29 მარტი, პარასკევი, 2024

ვხატავ ადამიანის სახეებს, რომლებიც სიჩუმით მეტყველებენ

spot_img
ერ­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა, 16 წლის თა­მარ ყი­ფი­ა­ნი მინ­და გა­გაც­ნოთ, თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ძა­მას ხე­ო­ბი­დან. მი­სი პორ­ტ­რე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უსაზღ­ვ­რო ემო­ცი­ას გად­მოს­ცე­მენ, სი­ჩუ­მით მეტყ­ვე­ლე­ბენ. თა­მა­რი ემო­ცი­ე­ბის მხატ­ვა­რია, მი­სი პირ­ვე­ლი პორ­ტ­რე­ტის შთა­გო­ნე­ბა დე­დის სა­ხე იყო. პირ­ვე­ლად სახ­ლის კედ­ლებ­ზე ხა­ტავ­და. ყი­რა­მა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბი, ცარ­ცის­ფერ კედ­ლებ­ზე, მის ბავ­შ­ვურ ემო­ცი­ას გად­მოგ­ვ­ცე­მენ. თა­მა­რი სო­ფელ ზღუ­დე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თორ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ახ­ლა მი­სი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის მა­ლე და­უფ­ლე­ბაა.

 

და­ვი­ბა­დე სო­ფელ ზღუ­დერ­ში. ჩე­მი სო­ფე­ლი, პა­ტა­რა­ო­ბი­დან, უზო­მოდ მიყ­ვარს. ხუ­თი წლი­სამ უარი გან­ვაცხა­დე ქა­რელ­ში საცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვ­ლა­ზე და ამა­ვე ასაკ­ში გავ­ხ­დი ზღუ­დე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი. დე­და პე­და­გო­გია, მა­მა — იურის­ტი. რად­გან მუ­სი­კა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, ექ­ვ­სი წლის ასაკ­ში ქა­რე­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე გავ­ხ­დი, ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხ­რით. მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა უმაღ­ლეს ქუ­ლებ­ზე და­ვამ­თავ­რე, ასე­ვე წარ­ჩი­ნე­ბით და­ვას­რუ­ლე ცხრა კლა­სი და სა­ჩუქ­რად კომ­პი­უ­ტე­რი გად­მო­მე­ცა. თოთხ­მე­ტი წლის ასაკ­ში მქონ­და პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც ქა­რე­ლო­ბა­ზე მო­მიწყო კულ­ტუ­რის სახ­ლ­მა. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი კონ­კურ­ს­ში „გა­ყი­ნუ­ლი ემო­ცია“, სა­დაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვე და მე­ო­რე დღეს­ვე გა­ი­მარ­თა ჩე­მი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა თბი­ლი­სის სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. მიყ­ვარს წე­რა. ვარ დამ­წყე­ბი პრო­ზა­ი­კო­სი, ჩე­მი ნო­ვე­ლა და­ი­ბეჭ­და პრო­ექ­ტის „ახალ­გაზ­რ­და ხე­ლო­ვა­ნი“ მი­ერ გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში. შემ­დეგ წელს, ამა­ვე კონ­კურ­ს­ში ხატ­ვის გან­ხ­რით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და ჩე­მი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­მა­გი­დო კა­ლენ­დ­რის ყდა­ზე და­ი­ბეჭ­და.

თა­მარ, გვი­ამ­ბე შენს სო­ფელ­ზე, ყო­ველ­დღი­ურ პრობ­ლე­მებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­სა და იმ რე­ა­ლო­ბა­ზე, რო­მელ­შიც პან­დე­მი­ის გა­მო აღ­მოჩ­ნ­დით…

ჩე­მი სო­ფე­ლი ძა­ლი­ან მოწყე­ნი­ლია, რად­გან აქ ისე­თი ფუს­ფუ­სი აღარ არის, რო­გო­რიც ად­რე იყო… მაგ­რამ, ზაფხუ­ლო­ბით ზღუ­დე­რი, ყუ­რადღე­ბის­გან გა­თა­მა­მე­ბუ­ლი, მა­ინც ახერ­ხებს სი­ცა­რი­ე­ლის შევ­სე­ბას. ბა­ლა­ხის­ფ­რად აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, მა­ღალ, ცის­ფერ მთებ­ში ჩა­კარ­გუ­ლი სო­ფე­ლი, გაჟ­ღენ­თი­ლია ბუ­ნე­ბის მუ­სი­კის ჰან­გე­ბით და ყო­ვე­ლი მხრი­დან მო­დის ხმა­უ­რის ექო… ძა­მას წმინ­და ხე­ო­ბის სა­ნა­ხა­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მხრი­დან მო­დი­ან, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ტაო-კლარ­ჯეთ­საც ადა­რე­ბენ. სო­ფე­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი ად­გი­ლია, რად­გან აქ, ქა­ლა­ქის ხმა­უ­რი­ან ცხოვ­რე­ბას მოს­წყ­დე­ბა თუ არა ადა­მი­ა­ნი, რე­ლაქ­სა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტი ექ­მ­ნე­ბა. სო­ფე­ლი ტუ­რის­ტუ­ლად პერ­ს­პექ­ტი­ულ ად­გი­ლა­საა გა­შე­ნე­ბუ­ლი. გა­სულ წელს, ზღუ­დე­რი ერთ-ერ­თი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ბა­ნა­კის ლო­კა­ცია იყო. მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი ეხ­მა­რე­ბა რო­გორც სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას, ასე­ვე ახალ­გაზ­რ­დე­ბის ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვებას.

სამ­წუ­ხა­როდ, სო­ფე­ლი დაც­ლის პი­რა­საა. აქ დარ­ჩე­ნილ ახალ­გაზ­რ­დებს არ აქვთ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა და მო­ტი­ვა­ცია. ვფიქ­რობ, ბავ­შ­ვე­ბი არ უნ­და და­ი­სა­ჯონ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სო­ფელ­ში და­ი­ბად­ნენ. სკო­ლაც მოწყე­ნი­ლია, და­ი­ცა­ლა… აღარ ის­მის პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბის ლა­ღი კის­კი­სი… წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კლას­ში ერ­თი მერ­ხია, ერ­თი სკა­მი და ერ­თი პა­ტა­რა ჩან­თა, დე­რეფ­ნებ­ში კი „უხ­მა­უ­რო სიმ­შ­ვი­დე“ და­ე­ხე­ტე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბის მა­გივ­რად. მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა, აქ რომ ვის­წავ­ლე… აქ მას­წავ­ლებ­ლე­ბი არაფ­რის­გან ქმნი­ან მთელ სამ­ყა­როს, რო­მელ­შიც ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი, ჩვენ­თან ერ­თად, მოგ­ზა­უ­რო­ბენ…

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რა თქმა უნ­და, კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლია, მაგ­რამ ზღუ­დე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის რე­ა­ლო­ბას­თან აც­დე­ნი­ლია, რად­გან სო­ფელ­ში სა­კა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტი არ არის. ძა­ლი­ან რთუ­ლია და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე, იმუ­შაო დის­ტან­ცი­უ­რად. რა თქმა უნ­და, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ ვგრძნობ, თით­ქოს ჩე­მი სამ­ყა­რო ერთ პა­ტა­რა ეკ­რან­შია მოქ­ცე­უ­ლი. გაკ­ვე­თი­ლის აღ­ქ­მაც რთუ­ლია, მაგ­რამ ეს, სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია. სო­ფელ­ში სა­კა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტი აუცი­ლე­ბე­ლია, რა­თა ბავ­შ­ვებ­მა დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბით შეძ­ლონ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა.

რა ასა­კი­დან და­იწყე ხატ­ვა?

ჩე­მი თა­ვი არ მახ­სოვს ფურ­ც­ლის ან ფან­ქ­რის გა­რე­შე, გო­ნე­ბა­ში აღ­ბეჭ­დი­ლი პირ­ვე­ლი მო­გო­ნე­ბაც თეთრ კედ­ლებ­ზე და­ხა­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყო. რო­ცა რა­მე მწყინ­და, თავ­და­ყი­რა ადა­მი­ა­ნებს ვხა­ტავ­დი, ცარ­ცის­ფე­რი კე­დე­ლი იყო ჩე­მი თავ­შე­სა­ფა­რი. და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი წლის ვი­ყა­ვი, ფან­ქა­რი პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ჭი­რე ხელ­ში…

ვინ ან რა იყო შე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო?

გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, ყო­ველ­თ­ვის, ადა­მი­ა­ნებს ვხა­ტავ­დი, ყვე­ლა დე­და­ჩემს ჰგავ­და… პირ­ვე­ლი პორ­ტ­რე­ტის შთა­გო­ნე­ბაც დე­და იყო.

ვინ არი­ან შე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბი — რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი?

ჩე­მი ინ­ს­პი­რა­ცი­ის წყა­რო ადა­მი­ა­ნის სა­ხეა, სავ­სე ემო­ცი­ით და ღრმა გა­მო­ხედ­ვით. მე ვხა­ტავ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ებს, რომ­ლე­ბიც სი­ჩუ­მით მეტყ­ვე­ლე­ბენ, ხში­რად ვხა­ტავ ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტებს, ამით თით­ქოს სა­კუ­თა­რი სამ­ყა­როს იდუ­მა­ლი პერ­სო­ნა­ჟი ვხდე­ბი…

შენ მი­ერ წა­კითხუ­ლი წიგ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი თუ და­გი­ხა­ტავს?

დი­ახ, ჩემ­თ­ვის, წიგ­ნებს შო­რის, ფა­ვო­რი­ტი „ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტაა“, კითხ­ვის პრო­ცეს­ში საკ­მა­ოდ გა­მი­ტა­ცა მის­ტი­ურ­მა სამ­ყა­რომ და ვო­ლან­დის პერ­სო­ნაჟ­მა. სწო­რედ ბულ­გა­კო­ვის კითხ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ვიწყე ადა­მი­ა­ნე­ბის ხატ­ვა სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის თვა­ლე­ბით.

ნა­მუ­შევ­რებ­ში დიდ ემო­ცი­ას დებ, ძი­რი­თა­დად, ადა­მი­ა­ნის სევ­დას ხა­ტავ. პერ­სო­ნა­ჟე­ბის უმე­ტე­სო­ბა დარდს და ტკი­ვილს გად­მოგ­ვ­ცემს… რო­გო­რია შე­ნი, რო­გორც „ემო­ცი­ე­ბის მხატ­ვ­რის“ თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი, დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა?

თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა საკ­მა­ოდ ცი­ვია. ჩე­მი ერთ-ერ­თი ოც­ნე­ბა იყო, სხვა სა­უ­კუ­ნე­ში დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, არ მომ­წონს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ჩვენ, ძი­რი­თა­დად, ემო­ცი­უ­რად და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლე­ბი და დათ­რ­გუ­ნუ­ლე­ბი ვართ. ხში­რად, ნე­გა­ტი­ვით ვიკ­ვე­ბე­ბით. მარ­თა­ლი ხართ, ძი­რი­თა­დად, სევ­დას ვხა­ტავ, იმას, რაც ჩემს სულს თან ახ­ლავს და იმას, რა­საც სხვის „სულ­ში ხე­ტი­ა­ლის“ დროს ვპო­უ­ლობ.

რო­გორ იბა­დე­ბა იდეა ახა­ლი ნა­მუ­შევ­რის შე­საქ­მ­ნე­ლად? სა­ინ­ტე­რე­სოა, იმ მო­მენ­ტ­ში, რო­გო­რია შე­ნი გან­წყო­ბა. ხა­ტავ მა­შინ, რო­ცა ხარ აღელ­ვე­ბუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი, სევ­დი­ა­ნი თუ…

არა­სო­დეს და­მი­ხა­ტავს ბედ­ნი­ე­რე­ბის დროს… სუ­ლი­ე­რი ფო­რი­ა­ქი, აღელ­ვე­ბა იწ­ვევს ჩემს ქვეც­ნო­ბი­ერს და­სა­ხა­ტად, ჩემ­თ­ვის ძლი­ე­რი მუხ­ტი ტრა­გე­დი­ას მო­აქვს. ტრა­გე­დია აიძუ­ლებს ადა­მი­ანს, გახ­დეს უფ­რო ღრმა და იდუ­მა­ლი…

ჩე­მი ნა­ხა­ტე­ბის ნახ­ვი­სას დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის აღ­ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი სავ­სეა ემო­ცი­ე­ბით და ეს ემო­ცი­ე­ბი გულ­წ­რ­ფე­ლია. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ხა­ტი ცოცხა­ლია, შე­ე­ხე­ბი და თით­ქოს ისიც გრძნობს ამ შე­ხე­ბას…

რამ­დენ ნა­მუ­შე­ვარს ით­ვ­ლის შე­ნი კო­ლექ­ცია და რო­მე­ლია შენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ჩემს გულ­ში. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ჩე­მი არ­სე­ბის ნა­წი­ლია. 14 წლი­სას უკ­ვე 70-ზე მე­ტი ნა­მუ­შე­ვა­რი მქონ­და.

რო­მე­ლია შენ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ფე­რი?

ძი­რი­თა­დად, ფან­ქარ­ში და გრა­ფიტ­ში ვხა­ტავ, ასე­ვე, ვი­ყე­ნებ გუ­აშს. იღ­ბ­ლი­ა­ნი ვარ, რად­გან ჩემს საყ­ვა­რელ ფერ­ში მთე­ლი სამ­ყა­როა გახ­ვე­უ­ლი, ბა­რა­თაშ­ვი­ლი­ვით მეც ამ ფერ­ში ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი: „ცი­სა ფერს, ლურ­ჯ­სა ფერს…“

რა­ზე ოც­ნე­ბობ?

ჩე­მი ოც­ნე­ბა მრა­ვალ­ნა­ი­რია. ოც­ნე­ბა­ში შექ­მ­ნი­ლი მაქვს სა­ო­ცა­რი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც არა­რე­ა­ლუ­რი და ჯა­დოს­ნუ­რია. ოც­ნე­ბა ხომ ის გა­მო­ნაკ­ლი­სია, სა­დაც შე­უზღუ­და­ვე­ბი ვართ წარ­მო­სახ­ვით სამ­ყა­რო­ში… რე­ა­ლო­ბა­ში კი, ჩე­მი ოც­ნე­ბაა, არა­სო­დეს ვი­ყო სუს­ტი და უსუ­სუ­რი.

ალ­ბათ პრო­ფე­სი­აც არ­ჩე­უ­ლი გაქვს…

პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი მინ­და გავ­ხ­დე, რად­გან მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა. არ მღლის მათ­თან სა­უ­ბა­რი, მა­თი მოს­მე­ნა. შე­მიძ­ლია, უსიტყ­ვოდ გა­მო­ვიც­ნო მა­თი ფიქ­რე­ბი… ყო­ველ­თ­ვის მინ­და და­ვეხ­მა­რო ადა­მი­ა­ნებს და ვი­ყო მა­თი მხარ­დამ­ჭე­რი.

ფო­ტოგ­რა­ფი­ით ხარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე ხში­რად რა ხვდე­ბა შენს ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­ში?

მიყ­ვარს ეს­თე­ტი­კა, ამი­ტომ, ხში­რად, ლა­მაზ და სა­სი­ა­მოვ­ნო დე­ტა­ლებს ვი­ღებ. მომ­წონს პე­ი­ზა­ჟე­ბი. ჩემს ობი­ექ­ტივ­ში ხში­რად ძაღ­ლე­ბი პო­ზი­ო­რო­ბენ.

ამ­ჟა­მად რა­ზე მუ­შა­ობ და რო­გო­რია შე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

ამ­ჟა­მად ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბი, ახ­ლა ჩე­მი მი­ზა­ნი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბაა. ძა­ლი­ან მინ­და, სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ას, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე, და­ვე­უფ­ლო.

და­ბო­ლოს, რა შე­კითხ­ვას და­უს­ვამ სა­კუ­თარ თავს?

და მა­ინც, ვინ ვარ მე?

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები