29 მარტი, პარასკევი, 2024

ვისთვის ჩატარდება დამატებითი ტესტირების სესია  – ცვლილება ბრძანებაში „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“

spot_img

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ ბრძანებაში ცვლილები შევიდა.

 იხილეთ ბრძანება 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ მე-10 მუხლის:

მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ,,5. ტესტირებაზე დაგვიანება დირექტორობის მსურველს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში

ა) მართვის სისტემა უფლებამოსილია, დირექტორობის მსურველებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება ტესტირების დღეს ან ტესტირების დღემდე 5 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს დამატებით ტესტირების ერთი სესია;

ბ) მართვის სისტემა უზრუნველყოფს იმ დირექტორობის მსურველთა მონაწილეობას დამატებით ტესტირებაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ მართვის სისტემის მიერ მითითებულ დროს ტესტირებაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების  გამო;

გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში  მითითებულმა პირებმა შესაბამისი ტესტირების დღიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში მართვის სისტემას უნდა წარუდგინონ COVID-19-ით ინფიცირების/სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის/ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მართვის სისტემის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის;

ე) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მართვის სისტემის მიერ მიღებული ინფორმაცია მართვის სისტემაში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება;“

⇒ როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, დამატებითი ტესტირების სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები