23 აპრილი, სამშაბათი, 2024

თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­თხელ მა­ინც ჩა­მორ­ჩა სი­ახ­ლე­ე­ბის ქა­რა­ვანს, რთუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან დაწყე­ბა

spot_img

ნა­ნა დარ­ბა­ი­ძე

საჩხე­რის აკა­კი წე­რეთ­ლის  სა­ხე­ლო­ბის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი

 

პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი

ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის წინ და­ვუ­კავ­ში­რე სკო­ლას და მი­მაჩ­ნია, რომ ეს იყო ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი XXI სა­უ­კუ­ნე­ში ნიშ­ნავს, არ წყვეტ­დე გან­ვი­თა­რე­ბას, იყო ინო­ვა­ტო­რი, გე­ზის მიმ­ცე­მი მოს­წავ­ლის­თ­ვის.

მას­წავ­ლე­ბელს ექ­ს­კურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორს შე­ვა­და­რებ­დი, რო­მელ­მაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნ­და და­გეგ­მოს და გა­ამ­დიდ­როს სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სე­ბით, რი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც მოს­წავ­ლე­ებს ჯა­დოს­ნურ და სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­რო­ში ამოგ­ზა­უ­რებს და აღ­მო­ა­ჩენს.

იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ნიშ­ნავს…

საგ­ნის ცოდ­ნა, პროგ­რა­მე­ბი, გა­მარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა… — მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ფაქ­ტო­რი ბავ­შ­ვის უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლია. სწო­რედ ეს სიყ­ვა­რუ­ლი გა­ნა­პი­რო­ბებს საგ­ნის ცოდ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბას, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ბევრ უძი­ლო ღა­მეს და მო­უთ­მე­ნელ სურ­ვილს იმი­სა, რომ მომ­დევ­ნო დღეს რა­ღაც ახ­ლით გა­ამ­დიდ­რო მოს­წავ­ლის თვალ­სა­წი­ე­რი.

მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლეს, ვიტყო­დი, რომ სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ფე­ნო­მენ­თან გვაქვს საქ­მე. მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა უფ­როს­თან და გან­ც­და იმი­სა, რომ მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბი და არ­გუ­მენ­ტე­ბი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

რა­ტომ „არას­ტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი“

არ არ­სე­ბობს მი­ზე­ზი იმი­სა, რომ დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეპო­ქა­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი არ იყოს აქ­ტი­უ­რი და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სწო­რედ თვით­გან­ვი­თა­რე­ბის, სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბის და­უშ­რე­ტე­ლი სურ­ვი­ლი ქმნის მას­წავ­ლე­ბელს აქ­ტი­ურს და სა­ინ­ტე­რე­სოს. რაც შე­ე­ხე­ბა არას­ტან­დარ­ტულ გაკ­ვე­თილს, რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ან­მა პე­და­გო­გი­ურ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ თვალ­ნათ­ლივ მიჩ­ვე­ნა თი­თო­ე­უ­ლი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის არას­ტან­დარ­ტუ­ლო­ბა. რა­ტომ? კლა­სი ხომ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან შემ­დ­გა­რი ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, სა­დაც სი­ცოცხ­ლე ჩქეფს, სა­დაც რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოს ეძე­ბენ, სა­დაც უამ­რა­ვი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი კითხ­ვა აქვთ და გა­ნა შე­იძ­ლე­ბა, გაკ­ვე­თი­ლი შაბ­ლო­ნუ­რი იყოს? სწო­რედ ეს სი­ხა­ლი­სე და გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა სძენს სას­წავ­ლო პრო­ცესს, მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას არას­ტან­დარ­ტულ ელ­ფერს.

პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა

ჩვენ ვართ რე­ფორ­მის ეპო­ქის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლე, რა­საც სა­ხელ­მ­წი­ფო გვთა­ვა­ზობს, შე­საძ­ლოა იყოს მტკივ­ნე­უ­ლი და­ნერ­გ­ვის ფა­ზა­ზე, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ისევ და ისევ დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დე­ბი და ბევ­რი სხვა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი რე­სურ­სი ერთ-ერ­თი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რია იმი­სა, რომ პე­და­გოგ­მა არ შე­ა­ჩე­როს გან­ვი­თა­რე­ბა. ეს არ არის მარ­ტი­ვი გზა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია, მაგ­რამ სა­ჭი­რო.

რაც შე­მე­ხე­ბა მე, მუდ­მი­ვად ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. თუ თვალს გა­და­ვავ­ლებ წარ­სულს დღემ­დე და ვი­ფიქ­რებ, რომ მე­ტი სა­ჭი­რო აღა­რაა, სწო­რედ აქ და­ვუშ­ვებ გა­მო­უს­წო­რე­ბელ შეც­დო­მას. ბევ­რი სი­ახ­ლეა, რო­მელ­საც გაც­ნო­ბა და და­ნერ­გ­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ამ სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბის შე­სა­ნიშ­ნავ სა­შუ­ა­ლე­ბად სწო­რედ რომ ტრე­ნინ­გებს, ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებს, ციფ­რულ რე­სურ­სებს, ვე­ბი­ნა­რებს მო­ვი­აზ­რებ. თუ სი­ახ­ლე­ე­ბის ქა­რა­ვანს ერ­თხელ მა­ინც ჩა­მორ­ჩა მას­წავ­ლე­ბე­ლი, რთუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან დაწყე­ბა.

პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ციაა, რაც თა­ვის­თა­ვად გა­ნა­პი­რო­ბებს უზარ­მა­ზარ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წი­ნა­შე. ღრმად მწამს, რომ ყვე­ლა ძა­ლის­ხ­მე­ვის ტან­დე­მი, დაწყე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან და დას­რუ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნუ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბით, აუცი­ლებ­ლად მიგ­ვიყ­ვანს, ყვე­ლას ერ­თად, „ცოდ­ნის ტაძ­რამ­დე“.

პრობ­ლე­მე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში

ბევ­რი მი­ზე­ზი და აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა არ­სე­ბობს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა, მო­დი გან­ვი­ხი­ლოთ უკა­ნას­კ­ნელ წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვე­ბი. ვფიქ­რობ, ეს არის ცნე­ბე­ბით სწავ­ლე­ბა, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა და ა.შ. მე, რო­გორც ერ­თი რი­გი­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რას ვფიქ­რობ ამ მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ? მი­მაჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის გა­ნათ­ლე­ბის ისეთ ციკლს, რო­ცა მოს­წავ­ლეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მო­მენ­ტებს და­უ­კავ­ში­როს, იყოს ინო­ვა­ტო­რი, გა­შა­ლოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხედ­ვა და მთე­ლი არ­სე­ბით და­ი­კარ­გოს შე­მეც­ნე­ბით პრო­ცეს­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, პრაქ­ტი­კუ­ლად და რე­ა­ლის­ტუ­რად მო­აზ­როვ­ნე მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს შე­უწყობს ხელს, რაც, იმე­დი მაქვს, ჯან­სა­ღი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის სა­წინ­და­რია.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი

პირ­ველ რიგ­ში, ბედ­ნი­ე­რი და მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. რა თქმა უნ­და, მო­ღი­მა­რი, სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მუ­დამ მზად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სათ­ვის და პო­ზი­ტი­უ­რი. აი, ასე­თია ჩე­მი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, ჩე­მი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თით­ქ­მის არა­სო­დეს მაქვს. მუ­დამ გან­ვიც­დი დრო­ის დე­ფი­ციტს, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი გან­ტ­ვირ­თ­ვის დროს, თვალს ვხუ­ჭავ და ვცდი­ლობ, სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბას უცხო თვა­ლით შევ­ხე­დო, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზო რა გა­ვა­კე­თე კარ­გი ან ცუ­დი, და­ვაკ­ვირ­დე სა­კუ­თარ „მე“-ს და მომ­დევ­ნო დღე ახა­ლი ხედ­ვე­ბი­თა და იდე­ე­ბით გან­ვაგ­რ­ძო.

რაც შე­ე­ხე­ბა გეგ­მებს, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი გეგ­მა გვაქვს. ვფიქ­რობ, ყვე­ლაფ­რის ერ­თად შეს­რუ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამი­ტომ სა­ჭი­როა ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მი­სა და მიზ­ნის და­სახ­ვა მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თ­ვის და მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა. მეც, ჩემ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან და სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვი­სა­ხავ ხოლ­მე გეგ­მებს, თუმ­ცა უმ­თავ­რე­სი, რაც ჩე­მი მუდ­მი­ვი გეგ­მე­ბის რიგ­ში ირიცხე­ბა, თვით­ს­წავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სია.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები