28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზი — აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის შემ­დ­გო­მი სრულ­ყო­ფი­სათ­ვის

spot_img
ინ­ტერ­ვიუ ხა­ტია ცი­რა­მუ­ას­თან,
სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის
და­გეგ­მ­ვის, კვლე­ვი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის
უფ­როს­თან

 

— გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის 2021-2025 წლე­ბის სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერ­თი ამო­ცა­ნაა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა. უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ?

— გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სის­ტე­მას ნერ­გავს. ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მსგავ­სად, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი და­ე­ფუძ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დო­ლო­გი­ით ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებს. აღ­ნიშ­ნულ ამო­ცა­ნას პა­სუ­ხობს ცენ­ტ­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მოწყო­ბა. 2020 წელს შე­იქ­მ­ნა და­გეგ­მ­ვის, კვლე­ვის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლის ძი­რი­თად ფუნ­ქ­ცი­ად გა­ნი­საზღ­ვ­რა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის (თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზი) სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია. თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ცენ­ტ­რი მო­ახ­დენს რეფ­ლექ­სი­ას ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პო­ლი­ტი­კა­სა და პრო­ცე­სებ­ზე მა­თი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ, ასე­ვე სის­ტე­მურ დო­ნე­ზე.

— რო­გო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა, რამ­დე­ნად იყე­ნე­ბენ ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თე­მა­ტურ ანა­ლი­ზებს?

— უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი (ESG) სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის ად­გენს ში­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებს, ხო­ლო ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის­თ­ვის — სტან­დარ­ტებ­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებს ხა­რის­ხის გა­რე უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის. ESG-ის 3.4 სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც ეხე­ბა თე­მა­ტურ ანა­ლიზს, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და აანა­ლი­ზებ­დეს ხა­რის­ხის გა­რე უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მებს და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თ­ვის აქ­ვეყ­ნებ­დეს ანა­ლი­ზის შე­დე­გებს. თე­მა­ტურ­მა ანა­ლიზ­მა უნ­და წარ­მო­ა­ჩი­ნოს ხა­რის­ხის გა­რე უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი და არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნოს სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, 2019 წლის აპ­რილ­ში, გახ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) წევ­რი. ENQA-ს შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშ­ში ერთ-ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია შე­ე­ხო ცენ­ტ­რის მი­ერ თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზე­ბის სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მის და­ნერ­გ­ვას, ევ­რო­კავ­ში­რის დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის Twinning-ის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით.

— რამ­დე­ნად შეძ­ლო ცენ­ტ­რ­მა თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის და­ნერ­გ­ვა?

— თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის მე­თო­დო­ლო­გია 2020 წელს შე­მუ­შავ­და, ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის — „ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ ფარ­გ­ლებ­ში, პრო­ექ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ. მე­თო­დო­ლო­გია ად­გენს თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის მთა­ვარ პრინ­ცი­პებს და აღ­წერს ცენ­ტ­რ­ში თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რას. ცენ­ტ­რის სამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ერ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ინი­ცი­რე­ბუ­ლია თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზე­ბი შე­სა­ბა­მი­სი და­სა­ბუ­თე­ბით, წი­ნას­წარ ხდე­ბა ანა­ლი­ზის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის გან­საზღ­ვ­რა. ანა­ლი­ზის თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებს ცენ­ტ­რის მე­ნეჯ­მენ­ტი, ხო­ლო კვლე­ვის პრო­ცესს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს ცენ­ტ­რის და­გეგ­მ­ვის, კვლე­ვის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­სულ წლებ­ში ცენ­ტ­რი, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, პე­რი­ო­დუ­ლად აანა­ლი­ზებ­და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მას, 2020 წე­ლი თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მის დამ­კ­ვიდ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წე­ლი იყო. ოთხ თე­მა­ტურ ანა­ლიზ­ზე და­იწყო მუ­შა­ო­ბა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჩარ­ჩოს იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ის და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­რე უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის და პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­და­ხედ­ვის პრო­ცეს­ში.

— გვი­ამ­ბეთ იმ თე­მა­ტუ­რი კვლე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ცენ­ტ­რი ამ­ჟა­მად ახორ­ცი­ე­ლებს

— ევ­რო­კავ­ში­რის დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის Twinning-ის მხარ­და­ჭე­რით, ცენ­ტ­რ­ში ამ­ჟა­მად ოთხ თე­მა­ტურ ანა­ლიზ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­რე უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე­ობს უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის (მათ შო­რის კლი­ნი­კუ­რი სწავ­ლე­ბის) ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტე­ბის თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზი. მე­ო­რე ანა­ლი­ზი ეხე­ბა სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ანა­ლიზს. სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის გა­რე უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­და­ხედ­ვის დროს იგეგ­მე­ბა ორი­ვე თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის Twinning-ის მხარ­და­ჭე­რით, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში, ასე­ვე, ხორ­ცი­ელ­დე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღი­ა­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სო­ბის ანა­ლი­ზი. ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზი ში­ნა­არ­სობ­რივ და ევ­რო­პულ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩოს­თან მა­თი შე­სა­ბა­მი­სო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ოთხი­ვე თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან გერ­მა­ნე­ლი და ეს­ტო­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი.

მიმ­დი­ნა­რე წელს და­იწყო მუ­შა­ო­ბა კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მა­ტურ ანა­ლიზ­ზე, რო­მე­ლიც ექ­ს­პერ­ტ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მის და­ნერ­გ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა. კვლე­ვა ტარ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტ­რის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში. თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ექ­ს­პერ­ტ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვი­სათ­ვის.

— იგეგ­მე­ბა კვლე­ვის შე­დე­გე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან გა­ზი­ა­რე­ბა?

— რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გებს იყე­ნე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­რე უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დ­გო­მი სრულ­ყო­ფი­სათ­ვის. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი პირ­ველ რიგ­ში გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბის და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა, ასე­ვე სა­პა­სუ­ხო შე­ნიშ­ვ­ნე­ბი­სა და კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ღე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ექ­ს­პერ­ტე­ბის მხრი­დან. ასე­თი უკუ­კავ­ში­რი ხელს უწყობს პრო­ცე­დუ­რებ­ში, ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა და ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოვ­ლე­ნას. ასე­ვე, მო­მა­ვა­ლი თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­კითხე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის გან­საზღ­ვ­რას.

ცენ­ტ­რი, თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზე­ბის შე­დე­გებს პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნებს თა­ვის ვებ­გ­ვერ­დ­ზე. კვლე­ვის შე­დე­გებს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ ცენ­ტ­რის ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ 2020 წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცენ­ტ­რ­მა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს გა­აც­ნო სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში და პოს­ტ­კო­ვი­დურ ვი­თა­რე­ბა­ში უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი და შე­რე­უ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. შე­მუ­შავ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბის დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი კონ­ტექ­ს­ტი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა. დო­კუ­მენ­ტე­ბი შე­მუშა­ვ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID), „კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ (PROLoG) პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით. ცენ­ტ­რი, თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გებს უზი­ა­რებს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ შეხ­ვედ­რებ­ზე, ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზე­ბი იბეჭ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­ლე­ტე­ნებ­ში.

მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან და­გეგ­მი­ლია ოთხი თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები