20 აპრილი, შაბათი, 2024

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მე­ბი

spot_img

მა­კა თო­ლორ­და­ვა

სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ახა­ლა­ბას­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა გა­მო­ყოფს პრი­ო­რი­ტე­ტულ თე­მებს, რო­მელ­თაც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მოს­წავ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა მი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბას.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მე­ბია:

♦ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა;

♦ გა­რე­მოს დაც­ვა;

♦ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა;

♦ სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფ­რ­თხო­ე­ბა;

♦ კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვა;

♦ ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა;

♦ კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა;

♦ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი.

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა წარ­მო­ად­გენს ხალ­ხის ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­შე­სა­ხებ და არა­მა­ტე­რი­ა­ლურ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც იქ­ნა შე­ნა­ხუ­ლი და შემ­დ­გო­მი თა­ო­ბე­ბის­თ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი. იგი მო­ი­ცავს რწმე­ნებს, ცოდ­ნას, მხატ­ვ­რულ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბებს, ნორ­მებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, სო­ცი­ა­ლურ პრაქ­ტი­კას, ტრა­დი­ცი­ებ­სა და ჩვე­უ­ლე­ბებს, ად­გი­ლებს, საგ­ნებ­სა და კულ­ტუ­რის ნე­ბის­მი­ერ სხვა გა­მო­ხატ­ვას.

გა­რე­მოს დაც­ვა გუ­ლის­ხ­მობს ყვე­ლა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ადა­მი­ა­ნის და ბუ­ნე­ბის სა­სი­ცოცხ­ლო სა­ფუძ­ვ­ლე­ბის მთლი­ა­ნო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და გა­რე­მოს არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის აღ­მოფხ­ვ­რას. ამ პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბა და შემ­დ­გო­მი ჩარ­თუ­ლო­ბა, მა­თი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბაა.

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ ფარ­თო ცნე­ბაა, გუ­ლის­ხ­მობს შრო­მი­სა და დას­ვე­ნე­ბის ოპ­ტი­მა­ლურ რე­ჟიმს, სწორ კვე­ბას, მოძ­რა­ო­ბით აქ­ტი­ვო­ბას, პი­რად ჰი­გი­ე­ნას, სხე­უ­ლის გა­კა­ჟე­ბას, მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უარის თქმას, ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რულს, ცხოვ­რე­ბის პო­ზი­ტი­ურ აღ­ქ­მას. ამ სა­კითხ­ში მოს­წავ­ლე­თა გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, იგი ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ თე­მად გა­მო­ი­ყო ესგ-ის მი­ერ.

სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფ­რ­თხო­ე­ბა – დაც­ვი­თი და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კომ­პ­ლექსს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს:

ა) სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ას და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის შე­დე­გე­ბის მი­ტი­გა­ცი­ას;

ბ) სა­ხან­ძ­რო უსაფ­რ­თხო­ე­ბას, მათ შო­რის, ხან­ძ­რის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მის ჩაქ­რო­ბას და სა­ა­ვა­რიო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას;

გ) სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბის მზად­ყოფ­ნას მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს წარ­მოქ­მ­ნი­ლი ან მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ი­სათ­ვის, მას­ზე რე­ა­გი­რე­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვას;

დ) სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფ­რ­თხო­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ის­თ­ვის მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის უსაფ­რ­თხო და სტა­ბი­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

კონ­ფ­ლიქ­ტი ლა­თი­ნუ­რი სიტყ­ვაა და შე­ჯა­ხე­ბას ნიშ­ნავს. კონ­ფ­ლიქ­ტის მარ­თ­ვის­თ­ვის სა­ჭი­როა:

⇒ ამო­იც­ნო, თუ რას შე­იძ­ლე­ბა გრძნობ­დეს და ფიქ­რობ­დეს ადა­მი­ა­ნი;

⇒ მო­უს­მი­ნე, რას გთა­ვა­ზობს;

⇒ ეცა­დე, აკონ­ტ­რო­ლო შე­ნი გრძნო­ბე­ბი;

⇒ თუ ფიქ­რობ, რომ ბრაზ­დე­ბი, მარ­თე ბრა­ზი;

⇒ და­ფიქ­რ­დი, იქ­ნებ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა შენ­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რი მოს­წავ­ლის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი და ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ში სა­ჭი­როა. მი­სი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა კი სწო­რედ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა.

ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა წარ­მო­ად­გენს ფულ­თან (ფი­ნან­სი — იტა­ლი­უ­რად ნაღდ ფულს ნიშ­ნავს) ან, უფ­რო ზუს­ტად, სა­კუ­თარ ფი­ნან­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას. ამ „ხე­ლოვ­ნე­ბის“ და­უფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი, მაგ­რამ მიღ­წე­ვა­დია. ეს უნა­რი ხელს უწყობს მოს­წავ­ლეს, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბელ პი­როვ­ნე­ბად.

კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს კა­ცობ­რი­ო­ბის სა­ერ­თო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას, რომ­ლის დაც­ვა და ხელ­შეწყო­ბა აუცი­ლე­ბე­ლია ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ყვე­ლას­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რია, გა­ნურ­ჩევ­ლად რა­სი­სა, სქე­სი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა, ეთ­ნი­კუ­რო­ბი­სა, ენი­სა, რე­ლი­გი­ი­სა ან სხვა ნე­ბის­მი­ე­რი სტა­ტუ­სი­სა. ამ უფ­ლე­ბე­ბის სწო­რად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და გა­თა­ვი­სე­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის პრო­ცეს­ში უნ­და მოხ­დეს.

პრი­ო­რი­ტე­ტულ სას­წავ­ლო თე­მებ­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით. სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სკო­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ სა­კუ­თარ სა­ჭი­რო­ე­ბებს და გეგ­მა­ვენ აქ­ტი­ვო­ბებს გა­მოკ­ვე­თი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად/სკო­ლის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად.

სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი მო­ი­ცავს შემ­დეგს:

⇒ რამ­დე­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სას­კო­ლო პრო­ექ­ტი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე;

⇒ რამ­დე­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია პრო­ექ­ტი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­მიზ­ნე ცნე­ბას­თან/ცნე­ბებ­სა და მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე;

⇒ უწყობს თუ არა პრო­ექ­ტი ხელს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პრი­ო­რი­ტე­ტულ თე­მა­ზე/თე­მებ­ზე მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას;

⇒ რამ­დე­ნად გა­მოკ­ვეთს პრო­ექ­ტი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ კავ­ში­რებს, ასე­ვე კლა­სებს/სა­ფე­ხუ­რებს შო­რის კავ­ში­რებს;

⇒ რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს პრო­ექ­ტი სკო­ლის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­თან (კა­თედ­რე­ბი, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო, პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭო, მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა და სხვა) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის/თე­მის ჩარ­თუ­ლო­ბას;

⇒ რამ­დე­ნად ავი­თა­რებს პრო­ექ­ტი თემ­თან/გა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს;

⇒ რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­კო­ლო პრო­ექ­ტი ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენტს;

⇒ რამ­დე­ნად აქვს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს თა­ნაბ­რად ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

⇒ რამ­დე­ნად მო­ი­აზ­რებს პრო­ექ­ტის იდეა და შე­დე­გე­ბი კავ­შირს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

თი­თო­ე­უ­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მის გან­ხილ­ვა და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ცენ­ტი­რე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­წავ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან და ინ­ფორ­მი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები