­ქარ მას­თა­ლი შა­ჰის ამ­ბა­ვი“, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­მა „გო­გო­თურ და აფ­ში­ნა“, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პო­ე­ზია ქარ­თუ­ლად, ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად — ულ­ვი ბუ­ნი­ად­ზა­დეს პო­ე­მა „სი­ცოცხ­ლის გზა“. ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს სა­დოქ­ტო­რო თე­მა­ზე — „ქარ­თუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მარ­სი­ე­ბის შე­პი­რის­პი­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი (გლო­ვის ჟან­რი)“. ბო­ლო დროს, მცი­რე დო­ზით, ის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტა­დაც მოგ­ვევ­ლი­ნა. თუმ­ცა, ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ, უმ­ჯო­ბე­სია თა­ვად მას, მარ­თ­ლაც სა­ო­ცა­რი ქარ­თუ­ლით მო­სა­უბ­რე ფი­ლო­ლოგს მო­ვუს­მი­ნოთ და შე­ვიგ­რ­ძ­ნოთ მი­სი თხრო­ბის ლა­ღი მა­ნე­რა, რამ­დე­ნა­დაც ეს ერთ ინ­ტერ­ვი­უ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გე­ნებ­ში გამ­ჯ­და­რი ფი­ლო­ლო­გო­ბა

და­ვი­ბა­დე სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში, ფი­ლო­ლო­გი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ოჯახ­ში. ფი­ლო­ლო­გო­ბა გე­ნებ­ში მაქვს. დე­და­ჩე­მის მა­მაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. თბი­ლის­ში, 64-ე სკო­ლა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სექ­ტო­რის გახ­ს­ნაც მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. მა­მაც ფი­ლო­ლო­გია, 1983 წელს და­ამ­თავ­რა ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ასე რომ, ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე დამ­ყ­ვა. ზღაპ­რე­ბის პარა­ლე­ლუ­რად, მი­კითხავ­დ­ნენ სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ს­ტებ­საც. რო­ცა მივ­ხ­ვ­დი, რომ ასე გემ­რი­ე­ლი და კარ­გი ამ­ბე­ბი წიგ­ნებ­შია და­უნ­ჯე­ბუ­ლი, გა­დავ­წყ­ვი­ტე, რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მათ­თან. 10 წლი­სამ „ტომ სო­ი­ე­რი“ წა­ვი­კითხე, იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩე­მი თა­ვი ვი­პო­ვე.

მარ­თა­ლია, სკო­ლა­ში ფრი­ა­დოს­ნო­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარ­და ლი­ტე­რა­ტუ­რა — სხვა­თა ­შო­რის სკოლ­ში გავ­ლილ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას დი­დად არ ვწყა­ლობ­დი მე­ა­თე კლა­სამ­დე. გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ის­ტო­რი­ით, ასე­ვე კარ­გად ვსწავ­ლობ­დი გე­ოგ­რა­ფი­ას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­ვი­და სა­ზო­გა­დო­ე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა. ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი საგ­ნე­ბის მი­მართ შეზღუ­დუ­ლი იყო, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ გზას მივ­ყ­ვე­ბო­დი, ვავ­ლენ­დი რა აბ­სო­ლუ­ტურ უმეც­რე­ბას ტექ­ნი­კურ საგ­ნებ­ში. მე­ა­თე კლას­ში კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკითხუ­ლობ­დი ძა­ლი­ან ბევრს ქარ­თულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე, რაც შემ­ხ­ვ­დე­ბო­და. მე­ა­თე კლას­ში შე­მო­ვი­და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი იზა ესი­ტაშ­ვი­ლი, მა­შინ მო­მე­ცა ას­პა­რე­ზი — ეს ას­პა­რე­ზი გუ­ლის­ხ­მობ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბას იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ შე­მეძ­ლო პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა ხე­ვის­ბერ გო­ჩას, მა­ტეო ფალ­კო­ნე­სა და ტა­რას ბულ­ბას შო­რის. ამა­ში არა­ვინ მზღუ­დავ­და, პი­რი­ქით, მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ხა­ლი­სებ­და. მა­ნამ­დე თუ ის­ტო­რი­კო­სო­ბა მინ­დო­და, მე­ა­თე კლას­ში მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩე­მი მო­წო­დე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რაა. გაკ­ვე­თილ­ზე ხში­რად იმარ­თე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რე­ბი და მთე­ლი კლა­სი გა­ყუ­ჩე­ბუ­ლი გვის­მენ­და მე და მას­წავ­ლე­ბელს. დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ფი­ლო­ლო­გი უნ­და გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი.

ბე­დის­წე­რა — ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა

რო­დე­საც ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, ერ­თი რამ ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცო­დი, რომ ძველ ქარ­თულს არ გავ­ყ­ვე­ბო­დი, მეცხ­რე კლას­ში ძა­ლი­ან გა­მაწ­ვა­ლა და იმი­ტომ. მა­ღი­ზი­ა­ნებ­და ის, რომ ნა­წი­ლობ­რივ მეს­მო­და და თან ვერ ვი­გებ­დი ძველ ქარ­თულ ენას. მე­სა­მე კურ­ს­ზე, რო­დე­საც უნ­და გავ­ყო­ფი­ლი­ყა­ვით ენისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბებით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ლი­ტე­რა­ტუ­რა ავირ­ჩიე. თუმ­ცა, აქაც მო­მი­წევ­და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უახ­ლეს, ახალ და ძველ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და ფოლ­კ­ლორს შო­რის. რად­გან არ­სე­ბობ­და ბა­ტო­ნი რე­ვაზ სი­რა­ძის კა­თედ­რა — „ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიტყ­ვი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ის­ტო­რია “, — ბევ­რი ფიქ­რიც აღარ დამ­ჭირ­ვე­ბია. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ბა­ტო­ნი რე­ზო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩე­მი მოძღ­ვა­რი, უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი იყო. პი­როვ­ნულ­მა სიყ­ვა­რულ­მა და სიმ­პა­თი­ამ გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა, გავ­ყო­ლო­დი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას. ვკითხუ­ლობ­დით იოანეს სა­ხა­რე­ბის იოანე ოქ­რო­პი­რი­სე­ულ გან­მარ­ტე­ბებს ექ­ვ­თი­მე ათო­ნელი­სე­ულ თარ­გ­მა­ნებ­ში და ამით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ეს­თე­ტი­კას ვეც­ნო­ბო­დით. ბა­ტო­ნი რე­ზო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო, არა 100-კა­ცი­ა­ნი აუდი­ტო­რი­ის კა­ცი, არა­მედ პირ­და­პირ მის­წ­რე­ბა 10-15-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფის­თ­ვის. ისეთ სა­კითხებ­ზე მსჯე­ლობ­და, რო­მელ­საც ვერც სკო­ლა­ში და ვერც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვე­რა­ვის­გან მო­ის­მენ­დი, რა­მაც დი­დი სა­სი­კე­თო კვა­ლი და­აჩ­ნია თი­თო­ე­ულ სტუ­დენტს.

შემ­დ­გომ, რო­ცა ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და­ვამ­თავ­რე და მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ვა­ბა­რე, ბა­ტო­ნი რე­ზოს კა­თედ­რა გა­ა­უქ­მეს და მეც აღ­მოვ­ჩ­ნ­დი მო­ნა­თე­სა­ვე კა­თედ­რა­ზე — ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თი და იმა­ვე სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია. მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩემ­თ­ვის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ბე­დის­წე­რა­სა­ვით იყო. იმ წლებ­ში, ჩემს სო­ფელ­ში, ავიყ­ვა­ნე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი — ჩე­მი ნა­თე­სა­ვი ბავ­შ­ვე­ბი. მათ რო­ცა ვუხ­ს­ნი­დი „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბას“, აი, იქ ამე­ხი­ლა თვა­ლი. მა­შინ და­იძ­ლია ჩემ­სა და ძველ ქარ­თულ ტექ­ს­ტებს შო­რის გა­უცხო­ე­ბა. მას შემ­დეგ, რაც ბა­ტონ რე­ზოს­თან გა­ვი­ა­რეთ აზ­როვ­ნე­ბის ეს­თე­ტი­კა, ჩემ­თ­ვის საც­ნა­უ­რი გახ­და მთე­ლი ის დრა­მა­ტიზ­მი, აზ­რის ეს­თე­ტი­კუ­რი აგე­ბა, გად­მო­ცე­მა, ლა­კო­ნი­უ­რო­ბა, მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბი, რაც „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა­შია“ მო­ცე­მუ­ლი და მე შე­მიყ­ვარ­და ეს ტექ­ს­ტი, რო­გორც წმინ­და წყლის ტექ­ს­ტი, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლი. რა თქმა უნ­და, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი მის ის­ტო­რი­ულ თუ რე­ლი­გი­ურ სუ­ლის­კ­ვე­თე­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ქარ­თ­ვე­ლი ერის ის­ტო­რი­ა­ში ის შე­ი­ტა­ნა, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლი, რა­საც კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­მო­უჩ­ნ­დ­ნენ, რად­გან ის შიშ­ველ ის­ტო­რი­ას არ გვიყ­ვე­ბა და ავ­ტორს მხატ­ვ­რუ­ლად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა­ღა, ეს და­ვის სა­გა­ნია, აგი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბია თუ მხო­ლოდ წმინ­და რე­ლი­გი­უ­რი ხა­სი­ა­თი­საა.

 

ლექ­სი­კუ­რი „კეკ­ლუ­ცო­ბის პო­ზა“

არა­სო­დეს მი­ნა­ნია ეს არ­ჩე­ვა­ნი, პი­რი­ქით, მე­ა­მა­ყე­ბა კი­დეც, რომ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. თან ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ თუ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენა არ იცი, ვერ კითხუ­ლობ ძველ ტექ­ს­ტებს და მათ სიტ­კ­ბო­ე­ბას ვერ წვდე­ბი, ვერ გექ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის პრე­ტენ­ზია. ძველ ქარ­თულ­ში ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი და ნიშ­ნე­უ­ლია არა მხო­ლოდ სიტყ­ვე­ბი ეტი­მო­ლო­გი­ის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ აზ­რის გად­მო­ცე­მა, წი­ნა­და­დე­ბე­ბის წყო­ბა. ამას რომ ეც­ნო­ბი, ერ­თ­გ­ვა­რად გით­რევს კი­დეც. მეც ასე და­მე­მარ­თა — ერთ დროს, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ­დი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი­დან სიტყ­ვებ­სა და ფრა­ზებს, რაც ერ­თ­გ­ვარ ირო­ნი­ა­საც ბა­დებ­და. ხში­რად კო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც მაგ­დებ­და. ასე­თი­ვე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, ერთ დროს, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­მაც — „მო­ვაო, რას ამ­ბობს ის?“ — და­ახ­ლო­ე­ბით ასე ვსა­უბ­რობ­დი. ასე­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია ძველ­მა ქარ­თულ­მა ენამ — მა­გა­ლი­თად, ტერ­მი­ნე­ბი „გო­ნე­ბი­სა სიჩ­ჩო­ე­ბი­თა“ ან „ენი­თა მით თაფ­ლ­მ­წ­თოლ­ვა­რი­თა“ ჩემ­თ­ვის აღ­ტა­ცე­ბის შო­რის­დე­ბუ­ლე­ბით ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი იყო. ვახ­დენ­დი კი­დეც ჯე­რო­ვან ეფექტს მსმე­ნე­ლებ­ზე, ანუ ეს ერ­თ­გ­ვარ კეკ­ლუ­ცო­ბის პო­ზა­დაც მექ­ცა. შემ­დეგ, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფე­რი და­იწ­მინ­და და დღეს ვკითხუ­ლობ რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე რო­მანს, ისე ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც ვეც­ნო­ბი, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ იმას არ უნ­და ვკითხუ­ლობ­დეთ, რაც პროგ­რა­მით მოგ­ვე­ცა, თუ ხარ ძვე­ლი ქარ­თუ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, კე­თი­ლი უნ­და ინე­ბო და რაც კი ამ სამ­ყა­როს ეხე­ბა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­კითხო.

საკ­რა­ლუ­რი მო­მენ­ტი — უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი

ძა­ლი­ან საკ­რა­ლუ­რი მო­მენ­ტია ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი. მა­მა­ჩე­მი, რო­გორც თსუ-ს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყო­ველ­თ­ვის ფა­სობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თუ სხვა უმაღ­ლეს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს სო­ფელ­ში იყ­ვ­ნენ (მა­გა­ლი­თად, ტექ­ნი­კუ­რი უნის­ვერ­სი­ტე­ტის ან სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის და ა.შ.), ცხვირს აუბ­ზუ­ებ­დ­ნენ, მა­მა­ჩემ­ზე, ნამ­დ­ვი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რაო, იტყოდ­ნენ ხოლ­მე. მის დიპ­ლომ­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სუ­რათს ვხე­დავ­დი, მაგ­რამ ჯერ გა­აზ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, რა შე­ნო­ბა იყო. პირ­ვე­ლად, ათი წლი­სამ ვი­კითხე ამ სუ­რა­თის შე­სა­ხებ და მა­შინ მითხ­რეს, რომ ეს ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო, რის გა­მოც მა­მას ასეთ პა­ტივს სცემ­დ­ნენ. ამის შემ­დეგ, თა­ვის­თა­ვად, გაჩ­ნ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წი­წე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. გულ­ში ამო­ვი­ჭე­რი, ან აქ ვის­წავ­ლი­დი, ან არ­სად! რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, ეს ფაქ­ტობ­რი­ვად, ღვთი­ურ ხელ­დას­მად მი­ვიჩ­ნიე. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჰალ­ს­ტუ­ხი­სა და პი­ჯა­კის გა­რე­შე მის­ვ­ლა თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა. ვფიქ­რობ­დი, იქ ვინც სწავ­ლობ­და, ყვე­ლა „შა­რა­ვან­დე­დით იყო მო­სი­ლი“, მაგ­რამ უკ­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს ასე არ არის.

პირ­ვე­ლი კურ­სი მა­ინც თა­ვის გა­მო­ჩე­ნის წყურ­ვი­ლით ან­თე­ბუ­ლო­ბის წე­ლი­წა­დია, ყვე­ლა მა­ღა­ლი თა­მა­სით მო­დის. ეს ეიფო­რია, რა თქმა უნ­და, მეც მქონ­და და კარ­გიც იყო, რად­გან ამ ეიფო­რი­ის და იდე­ა­ლე­ბის გა­რე­შე თუ მი­დი­ხარ, არა­ფე­რი გა­მო­ვა. მე­რე ყვე­ლა­ფე­რი იწ­მინ­დე­ბა, ნელ-ნე­ლა შემ­ცირ­და კურ­ს­ზე მოს­წავ­ლე­თა რიცხ­ვიც და მე­სა­მე კურ­ს­ზე ათნი, მათ­გა­ნაც გა­იცხ­რი­ლა და რამ­დე­ნი­მე­ღა დავ­რ­ჩით. ესე­ნი არი­ან ჩე­მი ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ლე­ბი: გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ზა­ალ ჩხე­ი­ძე, ირაკ­ლი ხვე­დე­ლი­ძე, ლევ­ან გე­ლაშ­ვი­ლი. ზა­ალ­მა და გი­ორ­გიმ აღარ გა­აგ­რ­ძე­ლეს სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა, ირაკ­ლიმ, ლე­ვან­მა და მე გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ. ჩე­მი კურ­სე­ლია, ასე­ვე, ნა­თია ფუტ­კა­რა­ძე, რო­მელ­მაც შარ­შან და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო. ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურ­სე­ლე­ბი მყავს. ამა­შიც გა­მი­მარ­თ­ლა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ მი­ვე­დი, დი­დად არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­დი მათ ლი­ტე­რა­ტუ­რის ცოდ­ნა­ში, თუმ­ცა, ბევ­რი მათ­გა­ნი მის­წ­რებ­და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნა­ში და დღე­საც მის­წ­რებს. სა­მა­გი­ე­როდ, მე მქონ­და ჩე­მი ნი­ში, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას, ვი­ცო­დი თურ­ქუ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, მათ­ზე კარ­გად ვიც­ნობ­დი ამ სამ­ყა­როს.

2002 წლი­დან, და­ვიწყე ლექ­სე­ბის თარ­გ­მ­ნა ქარ­თუ­ლი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე, შემ­დეგ — აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი­დან ქარ­თულ ენა­ზე. 2003 წლი­დან, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ და ზა­ალ ჩხე­ი­ძემ, 93-ე აუდი­ტო­რი­ა­ში, და­იწყეს პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ე­ბის გა­მარ­თ­ვა, სწო­რედ მათ მომ­ცეს შან­სი, ჩე­მი თარ­გ­მა­ნე­ბი აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის წარ­მედ­გი­ნა. ეს ძა­ლი­ან კარ­გი და სა­სი­ა­მოვ­ნო „ფაფხუ­რი“ იყო, შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­და Lib.ge, რომ­ლის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მეც ვარ. ასე­ვე, გა­მოს­ცეს გა­ზე­თი „ლი­ლი“, რო­მელ­შიც ჩე­მი თარ­გ­მა­ნე­ბი და­ი­ბეჭ­და. კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით სავ­სე სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბით ვიცხოვ­რე, გარ­და ორი მო­მენ­ტი­სა: არც ერთ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში და მი­ტინ­გ­ში არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და კა­ფე­დან კა­ფე­ში არ დავ­დი­ო­დი დრო­ის სა­ტა­რებ­ლად. აპო­ლი­ტი­კუ­რად ვიცხოვ­რე, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია აღარ ვარ აპო­ლი­ტი­კუ­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას არ ვე­კუთ­ვ­ნი, მაქვს ჩე­მი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. 2013 წლი­დან ფე­ხი სა­მო­ქა­ლა­ქო სივ­რ­ცე­ში კი შე­მოვ­დ­გი, მაგ­რამ ჩემს თავს მა­ინც ვერ ვუ­წო­დებ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტს, რად­გან ეს ცხოვ­რე­ბის სხვაგ­ვარ სტილ­სა და მოქ­მე­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.

 

შე­გირ­დი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მის სფე­რო­ში

მარ­თა­ლია, რა­ღაც დო­ზით ვჩან­ვარ, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­უ­რო­ბა ჯერ კი­დევ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი ხა­ზი არ არის. თუმ­ცა, მგო­ნი ყვე­ლა­ფე­რი იქით მი­დის, რომ უფ­რო გა­ვაქ­ტი­ურ­დე, თუ­კი დი­სერ­ტა­ცი­ას არ და­ვი­ცავ და არ შე­ვუდ­გე­ბი აკა­დე­მი­ურ ცხოვ­რე­ბას. მე­ო­რე მხრივ, ეს სუ­ლაც არ გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ ამ სფე­როს მოვ­წყ­დე. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მის სფე­რო­ში უფ­რო შე­გირ­დი ვარ, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ხე. ჯერ კი­დევ ვაკ­ვირ­დე­ბი ამ სფე­როს და ბევრს ვსწავ­ლობ, რად­გან ასე ად­ვი­ლი არ არის და­იბ­რა­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტო­ბა და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­ცა ლექ­ტო­რე­ბი სა­ხელს მე­კითხე­ბოდ­ნენ, ოქ­ტაი ქა­ზუ­მო­ვი ცო­ტა გან­ც­ვიფ­რე­ბა­საც იწ­ვევ­და, ზო­გი­ერ­თი ტაშ­საც კი მიკ­რავ­და. ერ­თი პე­რი­ო­დი (თუ­კი ამ­პარ­ტავ­ნო­ბა­ში არ ჩა­მო­მერ­თ­მე­ვა), ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, და­რე­ჯან თვალ­თა­ვა­ძემ, რო­ცა დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში ჩა­ვა­ბა­რე, ისიც კი მითხ­რა, ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის ერ­თ­გ­ვა­რი სა­ხე ხა­რო. ჩე­მი სა­ხე­ლით და გვა­რით და ძვე­ლი ქარ­თუ­ლით სწრა­ფად გა­ვით­ქ­ვი სა­ხე­ლი. მახ­სოვს კო­ლოკ­ვი­უ­მი დავ­წე­რე „ტრის­ტა­ნი და იზოლ­დას“ შე­სა­ხებ, ლექ­ტორ­მა, ას კაც­ში, ცალ­კე გა­მო­ყო ჩე­მი ნაშ­რო­მი და ხუ­თი წუ­თი მა­ქებ­და. სა­მი ხუ­თი­ა­ნი და­ი­წე­რა, მათ შო­რის ვი­ყა­ვი მე. რო­ცა სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რომს ვი­ცავ­დი, სულ ბო­ლოს გა­მო­მიყ­ვა­ნეს, რო­გორც გემ­რი­ე­ლი ლუკ­მა. ფაქ­ტობ­რი­ვად, თით­ქოს სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­შიც მოვ­ხ­ვ­დი, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი ჩე­მი თვის­ტო­მე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი (რომ­ლე­ბიც მოკ­ლე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლას) ცო­ტა სხვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ჩემ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ ჩე­მი პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და — ჩემ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა და არა, ზო­გა­დად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მი­მართ გან­წყო­ბამ.

ეს მო­მენ­ტი კი­დევ უფ­რო მძაფ­რად მა­შინ შე­ვიგ­რ­ძე­ნი, რო­ცა სტუ­დენ­ტებ­ში ჩა­ა­ტა­რეს გა­მო­კითხ­ვა — რას ფიქ­რობთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­სა და სომ­ხებ­ზე? სამ­წუ­ხა­როდ, მათ ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეს. რო­ცა ეკითხე­ბოდ­ნენ — კი მაგ­რამ, შენს კურ­ს­ზე და ჯგუფ­ში ხომ სწავ­ლო­ბენ ისი­ნი? პა­სუ­ხობ­დ­ნენ, რომ არა, ისი­ნი კარ­გი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, რად­გან მათ კარ­გად იც­ნობ­დ­ნენ. წლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბამ ერ­თ­გ­ვა­რი საზღ­ვ­რე­ბი წა­შა­ლა და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს პა­ტივს სცე­მენ, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას და არა რო­გორც ეთ­ნოსს.

მგო­ნია, რომ პო­ლი­ტი­კა ჩე­მი საქ­მე არ არის, მაგ­რამ ეს გან­წყო­ბა ცო­ტა შე­ირ­ყა, რად­გან მივ­ხ­ვ­დი, რომ პო­ლი­ტი­კო­სო­ბა სუ­ლაც არ გუ­ლის­ხ­მობს პარ­ტი­ის ჩა­მო­­ყა­ლი­ბე­ბას, პო­ლი­ტი­კო­სია ნე­ბის­მი­ე­რი მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს თა­ვი­სი ხედ­ვა/თე­ო­რია და ცდი­ლობს, და­იც­ვას სა­კუ­თა­რი აზ­რი. სამ­წუ­ხა­როდ არის უხი­ლა­ვი ჭე­რი, რომ­ლის იქით არ შე­იძ­ლე­ბა წახ­ვი­დე. მე ვი­ყა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე არ სწყა­ლობ­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. 2011 წელ­საც კი მქონ­და ლი­ბე­რა­ლე­ბის მი­მართ ცო­ტა აგ­დე­ბუ­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მაგ­რამ, რო­ცა მე მო­მი­წია ჩარ­თ­ვა და ჩა­ხედ­ვა მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მივ­ხ­ვ­დი, რომ ვცდე­ბო­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩემს თავს და­ვუს­ვი კითხ­ვა — რა­ტომ ვუყ­ვარ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას? იმი­ტომ, რომ მარ­თ­ლა ვიმ­სა­ხუ­რებ, თუ იმი­ტომ, რომ მა­ა­მებ­ლურ რა­მეს ვამ­ბობ­დი. ეთ­ნი­კურ ქარ­თ­ველ­ზე მე­ტად რომ „ვქარ­თ­ვე­ლობ“, ეს ხომ არ იყო „ღა­მუ­რო­ბის პრინ­ცი­პი“, ამა­ზე და­ვიწყე ფიქ­რი და გან­ს­ჯა.

რწმე­ნა — ხი­დი უზე­ნა­ეს­სა და პი­როვ­ნე­ბას შო­რის

ბავ­შ­ვო­ბა­ში რე­ლი­გი­ის გაც­ნო­ბა ქარ­თუ­ლად საღ­ვ­თო სჯუ­ლის წიგ­ნე­ბით და­ვიწყე — ეს იყო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე და­წე­რი­ლი, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი. მა­შინ (1993-94 წლებ­ში) ჯერ კი­დევ არ იყო მუს­ლი­მუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და მედ­რე­სე­ე­ბი გახ­ს­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მუს­ლი­მუ­რი რე­ლი­გი­უ­რი წიგ­ნე­ბიც არ მქონ­და არც ქარ­თულ და არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე. შემ­დ­გომ, რო­დე­საც 1999 წელს, ჩვენს სო­ფელ­ში პირ­ვე­ლი მედ­რე­სე გა­იხ­ს­ნა (უფ­რო სწო­რად ეს არ იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი მედ­რე­სე), ნელ-ნე­ლა ყუ­რა­ნის გაც­ნო­ბა და­ვიწყე. მა­მა ცდი­ლობ­და, კრი­ტი­კუ­ლად შე­მე­ხე­და ყო­ვე­ლი­ვე ამის­თ­ვის. ჩე­მი ოჯა­ხი ში­ი­ტიზ­მის მიმ­დე­ვა­რია. მა­მა­ჩე­მი ცდი­ლობ­და, რომ რე­ლი­გი­ა­ში უფ­რო მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა და ფი­ლო­სო­ფია გა­მე­თა­ვი­სე­ბი­ნა, ვიდ­რე გა­რეგ­ნუ­ლი მხა­რე­ე­ბი. ერ­თ­გ­ვა­რი სიფ­რ­თხი­ლით ეკი­დე­ბო­და და მარ­თა­ლიც იყო.

ყვე­ლა მშო­ბელ­მა, თუ­კი მი­სი შვი­ლი რე­ლი­გი­ით ინ­ტე­რეს­დე­ბა, უნ­და აუხ­ს­ნას, რომ რე­ლი­გია გო­ნე­ბი­სა და სუ­ლის თვა­ლის დახ­შო­ბა კი არ არის, არა­მედ ღი­ა­ო­ბა, ლო­ი­ა­ლო­ბა, ში­გა­და­შიგ გაფ­რ­თხი­ლე­ბა და ემ­პა­თია. ასეთ­მა მიდ­გო­მამ მე ის­ლა­მის მგმო­ბი — ან­ტი­ის­ლა­მუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვაც და­მაწყე­ბი­ნა. მაგ­რამ ვიდ­რე ასე­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვას და­ვიწყებ­დი, ვი­ცო­დი თუ რო­გორ აკ­ნი­ნებ­და ვოლ­ტე­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბას, ვი­ცო­დი რუ­სოს მო­საზ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ, წა­ვი­კითხე მირ­ზა ფა­ტა­ლი ახუნ­დო­ვის „ქე­მალ უდ-დო­უ­ლეს წე­რი­ლე­ბი“, სა­დაც ის­ლამ­ზე მწვა­ვე აზ­რებს აყა­ლი­ბებს. ეს იყო ის, რა­მაც, რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში, და­მა­ფიქ­რა ის­ლამ­ზე და და­მა­ბა­ლან­სე­ბი­ნა ჩე­მი ცოდ­ნა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გა­დად რე­ლი­გი­ე­ბი­სად­მი.

ის, რაც მწამს ან რო­გორც მწამს, მხო­ლოდ ჩემ­სა და უზე­ნა­ესს შო­რი­საა გან­სა­ხილ­ვე­ლი. თუ მეც­ნი­ე­რე­ბის პო­ზი­ცი­ი­დან შევ­ხე­დავ, აუცი­ლებ­ლად მკრე­ხე­ლუ­რი აზ­რე­ბიც უნ­და მქონ­დეს და კითხ­ვე­ბი უნ­და დავ­ს­ვა. ირა­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა, მუ­ჰა­მედ ხა­თა­მიმ, თა­ვის დრო­ზე თქვა, რომ ერთ დროს ჰე­გე­მო­ნი მუს­ლი­მუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია ქრის­ტი­ა­ნულს სწო­რედ იმის გა­მო ჩა­მორ­ჩა, რომ ჩვენ კითხ­ვე­ბის დას­მა შევ­წყ­ვი­ტე­თო და სა­დაც კითხ­ვა არ არ­სე­ბობს, იქ აზ­როვ­ნე­ბაც წყდე­ბაო. მი­სი აზ­რით, მუს­ლი­მურ­მა სამ­ყა­რომ დაღ­მას­ვ­ლა იმ მი­ზე­ზით და­იწყო, რომ კითხ­ვის დას­მა აიკ­რ­ძა­ლა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამით თვით­ლიკ­ვი­და­ცი­ის­კენ მი­დი­ხარ და თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად აჩენ დოგ­მებს, აღ­ს­რუ­ლე­ბა მო­ნო­ტო­ნუ­რად მი­დის, რე­ლი­გია შენს სულს აღარ კვე­ბავს. ეს რომ არ დამ­მარ­თ­ნო­და, სწო­რედ ამი­ტო­მაც და­ვიწყე ინ­ტენ­სი­უ­რი კითხ­ვა რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ.

ქარ­თუ­ლი სივ­რ­ცის მუს­ლი­მურ სამ­ყა­რო­ში, ში­ი­ტებ­ში ერ­თა­დერ­თი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, რო­მე­ლიც მშობ­ლი­ურ ენა­ზე აღეს­რუ­ლე­ბა „შახ­სეი ვახ­სე­ის“ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი მუ­ჰა­რა­მო­ბის დე­კა­დაა. ვი­ნა­ი­დან ჩემს სო­ფელ­ში, თა­ნა­ტო­ლებ­შიც და უფ­რო­სე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბა­შიც, მარ­ტო მე ვი­ცო­დი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად კითხ­ვა, 14 წლის ასა­კი­დან წმინ­და­ნის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხის­თ­ვის წა­ვი­კითხე ამო­ნა­რი­დე­ბი წიგ­ნი­დან „გად­მო­ცე­მე­ბი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი­სა“. ამის შემ­დეგ, სო­ფელ­ში დღემ­დე მე მიმ­ყავს ეს ცე­რე­მო­ნია. ასე შე­მო­ვის­ხი რე­ლი­გი­უ­რი მან­ტი­აც, თუმ­ცა, არა ვარ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი. ის­ლამ­ში ცო­ტა მარ­ტი­ვია ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბულ ხელ­დას­მას არ სა­ჭი­რო­ებს. მა­გა­ლი­თად, ათი კა­ცი­დან შე­ირ­ჩე­ვა ყვე­ლა­ზე უკეთ მცოდ­ნე და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მათ წი­ნა­შე ლოც­ვის დროს დად­გე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში და­ვიწყე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბაც, მაგ­რამ ჩე­მი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი დღემ­დე ვერ მო­ვა ჩემს სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ქარ­თულ­თან.

შემ­დეგ წა­ვი­კითხე გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის მი­ერ ქარ­თულ ენა­ზე ნა­თარ­გ­მ­ნი „ყუ­რა­ნი“ (მა­ნამ­დე მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად მქონ­და წა­კითხუ­ლი), რო­მელ­საც ძა­ლი­ან კარ­გი შე­სა­ვა­ლი აქვს ის­ლა­მის ის­ტო­რი­ას რომ აღ­წერს. შემ­დ­გომ­ში მივ­ხ­ვ­დი, რომ იმა­მი ჰუ­სე­ი­ნის მოძ­რა­ო­ბას (პრინ­ციპ­ში ყვე­ლა წმინ­და­ნის) ორ­გ­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და: პირ­ვე­ლი — რე­ლი­გი­უ­რი და მე­ო­რე — სა­მო­ქა­ლა­ქო (პო­ლი­ტი­კუ­რი). არც ერ­თი მო­წა­მე 95 პრო­ცენ­ტით იმის­თ­ვის არ უწა­მე­ბი­ათ, რომ მას მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და, არა­მედ აწა­მეს იმ რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მო, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის პო­ლი­ტი­კურ კურსს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და. სუ­ფიზ­მიც ხომ მხო­ლოდ თე­ო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი არ იყო, ეს ფი­ლო­სო­ფი­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბაც გახ­ლ­დათ. სუ­ფიზ­მ­მა ბევ­რი რამ იმემ­კ­ვიდ­რა ბუ­დიზ­მი­სა და ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა­გან, მა­გა­ლი­თად, ეგოს დაძ­ლე­ვი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის კონ­ცეფ­ცია. ის­ლა­მი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის პრინ­ციპ­ზე დგას (თუმ­ცა, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა ზოგ­ჯერ სას­ტი­კი­ცაა, ამი­ტომ მას შე­მო­აქვს მი­ტე­ვე­ბის, შეწყა­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია), ქრის­ტი­ა­ნო­ბამ კი ერთ ტერ­მინ­ზე და­იყ­ვა­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ამ ტერ­მინ­ში გა­ა­ფარ­თო­ვა სხვა დანა­რ­ჩე­ნი — სიყ­ვა­რუ­ლის კონ­ცეფ­ცია. სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებს სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა­საც, შეწყ­ნა­რე­ბა­საც, მოწყა­ლე­ბა­საც და ა.შ.

თუ­კი შე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას და კურსს არ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა, არა­ვის აინ­ტე­რე­სებ, რო­გორც კი ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­მო­ქალ­ქო აქ­ტი­ვიზ­მ­ში გა­და­დის, მა­შინ­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბი. ასე იყო თა­ვის დრო­ზე მუ­ჰა­მე­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორც კი მიხ­ვ­დ­ნენ, რომ ის მხო­ლოდ ზე­ცი­ურ გა­სა­ღებს არ „ეპო­ტი­ნე­ბო­და“ და „ამ­ქ­ვეყ­ნი­ურ სკიპ­ტ­რა­საც მო­ითხოვ­და“, წარ­მო­იშ­ვა „ჯა­ხი“.

დღე­საც იგი­ვეა, თუ­კი შენ გაქვს აზ­რი, რო­მე­ლიც კა­ლა­პოტ­შია მოქ­ცე­უ­ლი და არ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა არ­სე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო/პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას, მა­შინ შენ წი­ნა­აღ­მ­დეგ არა­ვინ გა­მო­ვა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, შე­ნი აზ­რი და­წე­სე­ბულ კა­ლა­პოტ­სა და სა­დი­ნარს ას­ც­დეს, იქ უკ­ვე გაჩ­ნ­დე­ბი­ან მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მის­კენ გე­ზის აღე­ბა ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა.

ორი ცი­ვი­ლი­ზა­ცია

ნე­ბის­მი­ე­რი კულ­ტუ­რა, რო­გო­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლიც უნ­და იყოს ერ­თ­მა­ნე­თის­გან, ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, მთა­ვა­რია, ჰუ­მა­ნუ­რი იყოს. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რა ჩემ­თან ბუ­ნებ­რი­ვად უფ­რო ახ­ლოს დგას, სხვა და­ნარ­ჩენ კულ­ტუ­რებ­თან შე­და­რე­ბით, იმი­ტომ რომ, ამ სივ­რ­ცე­ში გა­ვი­ზარ­დე. ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის კითხ­ვი­სას ვხვდე­ბი, რამ­დე­ნი რამ აქვს აღე­ბუ­ლი მის­გან „ყუ­რანს“. მუ­ჰა­მე­დი ამ­ბობს, რომ მე ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი არ შე­მიქ­მ­ნია, არა­მედ შე­მო­ვი­ტა­ნე ზნე­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ზნე­ო­ბა ვაჭ­რო­ბა­ში — რო­ცა რა­ი­მეს დე­ფი­ცი­ტია შენ ის მა­მა­სის­ხ­ლად არ უნ­და გა­ყი­დო, თუ გა­ყი­დი, ცოდ­ვაა. ის­ლა­მის­თ­ვის ვაჭ­რო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა­სა­ვი­თაა, ოღონდ, მო­რალ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბა.

ის­ლა­მი აბა­ლან­სებს რა­ღა­ცებს ძველ­სა და ახალ აღ­თ­ქ­მას შო­რის. ასე­თი გად­მო­ცე­მა არ­სე­ბობს — ერთ ღა­მეს, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის ცა­დაყ­ვა­ნე­ბი­სას, რო­ცა მან მო­ი­ხი­ლა სა­მოთხე და ჯო­ჯო­ხე­თი, სა­მოთხე­ში შეს­თა­ვა­ზეს სა­მი სას­მე­ლი: ღვი­ნო, რძე და თაფ­ლი. მათ შო­რის რძე აირ­ჩია. ამ­ბო­ბენ, რომ ეს სიმ­ბო­ლუ­რად მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქრი­ა­ტი­ა­ნო­ბის ღვი­ნო­სა და ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის თაფლს შო­რის ირ­ჩევს რძეს, რო­გორც სინ­თეზსს — რძე თაფ­ლი­ვით ტკბი­ლია და ღვი­ნო­სა­ვით სას­მე­ლი.

ის­ლა­მი არ გმობს იმას, რომ გამ­დიდ­რ­დე, მაგ­რამ გმობს გა­ზუ­ლუ­ქე­ბას და მხო­ლოდ სა­თა­ვი­სო ჯა­ფას. ის­ლამ­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბის გარ­და, ყო­ვე­ლი მორ­წ­მუ­ნის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­და­სა­ხა­დიც არ­სე­ბობს, მათ­გან ერთ-ერთს „ხუმსს“ ეძა­ხი­ან. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, შე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან, ხუ­თი­დან ერ­თი უნ­და გა­ი­ღო, ეს ბე­ით ულ მა­ლი, ანუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ქო­ნე­ბაა.

ეს ორი კულ­ტუ­რა ერ­თ­მა­ნეთს ავ­სებს. მივ­ხ­ვ­დი, რომ ევ­რო­პა უცხო არ იყო ჩვენ­თ­ვის, რად­გან ევ­რო­პას ბევ­რი რამ აქვს წა­ღე­ბუ­ლი ის­ლა­მის­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ღარ გა­მო­ა­ცალ­კე­ვებ. ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო ევ­რო­პა­ში არა­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გავ­ლით შე­ვი­და, თა­ვის დრო­ზე, ლა­თი­ნუ­რად თარ­გ­მ­ნიდ­ნენ იბნ სი­ნას, ალ ფა­რა­ბის, იბნ რუშ­დი­სა თუ სხვებს — იბნ რუშ­დი ავე­როე­სად წარ­მოთ­ქ­ვეს, იბნ სი­ნა ავი­ცე­ნად… ამან ვრო­პას ახა­ლი სა­აზ­როვ­ნო მუხ­ტი მის­ცა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ევ­რო­პე­ლე­ბის შექ­მ­ნი­ლი ან შემ­დ­გომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა უკან აღარ დაბ­რუნ­და აღ­მო­სავ­ლეთ­ში. აღ­მო­სავ­ლე­თიც აღარ და­ინ­ტე­რეს­და ამით და სა­კუ­თა­რიც ჩაკ­ლა, სამ­წუ­ხა­როა, რომ ევ­რო­პა­ში რო­გორც გა­ნა­ვი­თა­რეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვე­ღარც ის აით­ვი­სა აღ­მო­სავ­ლეთ­მა თა­ვის დრო­ზე. ჩემ­თ­ვის ის­ლა­მი და ქრი­სტი­ა­ნო­ბა, წმინ­და რე­ლი­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც, ძა­ლი­ან შემ­ჭიდ­რო­ე­ბუ­ლი და ურ­თი­ერ­თ­მო­თა­ნამ­შ­რომ­ლეა.

ბიბ­ლი­უ­რი ამ­ბე­ბის პოს­ტ­მო­დერ­ნის­ტუ­ლი გა­აზ­რე­ბა

ჩინ­გიზ აიტ­მა­ტო­ვი, ნა­ჯიბ მაჰ­ფუ­ზი, მი­ხა­ილ ბულ­გა­კო­ვი, ჟო­ზე სა­რა­მა­გუ, ნი­კოს კა­ზან­ძა­კი­სი — მათ და­იწყეს რე­ლი­გი­უ­რი ხდო­მი­ლე­ბე­ბის, ბიბ­ლი­უ­რი იგა­ვე­ბის პოს­ტ­მო­დერ­ნის­ტუ­ლი გა­აზ­რე­ბა და გა­ახ­ლე­ბა. რა­ტომ? იმი­ტომ რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ კითხუ­ლობს ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ტექ­ს­ტებს, არც წმინ­და წიგ­ნებს, დას­ცილ­და მათ. ჩვენ ახ­ლა ცხოვ­რე­ბა­ში უფ­რო პი­რო­ბი­თად ვართ მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი. ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი უფ­რო გა­კულ­ტე­ბაა ამ სიწ­მინ­დე­ე­ბი­სა, რაც წარ­მარ­თო­ბას­თან გვაბ­რუ­ნებს ანუ ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნა ხსე­ნე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბებ­ზე უფ­რო აღ­მა­ტე­ბუ­ლია „ყუ­რან­სა“ და „ბიბ­ლი­ა­ზე“, უფ­რო მე­ტად წარ­მოდ­გე­ნე­ბით მცხოვ­რე­ბი მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი ვართ, ვი­ნემ ჭეშ­მა­რი­ტი პრაქ­ტი­კო­სე­ბი, რა­საც წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბი გვი­ქა­და­გე­ბენ.

მი­ვა­გე­ნი ხაზს, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში თა­მაშ-თა­მა­შით შე­მო­აქვს რე­ლი­გი­უ­რი ნა­რა­ტი­ვე­ბი. ხე­ლახ­ლა გა­იღ­ვი­ძა რე­ლი­გი­ამ და მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს არის მო­უ­ცი­ლე­ბე­ლი მო­მენ­ტი ადა­მი­ა­ნის დვრი­ტა­ში, ოღონდ, რა თქმა უნ­და, გა­ფა­ქი­ზე­ბუ­ლი სა­ხით. თი­თო­ე­ულ­მა რე­ლი­გი­ამ მა­შინ წა­ა­გო, რო­ცა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ხე შე­ი­ძი­ნა, უბ­რა­ლოდ, ისიც სათ­ქ­მე­ლია, რომ ამას ვერ­სად გა­ექ­ცე­ო­და. რო­დე­საც იერარ­ქი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, იქ უკ­ვე გაჩ­ნ­და ძალ­მომ­რე­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ის­ლა­მის პირ­ველ წლებ­ში, რო­ცა მუ­ჰა­მე­დი გა­იქ­ცა მე­დი­ნა­ში, შე­იქ­მ­ნა პირ­ვე­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცია, სა­დაც არა­მუს­ლიმ მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ. სამ­წუ­ხა­როდ, იმ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ამ, რო­მელ­საც მაშინ­დელ მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ ჰქონ­და და პირ­ვე­ლია (მე­რე შექ­მ­ნეს ინ­გ­ლი­სე­ლებ­მა), რამ­დე­ნი­მე წე­ლი იარ­სე­ბა. ის­ლა­მი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში, ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო, მაგ­რამ რო­გორც კი ოფი­ცი­ა­ლურ დოქ­ტ­რი­ნად და წარ­მ­მარ­თ­ველ ძა­ლად გა­მოცხად­და, ლი­ბე­რა­ლუ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბი საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­უ­სუს­ტ­და და ეს ყვე­ლა რე­ლი­გი­ის­თ­ვი­საა ნიშ­ნე­უ­ლი.

რა­ტომ ვა­ჟა?

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ჟას, „სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“ და „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი“ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე თარ­გ­მ­ნა იმირ მა­მედ­ლიმ. ეს წიგ­ნი სახ­ლ­ში წა­ვი­ღე და მე და მა­მამ ერ­თად წა­ვი­კითხეთ, ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ვკითხუ­ლობ­დი „გო­გო­თურ და აფ­ში­ნას“, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვო­ბი­დან ძა­ლი­ან მომ­წონ­და. მახ­სოვს პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­ცა მა­მამ ეს პო­ე­მა ხმა­მაღ­ლა წა­მი­კითხა. ვმხი­რუ­ლობ­დი გო­გო­თუ­რი­სა და აფ­ში­ნას პა­ექ­რო­ბა­ზე — „იარაღნ მამ­ცენ ფშა­ვე­ლო. — რად გი არ იცი ხმა­რე­ბა“. თან პა­რა­ლე­ლებს ვავ­ლებ­დი ქო­როღ­ლის­თან. და­ლი ჰა­სა­ნი დიდ­გულ­ზეა, რომ ცხე­ნი წა­არ­თ­ვას ქო­როღ­ლის. ქო­როღ­ლიმ ის და­ა­მარ­ცხა, რა­მაც და­ლი ჰა­სა­ნის ფე­რის­ც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია — ის ქო­როღ­ლის მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლად გარ­და­იქ­ცა და მათ ერ­თად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს სივ­რ­ცე, სა­დაც ვაჟ­კა­ცე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და იმ პე­რი­ო­დის სულ­თანს ებ­რ­ძოდ­ნენ. ვა­ჟას­თა­ნაც აფ­ში­ნას ფე­რის­ც­ვა­ლე­ბა ხდე­ბა — ოღონდ ის ხე­ვის­ბე­რო­ბამ­დე აღ­წევს. ვი­ფიქ­რე, ვი­ნა­ი­დან ვა­ჟას პო­ე­მე­ბი­დან ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი პო­ე­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი“, ნა­თარ­გ­მ­ნი იყო, ვთარ­გ­მ­ნი­დი „გო­გო­თურ და აფ­ში­ნას“. 2012 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნემ“ ჩემ მი­ერ ნა­თარ­გ­მ­ნი პო­ე­მა ორე­ნოვ­ნად გა­მოს­ცა.

რა­ტომ ვა­ჟა? თუნ­დაც ის კონ­ცეფ­ცია/და­ეჭ­ვე­ბა — „ჩვენ ვიტყ­ვ­ნით კაც­ნი ჩვე­ნა ვართ, მარ­ტო ჩვენ გვზრდი­ან დე­და­ნი. ჩვე­ნა ვცხონ­დე­ბით, ურ­ჯუ­ლოთ კუპ­რ­ში მი­ე­ლით ქშე­ნა­ნი“ — არის პი­როვ­ნუ­ლი ფე­რის­ც­ვა­ლე­ბა, ფე­რის­ც­ვა­ლე­ბა ჯო­ყო­ლა­სი, ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის, აფ­ში­ნა­სი. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მო­მენ­ტე­ბია, რო­დე­საც მა­ნამ­დე არ­სე­ბულ ცხოვ­რე­ბას ეჭ­ვ­ქ­ვეშ აყე­ნებ, ფაქ­ტობ­რი­ვად, გას­ხი­ვოს­ნე­ბის მო­მენ­ტი გიჩ­ნ­დე­ბა. იცი, რომ ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ იცხოვ­რებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა ამის გა­მო და­ი­ღუ­პო კი­დეც, მაგ­რამ „აქა დგა­ხარ და სხვაგ­ვა­რად არ ძალ­გიძს“, რად­გან იმ დო­ნეს მი­აღ­წიე, რომ უკან ვე­ღარ და­ი­ხევ. ასე­თი მო­მენ­ტე­ბი ყვე­ლა დი­დი პი­როვ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­შია. მა­გა­ლი­თად, პეტ­რე, რო­მელ­მაც სამ­ჯერ უარ­ყო ქრის­ტე, მაგ­რამ რო­ცა ამას იაზ­რებს, ის მა­შინ იბა­დე­ბა, არა­ფე­რი აში­ნებს, რად­გან ში­ნა­გა­ნად თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა. ვა­ჟას შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ასე­თი ამაღ­ლე­ბუ­ლი მო­მენ­ტე­ბი უხ­ვა­დაა. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სას­ტიკ რე­ა­ლო­ბას უპი­რის­პირ­დე­ბი­ან გმი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც კარ­გად იცი­ან, რომ დე­ჰუ­მა­ნი­ზე­ბუ­ლი თე­მი მათ­სა­ვით ვერ მო­იქ­ცე­ვა. ალუ­დამ იცის, რომ თე­მი მა­სა­ვით ვერ იცხოვ­რებს და მხარს არ და­უ­ჭერს. ვფიქ­რობ, ის ამით ერ­თ­გ­ვარ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზეც კი წა­ვი­და, სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და, თემს მო­ეკ­ვე­თა, რად­გან ძვე­ლი წე­სე­ბით ვე­ღარ იცხოვ­რებ­და. ესიზ­მ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნის ხორცს ჭამს, უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი ყელ­ში ამო­უ­ვი­და.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ცეფ­ცია — ორი სა­ხე­ლი

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ორი სა­ხე­ლია ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი — მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და ოთარ ჩხე­ი­ძე. სხვა მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც გვაქვს მწვერ­ვა­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად რო­მა­ნებ­ში, მაგ­რამ ამ ორ მწე­რალს ჰქონ­და თა­ვი­სი კონ­ცეფ­ცია და, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­ანთ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ამას იმე­ო­რე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ოთარ ჩხე­ი­ძის რო­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი — შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­და­დი­ან, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ყო­ფის მა­ტი­ა­ნე შექ­მ­ნა, „ბო­რი­ა­ყით“ დაწყე­ბუ­ლი და „2001 წლით“ დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მე­გო­ნა, ძვე­ლი ქარ­თუ­ლის შემ­დეგ, ვე­რა­ფე­რი გან­მაც­ვიფ­რებ­და, მაგ­რამ ოთარ ჩხე­ი­ძის ენამ ნამ­დ­ვი­ლად გან­მაც­ვიფ­რა. თა­ვი­დან რთუ­ლად შე­დი­ხარ, მაგ­რამ შემ­დეგ ისეთ რიტ­მ­ში გა­დაჰ­ყავ­ხარ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ არ მო­ექ­ცე, ძა­ლი­ან ბევ­რი ფრა­ზა და სიტყ­ვა ავი­ღე მის­გან. მი­ხელ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თა­ნაც ასეა, ის სიტყ­ვის დი­დოს­ტა­ტია. სხვებს თუ ერ­თი ან ორი რო­მა­ნი გა­მო­უ­ვი­დათ, ამ ორი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის 90 პრო­ცენ­ტი შე­დევ­რია. მი­ხეილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ლამ­ბა­ლო და ყა­შა“ შე­დევ­რია, აბა, რა არის — მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რია, ან „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბის მწე­რა­ლია. ახ­ლა ვცდი­ლობ, ვთარ­გ­მ­ნო „გვე­ლის­მ­ჭა­მე­ლი“, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კლა­სი­კუ­რი პო­ე­ზი­ის ქარ­თულ ენა­ზე თარ­გ­მ­ნით, თუმ­ცა, ბო­ლო დრო­ის გა­ტა­ცე­ბა გა­ლაკ­ტი­ო­ნია.

ქარ­თუ­ლი სა­გა­ლო­ბე­ლი

ვი­ნა­ი­დან ბავ­შ­ვო­ბი­დან ჩემს სულ­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა „მარ­სი­ე­ბი“ და ათ­დღი­ა­ნი გლო­ვა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­გა­ლობ­ლე­ბის შეს­წავ­ლი­სას, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­გა­ლობ­ლებ­შიც არის გლო­ვის გან­წყო­ბე­ბის შემ­ც­ვე­ლი ჰიმ­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, ქრის­ტეს ჯვარ­ც­მის და ვნე­ბის კვი­რე­უ­ლის, წმინ­და მა­რი­ა­მის მი­ერ ქრის­ტეს და­ტი­რე­ბის მო­მენ­ტი. ეს ძა­ლი­ან ჰგავს მარ­სი­ებს. ლე­ლა მა­ხა­ურს, 2015 წელს, დი­სერ­ტა­ცია აქვს და­ცუ­ლი — „არა­ბუ­ლი მარ­სი­ე­ბი და მა­თი კავ­კა­სი­უ­რი პა­რა­ლე­ლე­ბი“, სა­დაც ის ქარ­თულ და ჩეჩ­ნურ ფოლ­კ­ლორს — ნა­ტირ­ლებს ადა­რებს მარ­სი­ებს. ვი­ფიქ­რე, თუ­კი ფოლ­კ­ლორ­ში შე­იძ­ლე­ბა ეს პა­რა­ლე­ლე­ბი, მო­დი, რე­ლი­გი­ურ მარ­სი­ებ­ზე გა­და­ვი­ტან-მეთ­ქი, არა სა­ე­რო პი­რე­ბის, არა­მედ რე­ლი­გი­უ­რი წმინ­და­ნე­ბის მარ­სი­ებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს თე­მა­ში პა­რა­ლე­ლებს ვავ­ლებ ქრის­ტეს ჯვარ­ც­მი­სად­მი და ვნე­ბის კვი­რი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სა­გა­ლობ­ლებ­სა და მარ­სი­ებს შო­რის.

სა­გა­ლობ­ლე­ბი უფ­რო ფარ­თო სპექ­ტ­რია — არ­სე­ბობს ისე­თი სა­გა­ლობ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ხოტ­ბა­სა და სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბას მო­ი­ცავს, მაგ­რამ მარ­სი­ე­ბი ამ ზე­იმს მოკ­ლე­ბუ­ლია, რად­გან თა­ვის­სა­ვე არ­ს­ში ის მხლოდ გლო­ვის ლექ­სია. სა­გა­ლო­ბე­ლი კი მხო­ლოდ გლო­ვის შემ­ც­ვე­ლი ფე­ნო­მე­ნი არ გახ­ლავთ. მე ვა­და­რებ მარ­სი­ებს სა­გა­ლობ­ლის ერთ ვიწ­რო ჟანრს, ანუ ეს არის კომ­პა­რა­ტი­ვის­ტი­კუ­ლი კვლე­ვა და არ ისა­ხავს მიზ­ნად ისე­თი დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბას, რომ ერ­თი წარ­მო­იშ­ვა მე­ო­რი­სა­გან. უბ­რა­ლოდ, იმის თქმა მინ­და, რომ ორი­ვე სამ­ყა­რო­ში შე­იქ­მ­ნა ისე­თი ფე­ნო­მე­ნი, რო­მელ­მაც შემ­დეგ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჰპო­ვა გან­ვი­თა­რე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები