29 მარტი, პარასკევი, 2024

თსუ მზადაა მიიღოს ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში სწავლობენ და საომარი მოქმედებების გამო ქვეყნის დატოვება მოუწიათ

spot_img

ამის შესახებ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ისრაელის სახელმწიფოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნისიმ ბენ შიტრიტმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო 1500 -მდე სტუდენტი ისრაელიდან ვერ აგრძელებს სწავლას უკრაინის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და საქართველოში სწავლის გაგრძელების სურვილს გამოხატავს. თსუ უახლოეს პერიოდში დააზუსტებს მისაღები სტუდენტების რაოდენობას და დისციპლინებს, რის შემდეგაც სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოენოვან პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები