28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ვფიქ­რობ,რამ­დე­ნი­მე წე­ლი კი­დევ შევ­ძ­ლებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქვეყ­ნის­თ­ვის სა­სი­კე­თო საქ­მის კე­თე­ბა­ში

spot_img

მზია კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი

ნი­ნოწ­მინ­დის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

34 წლის პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, აქე­დან 22 — არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის. სხვა კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მე სხვაგ­ვა­რად მოვ­ხ­ვ­დი ჯა­ვა­ხეთ­ში: სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჯერ და­ვამ­თავ­რე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის 3-წლი­ა­ნი ტექ­ნი­კუ­მი (აგ­რო­ნო­მის სპე­ცი­ა­ლო­ბით), მე­რე კი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე ბი­ო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით. სა­ჭი­რო­ე­ბის გა­მო, 2002-2003 წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტ­რა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში, გა­ვი­ა­რე სრუ­ლი კურ­სი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბით. ორი წე­ლი ას­პინ­ძის რა­ი­ონ­ში ვი­მუ­შა­ვე ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლად.

1990 წელს ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში (მა­შინ­დე­ლი ბოგ­და­ნოვ­კის) ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი გახ­ს­ნეს და ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბის ჩა­სახ­ლე­ბა და­იწყეს. მა­შინ მე უკ­ვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ორი შვი­ლი გვყავ­და, უფ­რო­სი გო­გო­ნა იმ წელს შე­ვი­და პირ­ველ კლას­ში. ჩვენც ჩა­ვე­წე­რეთ მო­ხა­ლი­სე­თა სი­ა­ში და ჩაგ­ვა­სახ­ლეს ქა­ლაქ­ში, სკო­ლა­შიც აქ­ვე და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლად, სა­დაც 10 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე.

კარ­გად მახ­სოვს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა უნ­დობ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი და ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თ­ვის ბა­რი­ე­რი იყო. 90-იანი წლე­ბის სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს ერ­თ­ვო­და აქა­უ­რი ზამ­თ­რის მკაც­რი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი (-25-30 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა, 1-1,5მ თოვ­ლი, უწყ­ლო­ბა, ზოგ­ჯერ თოვ­ლ­საც კი ვად­ნობ­დით, სას­მელ წყალს კი შო­რი­დან ვე­ზი­დე­ბო­დით). ბევ­რ­მა ვერ გა­უძ­ლო და რამ­დე­ნი­მე წელ­ში ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი დავ­რ­ჩით.

ამა­სო­ბა­ში გაგ­ვიც­ნო ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, რო­მელ­საც ენის არ­ცოდ­ნის გა­მო უჭირ­და ინ­ტეგ­რა­ცია და კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­თან. ჩვენ მათ­თ­ვის ხი­დი ვი­ყა­ვით და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უან­გა­როდ ვეხ­მა­რე­ბო­დით. ბევრს და­ვუ­მე­ზობ­ლ­დით, და­ვუ­მე­გობ­რ­დით და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყარ­და ჩვენ შო­რის. კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ვამ­ყა­რებ­დით რუ­სულ, ცო­ტა ქარ­თულ და სომ­ხურ ენებ­ზე. ვეც­ნო­ბო­დით ერ­თ­მა­ნე­თის ტრა­დი­ცი­ებს, სამ­ზა­რე­უ­ლოს, კულ­ტუ­რას და დღეს ბევ­რი ახ­ლობ­ლად გვთვლის, ასე­ვე ჩვენც…

90-იანი წლე­ბის ბო­ლოს, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის მიზ­ნით, ამოქ­მედ­და პროგ­რა­მე­ბი და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ჩა­მო­სუ­ლი პე­და­გო­გე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ. 2000 წელს, ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის სოფ. დი­დი ხან­ჩა­ლის სკო­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი პე­და­გო­გი სხვა სკო­ლა­ში გა­და­ვი­და და ქარ­თუ­ლის სა­ა­თე­ბი იყო ვა­კან­ტუ­რი. იქ მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და და რე­გი­ო­ნის გა­ნათ­ლე­ბის სამ­სა­ხურს მივ­მარ­თე, სა­იდ­ა­ნაც თან­ხ­მო­ბა მი­ვი­ღე. ასე და­იწყო ახა­ლი პე­რი­ო­დი ჩემს პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში.

დაწყე­ბით კლა­სებ­ში მქონ­და სა­ა­თე­ბი. მახ­სოვს, რო­გორ შე­მომ­ცი­ცი­ნებ­დ­ნენ პა­ტა­რა გო­გო-ბი­ჭე­ბი, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბით სწავ­ლობ­დ­ნენ ან­ბანს, ლექ­სებ­სა თუ სიმ­ღე­რებს. ყო­ველ­დღე 6კმ-ის გავ­ლა მიხ­დე­ბო­და ფე­ხით. მა­შინ ზამ­თარ­ში დი­დი თოვ­ლი და ქა­რი იცო­და. ერ­თხელ, პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის ბო­ლო იყო, დი­ლით ავ­დე­ქი და მუხ­ლე­ბამ­დე თოვ­ლია, წა­ვე­დი სკო­ლა­ში, შუა გზა­ში ვარ და და­იწყო ქარ­ბუ­ქი. სკო­ლამ­დე რომ მი­ვაღ­წიე, დი­რექ­ტო­რი თვა­ლებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, რამ გად­მო­გიყ­ვა­ნაო? ნიშ­ნე­ბი ხომ უნ­და და­მე­წე­რა-მეთ­ქი? სწრა­ფად და­წე­რე და წა­დი, ამ დროს მგლე­ბი დაძ­რ­წი­ა­ნო…

ქარ­ში, წვი­მა­სა თუ თოვ­ლ­ში მარ­თ­ლა ხა­ლი­სით და ენერ­გი­ით აღ­სავ­სე მივ­დი­ო­დი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე იმი­ტომ, რომ იქ სიყ­ვა­რუ­ლით მე­ლო­დე­ბოდ­ნენ. მეც იქ ვის­წავ­ლე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სომ­ხუ­რი.

2003 წლი­დან ნი­ნოწ­მინ­დის №2 რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში გად­მო­ვე­დი, რო­მელ­შიც არც ერთი რუსი მოსწავლე არ არის, მხო­ლოდ სო­მე­ხი ეროვ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ და ასევე სომეხი ეროვნების მასწავლებლები ასწავლიან. სკო­ლა დი­დია, 300 მოს­წავ­ლე­ზე ნაკ­ლე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. აქ უფ­როს კლა­სებ­შიც მო­მი­წია შეს­ვ­ლა. იყო სიძ­ნე­ლე­ე­ბი მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, მაგ­რამ მა­ლე გა­ვარ­თ­ვი თა­ვი ყვე­ლა­ფერს. ვმუ­შა­ობ­დი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, ვმუ­შა­ობ­დი და­მა­ტე­ბით, ვა­ტა­რებ­დი სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ერ­თხელ, მე-9 კლასს ქუ­თა­ის­ში ექ­ს­კურ­სი­ა­ზე წას­ვ­ლა შევ­თა­ვა­ზე, რა­თა სა­თაფ­ლია მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან გა­ი­გეს. ექ­ს­კურ­სია დი­რექ­ტორ­მა დაგ­ვი­ფი­ნან­სა. გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლიც წა­ვიყ­ვა­ნეთ. გზად აწყუ­რის და სუ­რა­მის ცი­ხე­ე­ბიც ვაჩ­ვე­ნე. ქუ­თა­ის­ში სა­თაფ­ლია, გე­ლა­თი და და­ვი­თის ტა­ძა­რიც ნა­ხეს. კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დაბ­რუნ­დ­ნენ.

2020 წელს რა­ბა­თი და სა­ფა­რა მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ. ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად მშობ­ლე­ბიც წა­მო­ვიდ­ნენ, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბის სი­ლა­მა­ზით.

სა­მი წლის წინ ნი­ნოწ­მინ­და­ში მო­მუ­შა­ვე კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ. ჩვე­ნი სკო­ლა მი­ნი-სპექ­ტაკ­ლით წარ­დ­გა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე. კი­დევ ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბის გახ­სე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მა­თი ჩა­მოთ­ვ­ლა შორს წაგ­ვიყ­ვანს.

ამ ყვე­ლა­ფერ­მა უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ი­ა­რა, მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბით და ენის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ. ერ­თი სიტყ­ვით, გან­წყო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა რო­გორც ენის მი­მართ, ასე­ვე ჩვე­ნი კულ­ტუ­რი­სა და ქარ­თ­ვე­ლე­ბის მი­მართ. ბევ­რი სას­წავ­ლებ­ლად თბი­ლის­ში მი­დის. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­დან ბევ­რი სწავ­ლობ­და და სწავ­ლობს სა­მე­დი­ცი­ნო­ზე, ეკო­ნო­მი­ურ­ზე, სხვა სპე­ცი­ალო­ბა­ზე. მი­ხა­რია, რო­ცა მხვდე­ბი­ან და ქარ­თუ­ლად მე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ბავ­შ­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­შიც.

2016 წელს დავ­ძ­ლიე კომ­პე­ტენ­ცია სა­გან­ში „ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“. რად­გან უკ­ვე მქონ­და არა­ქარ­თულ სკო­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე და გავ­ხ­დი პროგ­რა­მის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“ წევ­რი. დავ­რ­ჩი იმა­ვე სკო­ლა­ში, ახა­ლი სტა­ტუ­სით — კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ პროგ­რა­მის გუნ­დ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და მათ­გან ბევ­რი ახა­ლი რამ გა­ვი­გე და ვის­წავ­ლე, რაც პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უკეთ წარ­მარ­თ­ვა­ში და­მეხ­მა­რა.

2017 წელს წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­მე­ნი­ჭა, 2021 წელს კი — წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის.

ამ­ჟა­მად ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გებ­თან გავ­დი­ვართ ენის კურსს. რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბელ­მა, ენის შეს­წავ­ლით, პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში 1, 4, 7 და 10 კრე­დი­ტის აღე­ბაც მო­ა­ხერ­ხა და უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და, ერ­თი კი წამ­ყ­ვა­ნია.

პან­დე­მი­ამ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ვცდი­ლობ, დის­ტან­ცი­უ­რა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დო გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ვი­ყე­ნებ არ­სე­ბულს და ვქმნი ახალ ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სებს.

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რო­ცა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი არა­ქარ­თულ გა­რე­მო­ში ქარ­თუ­ლად მე­სა­უბ­რე­ბი­ან და მშობ­ლე­ბიც მად­ლო­ბას მიხ­დი­ან.

ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე შევ­დი­ვარ თიმს-ში და მხვდე­ბა:

არე­ვიკ სა­ვო­ი­ან

ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო მას­წავ­ლე­ბე­ლო. გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს. გი­სურ­ვებ ბედ­ნი­ე­რე­ბას, სი­ხა­რულს, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას. მინ­და გი­სურ­ვო ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. ❤️❤️❤️

 

ან­ნა მღდე­სი­ან

ჩე­მო სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლო

გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს. გი­სურ­ვებ ბედ­ნი­ე­რე­ბას, სი­ხა­რულს. ❤️

 

მა­ნა­ნა გა­ბო­ი­ან

ძვირ­ფა­სო მას­წავ­ლე­ბე­ლო! გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს. ❤️ გი­სურ­ვებ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, ბევრ სი­ხა­რულს ცხოვ­რე­ბა­ში და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნურ ბედ­ნი­ე­რე­ბას. თქვე­ნი შრო­მა ფას­და­უ­დე­ბე­ლია და თუნ­დაც ზოგ­ჯერ რთუ­ლი იყოს, იცო­დეთ რომ ჩვენ გა­ფა­სებთ და პა­ტივს გცემთ. ვა­ფა­სებთ იმას, რაც გაქვთ და რა­საც აკე­თებთ ჩვენ­თ­ვის. დაე, ყო­ვე­ლი დღე მხო­ლოდ მხი­ა­რუ­ლი ღი­მი­ლით და­იწყოს და ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო და მხი­ა­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­დეს. გი­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს. ❤️

იმე­დია, მა­ლე დაგ­ვ­ტო­ვებს პან­დე­მია და ისევ საკ­ლა­სო ოთა­ხებს და­ვუბ­რუნ­დე­ბით ხა­ლი­სით და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით.

ჩემ­თ­ვის ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო ზრდას­რუ­ლებ­თან, უფ­როს თა­ო­ბას­თან მუ­შა­ო­ბა, 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2008 წლი­დან 2011 წლამ­დე — ენის სახ­ლის და 2011-დან 2022 წლამ­დე ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის ნი­ნოწ­მინ­დის რე­გი­ო­ნუ­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტ­რის ტრე­ნე­რად. ბევ­რ­მა ჩემ­მა მსმე­ნელ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კურ­სე­ბი და სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მ­დ­ნენ. ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნი კი ქარ­თულს შვი­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად სწავ­ლობ­და.

ვფიქ­რობ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი კი­დევ შევ­ძ­ლებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქვეყ­ნის­თ­ვის სა­სი­კე­თო საქ­მის კე­თე­ბა­ში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები