19 მარტი, სამშაბათი, 2024

თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცე

spot_img

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებულ ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში, 2021-2022 სასწავლო წლისათვის, მოსწავლეთა რეგისტრაცია გამოცხადდა. მოსწავლეთა მიღება წარმოებს მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე. გამოცდების ონლაინ რეგისტრაცია 13 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომელმაც 2020-2021 სასწავლო წელს დაძლია მე-6 ან მე-7 კლასი. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: shorturl.at/jvyU1

განათლებისა და მეცნიერების ქალაქში მდებარე სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით აშენდა. სამინისტროს მიზანია, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელონ ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით  და შეძლონ საკუთარი ნიჭის რეალიზება.

საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეები მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ახლად აშენებულ სკოლასა და კამპუსს აერთიანებს. შენობა გათვლილია 250 მოსწავლეზე და სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. აქვე ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო, სასადილო და სპორტული დარბაზი. ასევე კეთილმოწყობილია ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო ზონა.

თანამედროვე დიზაინით მოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით. საგანმანათლებლო პროცესს, რომელშიც დიდი აქცენტი ფიზიკა- მათემატიკის სწავლასა და ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაზე გაკეთდება, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა წარმართავს.

მოსწავლეებს, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებების სახით, სკოლა შესთავაზებს როგორც სპორტულ, ასევე შემოქმედებით და ინტელექტუალურ მომსახურებებს, მათ შორის, იფუნქციონირებს კლუბები პროგრამირების და ვებ დიზაინის მიმართულებით. სკოლის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ფართო სპექტრის სპორტული და შემოქმედებითი სერვისების განხორციელებისთვის.

მისაღები გამოცდების ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 26 ივლისიდან და გაგრძელდება 13 აგვისტოს ჩათვლით.

📌 ონლაიან რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული 👉 shorturl.at/jvyU1

📌 მოსწავლის მშობელმა უნდა გაითვალისწინოს 👉 სასწავლო პროცესი იწარმოებს განათლებისა და მეცნიერების ქალაქში (სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში, მისამართი: ქალაქი ბათუმი, სვიშჩევსკის ქ.N1).

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები