29 მარტი, პარასკევი, 2024

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი „ოქ­როს გა­სა­ღე­ბია“

spot_img

 

 

სო­ფიო ლობ­ჯა­ნი­ძე

ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლი­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

⏩ ვინ არის სკო­ლის მმარ­თ­ვე­ლი

„ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა არის მოქ­მე­დე­ბა და არა პო­ზი­ცია“ – სკო­ლის დი­რექ­ტორს, დიდ მი­სი­ას­თან ერ­თად, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა: მოს­წავ­ლის, მშობ­ლის, კო­ლე­გის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა თუ სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე.

სკო­ლის მმარ­თ­ვე­ლი დამ­ც­ვე­ლი და სპი­კე­რია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი­სათ­ვის, აქ­ტი­უ­რად ურ­თი­ერ­თობს მშობ­ლებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან, ხში­რად სტუმ­რობს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, იზი­ა­რებს და სხვებ­საც უზი­ა­რებს გა­მოც­დი­ლე­ბას, ზრდის მო­მა­ვალ თა­ო­ბას და იზ­რ­დე­ბა თა­ვა­დაც მათ­თან ერ­თად….

პირ­ნათ­ლად მო­ი­ხა­დო ადა­მი­ა­ნუ­რი ვა­ლი ერი­სა და ბე­რის წი­ნა­შე, არც თუ ისე მარ­ტი­ვი საქ­მეა, თუნ­დაც სკო­ლის დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ი­დან. რო­დე­საც ქვე­ყა­ნას აღ­ვუზ­რ­დით ინ­ტე­რე­სე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბით აღ­ვ­სილ თა­ო­ბას, თა­ო­ბას, რო­მელ­საც აქვს ლი­ბე­რა­ლურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა, იცავს და ინარ­ჩუ­ნებს ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს, შე­უძ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა და ანა­ლი­ზი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იძენს ახალ ცოდ­ნა­სა და იმ­კ­ვიდ­რებს სა­კუ­თარ ად­გილს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში – აი, ესაა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოთხოვ­ნა. ამ ყო­ვე­ლი­ვეს მიღ­წე­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია ღირ­სე­უ­ლი მე­სა­ჭის — დი­რექ­ტო­რის გა­რე­შე!

იყო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ნიშ­ნავს უსაზღ­ვ­როდ გიყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი და მა­თი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის არა­ერ­თხელ და­გა­თენ­დეს, რომ მათ ყო­ვე­ლი დღე წი­ნა­ზე უკე­თე­სი გა­უ­თენ­დეთ, უკე­თე­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით, სას­კო­ლო გა­რე­მო­თი, უკე­თე­სი სწავ­ლის ხა­რის­ხით, უკე­თე­სი მო­ტი­ვა­ცი­ით, რაც ესო­დენ სჭირ­დე­ბათ მათ!

⏩ სკო­ლის ლი­დე­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა

სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და, მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე აკე­თოს სი­ა­მოვ­ნე­ბით, თან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე. ჩე­მი აზ­რით, ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ფე­სიაა მას­წავ­ლებ­ლო­ბა. ჩვენ წი­ნა­შე ხომ სუფ­თა ფურ­ც­ლე­ბად იშ­ლე­ბი­ან ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ჩვენ მა­თი სუ­ლის სი­მებს ვე­ხე­ბით, ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბით მათ­ში ვწერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ის­ტო­რი­ას.

პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­დან ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია, რომ სკო­ლა­ში იყოს: უსაფ­რ­თხო, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, ღია, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი გა­რე­მო, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თო­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მკვიდ­რ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სწავ­ლის კულ­ტუ­რა; სა­დაც ყო­ველ­თ­ვის სი­ხა­რუ­ლით მო­დი­ან და სჯე­რათ, რომ მათ სა­კე­თილ­დღე­ოდ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი!

ჩე­მი მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლა მა­ღალ­მ­თი­ან სო­ფელ­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ყვე­ლა ყვე­ლას ნაც­ნო­ბი, მე­გო­ბა­რი თუ ნა­თე­სა­ვია, ერთ ოჯა­ხად შეკ­რუ­ლი – მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე, მშო­ბე­ლი, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი – ეს ერ­თი­ა­ნო­ბა და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვა­ში, უზ­რუნ­ველ­ყოფს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­სა და წარ­მა­ტე­ბას.

რო­გორც სკო­ლის ლი­დე­რის­თ­ვის, ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს მივ­ცეთ სწავ­ლი­სა და 21-ე სა­უ­კუ­ნი­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი უნარ-ჩვე­ვე­ბის შეთ­ვი­სე­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი, რა­სობ­რი­ვი, ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბი­სა თუ ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა. ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და თა­ნას­წო­რო­ბა არის ჩემ­თ­ვის წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი!

⏩ მარ­თ­ვის პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა

სკო­ლის მარ­თ­ვი­სას ჩე­მი მი­ზა­ნია სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის მიღ­წე­ვა. ვცდი­ლობ, სწო­რად შე­ვა­ფა­სო სკო­ლის ზო­გა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა და დავ­სა­ხო პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, გა­მოვ­ძებ­ნო სტან­დარ­ტის ამაღ­ლე­ბის გზე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

წელს გა­ვი­ა­რეთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი, რა­მაც გვიჩ­ვე­ნა ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი – და­დე­ბი­თიც და ისიც, რა გვაქვს უკე­თე­სად გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რა­თა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ მოთხოვ­ნე­ბი და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­უ­ფერ­ხებ­ლად წა­რი­მარ­თოს.

სკო­ლის მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა მოს­წავ­ლე­თა სიმ­ცი­რეა. ამ პი­რო­ბებ­ში, სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად გამარ­თ­ვაც რთუ­ლია; ასე­ვე ვერ ხერ­ხ­დე­ბა სკო­ლა­ში ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რის აყ­ვა­ნა. შო­რი­დან მო­სულ მას­წავ­ლებ­ლებს კი უჭირთ ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა და ხში­რად ისე ხდე­ბა, რომ ერ­თი წე­ლი ჩერ­დე­ბი­ან და ისევ ახა­ლი მას­წავ­ლებ­ლის პოვ­ნა გვი­წე­ვს. მოს­წავ­ლე­ებს ყო­ველ წელს უხ­დე­ბათ მას­წავ­ლებ­ლის გაც­ნო­ბა, შეჩ­ვე­ვა და… მე­რე ისევ თა­ვი­დან იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ზრდის წარ­მა­ტე­ბულ მოს­წავ­ლეს! ჩე­მი მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­ვუწყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლას. ოთხი წლის წინ, რო­დე­საც დი­რექ­ტო­რი გავ­ხ­დი, მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი სტა­ტუ­სი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ერ­თი წლის თავ­ზე კი მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ ჩემ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მაც აიმაღ­ლეს სტა­ტუ­სი, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ხა­რებს და მე­ა­მა­ყე­ბა.

მინ­და, მათ­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თო და სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი ვი­ყო – წელს კვლავ ჩა­ვა­ბა­რე პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და, ვმუ­შა­ობ პორ­ტ­ფო­ლი­ოს შედ­გე­ნა­ზეც, რო­ცა მე ავი­მაღ­ლებ სტა­ტუსს, ისი­ნიც იფიქ­რე­ბენ ამა­ზე, ეს კი სკო­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია. ასე­ვე, ჩვე­ნი თი­თო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი თით­ქ­მის ყო­ველ წელს რომ აბა­რებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში და ხში­რად გრან­ტი­თაც სწავ­ლობს, ესეც ხომ დი­დი წარ­მა­ტე­ბა და სი­ა­მა­ყეა.

⏩ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოსთან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია, იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას­თან ერ­თად, რა­საც მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა გვი­წე­სებს.

მარ­თა­ლია, მე არ გახ­ლა­ვართ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს მი­ერ არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, მაგ­რამ ეს არ მა­თა­ვი­სუფ­ლებს იმ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან, რაც მა­კის­რია ამ რგო­ლის წი­ნა­შე. მე უკ­ვე ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლე წი­ნა ვა­დით არ­ჩე­ულ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თან, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი იხი­ლე­ბო­და მათ­თან ერ­თად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­საც მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბით ვი­ღებ­დით. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ამ­ტ­კი­ცებს სკო­ლის ბი­უ­ჯეტს, ის­მენს დი­რექ­ტო­რის ყო­ველ­წ­ლი­ურ ან­გა­რიშს, ფი­ნან­სურ თუ სწავ­ლის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ამ­ტ­კი­ცებს სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წესს და მო­ნი­ტო­რინგს უწევს დი­რექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბას. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩე­მი და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს აქ­ტი­ურ­მა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბამ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა სას­კო­ლო გა­რე­მო, ჩვენ ერ­თად დავ­გეგ­მეთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ რამ­დე­ნი­მე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი სკო­ლი­სა და მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

რე­ა­ლუ­რად, რო­ცა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რებს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვთ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სკო­ლის მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში, სა­კითხე­ბი თვალ­სა­ჩი­ნოა და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გიც მოს­წავ­ლე­თა უკე­თე­სი სწავ­ლის პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო უნ­და ეხ­მა­რე­ბო­დეს დი­რექ­ტორს სკო­ლის მარ­თ­ვა­ში, კა­ნო­ნიც ხომ ამას ავა­ლებს.

⏩ როგორ მოქალაქეს ზრდის სკოლა

რომ გა­დავ­ხე­დო წარ­სულს, გა­ვიხ­სე­ნო ჩე­მი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, გუ­ლი მწყდე­ბა ბევრ რა­მე­ზე… არც სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, არც სას­კო­ლო გა­რე­მო, არც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და ჩემს თა­ო­ბას, არც იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი უსას­ყიდ­ლოდ მი­ე­ღოთ ან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ასე მარ­ტი­ვად მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ, რო­გორც დღე­საა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, ვერც ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად მო­წეს­რი­გე­ბულ გა­რე­მო­ში იღებ­დ­ნენ გა­ნათ­ლე­ბას, ვერ მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ კონ­კურ­სებ­სა თუ ოლიმ­პი­ა­დებ­ში, ვერ მი­დი­ოდ­ნენ საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. დღეს ეს ყო­ვე­ლი­ვე ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, მთა­ვა­რია მა­თი სურ­ვი­ლი და მონ­დო­მე­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად რე­ა­ლი­ზე­ბა და წარ­მო­ჩე­ნა. სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მით, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მო­ზარ­დებს, ის­წავ­ლონ სწავ­ლის სწავ­ლა, ის­წავ­ლონ კე­თე­ბით, მო­ახ­დი­ნონ ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი უვი­თა­რებს მათ 21-ე სა­უ­კუ­ნის უნა­რებს და უფ­რო შემ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უვი­თარ­დე­ბათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ად­ვი­ლად მოგ­ვა­რე­ბის უნა­რე­ბი.

ახ­ლან­დე­ლი თა­ო­ბა უფ­რო რე­ა­ლუ­რად აფა­სებს, ხე­დავს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს და სწო­რად გეგ­მავს მო­მა­ვალს. ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და, უმაღ­ლეს­ში ცოდ­ნის მი­ღე­ბას, პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლას ამ­ჯო­ბი­ნებს, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად იყე­ნე­ბენ დრო­ის რე­სურსს, პრო­ფე­სი­ა­საც იღე­ბენ და, შე­და­რე­ბით მოკ­ლე დრო­ში, და­საქ­მე­ბა­საც ახერ­ხე­ბენ. დღეს ნამ­დ­ვი­ლად იზ­რ­დე­ბი­ან სკო­ლა­ში აქ­ტი­უ­რი, სა­კუ­თა­რი აზ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი.

⏩ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხია ჩვენს სფე­რო­ში. რო­ცა ას­წავ­ლი, სა­ჭი­როა თა­ვა­დაც უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში სწავ­ლობ­დე! სის­ტე­მა ნამ­დ­ვი­ლად ზრუ­ნავს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი ტრე­ნინ­გი თუ ვე­ბი­ნა­რი მი­ეძღ­ვ­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა წინ­ს­ვ­ლის სა­კითხს და ეს პრო­ცე­სი დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­ულ გა­დამ­ზა­დე­ბას, ჩე­მი აზ­რით, რო­გორც ყვე­ლა სფე­რო­სა და სა­კითხს მსოფ­ლი­ო­ში, ძა­ლი­ან შე­უ­შა­ლა ხე­ლი პან­დე­მი­ამ. მახ­სოვს, ზუს­ტად დი­რექ­ტო­რე­ბის გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, ჩა­ტა­რე­ბის თა­რი­ღიც ჩა­ნიშ­ნუ­ლი იყო, ჩვენ­თან პან­დე­მია რომ და­იწყო და ეს პრო­ცე­სი შე­ჩერ­და.

გე­თან­ხ­მე­ბით, რომ აუცი­ლე­ბე­ლია დი­რექ­ტორ­თა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა, რა­თა ფე­ხი ავუწყოთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს. სულ ახ­ლა­ხან დამ­ტ­კიც­და დი­რექ­ტო­რის ახა­ლი სტან­დარ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დი­რექ­ტო­რი აღა­რაა მე­ნე­ჯე­რი და უნ­და იყოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი, ეს ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბაა.

სკო­ლის მარ­თ­ვას­თან ერ­თად, აუცი­ლე­ბე­ლია სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა. არც დი­რექ­ტო­რის წი­ნა სტან­დარ­ტით გა­წე­რი­ლი მოთხოვ­ნე­ბი იყო ად­ვი­ლად მი­საღ­წე­ვი. გა­დამ­ზა­დე­ბის გა­რე­შე გა­უ­ჭირ­დე­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­ბე­და დი­რექ­ტო­რებს, ფე­ხი აუწყონ სის­ტე­მის მოთხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

ჩვენ ზაფხულ­ში ჩაგ­ვი­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი სკო­ლის მარ­თ­ვი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის ირ­გ­ვ­ლივ, მი­ვი­ღეთ დრო­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ვი­მე­დოვ­ნებ, მო­მა­ვალ­შიც აქ­ტი­უ­რად გაგ­რ­ძელ­დე­ბა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ალ­ბათ, მა­ლე დი­რექ­ტო­რე­ბის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბიც ჩა­ტარ­დე­ბა, რად­გან პან­დე­მია შე­სუს­ტ­და და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც შე­იც­ვა­ლა.

აქ­ვე მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს კო­ლე­გა დი­რექ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი დღი­დან მხარ­ში მიდ­გა­ნან, გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ზი­ა­რე­ბენ, ძა­ლას მაძ­ლე­ვენ და მარ­წ­მუ­ნე­ბენ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი და გა­უ­კე­თე­ბე­ლი არა­ფე­რია, რომ ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი „ოქ­როს გა­სა­ღე­ბია“.

ასე­ვე მინ­და, მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მი­მართ, გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, მხარ­ში დგო­მი­სათ­ვის, ისი­ნი და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მო­ბენ ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები