20 აპრილი, შაბათი, 2024

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო

spot_img

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 10-15 იანვარს მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 70-მდე საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. დეტალური ინფორმაცია ცენტრის მისამართის, გამოცდის თარიღისა და დროის თაობაზე მითითებულია მოსაწვევზე, რომელსაც მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის.

ოლიმპიადის მეორე ტური ორ სესიად ტარდება. I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე, II სესიაზე რეგისტრაცია – 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე ტესტირებაზე აღარ დაიშვება.  რეგისტრაციის დროს მან უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.

მესამე, დასკვნით  ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები