20 აპრილი, შაბათი, 2024

თუ შენს სფე­რო­ში მუდ­მი­ვად არ ვი­თარ­დე­ბი, შე­ნი ცოდ­ნა ვა­ლი­დუ­რი აღარ არის – ნა­ნა დი­ხა­მინ­ჯია

spot_img
რუბრიკის სტუ­მა­რია ნა­ნა დი­ხა­მინ­ჯია  – ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტო­რი, ელ­ექ­ტ­რო­ნუ­ლი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის პრო­ფე­სო­რი

– ქალ­ბა­ტო­ნო ნა­ნა, წა­რად­გი­ნეთ თა­ვი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის – ვინ არის ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი და რა გზა გა­ი­ა­რა ილი­ა­უ­ნიმ­დე?

– ვარ ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტო­რი ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმა­ვე დროს, ელე­ქ­ტ­რო­ნუ­ლი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის პრო­ფე­სო­რი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა­ში ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ ქარ­თუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის პროგ­რა­მებს. გარ­და ამი­სა, ვმუ­შა­ობ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტად, ასე­ვე, მაქვს კვლე­ვი­თი გრან­ტე­ბი და ე.წ. პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით.

ხუ­თი წე­ლი ამე­რი­კა­ში, მი­სუ­რის შტატ­ში ვიცხოვ­რე, აქე­დან ოთხი წე­ლი მი­სუ­რის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ელექ­ტ­რომაგ­ნი­ტუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვი­მუ­შა­ვე,  მოწ­ვე­უ­ლი ასის­ტენტ-მკვლე­ვარ-პრო­ფე­სო­რის პო­ზი­ცი­აზე. ლექ­ცი­ებ­საც ვკითხუ­ლობ­დი, მაგ­რამ ჩე­მი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა მა­ინც კვლე­ვა იყო. იქაც ვმუ­შა­ობ­დი მოს­წავ­ლე­ებ­თან, ჯერ მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ სა­ფუძ­ველ­ზე იმი­ტომ, რომ ჩე­მი შვი­ლი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რო­ბო­ტიქ­სით და სკო­ლას არ ჰქონ­და რო­ბო­ტიქ­სის წრე. შემ­დეგ ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე ვი­პო­ვე და ამ წრეს ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა კლუ­ბი და­ე­მა­ტა. მა­გა­ლი­თად, ალ­დუ­ი­ნოს კლუ­ბი (არის ასე­თი მიკ­რო­კონ­ტ­რო­ლე­რი) ჩამო­ვაყა­ლი­ბეთ იმა­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­მეც­ნი­ე­რო ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ვეხ­მა­რე­ბო­დით მოს­წავ­ლე­ებს, გო­გო­ნე­ბის­თ­ვის კი, რო­ბო­ტიქ­სის საკ­ვი­რაო სკო­ლა გა­ვა­კე­თე. აი, ამ ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ამე­რი­კა­ში.

– რა­ტომ დაბ­რუნ­დით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რას უკავ­შირ­დე­ბა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა?

– გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ვი­ღე – მი­სუ­რი­დან გა­დავ­დი­ო­დით, რად­გან მე­უღ­ლეს ჰქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ეფ­ლ­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ი­დან, და თა­ვის­თა­ვად, მთე­ლი ოჯა­ხი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში უნ­და გა­დავ­ბარ­გე­ბუ­ლი­ყა­ვით. მეც იქ­ვე ვა­პი­რებ­დი მუ­შა­ო­ბას რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ა­ში (ბევრ კომ­პა­ნი­ას­თან მი­თა­ნამ­შ­რომ­ლია კვლე­ვებ­ში და მოწ­ვე­ვე­ბიც მქონ­და მათ­გან). სწო­რედ ამ დროს, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რად­გან სან დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად, ახალ პროგ­რა­მებს ავი­თა­რებ­და. ვი­ფიქ­რე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ორი წლით მა­ინც,  სამ­შობ­ლო­ში თუ დავ­ბ­რუნ­დე­ბო­დი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ზე ვი­მუ­შა­ვებ­დი. თან ბავ­შ­ვებ­საც ძა­ლი­ან ენატ­რე­ბო­დათ ბე­ბია-ბა­ბუა, რომ­ლებ­საც იშ­ვი­ა­თად ხე­დავ­დ­ნენ, პა­ტარას უკ­ვე ქარ­თუ­ლიც ავიწყ­დე­ბო­და. ასე ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და, უკ­ვე მე­ოთხე წე­ლია, აქ ვარ.

– ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კითხუ­ლობთ ლექ­ცი­ებს სტუ­დენ­ტებ­თან,  ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობთ მოს­წავ­ლე­ებ­თა­ნაც, მოგ­ვი­ყე­ვით ამ პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

– მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სამ დიდ პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ:

?? ერ­თი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა —  სტემ ბა­ნა­კე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბა­ნა­კე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. უკ­ვე 100 მოს­წავ­ლის­თ­ვის მო­ვაწყ­ვეთ ბა­ნა­კი და კი­დევ 150-ის­თ­ვის ვგეგ­მავთ, ასე­ვე, ტექ­ნო­ლო­გიურ ბა­ნა­კებს 150 სტუ­დენ­ტის­თ­ვის. ახ­ლა, კო­ვი­დის გა­მო, დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი გვაქვს;

??მე­ო­რე დიდ პრო­ექტს – სა­ინ­ჟინ­რო სკო­ლა უფ­როს­კ­ლა­სე­ლი გო­გო­ნე­ბის­თ­ვის – ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს და­ფი­ნან­სე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. თი­თო ნა­კად­ში 25 გო­გო­ნაა, ახ­ლა მე­სა­მე ნა­კა­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე­ოთხე ნა­კა­დიც გა­მო­ვაცხა­დეთ და ისიც და­იწყო. სა­ერ­თო ჯამ­ში, თბი­ლი­სის სკო­ლე­ბი­დან, 100 უფ­როს­კ­ლა­სე­ლი გო­გო­ნაა ჩარ­თუ­ლი და 50 – რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბი­დან. ამ­ჟა­მად, მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, ონ­ლა­ინ მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ექ­ტის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თ­ვის კი, დრო­ნებ­ზე სა­მუ­შა­ოდ, თბი­ლი­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­დი­ან, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დის­ტან­ცი­ის დაც­ვით. სა­ინ­ჟინ­რო სკო­ლის ფარ­გ­ლებ­ში, გო­გო­ნე­ბი ელექ­ტ­რო­ნი­კა­სა და დაპ­როგ­რა­მე­ბას სწავ­ლო­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლი მოს­წავ­ლე გო­გო­ნა ერთ ოტო­ბოტს იღებს (თბი­ლი­სის ფარ­გ­ლებ­ში შეგ­ვიძ­ლია და­ვაგ­ზავ­ნოთ), რე­გი­ო­ნის გო­გო­ნე­ბის­თ­ვის კი პროცესი სრუ­ლად ვირ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა და ონ­ლა­ინ შე­ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბებს. დრო­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა ყვე­ლას­თ­ვის პი­რის­პირ იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ შეგ­ვაც­ვ­ლე­ვი­ნა გეგ­მე­ბი;

??და მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე დი­დი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან და­ვიწყეთ, ევ­რო­კავ­შირ­მა და­ა­ფი­ნან­სა. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რე­გი­ო­ნის 90 სკო­ლა­ში და 10 პრო­ფე­სი­ულ ცენ­ტ­რ­ში, პროგ­რა­მი­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კლუ­ბე­ბი უნ­და შევ­ქ­მ­ნათ, ჯამ­ში, 100 სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას დავ­ფა­რავთ.

– რე­ა­ლუ­რად, თქვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბა სამ­შობ­ლო­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რა შე­დეგს ელო­დე­ბით და, ზო­გა­დად, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტებს ქვეყ­ნის­თ­ვის?

– მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და რაც უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნი და ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­ა­კე­თებს ამას, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. ზო­გა­დად, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე ყო­ველ­თ­ვის ზრუ­ნავ­და. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო პირ­ვე­ლი, ვინც, და­ახ­ლო­ე­ბით, 8 წლის წინ, სა­მეც­ნი­ე­რო პიკ­ნი­კი და­იწყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ­დე­ნად დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რომ პიკ­ნი­კებ­ზე 20 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მო­დის ხოლ­მე. სწო­რედ აქ გა­ი­მარ­თა მოს­წავ­ლე­თა პირ­ვე­ლი შე­ჯიბ­რე­ბა რო­ბო­ტიქ­ს­ში და მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, პირ­ვე­ლი ფაბ­ლა­ბიც აქ გა­კეთ­და. ამი­ტომ, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შაო და ის რე­სურ­სი, რაც უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს, კარ­გად გა­მო­ვი­ყე­ნო, ამას ჩე­მი უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც შე­ვუ­ერ­თო და შევ­თა­ვა­ზო მოს­წავ­ლე­ებ­სა და სტუ­დენ­ტებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დი­დი პრო­ექ­ტე­ბის გარ­და, სხვა პრო­ექ­ტებ­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მა­გა­ლი­თად, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­ცა სრუ­ლად მოგ­ვი­წია ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით, 500 მოს­წავ­ლეს­თან ვი­მუ­შა­ვეთ — პრაქ­ტი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი ვას­წავ­ლეთ; გვაქვს, ასე­ვე, „პი­თო­ნის“ კურ­სი, ამ დღებ­ში, ახალ ნა­კად­თან და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა; მოს­წავ­ლე­ებს ელექ­ტ­რო­ნი­კას, თა­მა­შე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ვას­წავ­ლით, შარ­შან „ჰა­კა­თო­ნი 4“ ჩა­ვა­ტა­რეთ და ა.შ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებს ვაწყობთ წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თ­ველ ინ­ჟინ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც სი­ლი­კო­ნის ველ­ზე ან ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა წამ­ყ­ვან ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ. ტექნოლოგიები და ინჟინერია ნებისმიერი ქვეყნის განვითარების მთვარი გზაა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რაც უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი გე­ყო­ლე­ბა, მით უფ­რო ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა. ამას გვიჩ­ვე­ნებს, თუნ­დაც, ეს­ტო­ნე­თის მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც აიტი ლი­დე­რია მსოფ­ლი­ო­ში და ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით უკეთ ცხოვ­რობს. რაც მთა­ვა­რია, ეს­ტო­ნეთ­მა ამ შე­დე­გე­ბს იმი­ტომ მიაღ­წია, რომ აიტი გან­ვი­თა­რე­ბის სტარ­ტე­გია თა­ვი­დან­ვე სწო­რად და­გეგ­მა.

– თან საკ­მა­ოდ მოკ­ლე დრო­ში

– მოკ­ლე დრო­ში იმი­ტომ მო­ა­ხერ­ხა, რომ დრო არ და­კარ­გეს – რო­გორც კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა, მა­შინ­ვე სწო­რი სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ვეს, ბევ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო თუ კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით და უც­ვ­ლე­ლად მიყ­ვე­ბი­ან ამ სტრა­ტე­გი­ას. ცხა­დია, გა­ნახ­ლე­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ხდე­ბა, რად­გან ეს სფე­რო ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა, მაგ­რამ უც­ვ­ლე­ლია მთა­ვა­რი სტრა­ტე­გია და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა. აი, ამის შე­დე­გია ის პო­ზი­ცია, რაც დღეს ეს­ტო­ნეთს უჭი­რავს აიტი სფე­რო­ში. ჩვენც ამ გზას უნ­და და­ვად­გეთ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ გვაქვს, არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­დიდ­რე გვაქვს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ტუ­რიზ­მი, ცხა­დია, მომ­გე­ბი­ა­ნი სფე­როა, მაგ­რამ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს სფე­როც მხო­ლოდ მა­ში­ნაა მომ­გე­ბი­ა­ნი, რო­ცა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რა­დაა გა­მარ­თუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ  ეს პრო­ცე­სი ჯერ არც კი დაგ­ვიწყია. ამი­ტომ, მთე­ლი ჩვე­ნი რე­სურ­სი აქეთ უნ­და მივ­მარ­თოთ – მხო­ლოდ ეს არის ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის გზა.

– რად­გან უშუ­ა­ლოდ ხართ ჩარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, ნა­წი­ლობ­რივ, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­შიც, კარ­გად იც­ნობთ ჩვე­ნს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. რა არის თქვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ყუ­რად­სა­ღე­ბი გა­მოწ­ვე­ვა?

– მო­დი, ჯერ ერ­თი­ან სუ­რათს შევ­ხე­დოთ. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას აქვს, ის არის, რომ ჯერ კი­დევ არ გვაქვს გა­ნათ­ლე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც უც­ვ­ლე­ლი იქ­ნე­ბო­და, მი­ნის­ტ­რე­ბი­სა თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც. გა­ნათ­ლე­ბას ორ-სამ წე­ლი­წად­ზე გათ­ვ­ლით ვერ და­გეგ­მავ, უფ­რო გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდს მო­ითხოვს – შე­დეგს 10-15 წლის შემ­დეგ და­ი­ნა­ხავ. ეს ფი­ნე­თის მა­გა­ლით­მაც გვიჩ­ვე­ნა. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სტრა­ტე­გია არ უნ­და იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი­სა თუ მი­ნის­ტ­რე­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე ისე, რო­გორც დღეს გვაქვს –  რო­ცა ახა­ლი მი­ნის­ტ­რი მო­დის (თუნ­დაც იმა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი­დან), რო­გორც წე­სი, წი­ნა მი­ნის­ტ­რის მი­ერ წა­მოწყე­ბულ პრო­ექ­ტებს თა­რო­ზე შე­მო­აწყობს ხოლ­მე და თვი­თონ იწყებს ახალს. ეს არას­წო­რი მიდ­გო­მაა, მე­ტიც, ფუ­ლის არას­წო­რი ხარ­ჯ­ვაა.

შე­უძ­ლე­ბე­ლია რო­მე­ლი­მე ერთ რგოლ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო რე­ფორ­მა. გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­დან იწყე­ბა, შემ­დეგ სასკო­ლო გა­ნათ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რად­გან სკო­ლა­ში კარ­გი გა­ნათ­ლე­ბამი­ღე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე, დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში, ისე­თი რე­სურ­სია, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც მი­ი­ღებს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას. შემ­დეგ მო­დის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტი – ვის სად მო­უნ­დე­ბა სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, მაგ­რამ ბირ­თ­ვი მა­ინც სკო­ლაა. ეს პრო­ცე­სი აუცი­ლებ­ლად ერ­თი­ან სუ­რა­თად უნ­და და­ვი­ნა­ხოთ, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი და უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. თუ შენს სფე­რო­ში მუდ­მი­ვად არ ვი­თარ­დე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩა­მორ­ჩი და შე­ნი ცოდ­ნა ვა­ლი­დუ­რი აღარ არის. შე­სა­ბა­მი­სად, აუცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა/გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბიც.

ავი­ღოთ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს, პირ­ველ რიგ­ში, ბავშვს რე­ა­ლუ­რად სკო­ლის­თ­ვის ვერ ამ­ზა­დებს. არც სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მის ერ­თი­ა­ნი სუ­რა­თი გვაქვს. ყვე­ლა თა­ვის ჭკუ­ა­ზე მოქ­მე­დებს – ხან ზე­ი­მებს აწყო­ბენ, ხან ლექ­სებს ას­წავ­ლი­ი­ან… ბა­ღე­ბი „ბიზ­ნეს აკა­დე­მი­ად“ აქვთ ქცე­უ­ლი, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ ბავ­შ­ვი ფი­ზი­კუ­რად და გო­ნებ­რი­ვად მო­ამ­ზა­დონ სკო­ლის­თ­ვის. არც მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კლა­სე­ბი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, მა­გა­ლი­თად, რო­გორც ამე­რი­კა­ში ხდე­ბა. იქ მა­თი ფუნ­ქ­ცია უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია და ოფი­ცი­ალუ­რა­დაც სკო­ლა ჰქვია – ქინ­დერ­გარ­დე­ნი, 5-წლი­ა­ნე­ბის­თ­ვის კი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კლა­სი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს – რა­საც ბავ­შ­ვი უფ­რო და­ბალ ჯგუ­ფებ­ში ვერ და­ფა­რავს, მო­სამ­ზა­დე­ბელ კლას­ში უნ­და შე­ძ­ლოს მი­სი გავ­ლა. ძა­ლი­ან კარ­გი მიდ­გო­მაა – რო­დე­საც ბავ­შ­ვი მო­სამ­ზა­დე­ბელ კლას­ში მო­დის, აუცი­ლებ­ლად ტეს­ტა­ვენ იმი­ტომ, რომ ნა­ხე­ვა­რი წლით ად­რემ მა­ინც უთხ­რან მშო­ბელს, რა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა მის შვილს, რომ სკო­ლა­ში თა­ვი სრულ­ფა­სოვ­ნად იგ­რ­ძ­ნოს. ასე­ვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია სკო­ლაც, რად­გან უკ­ვე იცის რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით მო­დის მოს­წავ­ლე­თა 95%, შე­იძ­ლე­ბა 5% მე­რე და­ე­მა­ტოს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ცნო­ბი­ლია.

ასე­ვე, მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა იმას, რომ არ გვაქვს გა­მარ­თუ­ლი სივ­რ­ცი­თი მოწყო­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, არც „სკო­ლის რა­ი­ო­ნის“ ცნე­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. თუ შენ არ იცი ვინ მო­ვა სკო­ლა­ში და რო­გორ იმუ­შაო ამ რა­ი­ონ­თან, მა­შინ ვერც თე­მი ვი­თარ­დე­ბა და არც მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბაა აქ­ტი­უ­რი. ისევ ამე­რი­კის მა­გა­ლით­ზე გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­ცა სკო­ლამ იცის რა კონ­ტინ­გენტს ­ი­ღებს და წი­ნას­წარ ად­გენს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გეგ­მას, მკა­ფი­ოდ აქვს გან­საზღ­ვ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხუთ­წ­ლი­ა­ნი გეგ­მა. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სოფ­ლებს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, თბი­ლის­ში ეს მიდ­გო­მა გა­მო­რიცხუ­ლია. პირ­ველ­კ­ლა­სელს ხუ­თი ნა­თე­სა­ვი ერ­თად არე­გის­ტ­რი­რებს ხოლ­მე, რო­გორ­მე სა­სურ­ველ სკო­ლა­ში რომ მოხ­ვ­დეს. ძა­ლი­ან მა­ხინ­ჯი სის­ტე­მა იქ­მ­ნე­ბა. ისიც ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­ცა ბავ­შ­ვი, სკო­ლა­ში მი­სას­ვ­ლე­ლად, დღე­ში, სა­ათ-ნა­ხე­ვარს ხარ­ჯავს. ჩე­მი შვი­ლი ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლა­ში, ქა­ლაქ­გა­რეთ, და­დი­ო­და და ისე­თი დაღ­ლი­ლი ბრუნ­დე­ბო­და სახ­ლ­ში, რომ სკო­ლის გა­რეთ ცხოვ­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ ჰქონ­და. სწო­რედ ამი­ტომ არის აუცი­ლე­ბე­ლი „სკო­ლის რა­ი­ო­ნის“ ცნე­ბა.

ახ­ლა თა­ვად სკო­ლას შე­ვე­ხოთ და იქ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს. და­ვიწყებ იმით, რომ ჯერ ყვე­ლა საგ­ნის სტან­დარ­ტი არ გვაქვს და ყო­ველ წელს იც­ვ­ლე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ვერც იმა­ზე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით, რო­გო­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა კარ­გი. გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი იმ­დე­ნად არას­წო­რა­დაა და­გეგ­მი­ლი, რომ შე­დე­გად ვე­რას­დ­როს ვერ ვი­ღებთ კარგ, გა­მარ­თულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია საკ­მა­ოდ და­ბა­ლია და ეს, რა თქმა უნ­და, არ არის იმის ბრა­ლი, რომ ქვე­ყა­ნა­ში რე­სურ­სი არ გვაქვს. პირ­ველ რიგ­ში, იმის ბრა­ლია (რა­საც მუდ­მი­ვად ყვე­ლა მი­ნის­ტ­რი არი­დებს ხოლ­მე თავს), რომ თუ პრო­ფე­სია კარ­გად ანაზღა­უ­რე­ბა­დი არ გახ­და, იქ არ წა­ვა ის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც უნ­და მი­დი­ო­დეს. რე­ა­ლუ­რად ეს არის ხოლ­მე პრობ­ლე­მა და არა თი­თის გაშ­ვე­რა, რომ და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავს. ძა­ლი­ან მა­გარ მას­წავ­ლებ­ლებ­საც ვიც­ნობ და არ ვლა­პა­რა­კობ 100%-ზე, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ 70%-ს, სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ან საგ­ნის სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის კუთხით, პრობ­ლე­მა მა­ინც აქვს. ეს ძა­ლი­ან დი­დი რიცხ­ვია. მაგ­რამ, ისიც ცხა­დია, თუ ადა­მი­ანს არას­წორ პი­რო­ბებს შე­უქ­მ­ნი, კარგ შე­დეგს ვე­ღარ მი­ი­ღებ. აინ­შ­ტა­ინს ჰქონ­და ასე­თი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი, სა­უ­კე­თე­სოდ მო­ცუ­რა­ვე თევზს რომ ხე­ზე ას­ვ­ლა მოს­თხო­ვო, ვერ ავა. თუ პე­და­გოგს არას­წორ პი­რო­ბებს უქ­მ­ნი, ცხა­დია, არას­წორ შე­დე­გებ­ზე გახ­ვალ. აი, ეს უნ­და და­ი­გეგ­მოს თა­ვი­დან­ვე სწო­რად და არა გა­მოც­დე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი მოთხოვ­ნე­ბი… მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მუდ­მე­ბუ­ლი კონ­ტ­რო­ლის ქვეშ კი არ უნ­და გყავ­დეს, ისე უნ­და და­გეგ­მო მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რომ 5-10 წე­ლი­წად­ში მარ­თ­ლა  კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მი­ი­ღო. რაც არ უნ­და გაცხ­რი­ლო მა­თი რი­გე­ბი, ეს არის შე­ნი მა­სა და ამ მა­სას ან უღირს ამ ხელ­ფას­ზე მუ­შა­ო­ბა (იმი­ტომ, რომ სხვა სამ­სა­ხუ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს), ან არა. შე­იძ­ლე­ბა, 10-15% ეთუ­ზი­ას­ტია და მარ­თ­ლა უყ­ვარს ეს პრო­ფე­სია, უნ­და გან­ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ სა­დამ­დე ეყო­ფა ეს ენ­თუ­ზი­აზ­მი? ენ­თუ­ზი­აზ­მი მა­შინ­ვე და­გიმ­თავ­რ­დე­ბა, რო­ცა შენს შვილს მო­შივ­დე­ბა.

მე­სა­მე დი­დი პრობ­ლე­მა – ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს სკო­ლა დი­დად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა იმ სკო­ლის­გან, რო­მე­ლიც მე და­ვამ­თავ­რე (მერ­ვე კლა­სი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­ვას­რუ­ლე). თით­ქოს რა­ღა­ც შევ­ც­ვა­ლეთ, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­მო­ვი­ღეთ, ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი შე­ვი­მუ­შა­ვეთ, მაგ­რამ მიდ­გო­მის არ­სი მა­ინც არ შეც­ვ­ლი­ლა. მა­გა­ლი­თად, ვი­ცით, რომ დღესტექ­ნო­ლო­გია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყვე­ლა იმა­ზე წუ­წუ­ნებს, რომ ბავ­შ­ვე­ბი სტე­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მი­დი­ან. თით­ქოს, იმა­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ეს ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს – რამ­დე­ნი წე­ლია, რაც ისტს ვას­წავ­ლით ოფ­იცი­ა­ლუ­რად სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში – I, V და VI კლა­სებ­ში და მორ­ჩა. მა­შინ, რო­გორ წა­ვი­დეს ბავ­შ­ვი პროგ­რა­მი­რე­ბა­ზე ან ინ­ჟი­ნე­რი­ა­ზე? თან, მთა­ვა­რია, რას ას­წავ­ლი­ან V-VI კლა­სებ­ში? სა­ო­ფი­სე პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ზო­გა­დად, უცხო­ეთ­ში ის­ტის სწავ­ლე­ბას  ცალ­კე გაკ­ვე­თი­ლი არ ეთ­მო­ბა — პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე ბავ­შ­ვის­თ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ერ­თხელ და ორ­ჯერ რომ აჩ­ვე­ნებ ვორდს ან და­ნარ­ჩენ პროგ­რა­მებს, შემ­დეგ, რაც დას­ჭირ­დე­ბა, თვი­თონ მიხ­ვ­დე­ბა და და­ა­ჭერს ხელს ღი­ლა­კებს. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან იოლია. ტექ­ნო­ლო­გია მათ­თ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოა, ამი­ტომ, აუცი­ლებ­ლად უნ­და ვას­წავ­ლოთ გა­მოთ­ვ­ლი­თი აზ­როვ­ნე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და არა სა­ო­ფი­სე პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

– ანუ არას­წო­რად ვას­წავ­ლით?

– დი­ახ, არას­წო­რად ვას­წავ­ლით. ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, ჯერ ერ­თი, გა­ცი­ლე­ბით დი­დი რო­ლი აქვს ტექ­ნო­ლო­გი­ებს და ეს არის გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი (ყვე­ლა სა­გან­ში უნ­და გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, იქ­ნე­ბა ეს ის­ტო­რია, ქარ­თუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კა თუ სხვ. რო­გორ მო­ძებ­ნო პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თ­ვის მა­სა­ლა, მე­რე რო­გორ ააწყო პრე­ზენ­ტა­ცია, ამის­თ­ვის ცალ­კე საგ­ნის სწავ­ლე­ბა სა­ჭი­რო არ არის); და მე­ო­რეც, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ის­წავ­ლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სე­ბამ­დე და უფ­როს კლა­სებ­ში მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია არ­ჩე­ვით საგ­ნად (უფ­როს კლა­სებ­ში საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვი­თო­ბას დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა) ის­წავ­ლოს პროგ­რა­მი­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, იქ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც პროგ­რა­მი­რე­ბა სა­ერ­თოდ არ იცის. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­თი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს – სტუ­დენ­ტე­ბის 10-15%-მა პროგ­რა­მი­რე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად იცის, ვთქვათ, თა­მა­შე­ბის წე­რა და ა.შ., ანუ პროგ­რა­მი­რე­ბის საწყი­სე­ბი. ამ პრო­ცენ­ტ­საც ან კერ­ძო სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი შე­ად­გე­ნენ, ან მხო­ლოდ იმ სა­ჯა­რო სკო­ლის, სა­დაც წელ­ში გა­მარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბია (ეს უფ­რო მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლებს ეხე­ბა), ან მშობ­ლებს და­ყავ­თ ფა­სი­ან წრე­ებ­ზე. სტუ­დენ­ტე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 80% პროგ­რა­მი­რე­ბას სა­ერ­თოდ არ შე­ხე­ბია. ლო­გი­კუ­რია, რად­გან სკო­ლა­ში არ ვას­წავ­ლით, შემ­დეგ მოს­წავ­ლეე­ბი პრო­ფე­სი­ულ­შიც არ მი­დი­ან პროგ­რა­მი­რე­ბა­ზე. ეს რაც შე­ე­ხე­ბა ისტს.

ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა ლი­­ტე­რა­ტუ­რას, რა შევ­ც­ვა­ლეთ ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა­ში? გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი. ამის პა­სუ­ხია, რომ პი­ზის ყო­ვე­ლი კვლე­ვის შემ­დეგ ვწუ­წუ­ნებთ, შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. პი­ზა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის უნა­რი. ჩე­მი შვი­ლის მა­გა­ლით­ზე გეტყ­ვით – ამე­რი­კი­დან რომ ჩა­მო­ვე­დით, ჩე­მი უმ­ც­რო­სი შვი­ლი მე­ო­რე კლას­ში იყო. ერთ-ერთ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან კერ­ძო სკო­ლა­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ, არ მოგ­ვე­წო­ნა და მე­ო­რე­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ისიც არ მოგ­ვე­წო­ნა და ახ­ლა ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლობს. ამის მი­ზე­ზი სწო­რედ ის გახ­და, რომ რე­ა­ლუ­რად ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის უნა­რებს, რო­გორც ის ამე­რი­კა­ში სწავ­ლობ­და პირ­ველ კლას­ში, არც ერთ სკო­ლა­ში არ ას­წავ­ლიდ­ნენ. სტან­დარ­ტუ­ლად ის­წავ­ლე­ბა – რა იგუ­ლის­ხ­მა ავ­ტორ­მა? რას ფიქ­რობ­და გმი­რი? და­წე­რე ში­ნა­არ­სი. ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ანს, პირ­ველ რიგ­ში, კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას უვი­თა­რებ და მე­ო­რე რიგ­ში – ემ­პა­თი­ას. მან გმი­რის ად­გი­ლას უნ­და და­ა­ყე­ნოს თა­ვი, მაგ­რამ ეს ასე ად­ვი­ლად არ ხდე­ბა, მხო­ლოდ შეკითხ­ვით – შენ რას იზამ­დი გმი­რის ად­გი­ლას? – ეს ვერ მოხ­დე­ბა, სხვაგ­ვა­რად სჭირ­დე­ბათ ბავ­შ­ვებს ამის მი­წო­დე­ბა. ამი­ტომ ვფიქ­რობ, ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა­შიც არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა.

არც მა­თე­მე­ტი­კა­ში შეგ­ვიც­ვ­ლია არა­ფე­რი იმი­ტომ, რომ მა­თე­მა­ტი­კა­ში, დღეს, ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა გა­მოთ­ვ­ლი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ამის­თ­ვის კი, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვებს ვას­წავ­ლოთ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი — თუნ­დაც, სა­სარ­გებ­ლო პორ­ტა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, ვას­წავ­ლოთ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რო­გორ შე­უძ­ლი­ათ რა­ღა­ცე­ბის გათ­ვ­ლა. მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა აუცი­ლებ­ლად პრო­ექ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უნ­და გახ­დეს, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც. ესეც არ გაგ­ვი­კე­თე­ბია.

სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში სკო­ლე­ბის ნა­ხე­ვარს არ აქვს გა­მარ­თუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ისევ და ისევ, ვერც ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სებს ვი­ყე­ნებთ მა­ინც და მა­ინც კარ­გად. ფაქ­ტობ­რი­ვად, რა სფე­რო­საც უნ­და შე­ვე­ხოთ, ერ­თი და იგი­ვე მდო­მა­რე­ო­ბაა. სპორ­ტი ხომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ გვაქვს სკო­ლებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად – არც სკო­ლებს შო­რის სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბი, რაზეც დგას ევ­რო­პა და ამე­რი­კა. ამ­დე­ნი რე­ფორ­მის, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის თუ და­ხარ­ჯუ­ლი ფუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერც ერთ კომ­პო­ნენტს ვერ იპო­ვით დღეს ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც გა­მარ­თუ­ლია და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას პა­სუ­ხობს.

– რა პერ­ს­პექ­ტი­ვას ხე­დავთ?

– პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვი­ნა­ხოთ ერ­თი­ა­ნი სუ­რა­თი და შე­ვი­მუ­შა­ოთ სწო­რი გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბას ქარ­თულ ენა­ზე – არა თა­ვად მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შექ­მ­ნილს, არა­მედ კარ­გად გა­მარ­თულ ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურსს. ასე­ვე, აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ი­გეგ­მოს სას­კო­ლო რა­ი­ო­ნე­ბი, რო­მელ­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რე. სას­კო­ლო რა­ი­ო­ნი ერ­თი­ა­ნად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს და ამ პრო­ცეს­ში აუცი­ლებ­ლად თე­მი უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი, რაც მშობ­ლის ჩარ­თ­ულო­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს. და კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია – არ გვაქვს კა­რი­ე­რუ­ლი რჩე­ვის სერ­ვი­სი.

– გე­თან­ხ­მე­ბით, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­კითხია, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სრუ­ლი­ად გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ირ­ჩე­ვენ პრო­ფე­სი­ებს და  გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ ეს ის საქ­მე არ არის, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლით გა­ა­კე­თე­ბენ.

– ეს მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მაა. რო­გორ ხდე­ბა ამე­რი­კა­ში – ამა­ზე მუ­შა­ო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით მეშ­ვი­დე კლა­სი­დან იწყე­ბენ. სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით აც­ნო­ბენ მოს­წავ­ლე­ებს პრო­ფე­სი­ებს, სკო­ლა­ში მოჰ­ყავთ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი და ისი­ნი ყვე­ბი­ან თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. თვი­თონ მოს­წავ­ლე­ე­ბი დაჰ­ყავთ ხოლ­მე სხვა­დას­ხ­ვა სა­წარ­მო­სა თუ ქარ­ხა­ნა­ში და ად­გილ­ზე აც­ნო­ბენ, რა ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს იქ. მა­გა­ლი­თად, თვე­ში, მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბას ერ­თი დღე ეთ­მო­ბა. შემ­დეგ, ნელ-ნე­ლა, კლა­სის მი­ხედ­ვით (VIII-IX კლა­სებ­ში), იზ­რ­დე­ბა აქ­ტი­ვო­ბე­ბი. იქ ძა­ლი­ან ძლი­ე­რია ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის რო­ლიც, ზო­გა­დად, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბაა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იმი­ტომ, რომ ორ წე­ლი­წად­ში გა­მო­დი­ხარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და წარ­მა­ტე­ბით იწყებ მუ­შა­ო­ბას. ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ე­ბი მიჰ­ყავთ პროფ­სას­წავ­ლებ­ლებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და აც­ნო­ბენ პრო­ფე­სი­ებს.

გარ­და ამი­სა, VIII-IX კ­ლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს უტა­რე­ბენ ტეს­ტებს – პი­როვ­ნე­ბის ტეს­ტს, რო­მე­ლიც ად­გენს, მა­გა­ლი­თად, რა გა­მოგ­დის უკეთ. ვთქვათ, შენ კარ­გად გა­მოგ­დის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და იქ­ნე­ბი კარ­გი მე­ნე­ჯე­რი ან სხვა რამ… ტეს­ტის აჩ­ვე­ნებს რო­მელ სფე­რო­ში იქ­ნე­ბი შენ უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ცხა­დია, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ არის, მაგ­რამ მოს­წავ­ლეს სწო­რედ ამ ტეს­ტის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით შე­უძ­ლია  X-XII კლა­სებ­ში და­გეგ­მოს, რო­მე­ლი არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი ის­წავ­ლოს, ანუ, რე­ა­ლუ­რად, ასე აყა­ლი­ბებს იგი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვან­საც.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის გა­ცი­ლე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც უკ­ვე პროგ­რა­მი­რე­ბის პა­რა­დიგ­მებს სწავ­ლობს, პროგ­რა­მას წერს. ამი­ტომ არის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კა­რი­ე­რუ­ლი რჩე­ვე­ბი. ჩვენ რომ ნა­ე­კის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის არ­ჩე­ვანს შევ­ხე­დოთ, ­ვ­ნა­ხავთ, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა ისევ ბიზ­ნე­სის პროგ­რა­მებ­ზე მი­დის ან სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­სა და სა­მარ­თალს ირ­ჩევს. ამ დროს, მსოფ­ლი­ო იქით მი­დის, რომ ბიზ­ნეს­ში ად­გი­ლე­ბი შე­ამ­ცი­როს, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე გა­და­დის და სწო­რედ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში გვჭირ­დე­ბა მე­ტი ადა­მი­ა­ნი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც კარგ პროგ­რა­მის­ტ­ზე, II-III კურ­სი­დან, უკ­ვე ტა­ცი­ა­ო­ბაა, კარგ ხელ­ფა­სებ­ზე მიჰ­ყავთ ახალ­გაზ­რ­დე­ბი. ახალ­დამ­თავ­რე­ბულს, თუ გა­მარ­თუ­ლად ის­წავ­ლა, თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია 2000-3000-ლა­რი­ან ანაზღა­უ­რე­ბი­ან სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბა. სხვა რო­მელ სფე­რო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი 21 წლის ახალ­გაზ­რ­დის ასეთ ხელ­ფას­ზე და­საქ­მე­ბა? ან თუ არის, მა­შინ ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი უნ­და იყო, აქ კი, საკ­მა­რი­სია, შე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა კარ­გად იცო­დე, თან ეს ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მელ­შიც არა­ნა­ირ საზღ­ვ­რებს არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ამა­ზეც ვე­სა­უბ­რე­ბი ხოლ­მე მოს­წავ­ლე­ებს, ვაც­ნობ ჩემს მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც წამ­ყ­ვან კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მდნენ — ჩე­მი მე­უღ­ლე ეფ­ლ­ში მუ­შა­ობს, მყავს მე­გობ­რე­ბი ცის­კო­ში, სი­ლი­კო­ნის ველ­ზე და ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ებს და სტუ­დენ­ტებს მათ­თან ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი მო­ვუწყო. მათ მა­გა­ლით­ზე მინ­და და­ი­ნა­ხონ ქარ­თ­ველ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს სად სწავ­ლობ. ამ ადა­მი­ა­ნებ­მაც აქ მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბა და შემ­დეგ და­საქ­მ­დ­ნენ გუგ­ლ­ში ან სხვა­გან.

მათ შო­რის ჩე­მი ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბიც არი­ან. ვიდ­რე ამე­რი­კა­ში წა­ვი­დო­დი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი­დი მათ, ცო­ტა ხან­ში ისი­ნიც ჩა­მო­ვიდ­ნენ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და დღეს გი­ორ­გი ცის­კო­შია ინ­ჟი­ნე­რი, თა­მა­რი კი — გუგ­ლ­ში. ასე რომ, ჩვენ კი ვცდი­ლობთ, მოს­წავ­ლე­ებს კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვა­ში და­ვეხ­მა­როთ, მაგ­რამ, მთა­ვა­რია, ამ კუთხით, სკო­ლამ იმუ­შა­ოს ბევ­რი.

– პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ნათ­ლად გა­მოჩ­ნ­და ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მართ, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე… სად ვართ?

– ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნაპ­რა­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის უნა­რებს შო­რის. ეს გა­საკ­ვი­რი არც არის, რად­გან, ზო­გა­დად, ჩვენ არ ვართ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ერი. პირ­ველ რიგ­ში, ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ ამ პრო­ცესს ევო­ლუ­ცი­უ­რად ვერ მივ­ყე­ვით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გა­მო. პირ­ვე­ლად კომ­პი­უ­ტე­რი რომ ვნა­ხე, უნი­ვერ­სი­ტეტს ვამ­თავ­რებ­დი, ამ დროს, უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში უკ­ვე სკო­ლებ­ში ჰქონ­დათ კომ­პი­უ­ტე­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, ეს­ტო­ნეთ­ში, 1996 წელს, უკ­ვე ყვე­ლა სკო­ლა­ში იყო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლა­სი. მე­ო­რეც – რო­ცა თავს „დაგ­ვე­ცა“ კომ­პი­უ­ტე­რი და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლებს არ შევ­თა­ვა­ზეთ უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად უნ­და გა­დაგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად, სა­ო­ფი­სე პროგ­რა­მე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, ზო­გა­დად კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ტექ­ნო­ლო­გია უცებ გაჩ­ნ­და რე­ა­ლო­ბა­ში და თან გაჩ­ნ­და ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე, ესეც, თა­ვის­თა­ვად, პრობ­ლე­მუ­რი იყო.

პან­დე­მი­ის დროს კი იმარ­ჯ­ვა სა­მი­ნის­ტ­რომ და მა­იკ­რო­სოფ­ტის­გან შეს­ყი­დუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. ემი­სიც კარ­გად მუ­შა­ობს, ყვე­ლა სკო­ლას, მეტ-ნაკ­ლე­ბად, გა­უ­მარ­თა პროგ­რა­მა, რომ მარ­ტი­ვად შეძ­ლონ გაკ­ვე­თი­ლის თიმ­ს­ში ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ ეს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის 5%-იც კი არ არის (პი­რის­პირ რა­საც ას­წავ­ლი­დი, ის ეკ­რან­თან ას­წავ­ლო), და­ნარ­ჩე­ნი 95%? ეს არ არის დის­ტან­ცუ­რი სწავ­ლე­ბა, ამი­ტომ და­არ­ქ­ვეს უცხო­ელ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტებ­მა ასეთ სწავ­ლე­ბას სა­გან­გე­ბო და და­შო­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა. რა­საც პი­რის­პირ ას­წავ­ლი, ის რომ სწო­რად გა­და­ი­ტა­ნო ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას, ამა­ზე სა­მი-ოთხი თვე მა­ინც უნ­და იმუ­შაო. ვის აქვს ამის დრო? ან რამ­დენ სკო­ლას ან უნი­ვერ­სი­ტეტ­სა ჰყავს ამის­თ­ვის დამ­ხ­მა­რე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფი. ეს მხო­ლოდ ჩვენ­თან არ არის პრობ­ლე­მა, უცხო­ეთ­შიც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად იქ­ცა, მაგ­რამ მათ აღი­ა­რეს პრობ­ლე­მე­ბი, ჩვენ – არა. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. თა­ვის მოტყუ­ე­ბაა იმის თქმაც, რომ ტე­ლეს­კო­ლის გაკ­ვე­თი­ლებს თუ უყუ­რებს ბავ­შ­ვი, ეს იგი­ვეა, რაც გაკ­ვე­თილ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (თა­ვის­თა­ვად, ტე­ლეს­კო­ლის გაკ­ვე­თი­ლებს არა­ფერს ვერ­ჩი, ძა­ლი­ან კარ­გი გაკ­ვეთი­ლე­ბი ტარ­დე­ბა). იყო სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კვი­რა­ში სამ-ოთხ გაკ­ვე­თილს ატა­რებ­დ­ნენ, სა­მი­ნის­ტ­რომ კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტის­ტი­კა, რომ ამ­დე­ნი ბავ­შ­ვი ეს­წ­რე­ბო­და დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებს. დავ­თ­ვა­ლოთ, რამ­დენ გაკ­ვე­თილს და­ეს­წ­რო მოს­წავ­ლე? თუ­კი კვი­რა­ში 20 სა­ა­თია სა­შუ­ა­ლოდ გათ­ვალ­ის­წი­ნე­ბუ­ლი, მოს­წავ­ლეს დღე­ში ოთხი გაკ­ვე­თი­ლი უნ­და უტარ­დე­ბო­დეს და თუ ამის ნაც­ვ­ლად, კვი­რა­ში სამ გაკ­ვე­თილს უტა­რებ, ჩნდე­ბა ლო­გი­კუ­რი კითხ­ვა: რო­გორ და­ფა­რე სას­წავ­ლო გეგ­მა? ანუ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა შე­გიძ­ლია მე­ხუ­თედ დრო­ში და­ფა­რო? თუ იმის იმე­დი გაქვს, რომ ბავ­შ­ვი სახ­ლ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ობს? ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია ან მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა, თუ მშო­ბე­ლია ჩარ­თუ­ლი დი­დი დო­ზით. რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, ვი­ცით, რომ მშო­ბელს ამის არც შე­საძ­ლებ­ლო­ბა და არც დრო აქვს, რად­გან პან­დე­მი­ამ სხვა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა. პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ამის ანა­ლიზს არა­ვინ აკე­თებს ან ზე­და­პი­რუ­ლად აკე­თე­ბენ, რომ მოგ­ვაჩ­ვე­ნონ, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­კეთ­და.

სექ­ტემ­ბერ­ში, რო­ცა სკო­ლე­ბის გახ­ს­ნას ფიქ­რობ­დ­ნენ, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ტეს­ტი­რე­ბა მა­ინც უნ­და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, ხომ უნ­და და­ედ­გი­ნათ, ვინ ჩა­მორ­ჩა პროგ­რა­მას. იგი­ვე უნ­და გაე­კე­თე­ბი­ნათ ახ­ლა, თე­ბერ­ვალ­ში რო­ცა გა­იხ­ს­ნა სკო­ლე­ბი. თუ ვი­ცით, მა­გა­ლი­თად, რომ ნა­ხე­ვა­რი კლა­სი ჩა­მორ­ჩა პროგ­რა­მას, ისიც ხომ უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ეს ასათ­ვი­სე­ბე­ლია და მათ, ჩა­მორ­ჩე­ნის და­საძ­ლე­ვად, მოქ­ნი­ლი სის­ტე­მა, „სხვა­დას­ხ­ვა მარ­შ­რუ­ტე­ბი“ შევ­თა­ვა­ზოთ, რო­გორც ეს ამე­რი­კა­შია. მოს­წავ­ლე­ებს ტეს­ტა­ვენ და მიჰ­ყ­ვე­ბი­ან მარ­შ­რუტს – უფ­რო მარ­ტივ მა­თე­მა­ტი­კას ის­წავ­ლის თუ უფ­რო რთულს. რე­ა­ლუ­რად, მთე­ლი წე­ლი ამო­ვუგ­დეთ ბავ­შ­ვებს და თუ რო­მე­ლი­მემ ვერ ის­წავ­ლა ალ­გებ­რის საწყი­სე­ბი, მე­რე უფ­რო რთულ ალ­გებ­რას რო­გორ­ღა ის­წავ­ლის? ამი­ტომ, ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ აუცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა და შემ­დეგ რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი ან სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბი, რა­საც „სკო­ლი­დან რე­პე­ტი­ტო­რო­ბა“ ჰქვია.

– მშობ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­დან, რა რო­ლი აქვს მას სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში, რო­გო­რი მიდ­გო­მე­ბია უფ­რო გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დი­სას?

– ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­კითხია. მე არ მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რად ვა­ხერ­ხებ აღ­ზ­რ­დას, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია სა­ჭი­რო. გზა­დაგ­ზა სწავ­ლობ, მე­ო­რე შვილ­თან უფ­რო სწო­რად იქ­ცე­ვი, ვიდ­რე პირ­ველ­თან, რად­გან შე­ნი ცოდ­ნაც იზ­რ­დე­ბა და აღ­ზ­რ­დის თე­ო­რი­ე­ბიც ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ, არას­დ­როს ვი­ცით, მარ­თ­ლა სწო­რად ვიქ­ცე­ვით თუ არა, არა­და, ბავ­შ­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის დროს. სწო­რედ ამ დროს უნ­და გა­ნუ­ვი­თარ­დეს ბავშვს წიგ­ნის და, ზო­გა­დად, სწავ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი. ეს არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ მოხ­დე­ბა ფორ­მა­ლურ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში, პი­რი­ქით, ცოდ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ბავშვს თა­მა­შით უნ­და გა­უჩ­ნ­დეს. რა­ო­დე­ნობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა მას აუცი­ლებ­ლად სკო­ლამ­დე უნ­და გან­ვუ­ვი­თა­როთ. მა­თე­მა­ტი­კა ცხოვ­რე­ბაა და მას ეს უნ­და ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ, მა­გა­ლი­თად, ნამ­ცხ­ვ­რის მომ­ზა­დე­ბის დროს, ერ­თი ულუ­ფის რე­ცეპ­ტი მას­თან ერ­თად შევ­ც­ვა­ლოთ ორი ულუ­ფით, დავ­თ­ვა­ლოთ კი­ბე­ე­ბი, მა­ღა­ზი­ა­ში ვა­ყი­დი­ნოთ რა­მე და ასე თა­მა­შით, ხა­ლი­სით გან­ვუ­ვი­თა­როთ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა. თუ ბავშვს რა­ო­დე­ნობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა არ აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, სკო­ლა მას, პირ­ველ კლას­ში, სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვერ ხვდე­ბა, მა­თე­მა­ტი­კას აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლად, ფურ­ცელ­ზე სთა­ვა­ზობს. ბავ­შ­ვე­ბის 70%-ის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან მო­საწყე­ნი და რთუ­ლად აღ­ქ­მა­დია. გა­მოთ­ვ­ლი­თი აზ­როვ­ნე­ბა ნამ­დ­ვი­ლად აღარ არის პრი­ვი­ლე­გია, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რია ისე­ვე, რო­გორც 5-10 წე­ლი­წად­ში, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლად ით­ვ­ლე­ბა. ამ უნა­რის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ მო­მა­ვალ­ში. ამი­ტომ, აუცი­ლე­ბე­ლია, მშობ­ლებ­მა ბავ­შ­ვებ­ში ცოდ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სკო­ლამ­დელ ასაკ­ში ვიზ­რუ­ნოთ. ბავშვმა პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე უნ­და აიღოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა თა­ვის სწავ­ლის პრო­ცეს­ზე. მე ეს უფ­როს შვილ­თან მა­ინც და მა­ინც ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რად­გან მე­გო­ნა, მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა უმ­ჯო­ბე­სი იყო. რთუ­ლი და­სა­ცა­ვია ზღვა­რი – ყუ­რადღე­ბა ზედ­მეტ მზრუნ­ვე­ლო­ბა­ში ხომ არ გა­და­დის.

ამე­რი­კა­ში, ჩემს შვილს ერ­თი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, თა­ნაკ­ლა­სე­ლი, რო­მე­ლიც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ვით იყო, ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი, V კლა­სი­დან VIII კლა­სამ­დე ერ­თად სწავ­ლობ­დ­ნენ. დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და და თვი­თონ აკ­ვირ­დე­ბო­და კვე­ბის რეჟიმს, ით­ვ­ლი­და კა­ლო­რი­ებს და ინ­სუ­ლინს ამის მი­ხედ­ვით იკე­თებ­და. სულ მიკ­ვირ­და, ამას და­მო­უ­კიდე­ბ­ლად რო­გორ ახერ­ხებ­და. ერ­თხელ დე­დას ვკითხე, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ეს? მითხ­რა, რომ აძ­ლევს უფ­ლე­ბას, შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვას. ლან­ჩი ან რვე­უ­ლი თუ დარ­ჩე­ბა სახ­ლ­ში, არას­დ­როს მი­მაქვს სკო­ლა­ში, უნ­და გა­ი­აზ­როს შეც­დო­მის შე­დე­გიო. სულ მახ­სოვს ეს სიტყ­ვე­ბი და ვე­თან­ხ­მე­ბი, უმ­ჯო­ბე­სია, შვი­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ.

– და­ბო­ლოს, თქვენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში შე­დის თუ არა სამ­შობ­ლო­ში ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად დაბ­რუ­ნე­ბა და კი­დევ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გარ­და, რო­მელ სფე­როს უჭი­რავს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი?

–  ახ­ლა ისევ ამე­რი­კა­ში მივ­დი­ვარ, რად­გან იქ პა­ტა­რა კომ­პა­ნია გვაქვს კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მინ­და იმა­საც მივ­ხე­დო. ბავ­შ­ვე­ბიც იქ გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას. თუმ­ცა, ხში­რად ჩა­მო­ვალ, უმე­ტე­სი დრო ისევ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბი, დაწყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი რომ და­ვას­რუ­ლო. მო­მა­ვალ­ში კი, 10-15 წლის შემ­დეგ, მე და ჩე­მი მე­უღ­ლე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვფიქ­რობთ. არ ვი­ცი, ჩემს შვი­ლებს ექ­ნე­ბათ თუ არა ამის სურ­ვი­ლი, ძა­ლი­ან კოს­მო­პო­ლი­ტე­ბი არი­ან, მათ­თ­ვის თით­ქოს სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს ად­გი­ლის ცნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა იმის გა­მო, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში წა­ვი­ყ­ვა­ნეთ ამე­რი­კა­ში, ერ­თი 8 წლის იყო, მე­ო­რე – 2 წლის. ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარს მეც­ნი­ე­რე­ბა და შე­საძ­ლოა, ამი­ტო­მაც არი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ინ­ტე­რე­სებს, მარ­თა­ლია, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს გა­ნათ­ლე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის კუთხით (პრო­ფე­სი­ი­ით მა­თე­მა­ტი­კო­სი ვარ, შემ­დეგ გა­და­ვე­დი ელექ­ტ­რო­ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში და კვლე­ვე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მაქვს), მაგ­რამ ეს არის სფე­რო, რომ­ლის შე­სა­ხებაც ყვე­ლა­ზე მეტს ვკითხუ­ლობ, ცხა­დია, ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შემ­დეგ. ასე­ვე ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ფსი­ქო­ლო­გია, მგო­ნია, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ის ცოდ­ნის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლია, კარ­გად მიხ­ვ­დე რო­გო­რი უნ­და იყოს სწო­რი გა­ნათ­ლე­ბა.

ჩვე­ნი ოჯა­ხის ძი­რი­თა­დი გა­სარ­თო­ბი კი მოგ­ზა­უ­რო­ბა ან სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის, ასე­ვე ძა­ლი­ან გვიყ­ვარს სა­მეც­ნი­ე­რო მუ­ზე­უ­მებ­ში სი­ა­რუ­ლი. ხში­რად ვსტუმ­რობთ „ესქე­იფ რუმ­საც“, ეს ჩვე­ნი ოჯა­ხის და მე­გობ­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლია.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები