29 მარტი, პარასკევი, 2024

ესეების კონკურსის გამარჯვებულები

spot_img

დასრულდა „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული პირადი მოსაზრების გამომხატველი ესეების კონკურსი – ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში“.

საუკეთესო ათეულიდან გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

 

ჟიურის რჩეული ესეს ავტორია – მარიამ ჩაჩანიძე, სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

ჟიურის რჩეული მიიღებს 300 ლარს;

 

ვებგვერდის რჩეული გახდა სესილი ერაგია, ფოთის წმ. ნიკოლოზის სახ. / საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

ვებგვერდის რჩეული მიიღებს 200 ლარს.

 

საპრიზო ფონდს უზრუნველყოფს კონკურსის მხარდამჭერი, თბილისის 53 და 54 საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კახაბერ გაბუჩია.

 

მესამე საპრიზო ადგილი – ახალი განათლებისრჩეული გახდა გურამ ფედოროვი, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, მას პრიზად გადაეცემა 150 ლარი.

 

ტრადიციულად, ჩვენი კონკურსისთვის სპეციალური პრიზები დააწესეს გამომცემლობებმა: „ინტელექტი“ და აგორა“.

 

ინტელექტისრჩეულია ხატია ხოჯანაშვილი, სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. მას გამომცემლობა წიგნის მაღაზიისშაქროს ბაბუა“ 100-ლარიან ვაუჩერს გადასცემს.

 

აგორასრჩეულია ლუკა მერებაშვილი, სსიპ გორის 12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, რომელსაც გამომცემლობისგან საჩუქრად წიგნების ნაკრები გადაეცემა.

 

წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრები არიან: ბელა კაციტაძე, კახაბერ გაბუჩია, ნაზი საბანიძე, ჟანა სიმონია, თამარ მიქაძე, ელისო ბაღათურია და ზაზა შულაია

 

კონკურსის პირობის თანახმად, ათი საუკეთესო ესე ახალი განათლების“ 15 დეკემბრის ნომერში დაიბეჭდება. ფინალისტები ონლაინ სერტიფიკატებს მიიღებენ.

 

მადლობას ვუხდით მხარდამჭერებს, კონკურსის ჟიურისა და მონაწილეებს.

მომავალ კონკურსამდე გემშვიდობებით!

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები