25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ზმნის კონტაქტი

spot_img

კონტაქტი არის ზმნის კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს, სუბიექტი მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე უშუალოდ თუ ვინმეს მეშვეობით.

კონტაქტი შეიძლება იყოს უშუალო და შუალობითი. კონტაქტი უშუალოა, როდესაც სუბიექტური პირი პირდაპირ ობიექტზე უშუალოდ მოქმედებს: ხატავს (ის მას), აკეთებს(ის მას), წერს(ის მას).

შუალობითი კონტაქტის ფორმა კი გვიჩვენებს, რომ სუბიექტი უშუალოდ კი არ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე, არამედ სხვა პირის მეშვეობით(ის აიძულებს, ეხმარება ან სთხოვს მას რამის გაკეთებას): ახატვინებს(ის მას მას), აკეთებინებს(ის მას მას), აწერინებს(ის მას მას).

შუალობითი კონტაქტის მაწარმოებლებია:ინ(ერთ – და მეტმარცვლიან ზმნურ ძირთან: ამზადებინებს, აგზავნინებს,ატეხინებს) ან- ევინ ბოლოსართი (უმარცვლო ზმნურ ძირთან:აჭრევინებს, აკვრევინებს).

შუალობითი კონტაქტის ფორმებში სრულად უნდა დაიწეროს მისი მაწარმოებელი ბოლოსართი, არ უნდა დაიკარგოს – ან – ვ თანხმოვნები.

სწორია: აგლეჯინებს ( და არა აგლეჯიებს ), აშენებინებს ( და არა აშენებიებს ), ახლეინებს ( და არა ახლეჩიებს ), ახდევინებს ( და არა ახდეინებს ან ახდევიებს),აზღვევინებს (და არა აზღვეინებს ან აზღვევიებს), აშლევინებს (და არა აშლეინებს ან აშლევიებს).

თუ ზმნა – ავ თემისნიშნიანია (ან თანხმოვანზე ბოლოვდება), შუალობითი კონტაქტის ფორმებში – არ უნდა დაიკარგოს:

სწორია: ახატინებს, დაახატვნა, დაუხატინებია;აკერინებს, შეაკერინა,შეუკერინებია, ამალინებს, დაამალინა, დაუმალინებია.

არასწორია: ახატინებს, დაახატინა, დაუხატინებია; აკერინებს, შეაკერინა, შეუკერინებია, ამალინებს, დაამალინა, დაუმალინებია.

-ებ  თემისნიშნიან ზმნებს || თურმეობითში (კითხვა: რა ექნა?) –ებინ– დაბოლოება აქვს. აქ –ინ ბოლოსართი მწკრივის მაწარმოებელია და შუალობით კონტაქტს არ გამოხატავს, მაგრამ მისი სრულად დაწერა საჭიროა:გაეკეთებინა (და არა გაეკეთებია), გაელამაზებინა (დ არა გაელამაზებია), დაემშვიდებინა (და არა დაემშვიდებია).

ნიკოლოზ ნებიერიძე – სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები